ოთხშაბათი, 9 აპრილი 2025
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლევან კაკლიანი - ამაგი

                  
                          დაიბადა 2000 წლის 20 ოქტომბერს. ამჟამად სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციებზე. წერა 6 წლის წინ დაიწყო. ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქცია წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა პროზაიკოსს და გთავაზობთ მის ნაწარმოებს.

წვიმიან ამინდში სახლისკენ მივდიოდი,უეცრად მოხუცმა მეზობელმა შემომძახა,რომელმაც პურის ყიდვა მთხოვა.ვუყიდე...უკან დაბრუნებისას ეს-ესაა უნდა მეთქვა,ბებო,მოგიტანე,რომ ჩემდა გასაკვირ დიალოგს შევუსწარი.მოხუცი მეზობლები ჩემი და თედო პაპას ურთიერთობაზე საუბრობდნენ.-არა,ქალო,არაა თედოს ნამდვილი შვილიშვილი!რას ამბობ!
გავშეშდი... ტანში სიცივემ დამიარა,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს,არ მინდოდა იმის დაჯერება, რაც სულ რაღაც რამდენიმე წამის წინ გავიგონე...წვიმდა,ელავდა,თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,რადგან ძარღვებში სისხლი გამეყინა...სახლში შესულს პირველი რაც თვალში მომხდვა თედო პაპა იყო,რომელიც ბუხართან იჯდა.მივუჯექი...ვფიქრობ,არ ვიცოდი საიდან დამეწყო,სიმართლისთვის თვალის გასწორება მინდოდა.ცივმა ოფლმა დამასხა,თუმცა გავბედე და შეშინებული ხმით ვიკითხე:
-პაპა,გავიგე რომ შენი ნამდვილი შვილიშვილი არ ვარ,მართალია?
ისე შემომხედა მოხუცმა,თითქოს იცოდა ამ შეკითხვას ოდესმე,რომ დავუსვამდი.ალმაცერად მიყურებს,როგორც სჩვევია ხოლმე,და დინჯად მპასუხობს:
-მართალია,შვილო...თუმცა ისიც იცოდე,რომ უდიდესი ვალდებულება მაკისრია შენი აღზრდისა,ასე რომ არ მოვქცეულიყავი არ ვიქნებოდი მართალი უფლისა და მამაშენის წინაშე.ერთად ვმსახურობდით!ო,რა მალე გაირბინა წლებმა...ახლაც თვალწინ მიდგას მამაშენის სახე,როდესაც წერილით შეატყობინეს დედაშენის გარდაცვალების შესახებ.ძალიან განიცადა...სულ შენზე ეფიქრებოდა და იტანჯებოდა,თუ როგორ გაიზრდებოდი,რა გეშველებოდა და როდის დამთვარდებოდა ომი.ეჰ,ასე მარტივად არ იყო,პაპა,ყველაფერი.დაზღვეული არც ერთი ვიყავით,სიტუაცია დღითიდღე მწვავდებოდა და გადარჩენის შანსი იკლებდა...
თედო პაპას თვალზე მომდგარი ცრემლი შევამჩნიე და ვატყობდი,რომ უჭირდა მოყოლა.
-როგორც წერილიდან გავიგეთ დედას ჭირი შეეყარა,მამაშენი სულ მასზე მესაუბრებოდა და სხვადასხვა ამბავს მიყვებოდა,შენზეც ბევრს დარდობდა,მე მაბარებდა ცოცხალი თუ არ დავრჩი შენ მიხედე,ამაზე კი სულ ვუბრაზდებოდი,მჯეროდა,ბოლომდე მჯეროდა,რომ ერთად დავბრუნდებოდით შინ...ბავშვობიდან ვიცნობ,თუმცა მასზე ბევრად უფროსი ვიყავი, შვილივით მიყვარდა და ვარიგებდი,ჭირი თუ ლხინი ერთად გადავიტანეთ და(ახველებს...)ომმა,ომმა შეგვიწირა.მისი გარდაცვალების შემდეგ არც მე მინდოდა სიცოცხლე...მივხვდი,ასე არ გამოვიდოდა,მუდამ მახსენდება მისი სიტყვები,თუ როგორ დამიტოვა შენი თავი და მაბარებდა შენს აღზრდას...ბავშვთა სახლიდან გამოგიყვანე,ძალიან პატარა და საყვარელი იყავი,პაპა,ვამაყობ ასეთი რო გაგზარდე,მამა ნამდვილად იამაყებდა შენით, ეჰჰ (ისევ ახველებს და რაღაც ჩაილაპარაკა,ვერ გავიგე...).
ვუსმენდი თედო პაპას და ნელ-ნელა ვაცნობიერებდი თუ როგორ მიყვარდა ის!თვალწინ მამას სახე მეხატებოდა,მიუხედავად იმისა,რომ აღარ მახსოვს როგორი იყო,არ ვიცი როგორ, თუმცა ჩემს წარმოდგენაში ვცნობდი მას...გული მომიკვდა ამის მოსმენისას და მაგრად ჩავეხუტე პაპას... ბუხარში დანთებული ცეცხლის ნაპერწკლები ისე საოცრად ირეოდა ერთმანეთში,თითქოს მათაც იცოდნენ რას განიცდიდა ჩემი გული...
скачать dle 12.1