გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის

  სამშობლოს უანგარო სიყვარულით გულანთებული მამულიშვილები შემთხვევით როდი ევლინებიან ქვეყანას.ამ დიად კაცთა პანთეონს ვინ რა დამსახურებითა და ღვაწლით შეერთებია, ისტორიის ფურცლებიდანაც კარგად ჩანს. მხოლოდ ესაა, განსხვავებულია მათი ეპოქა, სამოღვაწეო და საბრძოლო ასპარეზი. საერთოა ის ღირებულებები, მრწამსი და სულისკვეთება - დღემდე ერის სიმტკიცის ბურჯად რომ მიგვაჩნია თაობებს. ყოველ მათგანზე დანთებული თითო სანთელი ერთ დიდ კელაპტრად რომ შევკრათ, ალბათ ზეცას მისწვდება მისი ნათელი, მაგრამ მისწვდება არა სიმრავლის, არამედ თითოეულის ბრწყინვალების ძალით.   პავლე ინგოროყვა სწორედ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც საკუთარი ნიჭით, ენთუზიაზმითა და შრომით ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქვეყნის კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენას, მის დაცვასა და შენარჩუნებას. იმ ეპოქის გათვალისწინებით, რომელშიც ამ დიდ მეცნიერს უწევდა მოღვაწეობა, ეროვნული იდეისათვის ბრძოლა მართლაც რომ გმირობის ტოლფასი იყო. რეჟიმის იდეოლოგიურ დოგმატიზმთან ცალსახა წინააღმდეგობაში მოსული ქართული იდენტობის დაცვის ტვირთვი, მაშინ სხვებთან ერთად პავლე ინგოროყვას მხრებზეც გადადიოდა. საბჭოთა რეპრესიული პოლიტიკა კი მით უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენდა კაცისთვის, რომლის ხელმოწერაც დამოუკიდებლობის აქტზე იყო აღბეჭდილი. შეუპოვრობისა და სიმტკიცის ამ ხანგრძლივ მატიანეს მეცნიერის ადრეულ წლებამდე მივყავართ, კერძოდ მის სიჭაბუკემდე.  აქ კი შეუძლებელია კაცს არ გაახსენდეს ერთი ბიოგრაფიული ფრაგმენტი მისი ცხოვრებიდან.ყმაწვილი პავლე  თურმე ხშირად ჯდებოდა ნავში, მოუსვამდა ნიჩბებს და პალიატომის შუა წყალში გასული - მზის ჩასვლამდე კითხულობდა წიგნებს. რამდენჯერაც წარმოვიდგენ ამ სურათს, იმდენჯერ მეღიმება და  ვხედავ პატარა ბიჭუნას ცნობისწადილით ანთებულ თვალებს - აჩქარებით რომ მიჰყვებიან ტექსტთა სტრიქონებს. ვხედავ ადრეული პერიოდიდან - ჭარმაგ მეცნიერამდე განვლილ მის რთულ და ზეაღმავალ გზას. 
  განსაცვიფრებელი ნიჭით დაჯილდოებულ ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილ კაცს, ადრეულ წლებში ექვთიმე თაყაიშვილი დასდგომია ქომაგად. ‘’განძის მცველი’’ თურმე აღფრთოვანებულა ჭაბუკი პავლესგასაოცარი  ანალიტიკური  უნარითა დაგაუნელებელი ენთუზიაზმით. სწორედ დიდი ექვთიმეს  ხელშეწყობით მოხერხდა ის, რომ  პავლემ პეტერბურგის უნივერსიტეტში შეძლო სწავლის გაგრძელება ისტორია-ფილოლოგიის განხრით. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად ჩაერთო ქვეყნის, როგორც სამეცნიერო, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი 1919 წლამდე გახლდათ  ‘’საქართველოს ეროვნული საბჭოს’’ წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. მისი დამსახურება ერის წინაშე არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაცშეუფასებელია. პოეტ გიორგი ლეონიძის თქმით, „სხვა თუ  არაფერი, პავლე ინგოროყვას მხოლოდ ის ეყოფა უკვდავსაყოფად, რომ თურქებს - დოკუმენტურად დაუსაბუთა, ჩვენი საზღვარი არა ჩოლოქზე, არამედ ჭოროხზე გადისო.’’ 
ეს და კიდევ უამრავი სხვა გარემობა, ნათლად მეტყველებს პავლე ინგოროყვას, როგორც სამშობლოსათვის დამაშვრალი მამულიშვილის  ნაყოფიერ მოღვაწეობაზე. სწორედ მისი უშუალო ძალისხმევით, 1924 წელს დაარსდა ჟურნალი ‘’კავკასიონი’’, რომელიც შემდგომ აკრძალულ იქნა ბოლშევიკური რეჟიმის მხიდან.  იგივე ბედი გაიზიარა გამომცემლობა „ქართულმა წიგნმა’’ რომელის გამართვაც კვლავამ დიდი მეცნიერის სახელს  უკავშირდება 
საყოველთაოდ ცნობილია პავლე ინგოროყვას  ერთ-ერთიფუნდამენტური ნაშრომი  "გიორგი მერჩულე", რომელზეც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა. აქ მანაღმოაჩინა  რიტმული პოეზიის მაგალითები დასცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. სულმოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. 
რუსთველოლოგია პავლე ინგოროყვას მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი სფოერო იყო. მან მრავალი წელი შესწირა შოთა რუსთაველის ვინაობისა და „ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის კვლევას. რის შედეგადაც შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები. მათ შორის პირველყოვლისა უნდა დავასახელოთ ‘’რუსთველიანა’’ (1926), რომელშიც ფაქტობრივ მტკიცებულებებსა და პოემის ტექსტის ანალიზის საფუზველზე დაყრდნობით დადგენილია შოთა რუსთაველის მოღვაწობისა და ‘’ევფხისტყაოსნის’’ დაწერის თარიღები.  ‘’რუსთველიანას“ წიგნად გამოსვლამდე გაუჩენია ღრმა ინტერესი რუსთველოლოგიურ წრეებში. ამას მოჰყვა „რუსთველიანას ეპილოგი“, "რუსთაველი და მისი პოემა" (1937), "რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა" (1940-1941), "შოთა რუსთაველი" (1937), "ვეფხისტყაოსნის ტექსტი" (1953); ამასთანავე, ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" – 1953 და 1971 წლებში. გამოაქვეყნა მრავალი ცალკეული სტატია. 
პავლე ინგოროყვას მისი მრავალრიცხოვანი ნაშრომები წარმოაჩენენ, როგორც უაღესად ფართო ერუდიციის მქონე, მრავალმხრივ განსწავლულ, დაუღალავ მეცნიერს, რომლის უაღრესად დაკვირვებულ თვალს, გამძაფრებულ ინტუიციას და ღრმა ანალიტიკურ გონებას ახლავს საოცარი შემოქმედებითი მუხტი, მოვლენათა და ფაქტთა ურთიერთდაკავშირების იშვიათი უნარი. საქმეში რეალიზებული უდიდესი პატრიოტიზმი -  ეს არის პავლე ინგოროყვა, ჭეშმარიტი მეცნიერი, მკვლევარი, ერის წარსულის, აწმყოსი და მომავლის მოამაგე თავისი ფასდაუდებელი ნაღვაწით. 
მისი ცხოვრება სავსე იყო გამარჯვებების სიხარულითა და მოშურნეთაგან მიყენებული გულისტკივილით, მაგრამ ის ქართველ ერთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას, მისი 
სახელი მარადიულად იარსებებს ერის ხსოვნაში.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები ლუკა დვალიშვილი - დიდგორი,  ჩვენი უნივერსიტეტი და უნივერსიტეტელები ლუკა დვალიშვილი - დიდგორი, ჩვენი უნივერსიტეტი და უნივერსიტეტელები ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული