გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნათელა შაინიძე - ლექსები

ეს ლამაზი სამშობლოა ჩემი

იალაღზე შეფენილი ფარა,
ცის თაღებზე მიბჯებილი კლდენი,
ამას ყველას თვით უფალი ფარავს,
ეს ლამაზი სამშობლოა ჩემი.
ამწვანებულ კორდებსა და ფერდებს,
მზე დაჰნათის თაკარა და მწველი,
აქ ხომ გული არ მღეროდეს,ვერ ძლებს,
ეს ლამაზი სამშობლოა ჩემი.
მთის ტატნობზე მობიბინე დეკას
თვალს უსწორებს მოსეირნე არჩვი,
ამ სიმდიდრეს შირაქსა და ელდარს,
არაფერზე არასოდეს გავცვლი.
აქ ლამაზი მთებია და მიყვარს,
აქ ჰაერი პურზე მეტად მკვებავს,
განა უნდა ამას ფიქრი დიდხსნს?
რომ აქ არი სამშობლო და დედა.
აქ ჩამესმის სალამურის სტვენა,
შეყვარებულ კაცისა და მწყემსის,
აქ ისწავლი ბულბულების ენას,
ჩემ სამშობლოს ვერაფერი შეცვლის.
აქაურ წყლით დავიოკებ წყურვილს,
მე შორიდან მომავალი მგზავრი,
ჩავიხუტებ,ავისრულებ სურვილს,
თან დამყვება ჩემი ქვეყნის ჯავრი.
იალაღზე შეფენილი ფარა,
ცის სილურჯე და სიმწვანე კორდის,
თვალი უცქერს ,უხარია მარად
და გრძნობებიც თავისთავად მოდის




ცხოვრების ალღო

იწყებ ცხოვრებას,ვით როიალზე,
რამე მუსიკის პირველ აკორდებს,
და თუკი მიჰყევ მის ვოიაჟებს,
ნუ გაიკვირვებ რომ გადაგორდე.
თუკი ვერ გათვლი შენსა გზასავალს,
თუ ვერ გახედნავ აწყვეტილ მერანს,
ვერსად იპოვი სხვა გამოსავალს,
დარდი ჩაგაცვამს საკუთარ პერანგს.
ცხოვრებას ალღო თუ ვერ აუღე, 
ვით როიალზე სასურველ ნოტებს,
მის კანონებს თუ ვერა გაუგე,
და შენთვის უაზროდ დააბოტებ..
დაიკარგები...გზა აგებნევა..
დაგეკარგება ნოტების გამა..
ყველა სურვილი სულ გაგებნევა..
იტყვი ცხოვრება თუ ღირდა ამად..
ვით როიალის ლამაზ კლავიშებს,
ისე აუყევ ცხოვრების კიბეს..
ნუ გააკეთებ გზებზე იანღლიშებს,
მხოლოდ დათესილ სიკეთეს მკიდე.
მხოლოდ სწორი გზა და არჩევანი,
თუკი ცხოვრების მეგზურად გექნა, 
ვით სრულყოფილი ვაზის მტევანი,
იქნები,როგორც ბუნებამ შეგქმნა.





მამაზე

მოდი ერთხელაც დავწერ მამაზე,
მისგან გამომყვა ბევრი თვისება.
მისი სიმდიდრე იყო შვილები,
სინდის-ნამუსი კაცის ღირსება.
ყველა პოეტი ლექსს წერს დედაზე,
მაგრამ მამაც ხომ არის მშობელი.
დედამ გვაწოვა ძუძუ ,გაგვზარდა,
მაგრამ გვატყვია მამიკოს ხელიც.
მამას მოჰქონდა ყოველთვის პური,
ჰქონდა თუ არა ჯიბეში ფული.
ქალივით გრძნობას ვერ გამოხატავს,
მაგრამ უყვარხარ სულით და გულით.
მამა კაცია სახლის სტუმარი,
შვილთან ნაკლები დრო რჩება მუდამ,
დედებმა შვილებს უნდა ვასწავლოთ,
მამას შვილისთვის რომ კარგი უნდა.
მამას ცრემლები დაახრჩობს როცა
შვილი ეკარგვის და ვერ იტირებს.
იგი კაცია და  რომ უჭირდეს,
ცრემლებით ვერვის ვერ დაიტირებს.
მამა ვაჟკაცი ,ქვეყანას იცავს,
მკერდით შეხვდება სამიზნე ტყვიას.
მამა ოჯახის სახურავია
და მას ოჯახის უფროსი ჰქვია.




ბათუმი ჩემი

ზღვა აქოჩრილა უკვე ბათუმში,
და აფრას გაშლის მშვიდობის გემი,
სითბო ჩაღვრილი მნახველის გულში,
მიმზიდველია ბათუმი ჩემი.
ამწვანდბული ბულვარი მშვიდი,
ანდამატივით იზიდავს მნახველს,
ვით საოცრება მსოფლიოს შვიდი ,
გონიოს ციხეც გამოგვიწვდის ხელს.
თუმც ცოტა დარჩა მაგნოლიები,
სანაპიროზე ბევრია პალმა,
ტალღების გასწვრივ კი თოლიები,
არ მინდა სხვაგან წაიღოს ქარმა..
ანბანის კოშკი დგას თავს იწონებს,
უხმოდ უღიმის ქალღმერთ მედეას,
ეს სილამაზე ერთობ გიმონებს,
აქაური ხარ ,თუ სხვა მერე რა..
ალი და ნინო წრფელი გრძნობებით,
ჩახუტებულნი შეხვდნენ ალიონს,
რა საჭიროა თანაგრძნობები,
მათ ეს ცხოვრება ასე გალიონ.
"მტირალას" დილით ცრემლები მოსდის,
როცა მზის სხივი გარეკავს ღრუბელს,
ესმის ხმაური ადამის მოდგმის,
რა ვუყოთ რაშებს უხედნავს,უბელს..
ბათუმი ახლა მეტად მოგხიბლავთ,
ხალხის გულივით,ზღვაც ხომ თბილია,
მობრძანდით,ახლა არაფერს გკითხავს
და დაასვენებს ვინც დაღლილია.
სანაპიროდან აჰყვებით ბაგირს,
"მტირალა" გეტყვით ღირსეულ სახელს,
ურწმუნოდ ყოფნა გეტყვით არა ღირს,
ახვალთ და იქვე დაანთებთ სანთელს





ცხოვრების წიგნი

როცა ცხოვრების წიგნს გადაფურცლავ,
ჩაიხედები შიგნით მალულად
მერე ცხოვრებას ვერაფერს უზღავ,
იგრძნობ წლები რომ გადაპარულა.
ბევრი შეგხდება კარგი ფურცელი
და მტკივნეული რამდენიც გინდა,
მხოლოდ გულია,გული უცვლელი,
შიგ დამარხული გრძნობები წმინდა..
პროლოგი მისი ისევ გაღელვებს
და თვალს უსწორებ გასულ ბავშვობას,
მერე წარსული წლებს გააელვებს
და ჩაიქროლებს ახალგაზრდობა.
იწყება მერე ბედთან ჭიდილი,
უთანასწორო ცხოვრების ბრძოლა,
გზები დარდებით გადაჭედილი
და მრავალგვარი ქარების ქროლა.
წიგნს ფურცლავ და შიგ ბევრი შეგხვდება,
სასიხარულო ,ანდა საწყენი,
ბევრი ხვდება და ბევრიც ვერ ხვდება,
დაგვიკარგია რომ დრო რამდენი.
ცხოვრების წიგნი მატეანეა,
შენი ცხოვრების ნამოღვაწარის,
ცხოვრება დიდი ოკეანეა,
სადაც გემია გრძნობის ტაძარი.
და თუ ამ გემს ჰყავს სწორი მესაჭე,
კარგი ბოცმანი და კაპიტანი,
დაიკარგება?თვითონ განსაჯეთ,
ამ დიდ გემბანზე ადამიანი ?
ეპილოგი კი ყველას ერთი აქვს,
დაიკეცენა ცხოვრების წიგნი..
ნუ შეაძულებ ნურავის შენს თავს,
მატარებლივით დრო სწრაფად მიდის...
იქნებ და ვინმემაც წაიკითხოს,
შენი ცხოვრება შენზე რას უბნობს,
იქნება ვინმემ არც რა იკითხოს,
რადგანაც ხალხი შენზე საუბრობს.
ერთხელაც ვინმე გაღმითაც გავა..
დაიხურება წიგნი ცხოვრების,
მაგრამ არ ვიცით რამდენი გავა,
როცა დადგება ჟამი ცხონების




სულის დღიურში

სულის დღიურში სევდა ახველებს,
მიმობნეულან ფიქრთა გროვები,
ვჭმუჭნი მის ფურცლებს ამონახევებს,
რასაც წლებია რომ ვაგროვებდი.
მერე სევდისფერ ღრუბლებს ავხედავ,
გულის ჩეროში რომ იჩრდილებენ,
ვხედავ ცხოვრებამ,რომ ითავხედა,
მაგრამ ძლიერნი არ იჩივლებენ.
გულის ღადარში სევდები წვანან,
ვით პაპის ძვლები ქართულ მიწაში,
ცხოვრების დღენი ერთმანეთს გვანან
ამოუღიათ სული მიზანში.
სულის დღიურში მატეანეა,
ცხოვრებისაგან გულდაწყვეტილი,
ცხოვრება დიდი ოკეანეა,
ბევრი მძიმე და მრავალწერტილი.



გალას

მიწიდან ცამდე აზიდულ მუზას,
მთვარემდე ასულ უკვდავ გენიას ,
მიაქროლებენ ლურჯა ცხენები,
ვერხვის ფოთლებსაც გული ტკენიათ.
ვერხვის ფოთოლთა ნაზი ჩურჩული,
და სიყვარულის ფარული ტრფობა,
აზვირთებული გოროზი გული,
უსამართლობის ზოგჯერაც თმობა.
დაუნახავნი დევნიდნენ სიტყვას,
სიტყვას მართალს და გულიდან მოსულს ,
დღეს კი წარსული კვლავ უნდა ითქვას
და სიამაყით შევხედოთ წარსულს.
გული გატკინეს...გატკინეს გული,
უსამართლობამ აწამა სულიც,,
ქარების ქროლვას ,უაზრო ქროლვას
მიეც ალალი ერთგული გული.
შავი კედლიდან სითეთრის ფენა
და ორჯერ_ორი სართული სახლის,
ღია ფანჯრიდან ზეცაში ფრენა,
იქ ზეცაში კი ძიება ახლის.
დაქრის ქარი და ქრიან მუზები,
ვით ლურჯა ცხენზე ლურჯი მეეტლე.
და სიყვარულზე სევდიან მღერით,
შერვაშიძის ქალს ჩუმად მიენდე.
შენი გენია ცას წვდება ახლაც,
გაფრენამდე კი არვინ ამჩნევდა,
პოეტის ნიჭს და ყოფა_ცხოვრებას,
განა ოდესმე ვინმე ამჩნევდა?
და როცა ქრიან დღესაც ქარები
და წვიმის წვეთებს ცრემლად გაფრქვევენ,
ვანიდან მოაქვთ შენთან იები,
იქ მთაწმინდაზე გულზე გაბნევენ.
და შემოდგომის ჩურჩული ვერხვის,
ქარი რომ ნაზად ეალერსება..
იღწვის მუზები,იღწვის გენია,
მოედინება რითმა ლექსებად.




,,აქა ვარ ძია!''

,,აქა ვარ აქა!აქა ვარ ძიაა!''
თამარის ხმები ჩაგვესმის დღესაც ,
კლდეში ნაკვეთი დგას კვლავ ვარძია
თავზე დაჰნათის ქართული ზეცა.
მას დღეს თამარის ხელი ატყვია 
მისი ჭკუა და მისი გონება,
გარს საქართველოს მთები არტყია
და კვლავ არავის არ ემონება.
კლდეში ღაღადეს ჩვენი წარსული,
კლდის ქიმზე ხავსი მზესავით ბრწყინავს,
რამდენი დროა,დროგადასული,
ქართული სული კედლებში გმინავს.
ქათული სიბრძნე,გამჭრიახობა,
აქ იგრძნობა და აქ ჩანს თამამად,
აქ ამ კლდის შიგნით ჯარი სახლობდა
და აქ ჩანს მეფის თამარქალობა.
წყურვილს იკლავდნენ ,წყუროდათ როცა,
აქ სილამაზის წყალი დიოდა,
ამ საოცრებამ მე გამაოცა,
დალევდი,მაგრამ არ ილეოდა..
აი რა არის ჩვენი სიმდიდრე,
ციხე-ქალაქი ღაღადებს წარსულს,
აქ თამარის ხმას ექოდ ვიმკიდეთ
სანთლად ავენთოთ,მეფის წმინდა სულს.





скачать dle 12.1