გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ ვაჩიბერაძე - ლექსები


თორმეტი განცდა 
დეკემბერს უყვარს თეთრფარფატა თოვლის ფიფქები
იანვარში,რომ მოირთვება ათას ფერებად,
შობა-ახალ წელს მოსალოცად თქვენთან მოვედი
მინდა გისურვოთ სიცოცხლე და ბედნიერება!
თებერვალს ართობს აბუზული ჩიტ-ბატონები
სარკმელთან საკენკს,რომ უცდიან ანცად,გუნდებად
მარტში ნაკადულს უერთდება ფიფქთა გროვები
აპრილის სითბო ჩაიღვრება გულში წნულებად.
მაისში ვარდებს დაასკდებათ ქორა კვირტები,
დედოფლის გვირგვინს მერცხლები,რომ ფრენით დაადგამს
სიყვარულში ხომ ივნისსასც კი გავეჯიბრები,
ივლისში მზის სხივს ვაფრიალებ ოქროსფერ ფარჩად.
აგვისტო ტალღებს შემაგებებს ლურჯად მშფოთვარეს
სექტემბრის ლაზათს რა გაუძლებს დიდია ვნება,
ოქტომბერი ხომ ჭრელა-ჭრულა წინდებს ჩაგვაცმევს,
ნოემბრის ღამე თავზე თეთრად დაგვათენდება.
რა შეედრება წელიწადის თორმეტივე თვეს
თორმეტი განცდით,მოლოდინით, გულებს რომ გვივსებს
თორმეტივე თვეს ათასფერად ცისარტყლად ვაქცევ
და სიდიადით დავამშვენებ,წლის ოთხივე დროს!

          

 ***
თაობებს გვიკლავს ეს ოხერი დროება ჩვენი,
ხალხო! იფხიზლეთ, სააქაო იქცა გოდებად,
დაღლილ-დაქანცულ გოგო-ბიჭებს ჩავჭიდოთ ხელი,
თორემ დავკარგეთ, რაც რუდუნით მოგვცა მშობლებმა.
ამ თაობებმა უნდა შექმნას ქართველთა მოდგმა,
სად გვყავს ტყუილად დასაკარგი ქართული გენი,
ქართულ მიწაზე ჯოჯოხეთი როდის მორჩება,
ღვთისმშობელს შევთხოვ, დაიფაროს შვილები ჩვენი.
ჰეი,ქართველნო, გონს მოვეგოთ,გიჩოქებთ ყველას,
ცრემლად იღვრება ღვთისმშობელი ცოდვილთა ხელში,
ეს სიძულვილი სიყვარულით რომ ჩანაცვლდება,
უფლის წყალობით, დალაგდება ირგვლივ ყოველი.

                                          

   * * *
უკიდეგანო სივრცეს მივცემ აზრებს მშფოთვარეს
ტილოზე ფერად სილუეტად ავსახავ ძველ დროს,
ტოტიდან-ტოტზე მოლიცლიცე წვეთების ჩქამებს
ნოტებად შევქმნი ავაჟღერებ ძველებურ  ჩელოს.
სამყაროს შევცვლი ბოროტებას დავმარხავ ქვესკნელს
სიკეთეს დავთეს,რომ მოვიმკათ ათასჯერ მეტი,
სიყვარულს მერცხლებს გამოვატან კუდ-მაკრატელებს
მშვიდობის მტრედებს ცად ავაფრენ, გჯეროდეთ ჩემი!

      
                      
ფიცი
ლარნაკში ჩავდე წითელი ვარდი
შენ რომ მაჩუქე სიყვარულის დღეს,
ბედნიერების სიმბოლო არის 
შენ დაიფიცე ვარდებზე იმ დღეს.
ლარნაკში ახლაც დევს შენი ვარდი
წლების იარა რომ დასტყობია
შენი ფიცი და სიყვარული
ფურცლებტან ერთად მას შეჰხმობია.
მაგრამ იმედით კვლავ გელი ისევ,
ოცნებით შენთან ვიფიცებ მაინც
მე შენით ვცოცხლობ და გელი ისევ 
ვარდებით ხელში მე გელი მაინც

                    

 ჩემი ქუთაისი
სუნთქვაშეკრული ველოდები მაისის ბოდვას,
როს ქუთაისი აალდება ვარდების ფეთქვით
და ამ ფესვებით ღრმადწასული ქალაქის ბორგვას
სიამით ველი ყოველ დილით ვარდებით ხელში.
ეს ქალაქი ხომ სიყვარულის სავანე არის
ტრადიციებით სინდის-ნამუსს, რომ ვეფერებით
აქ ყველაფერი ათასფერად ნახატი კალმით
და ამ ფერებში იკარგება მუზა ლექსების.
ასე ამაყად მიდუდუნებს ჩვენი რიონი,
მაღლით ბაგრატის ტაძრიდან რომ ისმის გალობა
მე მოწიწებით თავდახრილი თქვენ გეფერებით
და რიონივით მეც ვამაყობ ქუთაისლობას.
                                           

ღვთის სასწაული
აღდგომა მკვდრეთით…
სასწაული ნება უფლისა,
დაუსაბამოდ შეჭედილი
რწმენა გულისა.
სიტყვის ჭიდილში რომ ჩაფლულა
კვდომა ყოველი,
გამოიფხიზლეთ
ახლოსაა მოსვლა ყოველის.
ზეცად აღაპყრო უდღეურმა
მზერა ფარული
ცად სასწაული ვიხილეო 
ფარისევლური,
ზართა გრიალში 
როკვა-როკვით დაიწყო გავლა
აზრთა სხვაობამ ორად გაყო 
ალთა და ბალთა.
უსაზღვრობაში დაიწერა
ღვთიური განცდა
ცეცხლი აღაპყრო გამოვიდა
მამაო ხალხთა,
ჰოი, ბედნიერთ სასწაული
ნება ღვთიური  
თუნდ უგულონი გაიცინებს 
ფარისევლურით.

           
   
იასამანი
იასამნებში ჩაიძირა ფარული ვნება,
როს იგრიალებს უკვდავება იქ სადღაც შორით
იასამნისფერს ჩაიცმევს და აღიღინდება…
ლოდინით დაღლილს აღმოხდება 
ეჰ,ნეტავ როდის.
კაბის შრიალით გადაივლის ცის კაბადონებს, 
ფერთა სიუხვით გაგვაოცებს ლიცლიცა ტანით
მაგრამ ფერებით იასამანს რას შეედრება,
იასამნისფრად აყვავდება მაისში ვარდიც...
ლაჟვარდს შეასკდა კისკისელა ლამაზი ქალი
იასამნისფერ კაბის ფრთათა ქორფა შრიალით.
ფერთა სიუხვით გაგვაოცებს ლამაზი ტანით
და დაიღლება იასამნის ფერთა ფრიალით.

        

* * *
უკიდეგანო სივრცეს მივცემ აზრებს მშფოთვარეს
ტილოზე ფერად სილუეტად ავსახავ ძველ დროს,
ტოტიდან-ტოტზე მოლიცლიცე წვეთების ჩქამებს
ნოტებად შევქმნი ავაჟღერებ ძველებურ  ჩელოს.
სამყაროს შევცვლი ბოროტებას დავმარხავ ქვესკნელს
სიკეთეს დავთეს,რომ მოვიმკათ ათასჯერ მეტი,
სიყვარულს მერცხლებს გამოვატან კუდ-მაკრატელებს
მშვიდობის მტრედებს ცად ავაფრენ, გჯეროდეთ ჩემი!
                                
                                            скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge