ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
დავით მურაჩაშვილის ნამუშევრები

ია ჯღარკავა
მხატვარი და მომღერალი დავით მურაჩაშვილი, რომელსაც „სინათლის მხატვრის“ სახელითაც იცნობენ, ხატავს ისე, თითქოს სამყარო ხელისგულზე ედოს.
მან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მღერის (და ტყუპისცალ ძმასთან ერთად შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა სიმღერამ „ბერიკაცი ვარ“ მე–20 საუკუნის ოქროს ფონდში დაიკავა ადგილი), პროფესიად მხატვრობა აირჩია.
როგორც ამბობენ, მხატვრისთვის წყლისა და სინათლის დახატვა ყველაზე რთულია, თუმცა დავითი, რომელიც ყველა ნახატს მელოდიის თანხლებით ქმნის, ამას ფუნჯის ერთი მარტივი მოსმით ახერხებს – ფერები და კონტურები თავისით იკვეთება და მიმდინარეობაც დაუგეგმავად იბადება.
მის შემოქმედებით ნიჭს იშვიათობა იმ მხრივაც შეიძლება დაერქვას, რომ ტექნიკურად ურთულეს და უცნაურ ჟანრზეც, აპლიკაციაზე, მუშაობს. მასალად ფერად მინას, წებვად ქაღალდსა და საკანცელარიო დანას იყენებს და ასე ქმნის კომპოზიციებს, რომლებსაც ნახატებთან ერთად მომავალში დაგეგმილ გამოფენაზე წარმოადგენს.
დავით მურაჩაშვილის ნახატები გულგრილს არავის ტოვებს.ის მრავალ ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, საქართველოში.
ასეთ ხელოვანს უთუოდ მუზაც უნდა სწყალობდეს, რომელსაც მხატვრის შემოქმედება გაუხდია პარნასად.
დავითის შემოქმედება კვლავაც მრავალს გაუფერადებს ნაცრისფერ დღეებს. შეგიძლიათ აქვე იხილოთ დავით მურაჩაშვილის ნამუშევრები.









ახალი სტატიები
გორვანელი - გამოხმაურება ეკა ოთარაშვილის პროზაული კრებულის (,,გაქცევით შეჩერებულები“) შესახებ 05:40მარიამ ფახურიძე - 24 საათი 16:48სერგეი ევერინცევი - იმპერატორი იულიანე და „ბიზანტინიზმის“ დადგომა 18:20ერიხ ფრომი - რწმენა, როგორც ხასიათის თვისება (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 02:24ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 02:02კობა ცხაკაია - სამხედრო საველე დეკამერონი 01:52გიორგი სოსიაშვილი - ფოთოლცვენა 01:33ჯონ შამანი - ლექსები 01:24
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
გიორგი სოსიაშვილი - ფოთოლცვენა
გორვანელი - გამოხმაურება ეკა ოთარაშვილის პროზაული კრებულის (,,გაქცევით შეჩერებულები“) შესახებ
ბადრი ფორჩხიძე - ნეოლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი წანამძღვრები
სოსო სიგუა - ნიშანი და სიმბოლო
კობა ცხაკაია - სამხედრო საველე დეკამერონი
ერიხ ფრომი - რწმენა, როგორც ხასიათის თვისება (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
მარიამ ფახურიძე - 24 საათი
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
სერგეი ევერინცევი - იმპერატორი იულიანე და „ბიზანტინიზმის“ დადგომა