ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნინო უძილაური - ლექსები
სისხლის წინწკლები
სისხლის წინწკლები...
მიწა აქაც ბრძოლით ტანჯული,
ფეხქვეშ ბორგავს და
ვერ ისვენებს გმირთა საძვალე,
ყაყაჩოები, თან რამდენი,
წითლად გაშლილი,
ყაყაჩოები დასტირიან მიწის სავანეს.
მდუმარე ზეცა,
წითელ ფარდაგს ცრემლებით კოცნის,
სურნელი მიწის
სიამაყით მახსენებს წარსულს,
ბრძოლით დაღლილი
გმირთა სისხლი კოცონად იწვის,
ყაყაჩოები ლამაზ ზღაპრად არხევენ მათ სულს.
გმირთა სულები
ისმის ჟღარუნი, თავგანწირვის ხმა და გოდება,
ბრძოლის ყიჟინა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,
სიცოცხლის მერე საუკუნო გარდაცვალება
როცა გმირებმა უკვდავება უფალს მიანდეს...
აქ ახლაც ფეთქავს სამშობლოსთვის მაშვრალი გული,
მიწამიყრილი რჩება შიში, გარდაცვალება,
სამშობლოსათვის შეწირული სიცოცხლე სრული,
მარადისობას უკვდავებად ეალერსება.
იმის ჟღარუნი...
თავგანწირვის ხმა და სიმღერა,
გმირთა სულები ცას სიმღერით მიედინება.
თერგი და დილა
თერგი და დილა მიყვებიან ღამის ოინებს,
მზე იმალება ქაბარჯინას მოლურჯო ქიმზე,
ცელქი ნიავი დასთამაშებს ზღაპრულ სამყაროს
ზღაპრული დილა იხატება ყანობის პირზე.
გრძნობააშლილი მამულისთვის კოცონად ვიწვი,
მშვენიერია უსასრულო ფიქრთა თარეში,
ყაზბეგს გაჰყურებს თერგის ჰანგზე ყანობი, ვით ცის
უსასრულობად მოხატული მზე ამ მხარეში.
***
პატარა ქოხი... სიყვარული სიცოცხლედ მღერის,
სასახლე დიდი... უსიცოცხლოდ ილევა ჟამი,
სადაც სიყვარულს დღე და ღამე უწყვეტად ელი,
ჩერდება დრო და ბედნიერი თენდება წამი.
ტრფობა, ალერსი და სიმშვიდე სულთა ერთობის,
სილაღე თვალთა და ღიმილი ბაგეს რომ შვენის,
რა ბედენაა ქოხი გაქვს თუ სასახლე თრობის,
მთავარი არის სად ციმციმებს თვალები შველის.
პატარა ქოხში სიყვარული სამოსელს ქარგავს,
სრა სასახლეში იპარება ცხოვრება მალვით,
ბედნიერება უკვდავების ხესაც იქ დარგავს,
სადაც სიყვარულს სიძულვილი თაყვანს სცემს კრძალვით.
ნეტავ სად ხარ
ნეტავ სად ხარ,
ჩემს გულს რატომ ენატრები,
იქნებ ფიქრთა გადმოლახე ჯებირები,
გულს მგლეჯენ და საფლავს თხრიან ჩემი მტრები,
ვიცოცხლებო.... ვერ გპირდები... ვერ გპირდები.
ნეტავ სად ხარ, ნეტავ თუ გრძნობ რომ მჭირდები,
არ თენდება, უშენობით უკუნია,
ხომ იცი რომ ჩემს სიყვარულს შენ გპირდები,
შენ მჭირდები... კოცნას ვატან ფიქრთა ნიავს.
ნეტავ სად ხარ, ახლა ისე გვიანია,
სარეცელზე გაწოლილა სევდა კრული,
ასე რატომ, რატომ დაგიგვიანია,
თვალს ვერ ვხუჭავ,
თვალზე მკოცნის სევდის რული.
ნეტავ სად ხარ, ნეტავ სად ხარ ჩემო ახლა,
უშენობით გულს მოუნდა ტყვიის დახლა.
დარდი ქუჩას
მიუყვება დარდი ქუჩას, გზად ქსოვს ქსელის აბლაბუდას,
თვალი ვისაც გააყოლა
საგზლად ატანს დარდის გუდას.
ზოგსაც სევდას შემოახვევს
გატანჯავს და გააწამებს,
სიყვარულს ტანთ შემოახევს
ძლივს შეკერილ ფარჩის კაბებს.
ატირებს და ცრემლად დაღვრის,
დაუსველებს ხშირ წამწამებს.
თუ შემოგხვდეს, მენდე არ ღირს,
დარდს ატანდე ოქროს წამებს.
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ნინო დარბაისელი - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი