ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გიორგი გობეჯიშვილი - ლექსები
„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს?!“
ე. ბეჟანიშვილი
ვუძღვნი ცხრა აპრილის ყველაზე პატარა გმირს, ეკა ბეჟანიშვილს...
***
ცხრა აპრილს დედას შავ-კულულა გოგო დააკლეს,
თხუთმეტი წელი გმირობისთვის, განა, ბევრია?!
ტკბილად იძინე, შენს მიწა-წყალს ვერა დააკლეს,
შრტება და კვლავაც სულს იბრუნებს შენი კერია...
ანაზდად მოგწყდა თვალებიდან ციური ცრემლი,
მაგ მარგალიტებს შენი ქვეყნის მიწა ინახავს...
ჩვენს საქართველოს გმირობები შესწირეს ბევრი
და შენნაირი არც თუ ისე მრავლად გვინახავს...
ვიცით_ ისიც კი არ ჩაიდე პაწია გულში, _
ცოდვამ იზვირთა და ცოდვილი ცამან განსაჯა_
კვლავ მიტევებით განერიდე, ვინც გჩეხა გუშინ
და საქართველოს სიყვარულში მწარედ დაგსაჯა...
ვერ გადაგვარდა გონებიდან ქართლის ჭრილობა,
თქვი: _ მოთმინებაც ბევრი ვცადე, ამდენი კმარა!
მაშ, რაღა არის აქაურის ჩვენი შვილობა,
თუ სამშობლოსთვის სიცოცხლე და სიკვდილი_ არა?!.
* * *
მუდამ გემარჯვოს, მეცხვარევ,
სალამური და სახრე,
ეგ სატკივარი_ მეტადრე_
მთაში გოდებით მარხე!
არ შეუშინდე, თუ გიმზერს
კლდეში ნაწრთობი მართვე...
მაგ გულის კედელს რა გიგლეჯს,
რა ცოდვა-ბრალი გმართებს?
თუ გეტირება_ იტირე,
ჩემო მშობელო მხარევ,
გზა გაუნათე მზის შვილებს,
ბარაქიანო მთვარევ!
სევდამ თუჩამიგდო ხელში,
მეძებდა რადგანაც დიდხანს,
ზეციდან ბებერი პეშვით
იმედის ელექსირს მისხამს.
იმედის ელექსირსმისხამს,
იმედით ვივსები მყისვე,
ვარსკვლავით ვეწაფე მის გზას,
ო, როგორძნელია მისწვდე...
ო, როგორ ძნელია მისწვდე,
სამადლოდ რა გინდა,აბა?
მუზა რომშემომიღრენს,
ლექსს ვესვრი_ ძაღლივითწავა!..
* * *
როცა მიიძინებს აღმაფრენა
წარსულს სულ სხვა თვალით გაუყვები...
წრფელი მოგონება გადარჩება,
ნამდვილ მოგონებებს მიენდობი...
ნამდვილ მეგობრებსაც დაინახავ,
ჩონგურს სინანულით აატირებ...
ნამუსს საბოლოოდ დაიმარხავ,
თავს კი ვერასოდეს აპატიებ!
. . .
გრძნობა საგულედან ამომხტარა,
ფრენა წადიაო გადაღლისგან...
ყველა გულისტკენა აგორდა და
ვინმე შევიყვარო_ აღარ ვრისკავ!
ზეგნებზე ოდა ოდას მისჯრია,
ჩამავალ შუქის კრთება ნათელი,
თან... გახარებას ცოტა მიკლია,
თან... ჩუმად ბორგავს გულში ნაღველი!
სიო მიქარვებს გრძნობის ამურებს,
დამწვა ოცნებამ და სინანულმა...
მე დავემსგავსე ბებერ ღამურებს
მზემ რომ დააფრთხოთ, ვით სიხარულმა!
არ მინდა მივეცე კვლავ მაცდურებას,
ხორციელ ეშმაკებს დავუნთო კვარი...
ო, ღმერთო, ცოდვათა მიტევების ვინ არი მკმარი?
მზაკვრულად დაიბამს მარტოსულ გონებას
სული ბოროტი და სული მკვდარი...
ო, ღმერთო, შენეულ მიტევების არა ვართ მკმარი...
და როცა გადიხსნის ნათელი ფარდას
და როცა თავს იშვებს სიკეთე მტკნარი...
ო, ღმერთო, ცოდვილი, მიტევების, იქნება მკმარი?..
***
თუ მოხვალ_ მიგიღებ უანგაროდ,
თუ მეტყვი_ წაგყვები ბრმად,
თუ მისმენ_ გიმღერებ უარღანოდ,
თუ მიმტრობ_ ვერ მაქცევ მტრად!
თუ ითხოვ_ შენდობა სულს,
თუ დასთეს_ გექცევა მკად...
თუ კაცობ_ იკაცე სულ,
თუ ითმენ_ ითმინე მთლად!
თუ მოხვალ_ მიგიღებ უანგაროდ,
თუ მიმტრობ_ ვერ მაქცევ მტრად!
არწივთა დროა!
იმ მთას რომ უმზერს შურის თვალით,ურჯულო როა,
მტრედის ნიღაბში შემოაჯდა
სვავი ქონგურებს,
ჭექენ, თუ არა_ უნდა ჭექონ,
არწივთა დროა!
არწივთა დროა! თორემ ბევრი
გასდით მომხდურებს...
იმ მზით რომ თბება და იღიმის
გულში მალულად,
ღვინო-პურს იყოფს, არც ამაზე
შეხრის სინიდისს,
მიწას რომ გვაცლის და გვიბარავს
ვითომ, მზაკვრულად,
დღეს თუ ხვალ, იქნებ, გაუვიდეს
კიდეც, ვინ იცის!
მიხვდა, თუ ვერა_ უნდა მიხვდეს
ვის მხარეს თვალავს,
თორემ ასეთი ბევრი ვნახე
თავის თავს ავნო_
მით ბერიკაცი ზეციურში
შეუთვლის ზვარაკს,
სანთელთან მივა, გულში ქართლის
დალოცვებს ამბობს...
ჭექენ, თუ არა_ უნდა ჭექონ,
მეფეთა დროა!
რეკენ, თუ არა_ უნდა რეკონ
გალობის ხმებმა...
ჰა, ციდან მოვსპოთ ყვავ-ყორანი
უღმერთო როა,
თორემ სამშობლოც თანდათანვე
დაგვეთხოვება!..
ახალი სტატიები
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე) 21:42იოსებ ჭუმბურიძე - მომცრო სტატიის უკიდეგანო სივრცე, ანუ განსაკუთრებული არაფერი ხდება?! 15:07რაულ ჩილაჩავა - ლექსები 15:04გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ქეთევან ლომთათიძეზე) 14:32ნინა ნინეა სამხარაძე - ლექსები 14:25ქართლოს ქარჩხაძე - ლექსები 14:13ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ბექა ახალაია - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
რაულ ჩილაჩავა - ლექსები