გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნანა მომცელიძე - ლექსები


გადააქციე გრძნობები ჩემად

გულის დედოფლად მინდა რომ ვიქცე.
დარახტულ რაშებს მოვყავდე მშვიდად
და წელიწადის ოთხივე დროში,
ატმის ყვავილის ვფეთქავდე კვირტად.
მინდა ვნებების კალაპოტს ვშლიდე,
ვგავდე ქარიშხალს აპრილის თვეში.
უსიყვარულოდ არ მინდა ვთლიდე,
ჩუმად ვრანდავდე სიყვარულს ხელში.
ორი სულია ერთის ფიქრები.
ორი გულია, ვით ერთის ფეთქვა.
როგორ არ გინდა მითხრა - მიყვარხარ!
რაც აქამომდე გინდოდა გეთქვა.
უსიყვარულოდ ადვილად ცხოვრობ,
ფიქრს და მომავალს აზრებში თელავ.
ერთხელ ამოთქვი ნაფიქრი მხოლოდ,
გადააქციე გრძნობები ჩემად.
გულის დედოფლად მინდა რომ ვიქცე.
დარახტულ რაშებს მოვყავდე მშვიდად
და წელიწადის ოთხივე დროში,
ატმის ყვავილის ვფეთქავდე კვირტად.


რადა ვარ აგრე ჭკვიანი?

არარა მარგო ტირილმა,
ფუჭად მიჯნურის ძებნამა.
გადმომიფრინა ღიმილმა,
მაღლით დამლოცა ზენამა.
ეს უტყვი პატარა ქალი,
წაწალ მამყოფა ღამისად.
დღის გათენებას ვდარდობდი,
რომ აღარ მევლო ცალისად.
ჰოდა, მეც აღარ ვიტირებ,
აღარ ჩამოვღვრი ცრემლსაო,
ისევ წაწალი ვიქნები,
გულს გავუხეთქავ ბევრსაო.
თურმე სიზმარში მესიზმრა,
დილა გათენდა მზიანი.
აღარც წაწლობა მეღირსა,
რადა ვარ აგრე ჭკვიანი?


მაისის თვეში

მაისის თვეში გავიარე და თითქოს წვიმდა.
ატკარცალებდა გამწვანებულ ალუბალს, ტყემლებს.
თავზე მაწვიმდა, მაგრამ თურმე მაშინ არ წვიმდა...
როდესაც მივხვდი, ვიმშრალებდი თვალებზე ცრემლებს.
მე კი მინდოდა ყოფილიყო შხაპუნა წვიმა.
ნამ-ნამ შემეგრძნო წვიმის წვეთის ნაზი შეხება.
სულში მინდოდა გაზაფხული, ქუხილი, გრგვინვა,
მაგრამ დამრჩა ის, რაც მე უკვე აღარ მეხება.
მე არ მეხება სიყვარულის წითელი ფერი.
მე არ მეხება არც თვალების შემოფეთება.
სადღაც წავიდა, გაიფანტა წარსულის მტვერი
და სულზე ისევ მე დავიწყე ზემოქმედება.
სული ჩავკეტე წვიმისაგან პატარა სკივრში.
იქ ხომ ვერასდროს შეეხება ნამი წყლიანი.
არც მიფიქრია, ისე წაველ ბინდბუნდში, ფიქრში.
ეს ჩემი მე და სული გავხდით ერთი მთლიანი.
და ასე ვიწყებ ნავარდობას ფიქრებში, აზრში
და ასე მიმაქვს წლები ისევ მე უსასრულოდ.
ისევე დავრჩი საყვარელი, პატარა ბავშვი,
რომელიც ყველა კითხვას ტოვებს კვლავ უპასუხოდ.


თავისუფლება ჩვენ
აწ და მარადის!!!

მონობას ჩვეული არ არის ქართველი,
მის გულს ხომ სამშობლო ნაჭდევად ატყვია.
ის თავისუფლების სიყვარულს ნაჩვევი,
მგზნებარე ცეცხლივით სულ მუდამ ანთია.
ქართველი მონობას არასდროს დაუშვებს.
ის უღელს უჩუმრად არ შეეგუება.
ტყვეობას მხოლოდ იმ გაგებით დაუშვებს,
თუ თავისუფლების ტყვეობა იქნება.
მგზნებარე ცეცხლივით გრძნობები ბობოქრობს.
ჩარჩოში ვერ ჯდება, არა აქვს საზღვარი.
ქართველი დემონებს არ შეეგუება,
სიბრძნე და გონება ჩვენებრი სად არი.
ჩვენ ქრისტესმიერი ხალხი ვართ , იცოდეთ.
მეგობარს, სამშობლოს ვადიდებთ ურყევად.
ილიას მკვლელებსაც დავარქვით სახელი.
ასევე დავამხობთ ქართველთა მკვლელებსაც.
სულის უკვდავება ზღუდეა ურყევი.
მასების მსჯელობა მთავარი არ არის.
გვიყვარდეს ქვეყანა, არ გვინდა მონობა.
თავისუფლება ჩვენ აწ და მარადის!!!


***
ჩემთვის მეგობრობა საუნჯეა,
მაისის ვარდია მშვენიერი.
ნაღდი მეგობრობა ალალია,
ყველაზე გულწრფელი და ბედნიერი.
დიდი მეგობარი სიმბოლოა,
არა ხორციელის, სულიერის.
ჯერ დაუწერელი ლექსებია,
გულის ამონათქვამს სულ რომ ელის.
ჩემო მეგობრებო, მომენატრეთ!
ისევ სიყვარულით გიბრუნდებით.
მინდა ბედნიერებს რომ გხედავდეთ.
ურყევ მეგობრობას გისურვებდით.


სამშობლო ტკბილია

სამშობლო ტკბილია.
ტკბილია ენა.
სადაც შენ შობილხარ,
სადაც გაქვს კერა.
სადაც შენ გიგრძვნია
სითბო და გული.
სადაც შენ ჩაგბერეს
ქართული სული.
სამშობლო ტკბილია.
ტკბილია ენა.
მაგრამ თუ სამშობლოს
ჭირდება შველა,
შენ გმართებს იცოცხლო
სამშობლოს ღვაწლში
და მტერს შეაყარო
ნაცარი თვალში .
სამშობლო ტკბილია.
ტკბილია ენა.
ბევრს ხომ ეს არ ესმის,
არ ესმის , მჯერა.
ლანძღვა და გინება,
ერთურთის კბენა,
ქვეყანას,სამშობლოს,
ვერ შველის,ვერა.
სამშობლო ტკბილია,
ტკბილია ენა.
მივხედოთ ქვეყანას,
ჭირდება შველა.
ქართველნო ,მინდა რომ
გვიყვარდეს ყველა.
ასე თუ ვიცხოვრებთ,
დაგვლოცავს ზენა.
სამშობლო ტკბილია.
ტკბილია ენა.
ქართული გენია
ცას წვდება მჯერა.
ჩვენს მუდმივ მონობას
ვერ შეძლებთ, ვერა.
ჩვენთვის ხომ ერთია
სამშობლო, ენა.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge