გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დათო კაკაურიძე - გულშემატკივრის ეფექტი

 
  ბრძოლა სპორტში რომ მიზნის მიღწევასთან გვაახლოებს, ეს არახალი ამბავია, მაგრამ ბრძოლა მოედანზეა და მას სჭირდება ზურგი,რომლის გარეშეც არაფერი გამოდის. ქართული ფეხბურთი წლებია ვერ ტოვებს კმაყოფილების განცდას, მაგრამ რა არის კმაყოფილებისთვის საჭირო, ეს რიტორიკული კითხვაა და შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი…უდავოა, რომ ქართულ ფეხბურთში და კონკრეტულად სანაკრებო ბატალიებში მუდამ მოიძებნებიან ბრძოლის ჟინით მომართული ფეხბურთელები, მაგრამ დგება დრო, როდესაც ვერც ბრძოლას ვხედავთ და ვერც ფეხბურთის თამაშის სურვილს, ეს კომპლექსური პრობლემაა, რაზეც შევეცდები ქვემოდ მოგახსენოთ. ქართული ფეხბურთი ინდივიდუალური ტიპის ჩვენი სპორტული მიმდინარეობებისაგან რადიკალურად განსხვავებულია, რაც, დიდად, წარმატების მიღწევითაა გგანპირობებული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდური სპორტი არ გამოგვდის, თუნდაც რაგბი და კალათბურთი საკმარისია ამის შესამჩნევად. მაშ რა ხდება? რატომ ვერ ვახერხებთ ტურნირებზე გასვლას? რა გვიშლის ხელს?  
   2000-ანი წლებიდან ვადევნებ თვალს ქართულ ფეხბურთს და არ მახსოვს, როგორც იტყვიან, ,,ჯიგარი არ დაედოთ“ ბიჭებს მეტწილად, მაგრამ ზოგჯერ გამიჭირდება მათ თამაშს ფეხბურთი დავარქვა, ეს იმიტომ,რომ მუდმივად თაობათა ცვლის მიუხედავად,რაღაც ხელს უშლის ჩვენს ნაკრებს,რომ ტურნირებზე გავიდეს, შორს რომ არ წავიდეთ, არც ყველა თაობის განხილვა იქნება საინტერესო და სულაც რატომ ვისაუბროთ წარსულზე,როდესაც აწმყო ღრმა ანალიზის საშუალებას გვაძლევს იმ მოცემულობით, რაც დღესაა. ეს სტატია, აქვე ვთქვათ, რომ შვედეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგაა დაწერილი,მაგრამ ეს არსებითად არ ცვლის იმ ძირითად მოცემულობას, რაც მის გარშემო ტრიალებს. ამიტომ რომც არ მოგვეგო,მაინც ამ პათოსით დავწერდი. 
    დღეს გვაქვს მოცემულობა კოვიდზე, რაც აფერხებს ფეხბურთს ქვეყანაში, რადგან ძალიან მოიმატა შემთხვევების სტატისტიკურმა მონაცემებმა,რასაც საკოორდინაციო საბჭოზე  ავკარგიანობის მოტივით ხელს ვერც უწყობენ შემთხვევების შემცირებას და არც  რამე გამოდის ამ მიმართულებით, დრო და ტურნირები კი მიდის ნაკრებისთვის და წარუმატებლობა წარუმატებლობაზე გროვდება, ეს თაობა, რომელიც დღეს ნაკრებშია, განსხვავდება წინანდელი თაობებისაგან, არ ვიცი რითი, ან, საერთოდ, მათზე აღმატებული რატომაა, როდესაც იყო დრო ტოპ ლიგებში 10 ფეხბურთელიც გვყავდა დღევანდელისაგან განსხვავებით, მაგრამ დღეს მაინც გამორჩეულად საინტერესო გუნდია, რომელსაც შეუძლია ადრე თუ გვიან გაარღვიოს ეს მოჯადოებული წრე. 
    მატაჩის დღეს ქართული სპორტის კორიფე ჟურნალისტს, თენგიზ პაჭკორიას შევხდი ბათუმში, მაინტერესებდა მისგან რას გავიგებდი ახალს, მისი უზადო გამოცდილებიდან და საინტერესო პიროვნებიდან გამომდინარე, ძლიერ პესიმისტურად იყო განწყობილი ისევე, როგორც ყველა ქართველი შვედებისთვის თითქმის გადამწყვეტი მატჩის წინ, მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერც ერთი ქარათველი, ვინც მეოცნებეობით თავს არ იმშვიდებს, ვერ წარმოიდგენდა ჩვენი გუნდის წარმატებას. ამ ნაკრებს რაღაც თავისებული მიდგომა უნდა,ისეთი, რაც არც ფეხბურთისთვისაა უცხო და არც სხვა სპორტისთვის. საქართველოს ნაკრებს ზურგი სჭირდება ენერგიისა და ფრთაშესხმისთვის ბრძოლისა და წარმატებისთვის, რომელიც თუ მოედანზეა, მუდმივად ბრძოლას აჩვენებს და ბოლომდეა თამაშში, ხოლო დაცარიელებულ სტადიონზე ენერგიაგამოცლილი უდაბნოში მინავლებულ ხალხს ემსგავსებიან, რომელთაც წყალი სწურიათ, რომ გამოფხიზლდნენ... მაყურებელიც , თავისი ხმაურით, იმ წყურვილს უკლავს ამ ბიჭებს, მერე რომ თვალსახეიროდ იმედი ჩაგვესახება…  არა, ამით იმას არ ვამბობ, რომ სულ ასე ითამაშებს, ნაკრების მატჩებს გამარჯვებისმომტან მოცემულობას შექმნის მაყურებელი, მაგრამ ეს ის ინდიკატორია,რაც ნაკრებს ბრძოლის ჟინს შეჰმატებს. მართალია, ესპანეთთან ვერც მოვიგეთ და ვერც ნიჩია ვითამაშეთ, მაგრამ არც 4:0 წაგვიგია საგარეო მატჩის მსგავსად და თუ მკითხავთ,ვერც საქართველოში შევაჩერებდით ესპანეთს, რომ არა მაყურებლის ფაქტორი,  ხოლო რაც შეეხება კოსოვოსთან და საბერძნეთთან მატჩებს, ეს სწორედ იმან გამოიწვია,რომ სტადიონზე ხალხი არ იყო და ზურგი არ ჰქონდა გამაგრებული ბიჭებს. სამწუხაროა, ვერ ხედავდე იმას,რაც თვალხილულია.ამის მთავარი მიზეზი მაინც უყურადღებობა და საქმისადმი არაპროფესიონალური მიდგომაა, რაც ასე აზიანებს ნაკრებს, საკოორდინაციო საბჭოს ზოგჯერ სულელური გადაწყვეტილებაც... 
   აქვე მოგახსენებთ მაყურებლის მნიშვნელობაზეც ქართულ ფეხბურთში: დღეს თუ ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა გვქვია, არა უბრალოდ 1981 წლის თასების მფლობელთა თასის მოგებამ გაგვხადა, რომელიც მართლაც უდიდესი წარმატებაა, არამედ ის 100 000 გულმხურვალე ქომაგი, რომელიც ,,დინამოზე“ დადიოდა საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ, ისინი ქმნიდნენ ატმოსფეროს მოედანზე, მუხტს, ზურგიც ისინი იყვნენ და წარმატების მთავარი  შემოქმედებიც და, რაც მთავარია, ქვეყანა,რომელიც ფეხბურთს სიცოცხლეზე მრტად აფასებს და არად აგდებს საკუთარ ჯამრელობას და ვინც წარმატების ჟამს განსხვავებულად ამაღლებული სულისკვეთებით განიცდის წარმატებასაც და წარუმატებლობას იმ ქვეყნის და ხალხის სტატუსი უდავოდ საფეხბურთო, ზედწოდების გვირგვინს ალალად იმსახურებს და ატარებს, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ნაკრებს არ მოუპოვებია ევროპისა თუ მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge