გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ მარჯანიშვილი - ,,მე მიზიდავს მხოლოდ საქართველო“ (მარიამ კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით)

       
              
     ,,გავ­დი­ვართ სოფ­ლი­დან ძველ­ნი, ჩვე­ნი თა­ო­ბაც გა­თავ­და, ხო­ლო თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ თა­ო­ბას ჩვე­ნი არა ეს­მის რა, მი­სი შემ­დგო­მი თა­ო­ბა გაგ­ვი­გებს..." 
     მი­ხა­კო წე­რეთ­ლის ეს სიტ­ყვე­ბი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. ,,ხმა მარ­თლი­სა სი­მარ­თლის" - ხა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-ია­ნი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან დად­გა, რო­ცა ბოლ­შე­ვი­კურ-საბ­ჭო­უ­რი იდე­ო­ლო­გი­ით გაჟ­ღენ­თილ­მა სა­აზ­როვ­ნო სის­ტე­მამ თან­და­თა­ნო­ბით მე­ტა­მორ­ფო­ზა გა­ნი­ცა­და და ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რა­ცი­ის ცხოვ­რე­ბა-მოღ­ვა­წე­ო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­და და თან იმა­შიც დარ­წმუნ­და, რო­გორც ემიგ­რან­ტი სო­ფიო ჩი­ჯა­ვა­ძე-კე­დია ამ­ბობ­და: ,,თუ ოდეს­მე ჩე­მი ნა­ამ­ბო­ბი მის­წვდე­ბა იმას, ვინც ძვე­ლი თა­ო­ბის სი­ძულ­ვილ­შია აღ­ზრდილ-და­ვაჟ­კა­ცე­ბუ­ლი, ური­გო არ იქ­ნე­ბა გა­ეც­ნოს ძველ ამ­ბებს და იმა­ში მა­ინც დარ­წმუნ­დეს, რომ ჩვენ თა­ო­ბას სამ­შობ­ლოს ტკი­ვი­ლე­ბი სა­კუ­თარ ჭი­რად მიგ­ვიჩ­ნე­ვია, მაგ­რამ თუ მის ია­რებს სამ­კურ­ნა­ლო მა­ლა­მო ვერ აღ­მო­ვუ­ჩი­ნეთ, ალ­ბათ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს ჩვენ ძალ-ღო­ნეს აღე­მა­ტე­ბო­და..." 
     ეს დრო დღე­საც გრძელ­დე­ბა... და, ამ იმე­დი­თა და რწმე­ნით სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მოგ­ვაქვს მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძის წე­რი­ლე­ბი, რომ­ლის ად­რე­სა­ტი გახ­ლდათ თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ელე­ნე კე­რე­სე­ლი­ძე-გლურ­ჯი­ძი­სა: 
,,ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო და მუ­დამ სა­ნატ­რე­ლო მა­მი­და ელე­ნე!
რო­ცა უი­მე­დო ვი­ყა­ვი (და­ი­კარ­გა ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი მა­მი­დას წე­რი­ლი, ძვირ­ფას­ზე ძვირ­ფა­სი!), აი! მი­ვი­ღე შე­ნი პა­სუ­ხი, მრა­ვალ­ჯერ ვა­კო­ცე და სვე­ლი ქა­ღალ­დი შე­ნი ცრემ­ლე­ბით და შე­ნი სა­ხით მეც ბევ­რი ვი­ტი­რე...
... მა­მი­ლო და დე­და სულ შენ­ზე ილა­პა­რა­კებ­დნენ და ჩემ­თვის, შენ იყა­ვი რო­გორც სიზ­მრის არ­სე­ბა, რო­მე­ლიც ამ მსოფ­ლი­ოს არ ეკუთ­ვნე­ბა და ცხოვ­რობს სად­მე, შო­რე­ულ ვარ­სკვლავ­ში; ვარ­სკვლა­ვი - სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც მე ვიც­ქი­რე­ბო­დი ბნელ ღა­მე­ში ნატ­ვრით, დარ­დით... და ეხ­ლა ვკით­ხუ­ლობ შე­ნი სიტ­ყვე­ბი, ვღე­ბუ­ლობ შე­ნი თბი­ლი ალერ­სი!
ეხ­ლაც თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით სავ­სე გწერ, მხო­ლოდ ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი, ისე­თი ღრმა და თბი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ვი­ცით..." (ლი­მა 30.08.56).
    მარიამ კერესელიძემ კარგად გაითავისა, რომ ქართველად დაბადება დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდი უბედურებაც იყო და ამიტომაც ჯარისკაცივით გენერალი მამის დავალებათა უსიტყვო შემსრულებელი ბავშვობიდანვე გახდა.
ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში, მამის პოლიტიკური კურსის გამგრძელებელმა, 1925 წელს, ,,თეთრი გიორგის“ დაარსების დღეს პირველი პოლიტიკური ნათლობა მიიღო და მისი ცხოვრების კრედოდ ,,თეთრი გიორგის“ დევიზი - ,,საქართველო უწინარეს ყოვლისა“ - გაიხადა. 
    ეს დევიზი კი თავის არსში მისი წესდებიდან გამომდინარე გულისხმობდა: ,,თეთრი გიორგისათვის“ ერი წმიდათა წმიდაა. ყველა დანარჩენი მას უნდა ეწირებოდეს. ერი მარადიულია, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია. დროული უნდა ეწირებოდეს მარადიულს... პიროვნებანი გარდამავალი და დროული სტუმრები არიან ერის არსებობის პროცესში... ასევე წარმავალნი არიან ის საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ფორმები, რომლებიც იქმნებიან ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. სამი ათასი წლის მანძილზე ქართველ ერს მრავალი წყობა და პოლიტიკური ფორმა გამოუვლია. ესა თუ ის ფორმა იმდენად იყო ხანგრძლივი, რამდენადაც ის დადებითად უპასუხებდა ერის წარმატებასა და დღეგრძელობას... ჩვენ გვინდა ყოველივე შევწიროთ ერის კეთილდღეობას. ჩვენ გვინდა დავიხოცოთ ყველა, თუ ეს იქნება თავდები ერის დღეგრძელობისა, ყველა აზრები, იდეები, სისტემები, ყველაფერი ერის წარმატებას უნდა ემსახურებოდეს... ერი თუ ბედნიერია, მისი ყოველი შვილიც ბედნიერია!“ (მანველიშვილი, 1990, გვ. 168).
    შეიძლება ითქვას, რომ მარიამ კერესელიძემაც ეს წესდება მთელი მისი ცხოვრების პოსტულატად გაიხადა. ვინაიდან დიდი გამძლეობით, ფართო ხედვის უნარით დაჯილდოებული და მამის პოლიტიკურ ქურაში გამოზრდილი ქალიშვილის ყველა ქმედება ქართული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად იყო მიმართული. 
    მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას იგი მაშინვე ქართველ მატა ჰარად მონათლეს, რამეთუ  სილამაზით განთქმული ეროტიკული ცეკვების შემსრულებელი ჰოლანდიელი ჰერტრუდ მარგარეტ ზელე პირველი მსოფლიო ომის დროს თურმე ორმაგ ჯაშუშად იყო მიჩნეული. გადმოცემით, იგი გერმანულ ფლოტსა და არმიაზე ინფორმაციას საფრანგეთს ატყობინებდა. მასვე ბრალად ედებოდა ასევე გერმანულ დაზვერვასთან საფრანგეთის საწინააღმდეგო კავშირიც. 
     ანალოგიურ ბრალდებას უყენებდნენ მეორე მსოფლი ომის დროსაც ჯერ კიდევ 19 წლის მარიამ კერესელიძესაც, რომელიც კა-გე-ბეს ინფორმაციით სამი წლის განმავლობაში გერმანელებს უშეცდომოდ აბომბვინებდა გიბრალტარის ინგლისურ ბაზებს. მის ,,დამსახურებათა“ ნუსხაში შედიოდა აგრეთვე ტანჟერში აკრედიტებულ ამერიკელ და პორტუგალიელ ელჩებს შორის წარმოებული საიდუმლო მოლაპარაკებების გამჟღავნებაც, რომლის გამოც მარიამ კერესელიძეზე ნადირობდნენ: საბჭოთა კა-გე-ბე, ინგლისის დაზვერვა, საფრანგეთის პოლიცია და გერმანელი ფაშისტებიც კი...
     მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის აღსასრულის ჟამს მარიამ კერესელიძეც ,,ქართველ ემიგრანტებთან ერთად მზად იყო ინგლისელებს ჩაბარებოდა, რითაც დიდი შანსი ეძლეოდა ინგლისის დაზვერვის ინტერესთა სფეროში მოხვედრილიყო“.
ასევე კ.გ.ბ.ს მასალების მიხედვით 1945 წლის 29 აპრილს, გამთენიისას თურმე ,,ღამით პარტიზანთა მხარეს გადასვლის მცდელობისათვის ,,სს“-ის ქართული პოლკის მებრძოლებს დაუპატიმრებიათ მარიამ კერესელიძე. ქართველი ,,ესესელების“ აზრით, იმდენად დიდი იყო ლეო კერესელიძის ავტორიტეტი ანტისაბჭოთა ემიგრაციაში, რომ მის ქალიშვილს ფაშისტებისათვის არ გაიმეტებდნენ“.
     საერთოდ, მისი ჯაშუშობის ბრალდების მიუხედავად  იტალიელი პარტიზანები მარიამს მაინც ენდობოდნენ: ,,ომის ბოლოს პარტიზანი ვიყავი იტალიის მთებში, წამიყვანია 600 ქართველი ბიჭები. გერმანელმა ,,ესესებმა" კინაღამ დამხვრიტეს, მაგრამ, როგორც იყო გადავრჩი. დედამ საშინელი დრო გაატარა, სულ მოელოდა ამბავს, რომ მკვდარი ვიყო. მის შემდეგ რაღაც ჯილდო უნდოდათ მოეცათ, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მანდ, იტალიის მთებში ქართველებს აღმერთებენ და ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ,,ქართველების წყალობით და მარიამის წყალობით ჩვენ გადავრჩითო. თორემ, იტალიელი პარტიზანების იმედით ყოფილიყვნენ, ბევრი ხალხი დაიღუპებოდა, ვინაიდან იტალიელი პარტიზანებმა კურდღელებივით ირბინეს საშიშ დროს. 
      ომის დროს ფრიდონ წულუკიძემ ჩამაბარა თავისი ხელით გერმანელ ,,ს.ს" რომ დამხვრიტონ! როგორღაც გადავრჩი. იტალიაში, ომის შემდეგ იტალიურმა მთავრობამ მთხოვა თუ შეიძლებოდა საკონცენტრაციო ბანაკიდან ფრიდონის გაშვება და მე ვეთანხმები" (პერუ, 01.10.1958). 
    თავდაპირველად ქალიშვილის ქმედებას, ქცევასა თუ საზოგადოებასთან ურთიერთობას თვალყურს ,,თეთრი გიორგის“ ხელმძღვანელი ლეო კერესელიძე  ადევნებდა. 
    1942 წელს, ვუსტრაუს ტყვეთა ბანაკში იგი მამის ინტერესების გამტარებლად საქმიანობდა და ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა. მარიამი ბანაკში ორგანიზებულ ქართული სიმღერისა და ცეკვის გუნდში (ხელმძღვანელი პავლე მაღრაძე) მონაწილეობდა. გუნდში მღეროდა ქართულად და მომხიბვლელად ასრულებდა კავკასიურ ცეკვებს. გუნდი მთელ გერმანიასა და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობდა. ტყვეთა ბანაკში მან ბევრი ქართველი მეგობარი შეიძინა და ქართული ენა უფრო განიმტკიცა. 
     იმ დროს გერმანიაში ანტისაბჭოთა დაჯგუფებებში მრავალი თვით- შემოქმედებითი გუნდი არსებობდა, რომლის მიზანი იყო უცხოეთში ქართული ხელოვნებისა და კულტურის პროპაგანდა.
     ამ თვალსაზრისით საკმაო წარმატებას აღწევდა მარიამ კერესელიძე, რომელიც ბავშვობიდანვე ქართულად მღეროდა, ცეკვავდა და ლექსებსაც წერდა: ,,ამ შეკრების უმაღლესი წერტილი მარიამ კერესელიძისა და გივი ყანდაშვილის მიერ შესრულებული ქართული ცეკვა გახდა“, - აღნიშნავდა თავის მოგონებაში გივი გაბლიანი.
      ქართული ცეკვების უბადლო შესრულებით, მეორე მსოფლიო ომში გერმანელების ჯაშუშად მონათლული, შემდეგ კი გერმანელების წინააღმდეგ იტალიელ პარტიზანებთან ერთად მებრძოლი, ფრიდონ წულუკიძის მიერ გერმანელ ,,ესესელებზე“ დასახვრეტად გადაცემული და ბოლოს მარიამის მიერ გამცემი თანამემამულის შენდობის მაგალითი, მრავალ ანალოგიებს პოულობს მატა ჰარის ცხოვრების ეპიზოდებში, თუნდაც იმით, რომ 1917 წლის 13 თებერვალს გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულმა მატა ჰარმაც, დახვრეტის წინ აპატია ყველაფერი ჯალათებს და მათ ჰაეროვანი კოცნაც გაუგზავნა.
     ინგლის-ამერიკის ავიაციის მიერ ბერლინის დაბომბვისას, 1943 წელს, ლეო კერესელიძე დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით მარიამი მამიდას წერდა: ,,22 ნოემბერს 1943 წელს მამილომ გვითხრა, რომ სიზმარში ნახა თავისი თავი თეთრად ჩაცმული და მთელი ნათესავები, დედ-მამა, რომლებიც მოკვდნენ - შავი ტანისამოსით და გვითხრა: ,,ცუდია, მალე მოვკვდები" და 23-ში დაიღუპა, როგორც ბებია მარიამი" (30.08.1956). 
     სამშობლოს მკერდიდან მოკვეთილმა ღირსეულმა შვილმა ლეო კერესელიძემ მისი ნიჭი და უნარი თავისი ქვეყნის ერთგულებას, სიყვარულს და მის უკეთეს მერმისზე ფიქრს შეალია...
    ,,მამაჩემი სულ ამბობდა: მე ვერ ვეღირსები საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ თქვენ კი დაბრუნდებითო", – აღნიშნავდა მარიამი მამიდის სახელზე გაგზავნილ წერილში (30.08.1956). 
     ამიტომ მისი ოცნება იყო მამის ანდერძის სრულყოფა: ,,დღეს როცა ტალარაში მივედი, გული მცემდა და ვფიქრობდი რომ უეჭველად რამე არა ჩვეულებრივი მომელოდებოდა ფოსტაში. და შემხვდა შენი წერილი მამის სურათით! ვერ წარმოიდგენ თუ როგორ იმოქმედა ჩემზე! თანაც მეჩქარებოდა, მინდოდა მალე დავბრუნვა მანკორაში (ტალარიდან მოშორებულია 80 კილომეტრით), რომ დედას სურათი ჩამებარა. რომ იცოდე თუ რა მადლობელია! დედასთვის, და ჩემთვისაც, ყველაზე ძვირფასი რამ არის მამის სურათი...
     რა ცოცხალი, ძვირფასი და გრძნობიარე წერილი მომწერე, ჩემო კარგო! მე ასე მეგონა თქვენთან ვიყავი; შენთან ძალიან ახლო, თითქმის ვგრძნობდი შენი ალერსი, შენი ტკბილი სიტყვები, მთელი შენი მომზიდვარე პიროვნება... მართლა, აქ გარდა დედა, არაფერი არ მაინტერესებს და არაფერიც არ მინდა! მე და დედის ოცნება ეს არის, რომ დავბრუნდეთ საქართველოში, რას იტყვი? ამ იმედით, ამ ოცნებით, მინდა როგორმე ფული მოვიგო, და იმედია, მოვახერხებ კიდევაც. უკანასკნელ წერილში გაცნობდი რომ ლიმაში გადავდივართ საცხოვრებლათ და მანდ რომელი მუშაობას ვაპირებ. იმედია ყველაფერი გამოვა კარგად. ჯერ–ჯერობით ბევრი ვალები მაქვს, მაგრამ უკვე ერთხელ, სამი წელიწადი უკან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი და კარგათ ავასწორე ჩემი საქმე. საერთოდ ხალხი მენდობა, რადგან არავის არ ვატყუებ. მითუმეტეს უბრალო ხალხს ვუყვარვარ; ისინი ნახავენ რომ მუშაობას არ მეშინიან, რომ მათთი გულის ტკივილი მესმის, რადგან ძალიან ბევრი და საშინელი სიღარიბე განმიცდია მეცა. მეთევზები, ჩოფრები, მუშები ამ ხალხს მართლა ძალიან ბევრ რამეში ყოველთვის მეხმარება, მეც ვეხმარები ყოველნაირად. საერთოდ ძალიან მსიამოვნობს, როცა ხალხი სიყვარულსა ვრძნობ, და ყველგან ვიცი ადამიანობა და გულკეთილობა, ხანდისხანაც დიდი ბოროტობაც, მაგრამ ამას მავიწყდება" (30.07.1957).
    მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგაც მარიამს ისევ დედის ოჯახი დაეხმარა. ბიძამ ისინი შვეიცარიაში წაიყვანა. 1948 წელს მარიამ კერესელიძე შევიდა შვეიცარიის უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად იგი ევროპულ ენებს ასწავლიდა სკოლებში. შემდეგ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მთარგმნელადაც მუშაობდა. 
,,ჩემმა ბიძამ (დედის მხრივ), წაგიყვანა 1948 წელი შვეიცარიაში, უნივერსიტეტში ვსწავლობდი, თანაც ენებს ვასწავლიდი სკოლებში, მერე დავიწყე უნო–ში მუშაობა მთარგმნელათ და მანდ კარგი ფული ვიგებდი. აქაც თევზაობით კარგათ წავიდა საქმე და იმედია კარგათ წავა ლიმაში...
     შენი წერილი სიცოცხლის წყაროა ჩვენთვის. მე და დედა სულ ველი შენგნით წერილს. ჯერ ვერ გავამთავრე რომანი ვინაიდგან დღიური მუშაობა და ბრძოლა ცხოვრებისათვის არც დრო და არც სიწყნარეს არ მაძლევს" (30.07.1957).
     ენით გა­მო­უთ­ქმე­ლი ტკი­ვი­ლი და თა­ნაგ­რძნო­ბაა გა­მო­ხა­ტუ­ლი მა­მი­დი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ 1960 წლით და­თა­რი­ღე­ბულ მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძის წე­რილ­ში: ,,ფიქ­რით სულ შენ­თან ვარ ჩე­მო კარ­გო ადა­მი­ა­ნო. რა დღე­ში იქ­ნე­ბი, გე­ნაც­ვა­ლე ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­გე­ბით. საწ­ყა­ლი ბი­ძა, გო­გია, იმა­ნაც სამ­შობ­ლოს სიტ­კბო არ ეღირ­სა კი­დევ, და ისევ და­ი­ღუ­პა, საზ­ღვარ­გა­რეთ რო­გორც მა­მა, რო­გორც ბევ­რი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი... 
გე­ნაც­ვა­ლე, მე ვი­ცი შე­ნი მგრძნო­ბი­ა­რე გუ­ლით, თუ რა დღე­ში ხარ და რო­გორ იწ­ვა­ლე­ბი. საწ­ყა­ლი დე­და­ჩე­მი ცუ­დად გახ­და. ბი­ძა გო­გია ძლი­ერ უყ­ვარ­და, რად­გან მა­მის ძმა იყო და მოწ­მე იმი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის მა­მას­თან ერ­თად... 
შენ ხარ ეხ­ლა ჩვე­ნი ოჯა­ხის თა­ვი, ჩვე­ნი საწ­ყა­ლი ოჯა­ხი გა­ფან­ტუ­ლი და დან­გრე­უ­ლია. 
     მე იმე­დით ვცხოვ­რობ გნა­ხო ოდეს­მე, მო­გეხ­ვიო, გა­კო­ცო... მი­ვი­ღე გა­ზე­თე­ბი და წიგ­ნე­ბი. ვერ წარ­მო­იდ­გენ რა სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის, თბი­ლი­სის გა­ზე­თი წა­ვი­კით­ხო და თე­ატ­რის პროგ­რა­მა­ში ვხე­დავ­დე ,,მა­ი­ტა" მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძის პე­რუს დრა­მა... მე მგო­ნი ,,მა­ი­ტა" მშვე­ნი­ე­რი კი­ნო სუ­რა­თიც იქ­ნე­ბო­და. ოხ! ყვე­ლა­ფე­რი ეცა­დე გე­ნაც­ვა­ლე" (პე­რუ 1.06.60).
    მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძი­სათ­ვის იმ­დე­ნად სა­ოც­ნე­ბო იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რომ იგი პე­რუ­ში მცხოვ­რებ ჩი­ნელ მკით­ხავ­თა­ნაც მი­სუ­ლა, რა­ზეც მეტ­ყვე­ლებს მი­სი ეპის­ტო­ლე: ,,ამ სა­მი თვის უკან ერ­თმა მე­გო­ბარ­მა წა­მიყ­ვა­ნა ჩი­ნელ გულ­თმი­სან­თან. ის ამ­ხა­ნა­გი ძა­ლი­ან კულ­ტუ­რუ­ლი და ჭკვი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბაა და მიკ­ვირ­და, ის რომ ჩი­ნელ გულ­თმი­სანს ყურს რომ უგ­დებ­და. მეც მი­ვე­დი ჩი­ნელ­თან მი­სი რჩე­ვით და ვკით­ხე: 1. თუ კი მე და დე­და დავ­ბრუნ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და შენ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბით. 2. თუ კი ჩე­მი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ის­წორ­დე­ბა. 3. თუ კი ოდეს მე რა­ღა­ცა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მე გა­ვა­კე­თებ. 4. თუ კი ის სუ­ლი­ე­რი გზა რო­მე­ლიც მე ავირ­ჩიე მარ­თა­ლია.
მე ცხოვ­რე­ბის დი­დი ოპ­ტი­მის­ტი ვარ და მე ასე მგო­ნი რომ კარ­გი იღ­ბა­ლი მაქვს. გა­საკ­ვირ­ვე­ლია, მაგ­რამ ღში­რად ძა­ლი­ან ცუ­დი მტრე­ბი მყო­ლია და თა­ნაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი...
ქარ­თუ­ლი ბა­ლე­ტი აქ ყო­ფი­ლა ერ­თი კვი­რა, მაგ­რამ ჩემ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მაგ­ნებ­თან შეხ­ვედ­რა! გუ­ლი მიკ­ვდე­ბო­და და ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ტი­რე. ბი­ძა გო­გი­ას მივ­წე­რე ამის შე­სა­ხებ.
ვთხოვ ვახ­ტან­გი ჩა­ბუ­კი­ა­ნი ინა­ხუ­ლე. არა­უ­შავს, ძი­რი­თა­დი საქ­მე ის ჩვე­ნი შეხ­ვედ­რაა, გე­ნაც­ვა­ლე!" (1.10.58).
    მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძე თა­ვის ეპის­ტო­ლე­ებს ად­რე­სატს 1956-60 წლებ­ში უგ­ზავ­ნი­და პე­რუ­დან. ამ ეპის­ტო­ლა­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­დან ჩვე­ნი აზ­რით მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი ქა­ლის ის სუ­ლი­ე­რი აღ­სა­რე­ბა და ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ წლებ­ში შექ­მნილ ერთ-ერთ წე­რილ­შია გად­მო­ცე­მუ­ლი: ,,ჩე­მი აქ ცხოვ­რე­ბა, ე.ი საზ­ღვარ­გა­რეთ, სულ უმიზ­ნოთ და უინ­ტე­რე­სოდ მი­მაჩ­ნია. სხვა ჩემ­სა­ვით ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­ეჩ­ვია სხვა ქვე­ყა­ნას. მე არც ერთ ერს ვერ ვე­გუ­ე­ბი, არც სუ­ლი­ე­რად და არც აზ­როვ­ნუ­ლად. მე მი­ზი­დავს და მა­ინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო, ის ხალ­ხი რო­მე­ლიც მანდ ცხოვ­რობს. მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს ფუ­ლი, სიმ­დიდ­რე, დროს გა­ტა­რე­ბა და სა­ერ­თოდ ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც უდი­დეს მიზ­ნად და­უდ­გე­ბა თვალ­წინ ბევრ ხალხს. მე მინ­და ში­ნა­არ­სი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა, მა­ინც უში­ნა­არ­სოდ დარ­ჩე­ბა ვი­ნა­ი­დან, ეგ ჩე­მი ხალ­ხი არ არის და მე მა­გათ­ვის მუ­დამ უც­ხო ვიქ­ნე­ბი. თუ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბო­დი, რაც უნ­და უბ­რა­ლო მუ­შა­ო­ბა რომ მექ­ნეს, მა­გა­ლი­თად გზის გა­კე­თე­ბა, ეს მა­ინც რა­ღა­ცა შრო­მა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ის პა­ტა­რა ქვა ჩე­მი ხე­ლით დაწ­ყო­ბი­ლი დარ­ჩე­ბა" (26.09.1956). 
­   მამიდა ელენეს მარიამთან დიდი სულიერი მეგობრობა აკავშირებდა. მისი სურვილი იყო ძმიშვილს ქართული ოჯახი შეექმნა.
,,მე თან მე­ცი­ნა, თან ვი­ტი­რე! ნუ­თუ ამ­დე­ნათ ცუ­დად იც­ნობს ჩემს გულ­სა და სულს. ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლია მთა­ვა­რი. ერ­თი წუ­თით ჩემს გულ­ში ჩა­ი­ხე­დოს, მა­შინ გა­ი­გებს თუ რა გი­ჟუ­რია ასე­თი ფიქ­რი! თა­ნაც გა­მა­ხა­რა, რად­გან ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მე სულ მუ­დამ შე­ნით და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბით ვოც­ნე­ბობ..." (პე­რუ 6.08.60). 
       გან­ცვიფ­რე­ბას იწ­ვევს ეპის­ტო­ლე­ებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი სამ­შობ­ლოს უსაზ­ღვრო მო­ნატ­რე­ბა, სევ­და და ტკი­ვი­ლი ემიგ­რან­ტი ქარ­თვე­ლი ქა­ლი­სა, რო­მელ­საც სამ­შობ­ლო არა­სო­დეს ენა­ხა და თა­ვი­სი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მის გულ­ში მხო­ლოდ მა­მის გად­მო­ცე­მით იყო გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი. 
    ეს იყო ის ჯი­ში­ა­ნი ქარ­თვე­ლი ქა­ლი, რომ­ლის შე­სა­ხებ გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე აც­ხა­დებ­და: ,,ჯი­ში" ჩვენ­ში თე­ო­რია" კი არაა, რო­გორც ევ­რო­პა­ში: იგი ,,სი­ნამ­დვი­ლეა" თვი­თონ." 
     ამ ეპის­ტო­ლე­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძემ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რა­ცი­ის ყვე­ლა ნარ-ეკ­ლი­ა­ნი გზა გა­ი­ა­რა. იყო ეს სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თუ­ლი ათა­სი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი თუ ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბა. უც­ხო ცის ქვეშ სა­ბო­ლო­ოდ მან შექ­მნა და სამ­შობ­ლოს და­უ­ტო­ვა: ფრან­გულ ენა­ზე და­წე­რი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი და ეს­პა­ნურ ენა­ზე და­წე­რი­ლი ორი პი­ე­სა. რო­მე­ლის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბას აქ იმ მო­ტი­ვით აღარ გა­ვაგ­რძე­ლებთ, რად­გან მწე­რა­ლი ეკუთ­ვნის იმ ერს, რომ­ლის ენა­ზეც წერს.
        მარიამ კერესელიძეს მამის ყველა თვისებასთან ერთად მისი სამწერლო ნიჭიც გამოჰყვა: ,,14 წელიწადის უკან პატარა, ქართულად დაწერილ ლექსებს ვწერდი, რომელსაც მღეროდი ფანდურზე, მიკვირს და გული მტკივა რომ სრულიად დავიწყებული მაქვს მშობლიური ენა! 
,,ბოლოს დროს, ორი დრამა დავწერე, ვნახოთ თუ მიიღებენ ტეატრში!" (24.09.1958).
        მარიამ კერესელიძემ პერუში ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში, 38 წლის ასაკში, ესპანურ ენაზე პიესა ,,მაიტა" დაწერა: ,,სექტემბრის თვეში აქ პირველ თეატრში დგამენ ჩემს პირველ პიესას-დრამას ესპანურად დაწერილს. გიგზავნი გაზეთს, სადაც იწერება, რომ ქართველი ვარ. ჩემი პსევდონიმია – ლეო კერელი! იმედია მეორე დრამა ჩემი დაიდგმება 1960 და თუ კი კარგია, ვინ იცის, იქნებ ევროპაში მიიღონ და ... ვინ იცის თუ კი საბჭოთა კავშირში არ მიიღონ? იმიტომ რომ ეს დრამა პერუს ცხოვრებიდან არის აღებული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პიესა ,,მაიტა" მიიღებენ თბილისშიც და მოსკოვშიც და ეს იქნება დიდი საშუალება ჩვენი შეხვედრისა" (03.07.1960). 
       მარიამ კერესელიძის მეორე პიესა გახლდათ ,,ვარსკვლავების ფესვი“, რომელიც პერუს თეატრის როსა ვუნდერის დასმა წარმოადგინა. ამასთან დაკავშირებით მარია ეუხენია გონსალეს ოლაეჩეა წერს: ,,ლა კაბანია“-ში ფერნანდო ტოვარის რჩევით, როსა ვუნდერის დასმა წარმოადგინა ლეო კერელის სამ მოქმედებიანი დრამა ,,ვარსკვლავების ფესვი“. პიესა, როგორც ეროვნულ თეატრალურ კონკურსში გამარჯვებული 1961 წელს დაჯილდოვდა.
       ლეო კერელი - წარმოშობით ევროპელი, რომელიც პერუში დამკვიდრდა, ,,ვარსკვლავების ფესვში“ თავდაყირა აყენებს დღემდე მკაცრი ცენზურის ქვეშ მყოფ სამყაროს. ავტორი დიდი სიმამაცითა და უხეშობის გარეშე მამაკაცივით არღვევს იმ მარადიულ კედელს, სადაც ინდივიდი განიცდის დეგრადირებასა და ხდება შეუბრალებელი ინტრიგების მსხვერპლი... თავის სიუჟეტში ლეო კერელი ოსტატურად მართავს დიალოგებს; მოხერხებულად აღწერს სულიერ სირთულეებს, პერსონაჟებს თეატრალური და უდაო პოეტური სილამაზის მქონე ფრაზებით ალაპარაკებს...“ (,,თეატრის კრიტიკა“, 27.09.1963).
      პერუში ხალხის მძიმე მდგომარეობის მიზეზით, მარიამ კერესელიძე კომუნისტური პარტიის საქმიანობაშიც ჩაერთო. 
    ,,მე დიდი სიმპათია მაქვს საერთოდ ამ დაჩაგრული ხალხისათვის.“ ამის გამო ამერიკელები ცუდი თვალით უყურებდნენ, რადგან მარიამ კერესელიძე ღიად საუბრობდა ხალხის უმძიმეს სოციალურ პრობლემებზე: ,,ამას წინათ საბჭოეთში ჩამოვიდა ერთი მამაძაღლი რომელსაც ქვია CESAR ORTEGA FLORES (სესარ ორტეგა ფლორეს) ექიმია და თანაც დეპუტატი. იგი ამხანაგი იყო ჩვენი; მე მას ვაფასებდი რადგან ნიჭიერია და იმიტომ ინდოენია. (შენ ხომ კარგად იცი რომ ნამდვილი პერუანები ინდოენები რქვიან) და მე დიდი სიმპატია მაქვს საერთოდ ამ დაჩაგრული ხალხისათვის. ორტეგამ ცოლობა მთხოვა მე უარი ვუთხარი და ის იყო მიზეზი იმისი გაბრაზებისა. წარმოიდგინე თუ რა საშიში საქმე იყო ჩემთვის ეს ამბავი, რომ დამაბეზღა ამნაირად!“ (მანკორა, 6.08.1960).
    მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, მარიამ კერესელიძე მაინც აქტიურად იბრძოდა დაჩაგრული ხალხის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არამარტო სიტყვით, არამედ  კალმითაც. იგი განცხადებებით მიმართავდა სხვადასხვა უმაღლეს ინსტანციებსაც.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ემიგრაციის მემარჯვენე ფრთის ცნობილი ლიდერის ლეო კერესელიძის ქალიშვილი, მამის მსოფლმხედველობრივი იდეოლოგიის გამტარებელი და საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგე, პერუში ცხოვრებისას მხარს უჭერდა კომუნისტებსა და აღიარებდა ფიდელ კასტროს.
     რევოლუციურ-პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულმა მარიამ კერესელიძემ ერთ-ერთ კონფერენციაზე გაიცნო მისი მომავალი მეუღლე წარმოშობით ესპანელი მანუელ ჰერერა ასპაუზა: ,,მართალია იგი ყოველთვის პოლიტიკური პერსონა გახლდათ, მაგრამ ცხოვრების მეორე ეტაპზე მამის დიდი პოლიტიკური შეცდომა აღარ გაიზიარა. 1964 წელს მარიამი ჩამოშორდა პერუს კომუნისტურ პარტიას (პრორუსულს), რადგან პრომაოისტურმა ფრთამ პარტიის შიგნით ვერ აიღო მმართველობის სადავეები ხელში. იგი მაოისტური ფრთის გამარჯვებისათვის მოქმედებდა. მარიამ კერესელიძის უთანხმოების მიზეზი მოსკოვის ბრძანებებზე ზედმეტად დაქვემდებარება და პარტიის ბიუროკრატიზაცია გახლდათ.
     პერუში მოღვაწეობისას იგი ჩამოშორდა პარტიის კონსერვატიულ ფრთას და ქვეყნის სამხრეთით ორას კილომეტრზე განთავსებულ ნავსადგურში საზღვაო ბიოლოგიის ფაკულტეტზე ინგლისურ ენას ასწავლიდა. აქვე ჩამოაყალიბა ,,Service d’Extension Culturelle de l’Universite vers le Peuple” (ხალხისთვის უნივერსიტეტის კულტურული გაფართოების სამსახური), სადაც მალვით ისწავლებოდა მარქსიზმი.“
     საბოლოოდ მარიამი და მისი მეუღლე, როგორც ეს უკანასკნელი აცხადებს: ,,წლების წინ პერუდან ისე გამოვიქეცით, თან მხოლოდ ერთი ჩანთა გვქონდა და ყველაფერი, რაც მარიამს ეკუთვნოდა ლიმაში დარჩა“.
        მანუელ ჰერერასთან ერთად პარიზში მარიამ კერესელიძემ თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა. იგი საფრანგეთში სორბონის უნივერსიტეტში მარიამ ჰერერას სახელით კითხულობდა ლექციებს. ბოლო წლებში მას კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, როგორც ბიძამისის გიორგი კერესელიძის, ასევე მამიდის ელენე გლურჯიძის შთამომავლებთანაც. 
    სიცოცხლის ბოლო წლებში, მარიამ კერესელიძეს გამუდმებით ახსენდებოდა მამის დანაბარები: ,,მე ვერ ვეღირსები საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ თქვენ კი დაბრუნდებითო.“
     ...2002 წლის თებერვალი იდგა. საწუთრო უკანასკნელ წუთებს უთვლიდა მარიამ კერესელიძეს, როდესაც მეუღლეს კიდევ ერთხელ შეახსენა ანდერძი, რომ გორში კერესელიძეების საგვარეულო სასაფლაოზე მისი ფერფლი მიმოებნია.
    ... 2013 წლის 24 მაისს საქართველოში ტურისტად ჩამოსულ მანუელ ჰერერას თან ახლდა მეგობარი ქალი. საფრანგეთის მოქალაქეებმა გორში კერესელიძეების საგვარეულო საფლავი ვერ მიაგნეს. სამწუხაროდ, მათ თხოვნას არც მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუჭირა მხარი, ამიტომ მანუელ ჰერერა იძულებული გახდა გორის ცენტრში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მარჯვენა სვეტთან ჩაეფლო მარიამ კერესელიძის ფერფლი. 
    ,,მე ვარ ერთადერთი თვითმხილველი, რომელიც დაესწრო გორში მარიამ კერესელიძის ფერფლის დასაფლავებას. ეს იყო დიდი ემოციის რამდენიმე წამი...     
     მარიამი იყო ქალი, რომელიც იმსახურებს ყურადღებას, მის ცხოვრების შესწავლასა და იმ გზავნილის ანალიზს, რომელსაც ის ატარებდა თავისი ხალხისათვის... ის იყო ქალი, რომელიც დათმობაზე არასოდეს წასულა და არც საკუთარი პრინციპებისათვის უღალატია.
   რაც შეეხება ბატონ ჰერერას, მან შეასრულა მარიამ კერესელიძის სურვილი: ,,დაებრუნებია იგი თავის სამშობლოში“, - აღნიშნავდა მართა დონოსო.
    მამის წინასწარმეტყველება აღსრულდა. 
    იმ დღეს გორში დიდი წვიმა მოვიდა... მთელი ღამე წვიმდა... მარიამ კერესელიძის ფერფლი ქართულმა მიწამ მიიღო. 
    
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ლალი (ელენე) ლაზაშვილი - ლექსები ლალი (ელენე) ლაზაშვილი - ლექსები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / მომხმარებლები გიზო თავაძე - „ტანო ტატანო“ ანუ აკრძალული სიყვარულის ამბავი გიზო თავაძე - „ტანო ტატანო“ ანუ აკრძალული სიყვარულის ამბავი ჟურნალი / სტატიები / პროზა / მომხმარებლები რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ჟურნალი / კრიტიკა / ბიოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული მანანა ჩიტეიშვილი - რენესანსის ესთეტიკა და დიდი ხელოვანები მანანა ჩიტეიშვილი - რენესანსის ესთეტიკა და დიდი ხელოვანები ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge