გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნონა ლატარია - ლექსები


ალილუია

ადამის მოდგმის ცოდვები რომ გამოგესყიდა,
ამქვეყნად შენი მოვლინება ღმერთმა ინება,
ვერ შევიმეცნეთ, უარვყავით მადლი ზეციდან,
ვშოლტეთ და ვროზგეთ ღვთით შობილი ჭეშმარიტება.
ჯვარზე გაკრული, გაყიდული ოცდაათ ვერცხლად,
შენ, უცოდველი, ცოდვილთათვის ნაღვლობდი ისევ,
უვიც ბრბოთაგან ნაწამები დღე ენთო ცეცხლად,
მარადისობას საოცრებად მიჰქონდა ცისკენ.
"ღმერთო, შეუნდე", - ჩურჩულებდი, მზე გწვავდა სხეულს,
ორგულთა შური დედამიწას აზანზარებდა,
შენ ლოცულობდი...იუდას კი , ხორცამდე წყეულს,
გამარჯვებული სატანა ზედ  დაჰხარხარებდა.
...გდიოდა  სისხლი, უმანკო და მსხვერპლად ქცეული,
მტერიც შეინდე, ავაზაკიც არ  დაივიწყე...
მუხლმოდრეკილთა ლოცვა იდგა  არამეული,
ზეცად  ამაღლდამესამე  დღეს იესო ქრისტე...
....ხარობს სამყარო, ქრისტე აღდგა  ჭეშმარიტებით,
"ალილუია",  მომლოცველნიცვხარობთ ზეცამდე...
აღდგომის დღეო, უკვდავებით ისევ  ბრწყინდები,
რომ  იღაღადო"საღვთო სჯული" 
უკუნისამდე...
         

ზედ დამეფინოს დროშა ქართული 

ჩამორღვეული კლდის 
ნათალი ვარ, 
კვლავ გამოვდგები 
ძლიერ საყორედ, 
ავეკედლები 
ჩემს საქართველოს, 
ფრთები დაემსხვრეთ 
"უძღებ  ყვავ- ყორნებს ".
შევმატო იქნებ 
ჩუქურთმა- ქონგურთ, 
ნათელი ისევ, 
"ნაჯაფი "ხელით, 
ცოფს ყრიდეს მტერი 
შურით და ბოღმით, 
ცადაზიდული 
მშვენების ცქერით. 
წინაპართ კვალზე 
დავდგები ლოცვად, 
რომ იხეიროს 
მომავლის რწმენამ, 
ილოცებს გმირთა 
უხმო ვედრება 
საქართველოსთვის- 
გადასარჩენად...
ჯერარშობილი 
ყრმის მოლოდინში, 
დაათენდება 
ბევრჯერ ბაზალეთს, 
მანამდე ქართველთ 
ძვალთშესალაგი, 
არ ვათელინოთ 
"ამ  ცრუ- ვასალებს. 
აქ ქართლის დედა 
ომახიანად, 
დგას შემართული, 
იმედით მავსებს, 
ცალ ხელში ხმალი 
უჭირავს ბასრი 
და მეორეთი- 
ფიალა, სავსე.
სამტროდ ვინც მოვა, 
ხმალს შეაგებებს, 
სამოყვროდ? -  "მოდი, 
შენ გენაცვალე ",
ვაზის ნაჟური 
შეერგოს ტკბილად, 
ვინც ჩემს სამშობლოს 
თავს ანაცვალებს...
ბევრჯერ ვყოფილვართ 
მსხვერპლი "ვეშაპთა ",
სისხლი გვდენია 
ბოლო წვეთამდე
და მაინც,  გმირთა 
თავგამეტებით, 
ვაფრიალებდით 
დროშას ზეცამდე. 
...თუკი დაგჭირდი 
მამულო ჩემო, 
(ამორძალივით 
ხმალშემართული) 
მეც ზვარაკივით
შეგეწირები, 
ზედ დამეფინოს 
დროშა, ქართული....
სულთმოფენობის 
მადლი გფარავდეს, 
ქართველო,  უფალს 
ებარებოდე,
ნიკოფსიიდან 
დარუბანდამდე, 
მენახე, ისევ
"ლილეს " მღეროდე...
შევმატოთ მერე 
მართლაც,  სამშობლოს 
ნათელი ისევ, 
"ნაომარ "ხელით, 
ცოფს ყრიდეს მტერი 
დამარცხებული, 
დაუმარცხებელ
ქართველთა ცქერით...
        

პანაცეა

რადგანაც  ყავლი არგასვლია  სიცოცხლეს ჯერაც,
რადგან  მკათათვისსიმხურვალით  ძგერენ  გრძნობები,
მიღიმის  ისევ  იღბლის  ყუა  
და ბედისწერა,
არ გამიმეტო,  გევედრები,
ნუ დამშორდები.
შენი წილი  მზით  მომიშუშე 
სულის ჭრილობა,
(წარსულმა უღვთოდ  დამიტოვა
ნიშნად გოდების)
გადამავიწყე  ქრონიკული გადაღლილობა
და მიწყალობე  მადლი ისევ
განმეორების.
ჯერ  კიდევ  ქოროდ  მივლის სულშიჩემი ცხოვრება,
დიახ...ეს  მე  ვარ, შერჩენილი  სინორჩედ სიზმრებს,
ვეხვევი  ხარდნებს ამტევნებულ   ვაზის რტოებად,
თავდაღწეული    წუთისოფლის
"უხვ კატაკლიზმებს"...
რამ დამავიწყოს  ის  ცრემლები,
ზღვას გარეული,
უმეტესწილად  სინანულის 
სიმწრით შობილი...
მე  მაინც  მიყვარს  ეს სიცოცხლე,
კვალარეული,
შენი  სუნთქვითდა სიყვარულით
კეთილშობილი.
რადგანაც  მზეობს ისევსულში
სიცოცხლის რითმი,
ჰორტენზიები ათრობს ისევ
რადგან მკათათვეს,
რასაც  ვწერ და ვგრძნობ, მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის თითქმის,
ვაგზავნი შენთან  ხსოვნის ფრთებით
ცისფერ ბარათებს.
რა დროს დარდია...დარდიც უკვე
აღარ მადარდებს,
ვარ ჩემი თავის მკურნალი  და   ალქიმიკოსი,
კვლავ  შემწევსძალა, დარდს და სევდას ამ მზით ვფარავდე
და უშენობის  ფერმკრთალ დღესაც 
ის  დამიკოცნის...
ასკლეპიოსის მე ასული 
ვარ პანაცეა,
გრძნეული ქალი, ყოველნაირ ტკივილს რომ კურნავს...
ჩემს სავედრებელს  მე ვშველოდე,  სანამდე მზეა
და დედამიწა ღერძის ირგვლივ  სანამდე ბრუნავს...
აჰყვება მერე  უკვდავება
უსაზღვრო სივრცეს,
შესისხლხორცებულ  სიცოცხლეთაუკმარისობით,
სულს კვლავ  ზღაპრული  სიყვარული
აალიცლიცებს,
უფლით  მოვლენილსდა კურთხეულს
მარადისობით...
...და აღზევდება სულ სხვა ქალი მდუმარებიდან,
ისევ  მოგიქსოვსმზის  სირმებით
ჩოხა - ახალუხს,
ჩამოიბერტყავს  ყველა ტკივილსსუსტი მხრებიდან,
შეხვდება  შენი  სიყვარულით
ისევ გაზაფხულს.
სულში  ჩაიწნავს უსასრულო ჰორიზონტს დღეთა,
"ცელქიჭინკები "  გულში ისევ  აუმღერდება,
მეკვლედ იახლებს აისისფერ  
სხეულთა  ფეთქვას
და შენს ბაღნარებს მზედ და მთვარედ
შეაბერდება...
         

სონეტი 114

საუკუნეებს მიღმა ელავს სიცოცხლის  ნიშა,
ჩამორღვეული  ნანგრევებითროდოპოლისის,
ფოლიანტებად გაბნეული,  რა  ხელით იშვა,
უსასრულობის  უკვდავებადროთაშორისი...
საუკუნენი მიარღვევენ  სივრცეს მწუხარედ,
უფლისციხე კი  კვლავ   "ნებივრობს"
მტკვრის უტყვ გულ-მკერდზე
და ციხე - გოჯიც  ტეხურის  ფრთებს იქნევს მდუმარედ,
ჟამთა წიაღში გაუშლია  ფესვები
მზეზე...
დიოსკურია  ზღვის  სილურჯეს   
"ეთამაშება",
მახას და ზანდურს  დიაოხი  ულეწავს კალოს...
ხსოვნით სუნთქავენ სიძველენი და დროს აწყდება
კაცობრიობის საოცრება    შენით
უფალო...
თვით ღვთით  შექმნილმა ამ სამყარომ რათა  იბრუნოს,
სიცოცხლემ  ისევ  უკვდავებად უნდა იხუვლოს...
        

სონეტი 5

კერპი ხარ ჩემი, კერპზე მეტი, სიცოცხლე,სუნთქვა, 
დასაწყისი ხარ, დასასრული რომელსაც არ აქვს, 
სიყვარულიო - გამაღლებსო, სულმნათ კაცს უთქვამს
და მეც საუნჯედ ეს  შეგრძნება  ამ გულით დამაქვს...
არ მსურს ვეძგერო უიმედო სიტყვებს, სევდიანს, 
მე ჩემს სიყვარულს ვერ ვაკადრებ სამდურავ სიტყვას, 
რა ვუყოთ მერე,  თუ მარტო ვარ, (ჩემი  ხვედრია) 
ჩემს  ხვედრს და იღბალს, მზე დაჰნათის,როდესაც მიყვარს...
ბედნიერი ვარ, სიყვარული  რადგანმეღირსა, 
რომ  ვეფერები მოკრძალებით წუთებს თუ წამებს, 
ჩემგან შორსა ხარ, არა უშავს, მე ხომ გცან ღირსად, 
ისევ  გიმღერებ სიხარულით ათასჯერ ნამღერს...
ეჰეჰე, თურმე,  რა ძალა აქვს ქალის სიყვარულს, 
სიმარტოვეშიც  მზით  რომ  კვებავსთავის მტკივან  გულს...
      

სონეტი38

მთვარემ  ღამესთან წაიხემსა ჩუმი  ფიქრები 
და ნასამხრალი ზანტად  აჰყვა  ქედიდან ზეცას,
მერე, როდესაც  დაიღალა  გადარინდებით,
იქვე,  ძველ  მუხას დაღლა მისი  გადააბერტყა.
და ღამეც სიმწრით  სულს ღაფავდა  ცისკრის ვარსკვლავთან,
შიშველი  ვნება შერჩენოდა  დილის რიჟრაჟზე, 
სიკვდილ-სიცოცხლის  (დღე და ღამის) გზაგასაყართან,
თრთოდა  ქალწულის გამჭვირვალე  სულის სინაზე.
იმეორებდა  მზის დიდება სიყვარულს უკვდავს
და თავზე  ედგა  დიადემა მარადისობის, 
თავს  ევლებოდაწუთისოფლის  უტკბილეს სუნთქვას, 
გულში  იკრავდაამ სამყაროს,  ღმერთთან  არსობით...
შემოგავედრებ  ღმერთო ჩემო,
შენით გაჩენილს, 
წასულს მიჰმადლე  ხსენება  და
ლოცვა - დარჩენილს. скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge