გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი ვარამაშვილი - გერმანული პოეზიის თარგმანი

                         
რაინმარ ფონ ცვეტერი(1200?) – (1248?)
მეცამეტე საუკუნის გერმანელი პოეტი. რაინმარ ფონ ცვეტერი, სავარაუდოდ, ცოიტერნის გვარის მქონე რაინდების შთამომავალია. იგი ბადენ ვიუტერმბერგიდან ჩრდილოეთ ბრუხსალთან ახლოს მდებარე ცოიტერნის დასახლებაში დაიბადა. მისი შემოქმედებიდან  ირკვევა, რომ მდინარე რაინის ნაპირას დაიბადა და გაიზარდა ავსტრიაში. რაინმარ ფონ ცვეტერი ბრმა პოეტი იყო და მის ნაკარნახევს სხვები წერდნენ. რაც შემორჩენილია, მათგან  პირველი ლექსი 1227 წლით თარიღდება და უკანასკნელი 1248 წლით. ცვეტერის პოეზიაზე ვალთერ ფონ დერ ფოგელვაიდეს გავლენა იგრძნობა. ფოგელვაიდესთან და ფრაუენლობთან ერთად მეცამეტე საუკუნის გერმანულ პოეზიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოეტად ითვლება.
    
შენ, უცოდველო
                                            
შენ, უცოდველო, შეუცდომელო
მპყრობელო ანგელოზების გუნდისა,
მაღლა ცაში და მიწაზე ყველა ქმნილის ღვთისმშობელო, დედოფალო!
დედა ღვთისა, წმინდა ქალწულო, 
შენ განკვეთ ბნელს და ნათელი დადგება,
დაუსრულებელი სიყვარულის ძირო, ღვთის ქმნილებების მცველო!
ქრისტიანების, ებრაელების და ურწმუნოების შემრიგებელო,
სიკეთის დამნახავო,
საღვთო სამჯავროზე ცოდვილთა დამცველო,
შენ და შენ ვაჟს შეგიძლიათ ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა,
თქვენ ხართ ჩვენი მცველნი ათასგვარ უბედურებისგან.

ბედის ბორბალი მრგვალია
ბედის ბორბალი მრგვალია,
ზოგი მას ნელა მისდევს, მაგრამ ის ხანდახან ძალიან სწრაფია,
ვინც ბოლომდე მას მიენდობა, ის, სააბოლოდ, მოტყუებული რჩება.
ვინმე შეიძლება ბორბლის თავზე ავიდეს, მაგრამ მერე
ჭკუით უნდა იყოს, ტრიალი რომ არ დაიწყოს და ძირს არ დაენარცხოს,
ბევრი ქვევით მოუქცევია.
ბედის უკუღმართობა მხოლოდ ცოდვით დაცემულ ადამიანებს სდევს,
ის არასდროს არავის არ უთანხმებს, როცა ტრიალს იწყებს.
ბევრს კარგს შეახვედრებს, ისე, რომ არ ეკუთვნის,
შემდეგ კვლავ ართმევს.
ზოგი ჭკუიდან გადადის, რადგან ბედისწერისგან 
ზედმეტად ბევრი აქვს მიღებული.             


მამა ღმერთო, ძე ღმერთო
                        
მამა ღმერთო, ძე ღმერთო,
ყველა ქმნილება შენ ხელთა,
ცა, მიწა, წყალი, ცეცხლი და ანგელოზების გუნდი;
შენი ღვთიური ძალა ნათელ დღეს
და სიბნელეს ერთმანეთისგან ყოფს,
მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული;
შენ, რომელმაც ხილული სასწაული ჰქმენ,
როდესაც ადამიანის სახით
და ამაღლებული იუდეველთა შორის გიხილეს.
ერთხელაც, ჩვენკენ გაიღე მოწყალება,
რომელიც ქრისტიანებს შეგვპირდი
და მოაწყვე ამბოხი *ფრიდრიხ შტაუფერის წინააღმდეგ.
                           
*იგულისხმება ფრიდრიხ მეორე შტაუფერი, დაიბადა 1194 წელს და გარდაიცვალა 1250 წელს. 
1212 წელს რომი-გერმანიის მეფედ აკურთხეს, 1220 წელს, როდესაც მამამისი ჰაინრიხ მეექვსე გარდაიცვალა, 
რომი-გერმანიის იმპერატორად ავიდა ტახტზე. 
                                       

სასმელდამოკიდებულება დიდად ვნებს ადამიანს
              
სასმელდამოკიდებულება დიდად ვნებს ადამიანს,
ის ცოდვით ამძიმებს და აზიანებს სულს,
ბევრ ადამიანს აზიზღებს ღმერთს და სხვა ადამიანებს.
სასმელდამოკიდებულება ბევრ სხვა რამესაც სჩადის:
ის იმორჩილებს და ვნებს ჯანის სიმრთელეს,
ის აყრუებს და აბრმავებს უმეცრებს და აკოჭლებს.
ის სულს, სხეულს, ხედვას კლავს,
მთლიანად იმორჩილებს და ასევე ბევრი სხვა ზიანი მოაქვს,
რა დავარქვა იმ ადამიანს,
ვინც, მიუხედავად ამისა, მაინც სვამს?
ბატონი მსმელი, ბატონი ლოთი,
ეს ზედწოდებები ქალებზე და კაცებზე სამართლიანია.
   
გამოიღვიძეთ, ქრისტიანებო! დღე დგება!
გამოიღვიძეთ, ქრისტიანებო! დღე დგება!
მამალმა ორჯერ დაიყივლა, მე მინდა სიმართლე გითხრათ:
დღე ახლოვდება, როდესაც უფლის წინაშე ყველას მოეკითხება.
ის ყველას წყალობით გადმოგვხედავს,
რადგანაც ჩვენს გამო ამდენი ტკივილი დაითმინა.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველთვის მისი მადლიერნი ვიყოთ...
როდესაც ის ძალგულოვნად ტახტზე ზის -
გვაჩვენებს შუბს, ჯვარს, გვირგვინს,
ვერავინ ვერ გაუწევს წინააღმდეგობას.
მისი ძალაუფლება ქვეყნიერებაზეა:
თქვენ, ქრისტიანებო, გახსოვდეთ 
და მზად იყავით, რადგან მცირე დრო დარჩა!
                                             
                                   ულრიხ ფონ ვინტერშტეტენი 
                      იხსენიება 1241-1280 წლებში. 1258 წლიდან სასულიერო მოღვაწეობას მისდევდა. თავიდაპირველად იყო ლოტბარი, ბიბერახის ეკლესიის წინამძღვარი, ხოლო შემდეგ აუგსბურგის მონასტრის წინამძღვარი.
                                         
  ფარული სიყვარული ტკბილია
            1
,,ფარული სიყვარული ტკბილია,
მაგრამ ერთმანეთთან დაშორებასაც უნდა შეეგუონ.
თუ ვინმე მიჯნურთან ფარულად იმყოფება,
მდგომარეობა ჭეშმარიტად უნდა განსაჯოს
და რაც ორივესთვის სწორედ ითვლება, 
ისე უნდა მოიქცეს.
გათენდა, ჩემი დავალება ის გავაფრთხილო,
რომ გაიაპაროს და აქედან შორს წავიდეს.
ის თუ ჩემ რჩევას გაითვალისწინებს,
მისი მხრიდან სწორი საქციელი იქნება”,
- ასე გალობდა მცველი ქონგურზე
       2
ჭკვიანმა სეფექალმა ყარაულის 
სიმღერა გაიგონა 
და შეშინებულმა დედოფალს როდესაც ყველაფერი აცნობა, უთხრა:
,,გათენდა, წამოდექით და იჩქარეთ!“
ამ ცნობამ მიჯნურები უფრო დაასევდიანა.
არ არის ცოდვა, თქვა დიდებულმა ქალბატონმა,
როდესაც შეყვარებული ადამიანი აქ წევს.
ახლა სძინავს და არ ვიცი,
როგორ უნდა გაიპაროს აქედან.
    3
ეს გაიგონა რაინდმა,
როდესაც თავის ალერსიანი სატრფოს მკერდზე იწვა
და მის მკლავებში ჩახუტებული იყო.
მას დიდი ხანია გაღვიძებოდა 
და თქვა: ,,ღმერთო, შემიწყალე,
მე აქედან უნდა წავიდე“.
ორივე ტკივილით იყვნენ შეპყრობილნი
და მათი ბედნიერება უბედურებად შეცვლილიყო.
მათი სასიყვარულო თამაში დამთავრდა 
და ბევრი ცრემლი დაიღვარა.
     
***       
ზამთარს ჩემი მდგომარეობა 
უკეთესობისკენ რომ შეეცვალა,
ზაფხულს სამეფო სიმღერას ვუმღერებდი.
თუმცა ჩემი ბედნიერება სრულიად განადგურდა 
და სიმღერის განწყობა აღარ მაქვს, 
რადგან ძმა დამეღუპა და ამის გამო 
ძალიან სევდიანი ვარ.
სიკვდილი ხომ ყველა ჩვენთაგანის უბედურებაა.
მე სამჯერადი დანაკარგის გამო
მომეტებულად სევდიანი ვარ.
          2
მეორე დანაკარგი, რომელიც მაწუხებს,
ეხება ჩემ ბატონებს.
მათ საკუთარი აზროვნება დაკარგეს
და კარგ განწყობაზე აღარ არიან, 
რომ სიმღერას აყვნენ.
ადრე მათი სიტყვა დიდებული იყო,
შესაბამისად, გული ძლიერად მიძგერდა,
ახლა კი ყველაფერი დაკარგულია.
მე სამჯერადი დანაკარგის გამო,
მომეტებულად სევდიანი ვარ.
     3
მესამე დანაკარგი ყველაზე მძიმეა,
ვისაც ვემსახურებოდი, 
ისე მექცეევიან, თითქოს მათთვის სულერთი ვარ.
რაც მე მათ ვემსახურე,
შესაბამისად რომ გადაეხადათ,
სამსახურს უფრო მეტი ხალისით მოვეკიდებოდი.
მე სამჯერადი დანაკარგის გამო
მომეტებულად სევდიანი ვარ.
4
თუ დავიღუპე,
რადგან სიკვდილმა სიავე შემახვედრა
და სატრფოს პატივისცემა დავკარგე,
ეს იქნება ადამიანური საქციელი;
მაგრამ გერმანულ მიწაზე
ბატონების გარყვნილებაზე რადგან მსმენია,
ამ სამ დანაკარგზე უკეთესი მომავლის იმედი მაქვს.
მე სამჯერადი დანაკარგის გამო
მომეტებულად სევდიანი ვარ.
       
           ვალთერ ფონ ფოგელვაიდე.
      ნახევრად ლეგენდარული მეცამეტე საუკუნის გერმანელი პოეტი.
                                         
                              ცაცხვების ქვეშ
                  1
                     ცაცხვების ქვეშ,
ტრამალზე,
  სადაც ჩვენ ორნის საწოლი იყო,
  შეგიძლიათ ნახოთ
  ყვავილები და ბალახები ერთმანეთზე მიყრდნობილი.
  ტყესთან, ხეობაში 
  ტანდარაი!
  ბულბული გალობდა!
2
მე მივედი აუეს ნაპირას,
                         ჩემი მეგობარი უკვე მისული იყო.
           ღვთისმშობელო, ყველაფერი მშვენიერი იყო
                             და უბედნიერესი ვარ!
                            მან ათასჯერ მეამბორა,
ტანდარაი!
                 პირი გაწითლებული მაქვს.
                                           3
                            ყვავილებისგან 
                  დიდებული კარავი გაშალა,
                     შემდეგ მაგრად დამცინა,
           ვინმეს რომ ამ გზაზე გამოევლო,
                           შეეძლო ვარდებში,
ტანდარაი!
                          ჩემი თავი დაენახა.     
                                        4
                      მე რომ მასთან ვიწექი
    ეს თუ ვინმემ გაიგო (იმედია, ღმერთმა არ დაუშვა მსგავსი),
                          შემრცხვება.
                 ჩვენ რაც ვქენით იქ -
             არავინ უნდა იცოდეს,
                მხოლოდ მე, იმან და
                       პატარა ჩიტმა, 
               რომელიც ჩუმად იქნება.
                 
                       
                                    
                                         
   
                                       
                                        
                                      
                               
            
                                   
                                       
                             
   
                                       
                                        
                                      
                               
            
                                   
                                       
                             
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გიორგი ხულორდავა - შუა საუკუნეების სპარსული პოეზიიდან გიორგი ხულორდავა - შუა საუკუნეების სპარსული პოეზიიდან ჟურნალი / სტატიები / პოეზია / გამოქვეყნებული ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი ჟურნალი / სტატიები / პოეზია / გამოქვეყნებული გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები ირაკლი გოგაბერიშვილი  -   ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა ირაკლი გოგაბერიშვილი - ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / სპორტი / გამოქვეყნებული დავით კაკაურიძე - ტყიბული და მისი შემოგარენი დავით კაკაურიძე - ტყიბული და მისი შემოგარენი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ისტორია / ეთნოგრაფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge