ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ლევან კაკლიანი - ლექსები
მომიგონებენ
მე არ ვიცი, როდის მოვა ის ჟამი,
სადაც მიდის ის შარა-გზა გრძელი...
მე არ ვიცი, როდის წავალ აქედან,
არც ის ვიცი, ვინ რას იტყვის ჩემზე.
მომიგონებენ, ზუსტად, მაქედან...
შემოიდგამენ ჩემს ცხედარს მხრებზე.
შემდეგ მორჩება სავალი ქვეყნად;
იწყება დიდი მოგზაურობა,
გადავეშვები იმ დიდ ქარაფში,
სიდანაც უკან ვერვინ ბრუნდება.
მომიგონებენ ალბათ ვაებით,
გამიხსენებენ გოდებით, სევდით.
ბევრიც იცინებს, გულს არ მიიტანს,
არ ჩამთვლის ღირსად ტკბილი სიტყვისა.
მე არ მიმაქვს საიქიოს ვარამი,
არც მიმყვება სალაღობო გრძნობა,
მაგრამ ერთი, უცვლელია ყოველთვის:
პირველობდეთ სიყვარულსა!
გიხაროდენ, ყოველთვის!..
მე მოგახსენებ, მიყვარს რომელი,
ამგვარად ვდიე საწუთროს ჩემსას.
ახლა შენა ხარ მისი მპოვნელი
და განაჩენიც მივანდოთ მსაჯულს.
მიყვარს ოჯახში ფუსფუსი, სიტკბო.
დედის ღიმილს რომ წააგავს თითქოს.
მიყვარს გართობა, ღიმილი, სითბო
ამხანაგი, მაგ გულს რომ გითბობს;
მიყვარს სამშობლო, ყოველი მხარე.
ტკბილი კერძები და ცოტა ცხარეც.
მიყვარს ის ჭირი, საიდანაც ძმები
ამომიყვანენ და ტკბილად ხვდები.
მიყვარს სიცოცხლე, ხალასი წრფელი,
ისტორიების მოყოლა გრძელი.
მიყვარს წიგნები, ბუხარი, სითბო...
დანტე ხომ იცი, ყველაფერს მითბობს.
მიყვარს ცვლილება, მეტამორფოზა.
შეიცვლი შემდეგ სულ ყველა პოზას.
მიყვარს ღვთიურად ჩემი მამული,
მოდი, მას კიდევ ერთხელ გავუვლი.
„მეცა მქონია კარგი მამული!..
თურმე სუფევდა იქ სიყვარული,
თურმე იქ ჰფენდა ბედი მღიმარი, -
ახლა კი დარჩა მარტო სიზმარი!“
ამას გვიქადის დიდი ილია.
ძლიერს, უტეხს და უდრეკს გვნატრობდა.
ყველა გამგონი კარგი პირია.
ვინც დაგვაფასებს და არ დაგვთმობდა!
ვიცოდეთ ძმობა, ერთმუშტად ყოფნა,
მტერი ხომ ვერას დაგვაკლებს ასე!..
ბოლოჯერ ვამბობ ლექსს შარაგზაზე
„და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!“
როგორც კაფკამ...,მეც ამ ლექსის დაწვას მოგთხოვ.
ნუთუ, ეს ღამეც ჩემოდენა ტკივილის განიცდის,
ნუთუ, ეს ბნელიც სამარადისოდ დაიტანჯება?!
ჩემი სიმართლე ერთადერთმა მხოლოდ მან იცის.
იცის ეული, უგზოუკვლოდ ვინც დაიარება!..
მე არ ვაპირებ ავხსნა ჩემი გულისწადილი,
არც იმას ვცდილობ, ვიწუწუნო შენთან ამაოდ.
მას მეძღვნება ჩემი ლექსი, ვისი მანდილიც
მთელი ცხოვრება ალალ გულით და ტკბობით დამაქვს.
დავესესხები დოსტოევსკის გენიალობას,
სნეულებაა თუნდ ამდენი ფიქრი ამაო,
სიზმარს ვიხსენებ, აწ არ ნახულ ბერიკაობას...
სცენა, თეატრი, მოზაიკა - ფერთა გამა.
ვიცი, იფიქრებ, შეიშალა: შლეგია ვინმე,
ან რა აფიქრებს, ამოდენა ყოვლით უაზროს.
მე ამ სიტყვებით, ბნელთან ერთად, მხოლოდ შენ გიხმე,
მინდა იფიქრო, სნეულივით ჩაწვდე იმას, რომ
„ესეც გაივლის“ დაუფიქრდი სოლომონისას!..
შეხედე ღამეს, ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას,
თანავარსკვლავედს, თუნდაც ისე, ცალკე აღებულს.
მოულოდნელად ჩამოფრინდა, ეს აზრი მეცა,
რომ ვაფასებდეთ ამ ჩვენს მიწას, ოდნავ არეულს.
ამდენი ფიქრი ერთმა ღამემ სად დაიტიოს?!
რომელს გიშველოთ ერთმა ზეცამ უკიდეგანომ?!
„წეროს რაც უნდა, მთავარია არ გაუტიოს“
ღამე, ფიქრები, დაფასება და ისიც რომ...
როგორც კაფკამ... მეც ამ ლექსის დაწვას მოვითხოვ!
მოგთხოვ, ასევე, გაიქარწყლო გულის დარდები.
უკუნისამდე (ემიგრანტ დედას)
შენი თვალები მაყვლისფრად ელავს,
მტკიცე ბუნებით შეგადრი მუხას.
გაუტეხელო და დაღალულო...
იცი, ჰო, ალბათ, რა ძლიერ ელავს!
ამინდიც თითქოს უშენოდ ტირის,
ამინდმაცთითქოს იკადნიერა...
გეძახი, მოდი, არსიდან ძახილს...
ბოროტმა ახლაც იბედნიერა.
ბორტი ალბათ ჩემი გრძნობაა,
შავი ყორანი გამჯდარა სულში.
იტყვით ალბათ, რომ დიდი ბრძოლაა
გაუთავებლად რომ ისმის გულში.
მომნატრებიხარ ტკბილო დედილო,
შენი ალერსი, ღიმილი, სითბო.
ალბათ ეს არის ჩემი ბედი, რომ
შორიდან გწერო და გული გითბო.
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე