გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სალომე გოგოლაძე - ლექსები



უშენოდ
ყველა უშენოდ განვლილი წამი
ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი არის,
ყველა გზას მაინც შენსკენ მოვყავარ,
და მაშინ ვსუნთქავ ახლოს რომ მყავხარ...
არ შემიძლია!.. ბევრჯერ ვეცადე!..
მაინც ვერ მივწვდი მაღლა ზეცამდე,
რადგანაც აქ ხარ, აქ მეგულები,
ამ ლამაზ დღეთა თაიგულებით,
ვიკაწრავ სულზე სისხლის სტრიქონებს,
მივდივარ, მაგრამ კვლავ მოვიგონებთ,
იმ ჩვენს ბედნიერ დილის თენებას,
ხო, ყველაფერი უფალს ენება!..
ჩვენი სიცოცხლის გიჟურ ქარიშხლებს,
ის, რაც წყვდიადში სანთლებს აგვინთებს,
მიყვარხარ!.... მაგრამ მაინც ვერ ვიგებ,
რატომ მივდივართ ჯოჯოხეთისკენ?!..
მე არ მინახავს ჩვენზე გულწრფელი,    
სულს არტერია   გადავუჭერით!..
უნდა გესმოდეს...
უნდა იცოდე.
უშენოდ, მთელი ჩემი სიცოცხლე,
ერთი უბრალო ფოთლის ნავია,
და დღე,  რომელიც შავზე შავია,
შენი თვალების მზეებით ვათბობ,
ამ ჩემს გაყინულ კედლებს და საწოლს,
ვაღებ დაგმანულ ფანჯრის დარაბებს,
და ვკიდებ ხეზე ფოთლის ბარათებს,
გახსენი, როცა მე არ ვიქნები,
მანდ გამოვკეტე ჩემი ფიქრები,
ჩემი შეშლილი ღამის შიშები,
ვაი, თუ ერთხელ ვეღარ მიშველი,
ვაი, თუ ერთხელ ვეღარ დავბრუნდე!...
ამ სიყვარულის გულწრფელ სადგურზე,
სადაც მუდმივად ვხვდებით ერთმანეთს,
და მონოტორულ გულის ფეთქვამდე
გელოდი, გელი და კვლავ მოგელი,
მაგრამ  სული მაქვს ისე გიზგიზა,
რომ სისხლის კვირტებს ვისხამ შინდისფრად.
ამ არსებობას ვარქმევ ცხოვრებას,
და მაპატიოს ქვეყნად ყოველმან,
რაიც ვარ, ვინც ვარ, ღმერთის შვილი ვარ,
მაგრამ უშენოდ  ვერსადმივდივარ...


ქალი სარკეში

ჩემო ძვირფასო მეგობარო, ყველაფერს გეტყვი,
ვერ ვმალავ სახეს, თვალთა უპეს ღამე ნათენებს,
მიმაქროლებენ ბედაურნი ოქროსფერ ეტლით,
როგორც ათასი საუკუნის წინათ ქალდეველთ.
ო, რა ძნელია, რომ გარიდებ ცრემლის გუბეებს,
გამომელია ყველა გრიმი, ყველა გრიმასი,
ჩემო ძვირფასო მეგობარო, ვერ გამიგებენ,
როცა ვსველდები და შეშლილი ვცეკვავ წვიმაში,
ხო, მეშინია და გიტოვებ ამ სილამაზეს,
არ დამივიწყო ალუბლობას როცა მიცნობდი,
წლები ქურდები ჩემს ღიმილებს ისე მპარავენ,
თითქოს მომგლიჯეს გედის ყელზე ამეთვისტონი,
გადაირბინეს ბალახებმა თოთო ფეხებით,
დამრჩა ხელებზე რუკასავით ბედის ხაზები,
ბედნიერიც ვარ, უბედურიც ერთი შეხედვით,
ისეც იცინი?!.. და რატომღაც არ მიბრაზდები,
აირეკლავენ ათინათებს ჩემი თვალები,
ხომ ლამაზი ვარ მეგობარო, არ დამიმალო,
მიფარფატებებ ჭრელი კაბით ციგნის  ქალები
და იმღერიან ქუჩა-ქუჩა ნაცნობ ,,რომალოს,,
შენ უკეთ იცი მეგობარო, რაც ვარ, ვინცა ვარ,
ვერ შევეგუე ვერასოდეს ნიღბის ტარებას,
კვლავ შემიძლია სიყვარული, დედას
ვფიცავარ,
სანამ ეს თმები ნამქერებით დამეფარება,
მაგრამ ჰე, წლები დაუნდობლად რატომ მირბიან,
როგორც  მინდორში გაქცეული ფური ირმები,
ჩემზე უცნაურ აბდაუბდას ისევ იტყვიან,
მაგრამ ვერაფერს გაიგებენ დანამდვილებით,
ჩემო ძვირფასო მეგობარო, რას დაგიმალავ,
ზეცის თვალებში სარკესავით მოჩანს წარსული,
მთვარე ღრუბლებში შერჩენილა როგორც სიგარა,
და შენ ხარხარებ გაგიჟებით წრეგადასული,
ვიჭერ ვარსვლავებს და ბადეს ვშლი სიტყვის მეთევზე,
ვშლი  ჩემს სახეზე წუხანდელი ცრემლების ტილოს,
გაბზარულ სარკეს არასოდეს ვტოვებ კედელზე,
ადიო, ჩაო, მეგობარო, გთხოვ, მაპატიო!...



გურჯები

იბერთა ხნის ვარ, ვერაფრითმომკლეს,
რა არ მინახავს, რა არ მსმენია,
მე გმირი ვიყავ, ისე ვით ცოტნე,
მაგრამ გამცემი არ დამელია.
გამიბატონდა მრისხანე ხანი,
ამიწიოკეს მიწა ედემი,
და აწყვეტილი ვით ნიშა ხარი
ვებრძოდი მომხდურს თავგამეტებით,
ბრძოლის წინ ტანზე მაცმევდნენ აბჯარს,
შიშის ზარს ვცემდი კაცი მგლისთავა,
ვერ ამცდა მაინც ღალატი, ტანჯვა
სულგაყიდული ქართველისაგან.
რასაც მინგრევდენ კვლავ ვაშენებდი,
გარეჯს, ასპინძას, სხალთას, ვარძიას,
მიყივის სისხლი აღმაშენებლის,
და ტანთ მგლისფერი ჩოხა მაცვია,
დაღამდება და მიმეჩქარება,
ხმალს მივაძინებ ვერცხლის ქარქაშში,
და ჩემი ცოლი მერცხლისთვალება,
არწევს მძინარე მთვარესაკვანში.
და მერე როცა, სისხლით გაპოხილ,
აბჯარს გავიხდი გველისტანიანს,
მოდი და ისე  მომიახლოვდი,
ვით ძუძუსავსე  ამორძალია.
გურჯი, ვარ გურჯი, გურჯად მოვკვდები,,
ერთი ვარ მაგრამ,  ათასს ვჯობივარ,
მტერო, იცოდე, ჩვენი მომრევი
ამ ქვეყანაზე ჯერ არ შობილა.


დაბადება

შიშველი მოველ ამ ქვეყანას, შიშველი მივალ...
გადმომაფრქვია ღმერთმა ციდან ალმასთა წვიმა,
არც ღარიბი ვარ, არც მდიდარი არც მათხოვარი.
მაცვია ტანზე მზით ნაფერი ლექსის ოლარი,
ლიტანიობენ დაჩოქილი ძეწნები ქარში,
მიმიკრავს გულზე დედაჩემიუსისხლოდ დაჭრილს,
რა დრო დამდგარა?!.. ნიღბების და მასკარადების,
ფეხქვეშ გაგიგე მოხასხასე ნორჩი ვარდები,
სულ ფურცელ -ფურცელ მიმოვფანტე შენს სასთუმალთან,
ლექსებს გიტოვებთ სნეულ სულის გასაკურნადა,
სად არ ვიარე... ვინ არ ვნახე... გიჟიც, ჭკვიანიც,
გზა მიმასწავლეთ  სად ვეძებო ადამიანი?!..
დათვრება მიწა ოქტომბერში ლეში წვიმებით,
რქაწითელს ფეხის დაწურავენ მიწის შვილები,
ოჰო-ჰოიას, გასძახებენ მაღალ მწვერვალებს,
და ღრუბლის ჯიქნებს ირმებივით ჩამოწველავენ,
ქვის ნაფერდალზე ააფრენენ სანთლებს პეპლებად,
მწიფობის თვეში მზე მტევნებში  არ დაეტევა,
დაიხევს კალთებს ჩოხოსანი ფიცხი ვაჟკაცი,
ხმალი უელავს ალესილი ვერცხლის ქარქაშში,
ენგურის ტალღებს გადაცურავს თეთრი მხედარი,
რომ აფხაზეთში მოიტაცოს მთვარის ქედანი,
და როცა უშგულს დააბრძანებსიგი დედოფლად,
ზღაპრულ სუფრაზე მოულხენენ სანაქებოდაც,
ქარი იკივლებს ფრთებდაჭრილისალკლდოვანებზე,
და ცისარტყელას გადიწვენენ მთები მკლავებზე,
ვერცხლის ქამანდებს გადაუგდებს მაღვშვი ორაგულს,
და თვალებს კოცნით ამოუშრობს ცრემლით მონამულს,
ლამარიაში იტირებენ  ცვილის სანთლები,
სისხლს შევსვამ ღმერთო... და თავიდან  დავიბადები!..


***
გზას ვეძებ შენამდე მოსასვლელს,
მთებს თეთრი მანტია მოუსხავთ,
მე შენი შეხებაც მომარჩენს.
ვით წვიმა ხეს დიდხანს  მოურწყავს,
ვიღლები და ვწვები მიწაზე,
გავა დრო  ბალახად ვიქცევით.  
და  წყდება  ცრემლებიმზის ღაწვებს,
როგორც ცას  სათუთი ფიფქები,
მე მინდა სადღაც შორს მიგყავდე,
გხიბლავდეს  შენ ჩემი   სიცილი,
და ასე უთქმელად გვიყვარდეს.
წვიმა,   რომ ეშვება ციმციმით,
ბავშვივით  ვუჯერებთ  ოცნებებს,
ძვირფასო, წლები არ  მინდობენ,
მე თუ ვერ მოვედი  მომძებნე,
თეთრ   თოვლზე ნაფეხურს  გიტოვებ.
ჩვენს მიწას გული აქვს დაჭრილი,
მთვარე თავს მიაყრდნობს ხის ტოტებს,  
ნეტავი ვიცოდე სად მიდის?
ეს ჩვენი ლამაზი  სიცოცხლე.


მიწის ამბავი

მე მოვუყვები ყველაფერს ჩიტებს,
რაც ვერ გამიგო ადამიანმა,
ამქვეყნად ჩემი მოსვლა რომ ღირდეს,
სულზე  დამჩნეულ ლექსის იარად.
მე ვიცი,  შემშლისამაღამ ქარი,
ცხრა მთა და ცხრა ზღვა ნაწანწალები,
დადგება ჩემს წინ ვით მათხოვარი,
მრავლისმნახველი კაცის თვალებით,
და ისიც ვიცი.. რა უნდათ  წვიმებს,
რას მიმოწერენ მორზეს ანბანით,
კიდებენ ხეზე  გაწყვეტილ  მძივებს,
შეუცნობელი ზეცის მაგალითს,
კაცივით დარდიც  იციან მთებმა,
დგანან წუხილით  მხრებში მოხრილნი,
მთვარეს  შეყმუვლეს მშიერმა მგლებმა,
ქარით ნალეწი ჩალის ქოხივით,
მე ისიც ვიცი..
რას ფიქრობს სახლი,
მარტო რომ რჩება, კედლის სიჩუმით,
შუა ოთახში ჰკიდია ჭაღი,
ვით მოქანავე  კაცის ფიტული,
ყველაზე მეტად გზა წუხს და კვნესის,
წამსვლელს და მომსვლელს ცრემლის მელნებით,
გზა ხედავს... როგორ  გადმოდისღმერთი
სისხლდამდინარი წვიმის ცრემლებით,
მაგრამ არ თქვათ,  რომ ქვას არაქვს ჯავრი,
მის ქვეშ როდესაც იღვიძებს ფესვი,
და პაწაწინა ვარსკვლავა ყვავილს
ქვა დედასავით აიყვანს ხელში.
მაგრამ ოჰ, კაცნო...ვერ დათვლით ვერაა,
მიწას,  რომელმაც გვშვა და დაგვბადა,
გაიხდის თავის ერთადერთ პერანგს,
და  ატმის კვირტებს ქარში  დაბლანდავს.
და სასწაული  ხდება ნამდვილი...
ცისა  და მიწის შუა კირთება,
ვაზი,  ნაშობი  ღმერთიკაცივით
ერთი კაცივით   გარდაიცვლება.
მე მოვუყვები  ლექსების ენით,
შეშლილ ზღვებს ნალეწს ელვის მათრახით,
და მერე შენს წინ დავწვები სველი
პირდაბჩენილი  ვერცხლის კალმახი.
ცვარს  ისრუტავენტყეში ნუკრები,
ვეღარ ვიოკებ ლექსის  იაბოს,
და  გამომწყვდეულს თიხის  ჭურჭელში,
შენ, რა გაწუხებს ადამიანო?!..



ჩვენი პატარა ოთახი

ჩვენი პატარა ოთახი, რამდენ სიყვარულს იტევს,
ყოველ დღე ქარით მოტანილს,
ვაშრობ ღამეულ  სიზმრებს..
წუხელი წვიმა ჯიუტად გვიკაკუნებდა კარზე,
და შენს ნაბიჯებს  ველოდი წვიმის უცნაურ ხმაზე.
წიკწიკებს კედლის საათი, როგორც პატარა გული,
ვარწიე მთვარის კალათში,
ჯერ თოთო სიყვარული.
მოფრინდებიან მტრედები ბაღში, ალუბლის ხეზე,
გეფერები და ვერ ვძღები.. ხელის ცეცებით გეძებ.
მზის გულზე თათებს ითბობდა ჩვენი მეზობლის კატა,
მე მხოლოდ შენთვის მინდოდა,
მეთქვა ისეთი რაღაც..
რაც არასოდეს არ მითქვამს,
რაც მხოლოდ სულით  დამაქვს,
ეს არის ჩემი ქარიზმა.
და ჩემი ამოცანა.
ჩვენი პატარა ოთახი,  რამდენ სიყვარულს იტევს,
იმ დღიდან შენი,  რომ გავხდი,
მზეს თბილ მკლავებზე ვიწვენ.
გიკოცნი, თვალებს, წამწამებს,
დალალებს გაფენ მკერდზე,
მგონია- რაღაც გაწვალებს,
მგონია- ჩემთან ვერ ძლებ.
მეცლება მიწა ფეხებში, თავზე მექცევა ჭერი,
ნეტავი,  მართლა თუ  გესმის?!..
რაც ხდება ყველაფერი..
მაგ შენი გულის სიცივეს,
მე...არ მომასწროს ღმერთმა...
დავჯდეთ და ბევრი  ვიცინოთ,
ამ ცხოვრებაზე  ერთად!..
ახლა ხომ მაინც ვერ იტყვი,
რომ არ ვწერ ლექსებს შენზე,
მთავარი,  ის კი არ არის..
ღამე საწოლში გეწვე...
შემომცქერიან ლექსები,
ბავშვის უნამკო თვალით,
ოთახში ისევ ეწევი და იკლაკნება კვამლი.
ღვთისმშობლის მადლი გეფინოს,
დილის მზე გეცხოს თაფლად,
სულ ასე ტკბილად გეძინოს,
ჩემი ალერსით დამთვრალს...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge