გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარი კოლხი - ლექსები


მე. ჩემი მიწის შვილი

მიყვარხარ დილის ნიავო,
გეტრფი აისის მზეო,
ბურუსს რომ შთანთქავ სხივებით,
ამობრწყინდები, მზეობ...
მიყვარხარ ღამის ღვთაებავ,
სულამდე სავსე მთვარეო,
სახეგაბადრულ ღამესაც
თავი რომ მოანატრეო...
შენ ცისარტყელავ ფერებით,
კაბა რომ მომიქარგეო,
ამ ქათქათელა ღრუბლებით,
ქურქი რომ შემიკერეო,
არ გავცივდები,გავუძლებ,
გამოვიზამთრებ მალეო,
შევეგებები გაზაფხულს
დღეს თუ არა და ხვალეო,
პეპლებს , ჭრელებს,თან ლამაზებს,
შევიბნევ მზისფერ თმებზეო,
დავკრეფავ მინდვრის  ყვავილებს,
შენ გვერდი დამიმშვენეო...
ვიმღერებ მწყემსის სიმღერას ,
შევდგები მაღალ მთებზეო,
რქაგრეხილ ჯიხვებს შევხვდები,
არწივებს ციცაბოზეო,
შევუშინდები განა რას,
გული ნაჭედი გრლდემზეო,
იქნებ ნადირმა გამგლიჯოს,
დამაგდოს ტრიალ ველზეო,
ცხოველი ვერას დამაკლებს
ადამის მოდგმის მეტზეო,
ადამიანმა გაგწიროს?!
უარესია მხეცზეო!!!
არ გიშინდები სიკვდილო,
მიმუხთლო დგეს თუ ხვალეო,
მაგრამ ვიცოცხლო, ვიხარო
ვის რაღა დავუშავეო,
როცა სიბერემ დამჯაბნოს
სამარე გამითხარეო.
არ დამანახო თვალებით,
მაბრმავე ან დამთხარეო,
არ მინდა მტკვარი,თბილისი,
სამშობლო უქართველოო...
ჩემი ბედკრული ქვეყანა,
ღვთიმსობლის ხვედრი მხარეო,
უფალო,მადლი ღვთიური,
მოგვმადლე, შეგწყალეო..
დალოცე ერი, მიკურთხე
აბრწყინე, გამიმრავლეო!


საქართველოვ

ჩემო ოქროს საგანძურო,
სადღეგრძელოდ წარმოთქმულო,
ლურჯ რითმებად აკინძულო,
გულის გულო, სულის სულო,
სიმღერით რომ ვერ გიმღერო,
ლექსით მაინც გენაცვალო,
ხოტბა სიტყვით ვერ ვერ შეგკადრო?!
ფუნჯით  მაინც გამოგსახო,
სადაც ვიყო შენზე ვფიქრობ,
სხვა მხარეში მიჭირს გავძლო,
მუდამ შენმა ცის ერთგულმა,
ვერავისში ვერ გაგცვალო,
ლოცვა-მადლი შეგეწიოს,
გაბრწყინდი და გაიხარო,
იმზეგრძელე მზეთამზეო,
გაგიმარჯოს საქართველოვ!!!


***
ვეღარ იძინებს ღამე უშენოდ,
შფოთავს და ბორგავს წამი ყოველი,
შენ ჩემი სულის ხარ მონასტერი,
გელათი, ზარზმა, სვეტიცოველი.
ვეღარ ივანებს სიმშვიდე ჩემში,
ვერ იოკებენ ტალღებს ზვირთები,
თრთოლვით მოსული ,ეს გაზაფხული,
მზისფერ ოცნებას მე მივუძღვენი...
არ იშრიტება სიტყვის საწყისი,
და ვერ ილევა ზღვა წვეთ-წვეთობით,
ჩემი ცხოვრების ხარ განთიადი,
ჩემი ცხოვრების ხარ დასაწყისი.
ვეღარ ნელდება ეს გულისცემა,
ვეღარ ნებდება ზამთარს მაისი,
ჩემი სუნთქვისთვის შენ ხარ ჰაერი,
დილის ღიმილი და დღის ხალისი.
შენ ჩემი გრძნობის უტეხი კლდე ხარ,
ქარტეხილისას მყარი საფარი,
არ მეშინია ნასროლი ტყვისს,
შენა ხარ ჩემი რკინის ჯავშანი.
მეომარი ხარ ბრძოლის ველიდან, 
ის ჩაუგები ხმალი ქარქაშის,
ქართული ცა ხარ,ჰანგი ჰართული..
წრფელი გრძნობების წმინდა ტაძარი..
ვეღარ ისვენებს ღამე უშენოდ,
ვეღარ ჩუმდება წამი ყოველი,
შენა ხარ ჩემი სულის სავანე,
გელათი, ზარზმა, სვეტიცხოველი.


იმედი

უკუნს მოუცავს ირგვლივ სამყარო,
არსაიდან სჩანს ამო, ნათება.
თითქოს ღამეა, ცივი და ბნელი,
საცაა ქარი ამოვარდება.
არ მეკარება თვალებზე რული,
თითქოს გამშრალა ეული ცრემლი,
აღარ მასვენებს ფიქრი ტიალი,
რა იქნება და რა იყო დღემდის.
ბნელში საათის წიკწიკი ისმის,
საუკუნისას ავსებს ყულაბას,
მინდა ვირწმუნო, რომ გათენდება,
ეს იმედი მაქვს გუში დუღაბად.
მსურს იგუგუნოს სიტყვა მართალმა,
თვალებს შეაშრეს სევდის ცრემლები, 
მე ხვალინდელო დღეო ნათელო,
მჯერა შენი და მეიმედები.
         скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge