გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი გოგოლაშვილი - ქართველური ენობრივი სივრცე იაკობ გოგებაშვილის თვალთახედვით

XIX საუკუნეში არსებულმა მძიმე ენობრივმა თუ ეროვნულმა პოლიტიკამ ერთიან სალიტერატურო ენას საფრთხე შეუქმნა. დაიწყო ინსპირირება მეგრულ და სვანურ ენებზე სკოლების გამართვის აუცილებლობისა. აქ იაკობ გოგებაშვილი, როგორც ყოველთვის, თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა.საჭირო გახდა გარკვევა-დასაბუთება იმისა, რა არის სალიტერატურო ენა და რა _ არასალიტერატურო. ეს საკითხი ქართველოლოგიაში არასწორი ინტერპრეტაციის საგანიც გახდა; დღეს ასეთი აზრის დამკვიდრებას ცდილობენ: იაკობისთვის მეგრული და სვანური ისეთივე ენობრივი რეალობაა, როგორიც იმერული, კახური თუ ხევსურული, ანუ: იაკობის აზრით, მეგრული და სვანური ქართული ენის ისეთივე დიალექტებია, როგორიც იმერული, კახური და ა.შ. (გვანცელაძე 2006, ფუტკარაძე 2006). იაკობის ნააზრევის ასეთი გააზრება, მარტივად რომ ვთქვათ, სერიოზული შეცდომაა: იაკობი იმ დროისათვის ღრმად განსწავლული ლინგვისტია; Aიგი თავის ნაწერებში არაერთგზის მსჯელობს იმის თაობაზე, რა არის სალიტერატურო ენა, რა არის დიალექტი, რას წარმოადგენს ენობრივი ერთეულები მეგრული და სვანური... ასევე, საინტერესოა, ამ საკითხებთან დაკავშირებით რა ტერმინებს გამოიყენებს იაკობი და როგორია ამ ტერმინებით აღნიშნულ ცნებათა იაკობისეული გაგება.იაკობს კარგად აქვს გაცნობიერებული საქართველოში არსებული ენობრივი რეალობა _ მეგრული და სვანური მეტყველება განსხვავებულია ქართულისაგან; ზოგ შემთხვევაში სკოლებში ქართულის გასაგებად (განსამარტავად) მასწავლებლები ადგილობრივ მეტყველებას მიმართავენ: `ყველა სკოლებში სწავლება მოწყობილია დედა-ენაზედ და ადგილობრივს კილო-კავებს ხმარობენ ასახსნელად და განსამარტავად იმ საერთო სიტყვებისა, რომელნიც ადგილობრივ ბავშვებს კარგად არ ესმით~ (იაკობი, III. 321).
ერთ-ერთ წერილს იაკობი ასე იწყებს: `ცნობილია, რომ ყოველს ერს აქვს მთავარი ენა, რომელიც საერთო საუნჯეს შეადგენს ამ ერის ყველა ნაწილისათვის და იწოდება მისს დედა-ენად, და თემიური კილო-კავები (наречия), რომელნიც იხმარებიან ადგილობრივ~ (იაკობი, III. 320).
ქართველურ ენობრივ სივრცეში იაკობი სამი დონის ენობრივ ერთეულებს გამოყოფს:
ქართული სალიტერატურო ენა,
სვანური და მეგრული,
ქართული დიალექტები.
ამ პრობლემამ იაკობის მოღვაწეობაში მაშინ იჩინა თავი, როცა დაისვა საკითხი სამეგრელოს სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლებისა; მეგრელები და სვანები სხვა ხალხია, ქართველები - სხვაო. იაკობის წერილებში არის მტკიცება ამგვარი მსჯელობის უაზრობისა; იგი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ქართული არის    სალიტერატურო ენა ყველა ტომის ქართველთათვის, მთავარი დედაენა, ძირითადი დედაენა.
ქართული სალიტერატურო ენის სინონიმად იაკობი რამდენიმე ტერმინს გამოიყენებს (ვუთითებთ მხოლოდ ხმარების თითო შემთხვევას):
ქართული სალიტერატურო ენა (იაკობი, III. 438),
ლიტერატურული დედა-ენა (იაკობი, III. 437)
ძირითადი ქართული ენა (იაკობი, III. 320),
ძირთადი მშობლიური ენა (დედა-ენა) (იაკობი, III. 439)
მთავარი ენა (იაკობი, III. 320),
მთავარი დედა-ენა (იაკობი, III. 477),
საერთო ენა (იაკობი, IV. 320),
ზოგადი დედა-ენა (იაკობი, IV.109),
ზოგად-ქართული კულტურული ენა (იაკობი, IV. 109),
საღმრთო ენა (იაკობი, VI. 625)
(ტერმინს _ სახელმწიფო ენა _ იაკობი გამოიყენებს რუსული ენისათვის: `იგი ვერც სახელმწიფო ენის ცოდნას გაავრცელებს და დედა-ენაზედ წიგნის ცოდნასაც ააცდენს ბავშვებსა~ (იაკობი, III. 54).
Mმეგრულ-ჭანურისა და სვანურის აღსანიშნავად გამოიყენებს ტერმინებს:
ადგილობრივი კილო (იაკობი, III. 477),
ადგილობრივი დიალექტი (იაკობი, III. 439),
ადგილობრივი კილო-კავი (იაკობი, III. 321),
მშობლიური კილო (იაკობი, III. 439),
თემიური კილო-კავი (იაკობი, III. 320).
პროვინციული კილო (იაკობი, III. 439),
პროვინციალური კილო-კავი (იაკობი, III. 320).
Kკილო, კილო-კავი და დიალექტი ამ შემთხვევისათვის სინონიმებია. ქართველური ენობრივი სივრცის დასახასიათებლად ამ ტერმინების სინონიმად ენის გამოყენებას პუბლიცისტურ წერილებში ერიდება (ამის თაობაზე ქვემოთაც ვისაუბრებთ). ქართველური ენობრივი სიტუაციის უფრო ნათლად წარმოჩენისათვის მაგალითად მოიყვანს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენობრივ სიტუაციას. ქართულისათვის ამ ტერმინების (კერძოდ თემიური კილო-კავის) განსამარტავად наречие-ს მოიშველიებს. იმავე რუსულ ტერმინს აზერბაიჯანულის შემთხვევაში თარგმნის როგორც ენა: адербайджанское наречие _ ადერბეიჟანური ენა (იაკობი, III. 320). ადგილობრივი დიალექტი ენად იწოდება ამ შემთხვევაში: `კავკასიის თათრებს აქვთ მაგალითად რამდენიმე პროვინციალური ენა, ადგლობრივი კილო, რომელიც დიდად განირჩევა მათის დედაენისაგან, რომელსაცა ჰქვიან ადერბეიჟანური ენა~ (იაკობი, III. 477).
იაკობი ადგილობრივ კილო-კავს ენად მოიხსენიებს სომხურისა და რუსულის შემთხვევაშიც: `ასეთი წესია სომეხთა შორისაც. Aამ ხალხსაც მთავარის სომხურის გარდა, აქვთ პროვინციალური ენებიც, მაგალითად, ზოკური, რომელნიც ისე განირჩევიან მათი დედაენისაგან, რომ ბევრგან ბავშვებს ძლიერ უჭირთ ამ უკანასკნელის გაგება~ (იაკობი, III. 321). `ასეთივე წესი არსებობს რუსეთის ხალხთა შორის~ (იაკობი, III. 477).
Fფაქტია, კილო // კილო-კავი // დიალექტი `პროვინციალური ენაა~, `ადგილობრივი ენაა~. Eეს, ცხადია, ამ ლოგიკიდანაც გამომდინარეობს: თუ არსებობს ძირითადი ენა, არსებობს არაძირითადი ენაც; თუ არსებობს მთავარი ენა, არსებობს არამთავარი ენაც.…
Aასე რომ, ერთ ენობრივ სივრცეში ენა შეიძლება იყოს:
მთავარი და არამთავარი,
ძირითადი და არაძირითადი,
ლიტერატურული და არალიტერატურული,
საყოველთაო და ადგილობრივი.
როგორც ვთქვით, ქართველური ენობრივი სინამდვილისათვის ენას უწოდებს მხოლოდ: ლიტერატურულს, მთავარს, ძირითადს, საყოველთაოს, საერთოს, ზოგად-ქართულს...
რაც შეეხება ტერიტორიულ დიალექტებს (იმერული, გურული, კახური, ქართლური...), მათ იაკობი ამგვარი ტერმინებით არ განმარტავს, არ მოიხსენიებს ამგვარად; ჩვეულებრივ მიანიშნებს: ასე იტყვიან იმერეთში, ქართლში, კახეთში... თუ ფაქტი ან მოვლენა საერთოდასავლურია ან საერთოაღმოსავლური, წერს: `ბავშვები სრული შეგნებით ითვისებენ ამიერ სინონიმებს და ამიერი მოსწავლენიც უნებლიედ სწავლობენ კითხვის დროს იმიერ სინონიმებსა~ (იაკობი, IV. 317); `... აქეთა და იქითა საქართველოსი~ (იაკობი, IV. 429).
როგორც ვთქვით, ეს მსჯელობანი გვხვდება, ეს ტერმინები გამოიყენება იმ წერილებში, რომლებიც იწერება გართულებული ეროვნული ვითარების გამო; წინააღმდეგ იმ მცდელობისა, რომელიც ქართულ ეროვნულ სკოლაში შეინიშნებოდა; კერძოდ, იყო მოთხოვნა სამეგრელოში სასწავლებელთა მეგრულ ენაზე გამართვისა, საღვთისმეტყველო ლიტერატურის მეგრულად და სვანურად თარგმნისა. Mმოკლედ რომ ვთქვათ, წმინდა პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა თავშეკავებას, რომ მეგრულისა და სვანურისათვის ეწოდებინა ენა. Eეს პრობლემა (პოლიტიკური) არ ედგა იაკობს `ბუნების კარში~, ამიტომ მისი მსჯელობა მეგრულისა და სვანურის შესახებ შესაბამისი ტერმინებით მიმდინარეობს:
იაკობის მტკიცებით, მეგრული და სვანური შტოებია ქართულისა (იაკობი, III. 447). `რაც მეგრელთა შტოს შესახებ ითქვა, სავსებით შეეხება ქართველი ხალხის მეორე შტოსაც _ სვანებს, რომელთა არაქართველებად გადაქცევას ლამობენ იგივე გულმოდგინე, მაგრამ ხეპრე პოლიტიკანები, წინააღმდეგ ამ სიმპატიური მთიელი ქართველების სურვილისა, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნიდან დღემდე მხოლოდ ქართულ ენას და ქართულ ალფაბეტს ხმარობენ ეკლესიაშიც, სკოლაშიც და თავისი ცხოვრების ყველა სხვა სფეროშიც~ (იაკობი, III. 448).
ქართველური ტომების, ქართველური ენების ურთიერთდამოკიდებულებაზე უფრო ვრცლად და გახსნილად (პოლიტიკისაგან თავდაღწეულად) მსჯელობს იაკობი `ბუნების კარში~:
`მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა, სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან~ (იაკობი, VI. 625); `ჭანები ძმები არიან მეგრელებისა, ძველის-ძველად ჭანები და მეგრელები შეადგენდნენ ერთს ერსა და გაბმით ეჭირათ მთელი აღმოსავლეთი ნაპირი შავის ზღვისა და სამხრეთი ნაპირი ნახევრობით, შემდეგში გურულები აღმოსავლეთით მიაწვნენ შავი ზღვის პირას, შუა გააპეს მეგრელ-ჭანების ტომი, დასახლდნენ ეხლანდელს საცხოვრებელს ადგილებზედ და გააცალკევეს დიდის ხნის ერთად მცხოვრები ძმები~ (იაკობი, VI. 647). `ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ~ (იაკობი, VI. 632). Eეს რაც შეეხება ქართველ ტომთა ეთნიკურ ერთობას (წარმომავლობას).
Qქართულ ენობრივ სივრცეს იაკობი `ბუნების კარში~ ასე წარმოგვიდგენს: მეგრელები `მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელებმა კარგად იციან ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგან წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმთავიდგანვე ქართულს ენაზედ სრულდებოდა და ახლაც სრულდება~ (იაკობი, VI. 625).
თუმცა მთლად ვერ თავისუფლდება პოლიტიკისგან და მოსწავლეებსაც მიანიშნებს მოსალოდნელ საფრთხეს `მეგრულ-ქართული განხეთქილების~ მოსურნეთაგან: `ოცის წლის წინად სასულიერო მთავრობამ მოინდომა მეგრულს ენაზედ წირვა-ლოცვის შემოღება და კიდეც გადაათარგმნინა ოქროპირის წირვა ამ ენაზედ, მაგრამ ყველა წოდებამ სამეგრელოში ერთ-ხმად უარ-ჰყვეს ცვლილება და არ დასთანხმდა ეკკლესიაში მეგრულის კილოს ხმარებას ქართულის ენის მაგივრად~ (იაკობი, VI. 626). საინტერესო ფაქტია: როცა საუბრობს მეგრულზე, ენად მოიხსენიებს; როცა ქართული ენის გვერდით სჭირდება მეგრულის დასახელება, ზოგჯერ კილოს უწოდებს (ამით ქართულს მეგრულზე მაღლა აყენებს...); მაგრამ არასოდეს კილოს (დიალექტს) არ უწოდებს კახურს, იმერულს: რომ არ მოხდეს სვანურის (მეგრულის, ჭანურის)  და იმერულის (კახურის, თუშურის...) ერთი დონის ენობრივ ერთეულებად გააზრება...Aასე რომ, მეგრული ენა (ჩვეულებრივ ხმარებული ტერმინი) და მეგრული კილო (იშვიათად ხმარებული ტერმინი) `ბუნების კარში~ სინონიმებია.
ჭანური და მეგრული იაკობისთვის ერთი ენაა `ცოტაოდენის განსხვავებით~: `ჭანური ენა იგივე მეგრული ენაა ცოტაოდენის განსხვავებით. ქართული ენაც ბევრმა ჭანმა ისევე კარგად იცის, როგორც მეგრელებმა~ (იაკობი, VI. 647). `სვანური ენაც ქართული ენიდგან არის წარმომდგარი~ (იაკობი, VI. 632).
იმავე `ბუნების კარში~ საქართველოს ცალკეულ კუთხეებზე საუბრისას, განსხვავებით სამეგრელოს, სვანეთისა და ჭანეთისა, უმეტესად არას ამბობს მათს ენაზე; იგულისხმება, რომ ქართულია მათი ენა; მხოლოდ ორიოდე შემთხვევაში მიანიშნებს: `ზემო თუშები ქართულად ლაპარაკობენ, ქვემო თუშები კი _ თუშურად (იგულისხმება წოვა-თუშური – გ.გ.), მაგრამ ქართული ყველამ იცის~ (იაკობი, VI. 595); აჭარლები `შინ ოჯახობაში ქართულად ლაპარაკობენ, თათრული ენა მხოლოდ ხანშიშესულმა კაცებმა იციან~ (იაკობი, VI. 643. იაკობს მოჰყავს გ. ყაზბეგის ციტატა: `შავშელები ლაპარაკობენ წმინდა ქართულ ენაზედ და გამოთქმით ძლიერ ემსგავსებიან ხევსურებს~ (იაკობი, VI. 643).
როგორც ვხედავთ, იაკობ გოგებაშვილის თვალსაზრისი ქართველურ ენათა რაობისა და ურთიერთმიმართების თაობაზე ასეთ სახეს იღებს: მეგრულ-ჭანური ერთი ენაა (`ცოტაოდენი განსხვავებით~). ქართული ეროვნული ენის ტოტებია (შტოებია) მეგრულ-ჭანური და სვანური (`ბუნების კარის~ პირველ გამოცემაში ტოტებს ეძახის, ბოლო გამოცემაში _ შტოებს). სვანურის შტო უფრო ადრე გამოეყო ეროვნულ ხეს, ვიდრე მეგრულ-ჭანურისა. Mმეგრულ-ჭანური და სვანური ენების მოწყვეტა ეროვნული ხისაგან (რისი მცდელობაც იყო  ამ ენებზე ანბანის შექმნა) დაღუპავს ამ ენებს: `დაჭკნობა და გახმომა აუცილებელი შედეგია მათის მოწყვეტისა საერთო ნიადაგიდან... დიაღ, განცალკევება ჰღუპავს ეროვნულ ხესაც და მისგან მოშორებულს ტოტებსაც~ (იაკობი, III. 479).
შედარება ტოტებთან (შტოებთან) ხაზგასმაა იმისა, რომ ეს ენები საერთო წარმომავლობისანი არიან, მონათესავენი არიან: `შტომ შეიძლება იხაროს მხოლოდ ახლოს ნათესავს ხეზე, მაგრამ თუ იგი ამყნეს სრულიდ სხვა გვარის ხეზე, ვერც გაიხარებს და ვერც იხარებს~ (იაკობი, III. 479).
Lლინგვისტური თვალსაზრისით იაკობის აზრი სრულიად თანამედროვე და მისაღებია დღეს. თავად ტერმინები _ მეგრული შტო ქართული ენისა, სვანური შტო ქართული ენისა _ საგულისხმოა დღევანდელი სოციოლინგვისტური თვალსაზრისითაც.
წარმოდგენილ მსჯელობაში სრულიად გარკვეულია ქართული სალიტერატურო ენის როლი და მნიშვნელობა ქართველთა ეროვნულ ერთიანობაში.

ლიტერატურა:
იაკობ გოგებაშვილი, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად: ტ. III, 1954; ტ. IV, 1955; ტ. VI, 1958.
თ. გვანცელაძე, ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში, 2006.
ტ. ფუტკარაძე, სათავე და პერსპექტივა ქართული სამწიგნობრო ენისა, 2006.














გიორგი გოგოლაშვილი
ქართველური ენობრივი სივრცე იაკობ გოგებაშვილის თვალთახედვით

იაკობ გოგებაშვილი ქართველურ ენობრივ სივრცეში სამი დონის ენობრივ ერთეულებს გამოყოფს:
ქართული სალიტერატურო ენა,
მეგრულ-ჭანური,
ქართული ენის დიალექტები.
მისი აზრით, ქართული სალიტერატურო ენა არის ყველა თემის ქართველთა ლიტერატურული დედა-ენა, რომლის აღსანიშნავად რამდენიმე სინონიმურ ტერმინს გამოიყენებს (ძირითადი ქართული ენა, ძირთადი მშობლიური ენა, მთავარი ენა, მთავარი დედა-ენა, საერთო ენა, ზოგადი დედა-ენა, ზოგად-ქართული კულტურული ენა, საღმრთო ენა).
მეგრულ-ჭანური და სვანური ადგილობრივი ენებია; ადგილობრივი ენის სინონიმად გამოიყენებს ტერმინებს: ადგილობრივი კილო, ადგილობრივი დიალექტი, ადგილობრივი კილო-კავი, მშობლიური კილო, თემიური კილო-კავი, პროვინციული კილო, პროვინციალური კილო-კავი.
ქართული ენის ტერიტორიული დიალექტების მიმართ ტერმინებს – კილო, კილო-კავი, დიალექტი _ არ გამოიყენებს; უბრალოდ მიანიშნებს: ასე იტყვიან იმერეთში, კახეთში, ქართლში. როცა სჭირდება, იტყვის: `თუშები ქართულად ლაპარაკობენ...  აჭარლები ოჯახობაში ქართულად ლაპარაკობენ...  შავშელები ლაპარაკობენ წმინდა ქართულ ენაზედ~...

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge