ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
05 აპრ 11:58---
ელიზბარ გაბუნია - ლექსები
ლექსები
***
შენი ,,ჰო" თუ კი მომისწრებს სულზე,
შენთან ეგ ერთი სიტყვა დამარჩენს.
მიდებული მაქვს ,,დამბაჩა" შუბლზე
და ველოდები შენგან განაჩენს.
***
რა ვქნა, ფრთხილი ვარ,
ვითარცა შველი;
ყოველ დღე ჩემ თავს
ზრდილობით ვშველი.
***
მეც ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ
მაინც წუთისოფლელი ვარ...
***
ვერ მოვიშორე
მე შურის კეთრი.
საით მივილტვი...
დროც აღარ მრჩება.
ცაზე ღრუბელი
გამოჩნდა თეთრი...
ნეტავ, სული თუ
გადამირჩება?
***
ქრისტესთვალება ცა მიყვარს,
ცა უღრუბლო და ნათელი;
იგი ტაძარში წამიყვანს,
ხელში ხატით და სანთელით.
,,წმინდაა უფლის სახელი",
ქრისტესთვალება ცა მიყვარს...
***
შენ დაიბადე
ვარსკლავად ცაში.
აწ, ნუთუ მარად
ჩემთან ენთები?
რა ნაზი ხარ და
რა მართლა ბავშვი,
ზოგჯერ ჩემთვისაც
არ მემეტები.
***
ენა გვაქვს გრძელი...
მამული პატარა...
სარწმუნოება ხან გვწამს,
ხან არა...
***
როგორ აჯობოს
იას ამანო,
შენზე შურით
თქვეს იასამანო!
***
მახსოვს, ყველა
ჩვენ გვლოცავდა.
ყველა ჩვენს ბედს
დანატროდა...
თურმე ყველას
შური წვავდა,
თურმე ყველა
გვღალატობდა...
***
ბიჭები მყავს, მაგრამ მინდა გოგოც,
მერე რა რომ გადავცილდი ორმოცს,
ორმოცს ვამბობ, ხომ არ ვამბობ, ოთხმოცს;
ველი თქვენგან დაცინვას და ხორხოცს,
თქვენ საერთოდ, როგორც იცით, როგორც...
***
სად ამოსულხართ იებო,
აქ სად ლაღობთ და სვიანობთ,
არ გეშინიათ, უცებ, რომ
ქარ-წვიმამ დაგაზიანოთ?
***
ქრისტე ამბობს: ,,აღასრულეთ, რაცა მცნებად დაგიბარეთ:
გულმხურვალედ ილოცეთ და იმუშაკეთ, ოფლი ღვარეთ.
ჭეშმარიტი გზით იარეთ, წინ, წინ, ჯვარი წანიმძღვარეთ;
და გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე თქვენ შეგიყვარეთ!"
***
ღმერთო, ტკბილად ამიხდინე გაღვიძებულს ეს სიზმარი.
შემიწყალე, ნუ შემრისხავ, მომივლინე მე მზის დარი.
შენს იმედად დარჩენილსა, შემიმსუბუქე ეს ჯვარი.
შემინდევი, დამიხსენი, გამიხსენი ზეცის კარი.
***
ღმერთმა იცის, ვინ დაჰბადოს, ვის რა ბედი დაუწეროს.
ვინ ვით საით წაიყვანოს, ვინ ვით მისწვდეს ცის კენწეროს.
არვის ძალუცს ღვთის საქმენი სრულად სიტყვით აღგვიწეროს.
მართალ ღმერთმა მართალ კაცსა ჯვარი ვით არ გადაწეროს!
***
ღმერთი, კაცო, კაცად იშვა და სოფლისკენ გაემართა.
რათა ეხსნა კაცთა მოდგმა, რათა წელში გაემართა.
რათა ვითა კეთილ მწყემსა,
თვისი სამწყსო თვით ემართა;
რათა ჩვენთვის მომკვდარიყო,
თუმცა ჩვენი რა ემართა?
***
მსურდა ლექსად, გულში, საზრდოდ, სიბრძნის სიტყვის პური მეცხო.
ღმერთო, ვისაც კეთილ ვუქმენ, სწორედ მისგან ჩირქი მეცხო.
მაპატიე, რომ მეწადა, უმეცართვის წკეპლა მეცხო.
ღმერთო, ცოდვილს შემინდევი, ცოდვილი ვარ ვიცი მეც ხო!
***
მარტო სალამიც არ კმარა, ზრდილობით მოხდა ქუდისა.
ვინ შეიყვარებს, იმას ვინც, მუდამ მქნელია ცუდისა.
სიცოცხლით ვერ გაიხარებს, ჯოხით ამშლელი ბუდისა.
გახმება ხელი მრუდისა, ავაზაკის და ქურდისა.
***
ღმერთს თუ ბაძავ, უნდა კიდეც, თავმდაბლობით ღმერთსა ჰგავდე.
რაც არ უნდა გაგაქეზონ, არ განრისხდე, არ გაავდე.
გმართებს, სულის სიმტკიცითა, თვით სატანას გაუმკლავდე.
თავის თავში რწმენას შობდე და სიმხდალეს შენსას ჰკლავდე.
***
ნეტავ, ღმერთო, ეს რა ხდება, ხმა არ მყოფნის დასაყვირად,
რომც ვიყვირო, ვინ მომისმენს, რა ვთქვა კაცთა გასაკვირად.
ყოველი დღე აირია, შაბათი აქვს ზოგსა კვირად.
ვაჰ, რომ ყველას იუდობა, დაგვიჯდება ბოლოს ძვირად.
***
ღმერთო, გმადლობ, შენ რომ მშობე, შენ რომ მომეც სული ესე.
რათა კაცი ვყოფილიყავ, ათი მცნება დამიწესე.
კაენივით რისხვა მერგოს, ძმისთვის, თუ ცრუდ ენა ვლესე.
ძმის სიკვდილი თუ ვინატრე, თუ კი, ძმისთვის შური ვთესე.
***
ღმერთი ბოროტს დააღონებს და იმის სულს არ აცხონებს.
ვიცი ბოლოს დაისჯება, ვინც უფალო, შენ არ გმონებს;
ვინცა ხშირად ამპარტავნობს და სიმდიდრით თავს იწონებს.
ვისაც სიძვა ახსოვს მარად და დიდ უფალს არ გიგონებს.

ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე