გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი აბრამალაძე - ლექსები



***
მე რომ მიყვარხარ ძვირფასო
მოდი ნურავის ნუ ეტყვი
ამქვეყნად მე და შენა ვართ
საუკეთესო დუეტი 
მე შენთვის გავჩნდი იცოდე
მგონი ეს მართლა ბედია
მე უფრო მეტად მიყვარხარ
ვიდრე იასონს მედეა 
გაწვიმდა ისევ როგორც ჩანს
მუდამ შენთან ვარ გპირდები
ბევრი კაცია შენს ირგვლივ
მაგრამ მე უფრო მჭირდები 
ამინდის მსგავსად ვირევი
ვნაკუწდები ხან ვერთდები
იმაზე მეტად მჭირდები
ვიდრე ზღვას წვიმის წვეთები 
არ ვეწევი და არ ვიცი
დღეს ხომ მოდაში სელფია
ვინც კი სიყვარულს აგიხსნის
არ დაიჯერო ბლეფია 
ვასრულებ წერას ისევ წვიმს
გარეთ კაცს ამ დროს ვინ ტოვებს
ქოლგა არ მინდა სახსოვრად
ამ ჩემს სტრიქონებს გიტოვებ 
იკითხე თუნდაც ეს ლექსი
რომელიც ჩემთვის ძვირს ფასობს
პოეტები ტანსაცმელს იცვლიან
და არა ქალებს ძვირფასო 




ქალებს


ქალებს არ სჭირდებათ მართვა
ქალი ბევრს არაფერს ითხოვს
თუ კი შეგიყვარა მართლა
მაშინ მთელს ცხოვრებას გითმობს
ქალებს არ სჭირდებათ ფული
ისეც კარგად ძლებენ უქმროდ
თუ გადაუშალე გული
მის თავს შემოგწირავს უხმოდ
ედემს გამოგგვლიჯა ქალმა
ერთ დროს სამოთხემდეც მოგვწვდა
ლამის ჩაგვითრია ალმა
მაგრამ მისი გული მოგვცა
როგორ უნდა ცემო კაცმა
ტვინში როგორ უნდა გაკლდეს
ჩვენ დედამ გვასწავლა ჩაცმა
ისიც დედა უნდა გახდეს
ჰოდა ნუ ვიქნებით ავი
მორჩა ეს მიდგომაც კმარა
ღმერთმა მოგვცა მისი თავი
მაგრამ საგინებლად არა





ნათიას
             
იქნებ მიყივარხარ იმაზე მეტად
ვიდრე შენ ფიქრობ და წარმოიდგენ
ჰო და მე დავრჩი კვლავ იმის ბედად
სანამ დრო მოვა მე კვლავ მოვითმენ
ალბათ ვერ ხვდები რომ მე მიყვარხარ
ალბათ ვერ ხვდები რადგანად  არიცი
მეკი ვცდილობ და მინდა ისევ ხვალ
ის გავაკეთო რასაც განვიცდი
ჰოდა დავდივარ მე ასე კენტად
და ჩემში ვებრძვი მე აშლილ ვნებებს
და თუ უყვარხარ სხვას ჩემზე მეტად
დღესვე ნათია თავს დაგანებებ
ჰო აღარ ვიხევ უკვე ამ ჯერზე
ყინავს ცალცალკე როგორ გავთბებით
ლეგენდებს თუ არ შექმნიან ჩვენზე
მისაბაძი ხომ მაინც გავხვდებით
მინდა დილა რომ შენით დავიწყო
ამქვეყნად რომ ვართ დროებითია
იმ ქვეყნად მაინც აღარ გავიყოთ
იქ ხომ ძვირვასო დროს არ ითვლიან
ჰოდა მე მიღირს რასაც ვაკეთებ
ჩემი სანთელი ქარშიც ანთია
მე შენ მიმყვარხარ სიტყვაზე მეტად
მე შენ მიყვარხარ მე შენ ნათია



ემიგრანტებს 

ემიგრანტებო გულით მართლებო
დღეს ჩვენი დგომა გჭირდებათ გვერდით
ვერავინ აღწერს თუ როგორ გიჭირთ
და რამდენ ტკივილს ატარებთ მკერდით
დღეს თქვენს გარეშე კვლავ იზრდებიან
ზოგჯერ ლაჩრები და ზოგჯერ მგლები
თქვენი ოჯახის რჩენაში განვლეთ
საუკეთესო ცხოვრების წლები
რასაც თქვენ უძლებთ და როგორ უძლებთ
ხშირად ტირილში რომ ათევთ ღამეს
გთხოვთ არ შეშინდეთ ემიგრანტები
თქვენ ვერაფერი დაგაკლებთ რამეს
იმ წლებს იმ წუთებს თქვენც იცით კარგად
ვერ დაიბრუნებთ ვერასდროს ფულით
საქართველოდან შორსა ხართ მაგრამ
თქვენ საქართველოს ატარებთ გულით
ოჯახს რომ ტოვებ ცივდება გული
ცივდება გული  გცივა და წევხარ
უსამართლოა შვილს რომ ჭირდებით
და როცა გნატრობთ მის გვერდით ვერხართ
აქ ხის სიმაღლეს კვლავ ვზომავთ ფესვით
თქვენ ხართ მუხის ხე გაშლილ მდელოში
თქვენი ფესვები მაინც მოგიყვანთ
და დაგაბრუნებთ საქართველოში
ემიგრანტობა გმირობას უდრის
დედა გმირია და გმირად რჩება
უწევს დატოვოს პატარა შვილი
და იქ გებულობს  რომ ბებო ხდება
აი ეს არის დღეს ტრაგედია
სხვა გზა რომ არ გვაქვს და კვლავ იქ მივალთ
და გვეტკინება ჩვენც ისე გული 
როგორც წლებია იქ მყოფებს სტკივათ
ემიგრანტებო მალე დაბრუნდით
ჩვენ ატუზული სულ გიცდით კართან
თქვენ ვერაფერი დაგაკლებთ რამეს
რადგან თქვენ გიცავთ ღვთისმშობლის კალთა



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge