ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გიორგი გოგუა - დიდი თავისუფალი დრო

პანდემიამ გლობალურ, ეპიდემიამ კი ეროვნულ დონზე, ადამიანებს ბევრი თავისუფალი დრო გაუჩინა ფიქრისა და მსჯელობისთვის (უჩვეულო მოქმედებისთვისაც). მსჯელობანი და ამ მსჯელობებში გამოთქმული მოლოდინები იმის შესახებ, რომ თითქოს კაცობრიობა ფუნდამენტურად შეიცვლება, სხვა არაფერია თუ არა საკუთარი რწმენისა და ღირებულებითი სისტემის გამოძახილი.არსებითად ადამიანის ბუნება უცვლელი დარჩება. იგი ისევ ორ პოლუსიანი, ცხოველური და ანგელოზური ბუნების მატარებელი დარჩება და რომელიმე მათგანისადმი მიდრეკა, ისევ ინდივიდუალური არჩევანი და ნება იქნება.
საქართველოში: მოვლენა, მართლმადიდებლებმა რელიგურ ჭრილში დაინახეს და მეორედ მოსვლის ნიშნად მიიჩნიეს. ათეისტები და ოკულტიზმით გატაცებული ხალხი მართლმადიდებელთა შიშს ირონიით შეეგება და მაიას ტომების მიერ დაანონსებული, უკვე კარგა ხსნის ჩავლილი და არ შემდგარი აპოკალიფსი დაუპირისპირა. ფემინისტები კარანტინში მყოფი ქალების შევიწროვებასა და ჩაგვარზე ალაპარაკდნენ. სექსუალური უმიცრესობები ჯერ-ჯერობით დუმან. ხელ-ფეხ შეკრული ბანკირები დრტვინვით კარგავენ ოქროს. მას-მედიის საშუალებებმა მოვლენათა გაშუქების ოქროს სტანდარტს მიაგნეს და პერიოდული მონაცვლეობით ხან დამაიმედებელ ხანაც შემაშფოთებელ ინფორმაციებს გვაწვდიან. ქალაქიდან - სოფლად გაქცეული ხალხი, აქაოდა ჩვენ არაფერი გვემუქრებაო - არხეინად მიეძალა ბახუსს. სპეკულიანტებმა დრო იხელთეს გამდიდრებისთვის და კაპიკებად ღირებულ პირბადეებსა და სადეზინფექციო საშუალებებს განვადებით შესასყიდი ფასი დაადეს.. ჭირისუფლებმა, მძიმედ, მაგრამ მაინც ვაჟკაცურად მიიღეს პანაშვიდზე კანტიკუნტად მოსული და დისტანცირებულად მდგარი, შეშინებული ხალხის სამძიმარი...
საქართველოში: ხალხმა მადლიერების ნიშნად, ექიმებს საჯაროდ საკუთარი სახლებიდან ტაში დაუკრეს. პოლიციას, ჯარს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს ხალხმა იმედის თვალით დაუწყო ცქრეა. სამი კაცი, სამ ოლიმპოსელს გაუტოლდა. ახალგაზრდები ხანდაზმულებისა და უპოვრების დასახმარებლად გაერთიანდნე და საკუთარი დანაზოგებით მათთვის სურსათ-სანოვაგეს ყიდულობენ...
ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა