გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული ძალადობა, როგორც უსამართლო სოციუმის ერთ-ერთი მახასიათებელი ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით

ქართულ მწერლობაში ეგნატე ნინოშვილს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ზოგიერთი მეცნიერი, მას XX საუკუნის ქართული მწერლობის მესაძირკვლის როლსაც კი ანიჭებს. მწერალმა თითქმის პირველმა მიაქცია ყურადღება ისეთ თემებს, რომელიც მანამდე ქართული მწერლობისთვის სახამუშო იყო: ქალთა ჩაგვრა, ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ღალატი და ა. შ. ამით მან შეძლო ჩვენ მწერლობაში მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოეწვია. ამ თემებზე ყურადღების გამახვილებაში ეგნატეს დაეხმარა რამდენიმე თვიანი სწავლა საფრანგეთში და ფრანგული ენის ცოდნა, ის კითხულობდა ემილ ზოლას, ალფონს დოდეს და სხვა გამოჩენილ რომანისტთა შემოქმედებას. მისივე თქმით, მათ ნაწერებში იყო ისეთი იდეები, “ერთი შეხედვით რომ გარყვნილების მოქადაგე ეგონება კაცს და რომლის მსგავსს ჩვენი მწერლებისგან თავის დღეში ვერ გაიგონებს მკითხველი“.[1]
ყველა დროის საზოგადოებაში იყო განსჯის საგანი ქალის მდგომარეობა და პრობლემები, შესაბამისად ისტორიაში, ფილოსოფიაში, ლიტერატურასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განსხვავებული დასკვნები გამოჰქონდათ ქალის დანიშნულებაზე ოჯახსა და საზოგადოებაში, ქალთა თემებმა განსაკუთრებული ყურადღება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიპყრო, როდესაცმათ თავად დაიწყეს აქტიური ბრძოლა  უფლებებისათვის.
ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებში ქალის როლი გადასინჯულია ყველა მნიშვნელოვან სფეროში -ოჯახურ ცხოვრებაში, სიყვარულსა და დედაშვილობაში, აქედან გამომდინარე, მწერლის მოთხრობები გენდერული უთანსწორობისა და უსამართლობის კუთხით საინტერესო განსახილველია, მით უფრო, რომ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში ისინი ამ მხრივ დაუმუშავებელი. როდესაც, ვსაუბრობთ გენდერულ უთანასწორობაზე, ვხვდებით, რომ XIX-XX საუკუნეებისმიჯნაზე თანასწორობისისეთი გაგებაარ იარსებებდა, როგორცდღეს გვაქვს. ტერმინი“გენდერიც“ ხომ XX საუკუნის კუთვნილებაა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ძირითადად საუბრობდნენ ქალის ეკონომიურ განვითარებასა და განათლების მიღებაზე.
გენდერული ძალადობის კონტექსტში მნიშვნელოვანია მწერლის მოთხრობა „ჩვენი ქვეყნის რაინდი“ . რა არის გენდერული ძალადობა? ეს არის ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარღვევა, რომელიც გავრცელებული იყო ყველა დროსა და ქვეყანაში. გენდერულ ძალადობად შეიძლება განისაზღვროს, ნებისმიერი ქმედება, რომელიც აყენებს ქალს ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს.
კლასობრივი განსხვავებების და ჩაგვრის თემატიკა რევოლუციურ-მარქსისტულ მოძრაობასთან ერთად საქართველოშიც გავრცელდა და ჩვენ საზოგადოებაში დისი გამოძახილი ჰპოვა. იმდროინდელი ფემინისტების ნაწილი, მათ შორის ეგნატე ნინოშვილიც რევოლუციას დიდი იმედით შეჰყურებდა, მწერალს ერთ-ერთ გამოსავლად და იმედად სოციალიზმი მიაჩნდა, რადგან სოციალური დოქტრინის პრინციპი იყო, რომ  „ერთმა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფო არ დაჩაგროს, ერთმა ერმა მეორე ერი არ დაჩაგროს, ერთმა კაცმა მეორე კაცი არ დაჩაგროს..”[2]
ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია გენდერული თანასწორობა, რომელიც ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია. იგი ორიენტირებულია ქალებისა და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირია აზრთა სხვადასხვაობა. თანსწორობა არ ნიშნავს რომ ქალები და კაცები ერთნაირი უნდა გახდნენ. თანასწორობა ნიშნავს, რომ მათ მიეცეს თანაბარი სოციალური აქტიურობისა და რეალიზაციის  შესაძლებლობა და ეს  შესაძლებლობები არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული ქალად დაიბადა ადამიანი თუ კაცად. 
         სამართლიანობისათვის მებრძოლი ეგნატე ნინოშვილი სოციალურ უსამართლობაზე  წერდა. „ჩვენი ქვეყნის რაინდში“ ტარიელის სახით მან დაგვიხატა იმ დროინდელი თავადის კაცების რეალური სახე, რომელთაც მათზე სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანები ნივთებად მიაჩნია. ქეიფის და დროსტარების მოყვარული ტარიელ მკლავაძე, რომელიც ზოგადად უსამართლოა ყველასთან, განსაკუთრებით კი ქალებთან დამოკიდებულებაში, რომელიც ლამაზ დესპინეს, როგორც ნივთს ისე უყურებს, ეს უზნეო, არარაინდული საქციელი პირველი, რომ არ არის ტარიელის მხრიდან მისი მეგობრის სიტყვებით გვატყობინებს ავტორი. 
  • „ერთი იმ ტყეში მოგცა ეს ქალი, ერთხელ რომ შენ...ის არ იყო ამაზე ნაკლები. ის სულ ახალგაზრდა იყო, კინაღამ ჩამაკვდა ხელში, ეს კი სულ სხვაა, მოწიფული ქალი - უპასუხა მადიანად ტარიელმა.
  • ჰაი, შე ცოდვილო, შენ! რამდენ ამისთანებს გაუვლია შენ ხელში და მაინც არ გაძღა შენი გული!-ღიმილით უთხრა ტარიელს ამხანაგმა და სიყვარულით წაჰკრა მუჯლუგუნი. 
ტარიელის მიერ ჩადენილგენდერული ძალადობის მაგალითებს საზღვარი არ ჰქონდა. 
  • გლეხის ცოლი ძალად გაიტაცა გზიდან, როდესაც მას ყანაში მყოფი ქმრისთვის სადილი მიჰქონდა.
  • ახლად ჯვარდაწერილი გლეხის ცოლს კარი შეუმტვრია, როცა მისი ქმარი სხვაგან იყო.
  • გლეხის ლამაზი ქალი მოიტაცა მთელი კვირა გადამალული ჰყავდა, ამ საქციელით ყველას ეგონა რომ კატორღაში მოხვდებოდა. ყველა ეს დანაშაული გენდერული ძალადობის მაგალითია. მაგარამ უსამართლობისთვის დაუსჯელი ტარიელის ახალ-ახალ დანაშაულებს საზღვარი არ ჰქონდა, ამ ამბებიდან ერთი თვის თავზე გზაზე მომავალი გლეხის ცოლი გააუპატიურა. 
„უსამართლო სამართალის“, კიდევ ერთი სახეა, გლეხკაცობის მიერ გამოხატული საპროტესტო საჩივრების მიმართ გამოვლენილი გულგრილობა, მაგალითად ერთ-ერთი წერილის მათ უკან მიიღეს წარწერით, რომ „სოფლის ყრილობას, რომელიც შესდგება მხოლოდ გლეხკაცობისგან, არა აქვს უფლება თავის განაჩენით აზნაური გადაასახლოს სოფლიდანო“.[3] ეს იმ პერიოდში გამეფებული სოციალური უსამართლობის და კლასობრივი ჩაგვრის საუკეთესო მაგალითია.
აი, ასე, საჩივრები ვერ აშინებდა ტარიელს, რადგან ნაცნობი დიდკაცობის წყალობით ყოველთვის იმარჯვებდა და აღწევდა თავს პასუხისგებას, რაინდ კაცს, მხოლოდ ეთაკილებოდა საჩივრები რა ჩემი საქმეაო. ამ ფაქტით მწერალმა ასახა მაშინდელი მდგომარება, როდესაც ქვეყანაში არა თუ რაიმე გარანტია არსებობდა პიროვნებისა, ღირსებისა და საკუთრების დაცვისათვის, არამედ არ არსებობდა პოლიციური წესრიგიც და ხალხი სამართალს ვერ პოულობდა.
ტარიელი ნამდვილი ანტიპოდია ძველებური რაინდისა, რომლის თვისებებიდან მას მხოლოდ გარეგნობა შერჩა. ტარიელის ამ თვისებასთან ერთად ავტორმა მის ლაჩრულ ხასიათსაც გაუსვა ხაზი, მისთვის ადვილია დაუცველი ქალის შეურაცხყოფა, როდესაც მან დესპინე და სპირიდონი დაინახა, გაიფიქრა, ასეთი ლამაზი ქალი მოდის სოფლიდან, დაცვად ჰყავს კოღო და შენი რომ ვერ გახდეს ხომ დაგწყდება კაცს გული, თორემ კარგი დარდიმანდი, შეიარაღებული ყმაწვილი კაცი ახლდეს გულიც არ შემექმნებოდა ასეო.
ტარიელს ორმაგი კონფლიქტი აქვს სპირიდონსა და დესპინესთან, სპირიდონთან იმდენად, რამდენადაც ის იცავს დესპინეს და დესპინესთან იმიტომ, რომ ის არ ნებდება და იცავს თავის უფლებებსა და ღირსებას.
ტარიელისა და მისი ოჯახისთვის რომ სწავლა-განათლება დიდ საქმეს არ წარმოადგენდა ეს მამამისის სიტყვებიდანაც ჩანს: „ჩემი ვაჟი ტარიელ ვაჟკაცი იქნება და ვაჯკაცისთვის სწავლა არაფერი დიდი ბედენააო“[4]. პატივცემული თავადის სასახლეში ერთი „ნასწავლი“ სტუმრის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ კიდევ უფრო განამტკიცეს მშობლების ვარაუდი, „ეს რაინდათ დაუბადებია ბუნებას, ცოდვაც იქნება, რომ სწავლის გულისთვის ამან თავისი საღი აგებულება დაასუსტოს, სწავლა საზოგადოდ ასუსტებს ადამიანის სხეულსო.“[5] სწორედ გაუნათლებლობა,გარემო,  სოციალური წოდება და მშობლები არიან დამნაშავენი მის ასეთ არსებად ჩამოყალიბებაში, ის  გააკულტეს და მანაც ჩათვალა, რომ „ალბათ არის ჩემში მეტად ძვირფასი რამე, რომ ყველა მაქებს და პატივს მცემსო“,[6]-იფიქრა მან და თანდათან გამედიდურდა, თანდათან დაეკარგა მის თვალში სხვების პიროვნულობას ფასი.
კიდევ ერთ საზოგადოებაში გამჯდარ, გენდერულ სტერეოტიპს მიაქცია ავტორმა ყურადღება, რომ ლამაზი ქალი შეუხედავ კაცს ცოლად „რაღაცის“ გამო მიყვება და სრულიად გამორიცხავენ სიყვარულის გრძნობას. ტარიელსდა მის მეგობარს ვერ წარმოუდგენიათ ულამაზესი დესპინე შეუხედავ სპირიდონს სიყვარულით წაჰყოლოდა ცოლად, ყველა ვარიანტი დაუშვეს გარდა სიყვარულისა: 1. მშობლები ძალით გაათხოვებდნენო. 2. ფული შეაცდენდაო. 3. ქალს ჯერ ვინმე შეაცდენდაო. სილამაზეც რომ დანაშაულად ითვლებოდა ამაზე ტარიელის მეგობრის სიტყვებიც გვარწმუნებს. „ამისთანა ლამაზი ქალები წმინდანად თავის დღეში ვერ შეინახავენ თავს, თვითონ შემცდენელს აღარ შეურთავს,- ვინ იცის ეგება ცოლიანი იყო, ამიტომ გამოაშკარავებამდე, ესე იგი, სანამ უგვირგვინოდ  შვილი დაებადებოდა, მოუსწრია და ამ საწყალი კაცისთვის ჩაუჩეჩებია თავი ხელში, რა ენაღვლება ქალს, სახელათ ამისი იქნება  და სახრავად სხვისი“.[7]
ტარიელი, გონებრივად სუსუტი და მორალურად გახრწნილია, რომლის მსგავსიც ასობით იქნებოდა იმ ეპოქაში, სადაც თავად-აზნაურობა გლეხების ცხოვრებას განაგებდა. მას მხოლოდ გარეგნობა აქვს რაინდის, რომელმაც სპირიდონიც კი აღაფრთოვანა თავდაპირველად. „აი, დესპინე, მხოლოდ ჩვენ მამულ, საქართველოს შეუძლია ასეთი შვილის შობა. სხვაგან კი ვეღარ შეხვდება კაცი ამ დროში ასეთ რაინდს“, [8] აღსანიშნავია თანამედროვედ და პროგრესულად მოაზროვნე დესპინეს პასუხი, რომ გარეგნობა უკვე აღარ იყო მთავარი, მთავარია როგორი განათლება ექნება ადამიანს. “ეს ყველა კარგი, მაგრამ ახლა ეს ვიკითხოთ, ძველ დროში კიდევ ჰო, ეგება, ჰქონდა კიდეც ასეთ რაინდებს მნიშვნელობა, მარა ახლა რა მნიშვნელობა აქვთ ამისთანა რაინდებს კაცობრიობის წარმატებაში, ანუ, როგორც ეძახიან პროგრესში?“[9]
თანამედროვე, მებრძოლი ქალის ტიპი შექმნა ავტორმა დესპინეს სახით,რომელიც უცხადებს ბრძოლას კლიშეებს და არ ემორჩილება მოძალადეს, რომელსაც შეუძლია ბრძოლა უფლებებისათვის, ეგნატეს სხვა ნაწარმოებების ქალი პერსონაჟებისგან განსხვავებით. ის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, მას შეუძლია საზოგადოებაში მყარად დადგეს და  მან ამას მიაღწია  განათლებით. დესპინე ბევრს კითხულობდა, ეს ის პერიოდია, როდესაც განათლების მიღება თითქმის შეუძლებელია, საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპი რომ ქალისთვის სწავლა არ იყო მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ არსებობდა. ამიტომ მშობლები ეჩხუბებოდნენ დესპინეს. „ვის გუუგონია  ქალისგან ამდონი წიგნის კითხვა! თვალებს გაგიფუჭებს. მერე კიდევ ახლა მოწიფული ხარ, მართალია, მასწავლებელი ამდონი ხანია ჩვენს ოჯახშია, პატიოსანი კაციც არის, მარა რაც უნდა იყოს მაინც უცხო ქვია. აწი, საჭიროა მისგან თავი შორს დეიჭირო, თვარა ქვეყანა სხვაფერ იტყვისო, მაგრამ გონებაგახსნილი, ნაკითხი, განვითარებული დესპინე შეეწინააღმდეგა მშობლებს. ინტელექტუალურ განვითარებასთან ერთად შეეცვალა დესპინეს სპირიდონის მიმართ შეხედულება. თუ თავდაპირველად ის სპირიდონზე არც თუ ისე დადებითად იყო განწყობილი, წიგნების დახმარებით მიხვდა, რომ ადამიანებზე გარეგნობით არ უნდა იმსჯელო, რომ მნიშვნელოვანია სულიერება და არა გარეგნობა. 
დესპინე პროგრესულად მოაზროვნე ქალია, დამოუკიდებელია სასიყვარულო ობიექტის არჩევის დროს, თამამად შეუძლია გრძნობების გამოხატვა,  ის გამოუტყდა სპირიდონს სიყვარულში, მან პირველმა წარმოთქვა მამაკაცისადმი სიტყვები „უშენოდ გაძლება აწი აღარ შემიძლიაო“. მან იცის საკუთარი სურვილების დაცვა, ავადმყოფობას, სიღარიბეს ამ ყველაფერს დესპინე ანგარიშებად მიიჩნევს, რომელსაც სიყვარულთან არავითარი კავშირი არ აქვს. სიყვარული არ უნდა დაუპირისპირდეს ზნეობას, სხვა შემთხვევაში, მისთვის, წვრილმანი ანგარიშები სიყვარულთან სახსენებელი არ არის.
დესპინეს უყვარს უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანებზე ისტორიების მოსმენა, ის ფიქრობს რომ ქვეყნისთვის თავის გამწირველი ადამიანი ყველა გასაჭირისთვის მზად უნდა იყოს. 
მისი სახით ავტორმა ახალი დროის, მებრძოლი, განათლებული და სიამაყით აღვსილი ქალი დაგვიხატა. ქალი, რომელმაც ვერ აიტანა დამცირება, შეურაცხყოფა, სულის ავადმყოფობა შეეყარა და შეეწირა მას.
როგორია სპირიდონი? პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, მის ფიზიკურ სისუსტეს თუ არ ჩავთვლით, ნამდვილად შეგვიძლია რაინდად მოვიხსენოთ, რაინდად, რომელმაც იცის ქალის ფასი და ადგილი, ის ცდილობს ხალხი გონებრივად განავითაროს და სულიერად აამაღლოს, მისი ხელშეწყობით შენდება სკოლები, შეძლებისდაგვარდ, ეხმარება ხალხს, სპირიდონის გრძობა დესპინეს მიმართ ჭეშმარიტია. მიუხედავად იმ დიდი სიყვარულისა, რომელსაც დესპინეს მიმართ გრძნობს, ის დაცლილია ეგოისტური გრძნობებისგან, ვერ იმეტებს ქალს ტანჯვისთვის, შიმშილისა და სიღატაკისთვის. დესპინემ იცის რომ მისი სურვილისთვის უნდა იბრძოლოს მის არჩევანს პატივი უნდა სცენ მისმა მშობლებმა „იმათ კარგად იციან ჩემი ხასიათი, ვერ მეტყვიან ვარს. მარა, თუნდაც კიდევ არ გახდნენ თანახმა, სულ ერთია მე მაინც წამოვალ შენთან“, [10]დესპინე არ უფრთხის მშობლების გადაწყვეტილებას, მან იცის როგორ უნდა დაიცვას გრძნობები., ის მზადაა გამოვიდეს ცხოვრების ასპარეზზე და თამამად შეხვდეს სინამდვილეს.
დესპინეს და სპირიდონის ურთიერთობით შეიძლება ითქვას, რომ ავტორმა გენდერულად თანასწორი ოჯახის მაგალითი გვაჩვენა. მათ ერთმანეთთან შეხმატკბილებული ცოლ-ქმრობა ჰქონდათ და თანამედროვედ აზროვნებდნენ. აი, ასე აღწერს მათ ცხოვრებას მწერალი: „კაი ამხანაგები რომ გინახავას, ისთე ეხმარებიან ერთმანეთს საქმეში. ორივე ისე ზრუნავს სკოლისთვის, რავარც კაი დედ-მამა შვილის აღზრდაზეო... ამათ შეგნებული ჰქონდათ ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანს, რომელსაც სურს ხალხის წარმატებისთვის ცოტად თუ ბევრად მოიღვაწოს, კიდეც უნდა ესმოდეს, რაში მდგომარეობს ეს წარმატება, რომ მოღვაწე თანამედროვე სწავლა მეცნიერებით უნდა ინათებდეს გზას იცოდნენ, რომ დიდი ნაკლი ჰქონდათ ამ მხრივ და უნდოდათ, რაც შეიძლებოდა შეემცირებინათ ეს ნაკლი“[11]
ძალმომრეობა რომ გაბატონებული  იყო უსამართლო, სამართალდაკარგულ ქვეყანაში. მედუქნის საქციელიც ადასტურებს, როდესაც მან იცნო ხანჯალი ვისიც იყო, მაგრამ ვერ გაამხილა,შეეშინდა, ვაი თუ ამკუწოსო. სახელმწიფო ვერ და არ  იცავს დაუცველ ადამიანს, ვერ ასრულებს მის მოვალეობას. პოლიცია რომ ვერაფერ მფარველობას გაუწევდა ეს მასაც კარგად ესმოდა. უსამართლობაა ტარიელის მეგობრების მივარდნა დუქანში, კარის შემტვრევა, დესპინეს წარუმატებელი მოტაცება, სპირიდონის ქუჩაში ცემა.
საინტერესოა, უსამართლო სოციუმის დამოკიდებულება მომხდარზე, ხალხი ხომ ხშირ შემთხვევაში სიმართლის კი არა ძლიერის მხარეზეა. „წუხელ თურმე სულ რუსულად აგინა ტარიელს, აბა ტარიელი როგორ შეარჩენდა გინებას“.
„ტარიელი იმან გააცეცხლა თურმე დუელში გამოუწვევია სპირიდონსო“
„თურმე იმ უჩიტლის ცოლს შეპირებული ჰყოლია ტარიელი რომ დაღამდეს მოდიო, ტარიელ რასაკვირველია, მისულა ეს, გაუგია ქალის ქმარს და სულ ამაზე მომხდარა ეს ამბავი“.“
ზოგი აღფრთოვანებული იყო ტარიელის საქციელით, სპირიდონის ცემით, ქართული დუელი ეს არისო, მე ასე ვიცი დუელიო. 
მხოლოდ რამდენიმე ამბობდა, ეს ვაჟკცობა კი არა, მხეცობა არისო“[12].
აი ასეთია მაშინდელი საზოგადოებრივი მდგომარეობა ქვეყნისა, დამნაშავე არ ნანობს და არ ისჯება, უსამართლო სოციუმი ტაშს უკრავს, სამართლიანობადაკარგულ ქვეყანაში სამართალს ვინ და სად იპოვის, სწორედ იმიტომ,რომ კანონიერი გზით ვერ დასაჯა ტარიელი, თავად ხდება შურისმაძიებელი და კანონდამრღვევი დაჩაჩანაკებული სპირიდონი და თავის ხელით მოკლავს ტარიელს, ამ გზით აღადგენს სამართალს და ამავე დროს თავად იქცევა დამნაშავედ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შურისძიებას არ აქვს პერსპექტივა და ერთი დანაშაული მეორე დანაშაულით არ აღმოიფხვრება, ავტორმა, გვიჩვენა სიმართლის დაცვის აუცილებლობა და მათი იმგვარი მხატვრული ხერხით წარმოსახვაც, რომ მორალური გამარჯვება ფიზიკურად დამარცხებული გმირების  მხარეზეა. 
[1] ი. ევგენიძე, ლ. მინაშვილი ქართული ლიტერატურა, ტII, თბილისი, გვ. 547
[2] ა. ნიკოლეიშვილი XX საუკუნის ქართული მწერლობა ლიტერატურული პორტრეტები თბილისი 2018, გვ.19
[3] ე. ნინოშვილი თხზულებები თბილისი 1984, გვ.229
[4] იქვე, გვ. 226
[5] იქვე, გვ. 226
[6] იქვე, გვ. 227
[7] იქვე, გვ. 223
[8] იქვე, გვ. 230 
[9] იქვე, გვ. 230 
[10] იქვე, გვ. 241
[11] იქვე, გვ. 241
[12] იქვე, გვ. 254скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული პრობლემა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის ,,ცოლი და ქმარი“ მიხედვით სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული პრობლემა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის ,,ცოლი და ქმარი“ მიხედვით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge