ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ეკატერინე ციცქიშვილი - ლექსები
მიუწვდომელი
სულში მარტოობის უფსკრულია,
ცალყბად ღაღადებენ ნარცისები...
უხმო რიტორიკა უძლურია -
თუკი სინანულით არ ვივსებით.
სხეულს განცდები თუ არ გაეყო
აღარ დაგვინდობს მუხთალი ბედი,
ყოფიერების მბორგავ ფაეტონს
მაყრიონივით შეუსხამს წლები,
ცნობიერების დამტვერილ ფარდაგს
ააბრიალებს ბრმა ქარაშოტი,
გაჭვალულია სარკმელის დამღა,
მიმოიფანტა მზის დანაზოგი.
მიუწვდომელი გრაალის ხილვამ
მიმოაშფოთა გრძნობის ფიასკო...
კოდალამ მერქნის შეწყვიტა ხირხნა,
ცდილობს ბუმბული გააპიაროს!
სიჩლუნგის კასტა
ნასხეპ სამყაროს ჭრილობა მეწვის,
მომძლავრებულა ყლორტების ფეთქვა...
ცვდება სტიქია განსჯის და ხვეწნის,
ხორკლი დაფარავს თავკერძა მერქანს.
ძლივს გადაწონა ტრამალის ფლორამ
ნაბობოქრები ქარის ქომაგი...
კრუნჩხვის სიშმაგე ხოდაბუნს ტორავს,
წუხს სიალალე, ჩალპა ხორაგი.
ყარიბს დაზაფრავს საყვირის სპაზმი,
ვუფრთხი ჩანგრეულ კიბეთა ნაზავს...
მბორგავ ბლანტ მასებს სიობლე აწვიმთ,
წინსვლის ლაბირინთს სიმხდალე კაწრავს.
მცონარ პანსიონთ გულძმარვა ჩაცხრა -
თავდავიწყების მოწყენის ფონზე,
ცალკერძ ბობოქრობს სიჩლუნგის კასტა,
ჩამოასკინტა ფასკუნჯმაკორტებს.
გვიხმობს სირენა
არ შეიმჩნიო, რომ არ უყვარდეთ -
განსაკუთრებით დესპოტ ორგიებს,
ო, ვინ არ ილხენს გაშლილ სუფრაზე,
ვინ არ ჩაქოლავს ქუსლით მორიელს.
იცოდე, წამით ეჩოთირები
საუკუნეთა გადმოძახილებს...
არ გაგიკვირდეს ყბედი ჩარჩები -
ვით აქარწყლებენ ცინცხალ სამხილებს.
თანაც მჩხავანა მედროვეები
განადიდებენ ლანდების ლაციცს...
დევის ნაფეხურს მოჰყვა ტბორები,
ფრთა შეეკვეცა გულზვიად არწივს.
ამ გასაოცარ ყოფით დილემას
ისე შეერწყა ზარნაშოს კვნესა,
დღევანდელობის გვიხმობს სირენა
და დილეტანტი ცხვრის ფარას მწყემსავს!
უტყვი გაბრწყინება
ცას შემოენთო ცისარტყელის ერთადერთობა,
ამომშრალ თვალში ჩამეხიდა სევდის მაშხალა,
მადლია, როცა თანამგრძნობნი ერთურთს ენდობა -
თრთოლვის სიწითლე უიმედოდ აღარ ჩამქრალა.
ჰოდა, ალმური რომ ჩათუთქავს ნაფერებ სივრცეს
და ათინათიც საუცხოოდ აიშოლტება,
თითქოს ვარსკვლავთა ნაცრემლებით განწყობას ვივსებ,
საკურთხეველთან ჩაიმუხლა წუთით ოცნებამ.
მაინც მივყვები ფეხაკრეფით დროის დინებას,
ძლივს ვეგუები ნაუცბათევ წაბორძიკებას,
უფალმა მოდგმის განტევების ვნება ინება,
მომავლის უტყვი გაბრწყინება მესასტიკება!
თავკერძა წყენა
ისე ჩასაფრდაჯმუხი დაისი,
ისე განავრცო სუსხისთარეში,
ღვარცოფმა თითქმის შთანთქახალისი,
ლამის ჩაბჟირდეს სულიმახეში.
გამოიკვეთა მოყვასისრისხვა,
სივრცემ ისრუტა შლეგურიაზრი,
ნისლები ლამის ეშვებადიშვა,
ალქაჯი მთვარეს კოფოზეაზის.
თითქოს ჩამესმავარსკვლავთა სტვენა,
მეც ვეხმიანე ნაგვემიხვნეშით,
ძნელად შუშდება თავკერძაწყენა
და აცოდვილებს სამყაროსშეშლილს!
კალთის კდემა
თვინიერად მომათბუნა
გოგმან კალთის კდემამ,
დედაშვილურ ნასათუთარს
დაელოცა კერა.
როს მანდილის შარავანდი
ესალბუნა ტატნობს,
დაებედა სულს ნავარდი,
სათნოება ლაღობს..
მერიდიანს მიმოწვდება
დედის ლოცვის ექო,
რაიც გულწრფელსაოცნებარ
სიერთგულეს შეფობს.
აბრიალდნენ კელაპტრები
ნამკობ, ნათაყვანები,
ოი, როგორ მენატრები,
როგორ მეამაყები!
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე