გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ცოტნე ჩოხელი - ლექსები


მაინც მჯერა

როგორ ამირიე ისევ გზა და კვალი, თან კვლავ დამდურებას ვბედავ,
თუ არ წარმოადგენ ჩემთვის აღარაფერს, რატომ მინდა შენთან, ნეტავ...
ხომ ვთქვი, არ გაქრება შენი სიახლოვე, კვლავ ჩემს გულთან ახლოს გხედავ,
ხომ ვთქვი, არ გაგიშვებ ჩემი ოცნებიდან, ახლაც მე და შენ ვართ ერთად.

თუ ეს მცირე წლები იყო ფანტაზია და ვერ გაერკვიე ჯერაც,
ჩვენი ცხოვრებაც ხომ მცირე ნაწილია, უნდა ვაფასებდეთ მეტად.
ვიცი, შენი მჯერა, როგორ შემიყვარე, შენი სიყვარულის მჯერა,
ვიცი, შენი მჯერა, რომ არ მიმატოვებ და ისევ დარჩები ჩემთან.

აღარ შეგხვდე სადმე, თორემ გული მეტყვის... მეტყვის რა აბნეულს მხედავს,
ბედავს მითხრას, ნეტავ როგორ, ყველგან ეგ თვალები მდევდა,
მკვეთდა ფიქრდაბნეულს იმედს, რომლით სასიცოცხლოდ მჩეხდა,
მედგა სათავეში გრძნობის ან სხვა იმედების მკვლელად.

მცველად არ დგებოდა წამით, თავის შეცდომების მდევრად,
მედგრად არ ხვდებოდა ჭორებს- მწირა ამ ჭორების მსხვერპლად.
ბჭობდა ეს აზრები თავში, თავის სიმართლისთვის კვლევდა,
ქრება სიახლოვე თვალთა, თვალთა სიახლოვეც მძლევდა.

მლევდა სულიერად მიწის ან ღრმა სად ქვეშეთში მტევდა,
მესმა აქ მოსული ხმები, რომ მეც სიშორენი მრევდა,
მრავლად მომაკითხეს წასულს - სხვა რა წარსულისთვის მექნა...
იქნებ, მომავალიც მელის, იქნებ, მომავალი მექმნა...

მაგრამ მაინც რატომ ველი, კიდევ ძველი წლები მსურდა,
შურდათ სიყვარულის მჭედლებს, თითქოს მე მებრძოდნენ
გუნდად,
თუნდაც დამეკარგა, ჯერ რაც არ მეპოვა და თან ეზეიმათ ერთად,
ერთგზად გაიარონ, შური დაიმგზავრეს, მე კვლავ გაღიმებას ვბედავ!

ვცადე, საზოგადოდ ყველა სათქმელი ვთქვი, მინდა, შენც დაფიქრდე ეხლა,
ხელს ვინ გიშლის ყველგან ცოცხალს? - ისევ ხალხს სჩვევია ესაც .
ეს ვთქვა - დავაშავებ ამით - ჩვენვე ვერ ვუდგებით მცველად,
თუ არ დავიცავით ჩვენი ერთადყოფნა, ბევრი ჩაგვიდგება მშლელად.




ახლაც გამიმართლებს
(
ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას)

რა ვქნა, ამ დარდებით დილა დაიწყება, ვითომ, ლხინით სავსე;
სხვა რა დამამშვიდებს - საჭის მოძრაობა, ხელით რომ მიცვლია...
როგორც ახალგაზრდამ, ლაღად მჩქეფი სისხლით სწორად შევაფასე,
სწორად თუ გავთავლე მაშინ მზადყოფნაში გონიც ჩამირთვია.

მერე წავედი და: ნელა იარეო- ასე დამიბარეს,
მე კი გავიღიმე, ისევ გამეღიმა - მეთქი მოვალ მალე -
იცოდე გელოდებით...
ისევ გამეცინა, სხვა რა გამახარებს;
ახლა დამაცადეთ, უნდა გავერთო, მე ასე გამოვთვალე.

ჩემნი მკითხულობენ - ჩვენთან წამოდიო და გზად შევიარე.
ქართულ სუფრაზე ვარ, ფეხზე ავდექი და თასი გამოვცალე -
თითქოს, გამოვცვალე ჩემი ხასიათი
ასე გავატარე;
ასე გავიხარე, მაგრამ, ალკოჰოლო, რატომ გადამშალე?!

უკვე ავდექი და სახლში წავედი-თქო, ასე განვიზრახე,
მაგრამ საჭეს ხელი... (ჩემმა ემოციამ უკვე გადამძლია).
მეც ამ თაობის ვარ, გზები ავრიო-ვთქვი- ასე გავიხარებ,
რატომ ავიხირე, თან გრძელ მოსახვევში ტვინი გამელია.

მრავალჯერ სხვა ნაცადი, ისე მოვინდომე, სურვილს არ მაცდიან,
ისევ მკვეთრი სვლა და წამში გაფიქრება გონმა დამაწია -
ახლაც გამიმართლებს... ახლაც გამიმართლებს, მაგრამ უკვე გვიანია
უკვე გაიელვა სხივმა სხვა სამყაროს წყევლა მომაწია.

და თან მომაქცია შავი მოხელენი - რას იქმნ, არ იციან.
მერე მომაქცია სადღაც დაკარგულში, კლიტეც მოაბჯინა
რა ვქნა, დამაქცია, ბრალი ჩემი არის თან რომ გამაქცია,
ახლა არაფერი, ბოდიშს მოგიხდით მე დარდმა გამაცია.



თითქოს სიმშვიდეა

სულის სიმშვიდეა, თითქოს, სრულყოფილი,
გულს რომ გონებისთვის ფიქრიც გაუნდია,
ბედნიერებაც თოვს ტანჯვით გადაღლილი,
უკვე გაყინული სულს რომ გაპარვია.

ჩემდაუნებურად ფიქრებს წავყოლივარ,
ამ ცხოვრების აზრის ძებნას ავყოლივარ.
ისე შევცვლილვარ, რომ არავის არ ვცნობივარ,
იქნებ, ვიცხოვრე და, იქნებ, არც ვყოფილვარ...

ჩემი თავი უკვე, ალბათ, მეც ვერ ვიცან,
ხალისი დამძიმდა და გატყდა ემოციაც,
ამას თან მოჰყვება სევდის აბუქებაც -
აცრემლებულ თვალებს შიგვე რომ ჩაძირავს.

მორევში ჩაგითრევს, თან ცდილობ და ვერ ადიხარ...
სევდა კარგ განწყობას რატომ ან რისთვის ფიტავს?!
მინდა, ეს ფიქრები როგორმე გადაიმტვრას,
ჩემი გული, ვიცი, ამგვარ დარდს ვერ აიტანს.

როგორმე გადავიტან, ეს წლები მალე გავა...
გულიც მასზე მწყდება, დრო რომ სწრაფად წავა.
ისე გაივლის და ისე გაიქროლებს,
იმასაც ვერ გაიგებ, მთვარე რომ გადავა.

დილა გათენდება ისევ გუშინდელი.
გინდა, წინ გხვდებოდეს წლები გარდასული...
ხასიათს დავაბრუნებ, თუმც არის გარდაცვლილი,
იმედს არ ვკარგავ და რატომ მაქვს დაკარგული?..

ვუყურებ სარკეში და მე ჩემს თავს აღარ ვგავარ;
მე გარდავიქმენი თუ სარკემაც გადამცვალა?
გული მკარნახობს, რომ - შენ შენ აღარა ხარ,
მე ჩემს თავს ვეღარ ვცნობ თუ ცხოვრება შეიცვალა?..





ტილოზე ფუნჯივით

ვითომ სიყვარული, ვითომ გვერზე დგომა,
ვითომ ახლობლობის მსგავსი შეხვედრები.
მესმის შემთხვები, მცირე რამ შეცდომა...
შემდგომ შესწორება, არა შემდეგებიც.

მე კი... ხო, რაღა ვქნა? - ავიტან ყველაფერს,
მაგრამ მოგონებებს, მითხარი, რავუყო?
ფიქრებიც მივლიან - რა გჭირსო - ამას მწერს
და ბოლოს, ლანდებში შანსებიც გაიყო.

წამიღო მე სევდამ, არ მჯერა არაფრის...
აქარის ისევე ღიმილის მიზნები,
მიზეზი არ ვიყო, ვიტანდე ამ მძაფრი
იმედის ქარტეხილს მივდევ, თან ვირევი.

ვიცვლები, თითქოს და ვედრები მოლბერტზე
დახატულ სილუეტს ტილოზე ფუნჯივით,
რომელსაც თეთრ ფონზე შეცვლიან ფერები,
ფერმკრთალი გახდება ნათელი ნათებით.

ვგულისხმობ ცხოვრების ეტაპის ნაწილებს,
როცა არაფერი არ არის ამგვარი,
ამ დარდით შეცვალო - სხვა გზით ვინც აცილებს...
აცრემლებს, თან გრძნობს, მის მსგავსი არარის...

და როცა სრულ ნახატს შეჰყურებ, მიხვდები -
ამსგავსებ ცხოვრებას, არაფრით რომ იწყე,
შექმენი ნულიდან, უწვდომელს მიწვდები
დამაინც, რას ფიქრობ, რამდენი გარისკე...

გარიყე საწყისზე გაგრიყა რომელმაც,
როდესაც გინდოდა შენ გვერდზე რომელი;
რომ ელი მომავლის იმედის დამწყებმაც
დაგწყევლა და ახლა უშიშრად მოელი.

მოგდევდა წამება, თან შური ყოველი,
ყოფილი მრჩევლებიც დატოვე ფურცელზე.
თეთრ ფონზე, რომელსაც სხვა დროს არ გაივლი,
გამივლის ცუდიც და დავრჩები სრულ ფერზე.



მოვალ გვიან

მე მოვალ შენთან, ალბათ მაინც მოვალ შენამდე,
მოვალ მე მაშინ, როცა არვის დაელოდები...
მე მოვალ შენთან, არავინ რომ არ გაგიხსენებს,
როცა იფიქრებ, ახლა უკვე ყველას შორდები.

წლები რომ გავა, მცირე რჩება სხვა სამყარომდე,
როცა სულ ყველა დაგივიწყებს, თითქოს გაქრები:
მე ყვავილებით ხელში მოვალ შენთან, შენამდე...
სულ წამით, თუნდაც, ან მარად დღეს შენთან დავრჩები.

გეტყვი, მიყვარხარ! - სანამ გრძნობა ფიქრით გამაქრობს,
გწამდეს, იწამე, რომ მე მოვალ, ამის გჯეროდეს.
მაგრამ მე მოვალ! მოვალ გვიან თითქოს არასდროს,
ახლა ასე ვთქვათ, რადრო არის ალბათ ჯერ ოდეს.

მხოლოდ მახსენებ ან იქნებდა აღარც გახსოვარ,
ჩემთვის ამ დარდში გაილევა წუთისოფელი,
უშენოდ მაინც სიბერესთან უკვე ახლოს ვარ ,
მაინც მოვიდა ეს დრო, შენკი აღარც მომელი...

როგორც სიცოცხლე ერთი ვპოვე, სხვა გზა არც გვაქვს ჩვენ,
ისე სიყვარულს ვასახლებდი გულის სიღრმეში,
გრძნობას დაფლეთილს ნატყვიარებს მაინც ძალას ვძენ,
რადგან იმედი არ მომკდარა თუნდაც სიზმრებში.

როცა ხმა მესმის, სიყვარულს ვგრძნობ სულზე მოფენილს.
როცა მანძილიც არაფერს წყვეტს, მაგრამ შორია...
თუმცა შორია, არც რა გზა და მხოლოდ მოვლენის,
როცა დრო მებრძვის - შენამდე კი თქმაც კი ომია...

შენზე ოცნებას ეს ქაოსიც ჩემში მალავდნენ,
შენთან ვერ მოსვლა ვეცადო და ვაბრალო ბედსაც,
ვერ გეტყვი ვერაფერს, რომ წამებით მკლავდნენ;
ვერ გეტყვი, რას ვგრძნობ, რომც გადარონ მზესაც.

ფიქრიც კი არ ღირს, დაგივიწყებ - რომ ვთქვა მე მალე,
მოგონებებიც არ მომცემენ მე ამის ნებას.
მე არც ის მინდა, თქმა მიწევდეს, გრძნობას ვემალე,
მალე თუ არა, ბოლოს მაინც მოვალ - მჯერა მე!


გთხოვ, რა

გთხოვ რაა, ჩემიდან შორი გზით ნუ ივლი,
ღიმილი რომ მიგაქვს, გამიქრე ტკივილიც...
გთხოვ რაა, ზღვად მექცა ამდენი ტირილი.
ტალღებმა წამიღო, სხვა არვინ მიშველის.

თუ მომკლავ ის მაინც მითხარი, გიყვარდი...
ამ სიტყვის თუ იცი აზრი ან ქმნილება?!
შენი ხმით ერთხელაც მითხარი, რას გრძნობდი;
იგივე სიმორცხვით - მას არ უნდა ცვლილება.

გთხოვ რაა, ნუ მართმევ ყველაფერს, რაც კი მაქვს...
მითხარი, "მიყვარხარ", ეგ მაინც ნუ მიგაქვს,
გთხოვ რაა, დატოვე ის მოგონებები ,
ნუ წაშლი... თუ დაშლი ჩემს გულში დარჩება.

ეს მოგონებები წამიყვანს ზეცამდე.
რა გრძნობით მიყვარხარ, ის მაინც იწამე!
შენ გამო თავს ვკარგავ, ვკითხულობ - ვინ ვარ დღეს?
ღიმილი წამართვი და დავეშვი მიწამდე...

გთხოვ რაა, ნუ მართმევ ყველაფერს, რაც კი მაქვს...
არ მინდა დაგკარგო, ამისთვის ვიბრძვი თან.
გთხოვ რაა, დარჩი რაა, ხომ ვიცი, არვინ გგავს,
შენ თუ მე დამტოვე, ცხოვრებაც გამრიყავს.

მერე შევხვდები ბილიკებს ზამთრისას,
ამ გზაზე მიმავალს ფიქრებიც გამყინავს,
მარტოსულს ამქვეყნად ვერავინ ამიტანს,
ნელ-ნელი ნაბიჯით ბილიკი წამიყვანს.

გავყვები, ვიცი, ის უფსკრულთან მიმიყვანს,
ჩამითრევს, წამგლიჯავს ჩემს გრძნობებს - რაც კი მაქვს.
ქარი დაჰქროლებს და ნაცნობ გზად გამიყვანს,
გათოშილ მკლავებში ვერავის ჩავიკრავ...

გთხოვ, ამ თხოვნას გულთან თუ მიიტან,
თუ მიცნობ... ცხოვრების გზაზე თუ ამიტან,
შენ გამო შეცვლაზე უარი არ მითქვამს,
გთხოვ, რა, სიყვარულს სიტყვად ნუ აღიქვამ...



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge