ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ლუიზ გლიკი - ორი ლექსი (თარგმანი - მარიამ გაბუნიასი)

თარგმანი მარიამ გაბუნიასი
Მინდვრის ყვავილები
Რას მეჩურჩულები? Ნუთუ, მარადიულ ცხოვრებას ელტვი?
Მითხარი, ყველა შენი ფიქრი ასეთია?
Შენ ჩვენ არ გვიმზერ, არც გვისმენ.
კანზე მზის სხივები გიბრწყინავს და ბაიების მტვერი გაყრია:
გელაპარაკებით, შენ კი ჩვენ მიღმა, მაღალი, მწვანე ბალახებისკენ იყურები- ო, სული! Ო, სული!
Ნუთუ, საკმარისია მარტო შინაგანი სამყაროს ცქერა?!
Ადამიანობის ცნებას ერთადერთი განმარტება აქვს,
მაგრამ რისთვისუნდა მოარიდო მზერა ძვირფას მდელოებსა და ყვითლად მოელვარე ბაიებს?
Მხოლოდ შენი საწყალობელი იდეისთვის,
ზეცის არსებობასთან დაკავშირებით რომ გაგჩენია?
Დედამიწაზე უკეთეს ადგილად რომ გეგულება? საიდან იცი ეს ყველაფერი?
Შენ ხომ უბრალოდ ჩვენს შორის დგახარ, არც აქ ხარ და არც-იქ. მითხარი, საიდან იცი?
Პირველი მოგონება
Დიდი ხნის წინათ, სულს ტკივილი მიტანჯავდა.
საკუთარ თავზე შურის საძიებლად ვცოხოვრობდი.
Მინდოდა, Სამაგიერო მიმეზღო მამაჩემისთვის, თანაც, არა იმის გამო ვინც იყო,
Არამედ იმისთვის, ვინც მე თავიდანვე ვიყავი.
Ბავშვობაში მეგონა,
Ტკივილი იმას ნიშნავადა, რომ არავის ვუყვარდი.
Ის ნიშნავდა, რომ მე მიყვარდა.
ახალი სტატიები
დავით კაკაურიძე - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კონტექსტში 22:53რაულ ჩილაჩავა - ლექსები 18:40ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე) - გადაღმა მხარე 18:37ჯემალ შონია - ლექსები 18:33ზურაბ ვახანია - სიცოცხლის ფილოსოფია და მიღმასწრაფება 21:11ნინო დარბაისელი - ლექსები 20:08ნინიკო მშვიდობაძე - ლექსები 20:02ანნა კომლაძე - ლექსები 19:58
პირადი კაბინეტი