გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გივი ჩიღვინაძე - ლექსები


შორით ნაცქერი
ნიავში ლაღად მოქანავე კვირტების ჩქერი
აცოცხლებს ეზოს,
როგორც გუბეს ცურვა კალმახის,
მოწყენილია უჩემობით სამკვიდრო ჩემი, -
თქვენ უნაკლოდ ვერ წარმოიდგენთ, -
არ გაქვთ ნანახი...
ვენახის თავში ყვავილობენ უკვე ტყემლები,
ახალ სხივებში ქათქათებენ მათი მკლავები
და მემდურიან,
შორიდან რომ თავს ვერ ვევლები,
დღეში ერთხელაც არ იღება ხოლმე კარები.
ქედები ნისლებს იბურავენ,
როგოც მე სევდას
და ხომ იციან მოკიაფე ჩემმა ატმებმა,
ისინი, მათ წინ ვაზთა წყება,
ჭიშკარი, სახლი, მაღლა ტყისპირი
და თვითონ ტყეც რომ მენატრება…

იმერეთი 
(წარსულის სურათი)
ჩაიწურა მთებზე სხივთა ჩანჩქერები,
ფოთოლცვენას შეერია ჩრდილი ქედზე,
ქალიშვილი ოცნებათა ნარჩენებით
მშვენიერობს შემოდგომის ბილიკებზე...
საღამოა, მყუდრო ხევებს მოეწყინათ,
დაეფინა ბინდი გზებს და ნაგზაურებს,
მოინისლა, მოეწიათ უცებ წვიმა
ნიშნობაზე ამგზავრებულ აზნაურებს...
მასპინძელი, სიმღერები სანადიმო
სწვდება ღრუბლებს მთის წვერებზე აზვავულებს,
მორიდება, შორით მზერა, სანამ ღვინო
თავმომწონე აზნაურებს აზრს აურევს...
მერე ღამე, ჩამოზვინულ ჩალის კონებს
აშრიალებს ტყემლის ხეზე ქარი მშვიდი,
დაწვება და ისევ ნატვრას ჩაიკონებს
აზნაურის მეოცნებე ქალიშვილი…

მთების ხსოვნაში
ბინდებში თრთოდეს ცათა შორეთი,
იმეორებდნენ კვლავ ჩვენს სახელებს
ცად გაქცეული დიდი ხეები,
ფანტელები კი შლიდეს მათ ფერებს
და მოდიოდე ფიქრით ლამაზით,
სინათლედ აჩნდე თოვლის წყვდიადებს,
ჩამომაღვარო თმები ჩანჩქერად...
ხევში კი იწვეს ნისლი დილამდე
და სამუდამო არსებობისთვის
ვეფერებოდეთ კვლავაც ერთმანეთს,
ტყეებთან დავრჩეთ სამარადისოდ,
მთები სამყაროს გულად ფეთქავდნენ
და მათხ სოვნაში კრთოდეს ეულად
ჩვენი სულების ლურჯი ვუალი,
ზამთრის ღამეს კი ისევ ართობდეს
ფიფქების მშვიდი რეპერტუარი...

ყაყაჩოები ქართლის ველებზე
                   ნიქოზის სკოლაში
სტუმრობისას ნათქვამი
სანამ იმერეთს და რაჭას მოვივლიდე,
მანამ ქართლის ველთა ელვა დამაჩოქებს -
დილის სხივ-ნიავში ნაზად მოლივლივეს
მშვიდად ვეფერები ულევ ყაყაჩოებს.
თვალწინ მომავალთა რწმენად გაიქროლეს
შინდის-კარალეთმა-ფხვენის-ვარიანმა,
თუმცა მტკივნეული სევდა გავიყოლეთ,
გული გაგვიშალა მხარემ დარიანმა.
ყაყაჩოები კი მართლა იმდენია,
წამით გვავიწყდება ყველა გასაჭირი,
მეტს რომ გვპირდებიან, ქართლის მინდვრებია
მტრისგან უმოწყალოდ წელზე გადაჭრილი.
ნიქოზს მოშრიალე დიდი ნიგვზებია,
კიდევ სიზმრებია მთამდე ასულები,
ჩვენი მიზნებია, აქ რომ იზრდებიან
ლაღი ვაჟები და ანცი ქალწულები.
ისევ სამერმისო იმედს დავიგულებ,
რადგან არ ვიკადრებ ბედთან შევაჭრებას...
გამოვიყოლებდი ლამაზ თაიგულებს,
მაგრამ შენს ნახვამდე ხელში შემაჭკნება...

მამიდა
ეზოში ვარდნარს და კოინდარს
ხეხილი ჩრდილს ჰფენდა მაღლიდან...
ჩვენს ნახვას ცის გახსნას ადრიდა,
ხარობდა, ჩქარობდა მამიდა -
უეცრად რა სუფრას გაშლიდა,
რა სიტკბო-სიყვარულს დაღვრიდა! -
თან თონე, სამზადი, ბოსტანი -
მამიდას განა რა დაღლიდა?..
სევდიან ღიმილით ვტოვებდით
და ისევ გვნატრობდა თავიდან:
- ე, ბიჭო, რა ხანი გავიდა...
- ე, ბიჭო, რა ღვინო დაღვინდა!..
რამდენი ყვავილი ჩამოჭკნა,
რამდენი ზაფხული გაფრინდა,
რამდენჯერ ვისტუმრეთ ზამთარი -
სულშიც რა ლამაზად ბარდნიდა!..
ტიროდა ზეცა და სოფელი,
როდესაც იმ ქვეყნად წავიდა.
წარსულის ცრემლიან თვალიდან
ყოველთვის გვიყურებს მამიდა...

* * *
ვინ მოგცეს ნუგეში,
ვინ რაღას დაგპირდეს,
მაგ უცნობ სიმშვიდეს
ვინ მიუახლოვდეს?
შენს გულში -
შორეულ ტყეების ნაპირზე -
მცირე ხნით გაკრთება
ხანდახან მარტის მზე,
ძნელია,
ძნელია,
არავის ახსოვდე...
ყოველ დღე წინ გიდგას
ცხოვრება ცბიერი,
შორსაა
ფიქრებში ნაქარგი განდობა,
ქარებში იმსხვრევა
ტყე უკაცრიელი
და ფრთხილად,
შენც გავნებს ეს ქარი ძლიერი,
შენც რამეს დაგაკლებს -
არ იცის დანდობა…


შემოდგომისკენ
გაფრენილიყო
უკვე ზაფხული,
მთები ქარვისფერს ნელა გვითოვდა,
შენ დამემგზავრე
ფიქრით გართული -
ამ სიახლოვით გული გითრთოდა...
გვეფინებოდნენ
სულში სხივები
და ჩვენს უმშვიდეს ალერსს
ნიღბავდნენ,
მერე წახვედი,
წარსულს მინებდი,
ვერ დაგვიტია ერთად იმ ღამემ.
მწუხრი კი
შენზე მონდობილ იმედს
განშორებისას
ნისლში ახვევდა…
რა ვუთხრა ამ ჩემს გზებს
და ბილიკებს,
შენთან რომ ადრე არ შემახვედრა!..

თოვლიანი სონეტი
მშობელი მთები მიგზავნიან თოვლის ბარათებს,
გული ივსება მონატრებით, როგორც ამ დილით
ივსება ზეცა ფიფქებით და თეთრი მანდილით
ფარავს შორეულ მწვერვალებს და შეშლილ ქალაქებს.

გადავივიწყებ გრძელ ღამეებს თეთრად განათევს,
სიზმართა ლანდებს მოიცილებს ყოფა ნამდვილი,
მერე ლამაზად მოვირთვები, ვით ავთანდილი
და შენს ფიქრებში ელვასავით შემოვანათებ.

როდესაც თვალებს მოფარფატე ფიფქებს მივანდობ,
მაშინ ბავშვობა მაგონდება - ნეტავ იმა დროს! -
და ჩემს სარკმელთან დაფიფქული მთები მოვლიან.

გაიკვალება მომავლისკენ ახალი გზები,
ისევ ოცნება მიბრუნდება, გავხალისდები
და იმედებით გავუყვები დღეებს თოვლიანს.

კესანე
წვიმიან ღრუბელს ვეფარე
მძიმესდა წვიმისფერსავე,
ავდექი, გამოვეპარე,
შენთანმოვედი, კესანე.
მე მზის სხივი ვარ, სხივები
ყველგანსიკეთესთესავენ,
ცაზეგავაბისიმები,
შენცშემომხედე, კესანე.
ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას
ცაზექარებიმწყემსავენ,
წვიმისგან მე დაგიფარავ,
ნუ გეშინია, კესანე.
ჩემიძმობილისხივები
შორსცისარტყელას კემსავენ,
გაქრებაწვიმისმძივები,
მათაცსხივებიშესვამენ.
გამოიდარებს სულ მალე,
ხვალეკი არა, დღესავე,
შენცნუღარახარ მდუმარე,
ჩემოლურჯთვალა კესანე.


ცისფერი კაბა
რა სიყვარულით ააფრიალა,
რა სიხარულით დაქროლა ქარმა! -
მეცხრე სართულის თეთრ აივანზე
კაბა გაფინა ლამაზმა ქალმა...
და არხევს ქარი შმაგი ალერსით,
ათრთოლებს კაბის საყელოს, ბოლოს,
ეხვევა, ვნებით იხუტებს გულში,
შეუჩნდა, მასთან ტრიალებს მხოლოდ...
ხან გულისპირის ღილებს უსინჯავს,
ხანაც მკლავებზე დაიწვენს უცებ,
ის კაბის კალთებს ესათუთება,
მე ქალის ტანის მიმოხრას ვუცქერ...
ვუცქერ მოცლილი, ვფიქრობ და ვნატრობ,
რომ მივდიოდეთ ახლა მარტონი
გაზაფხულის ტყის მზიან ბილიკზე
მე და იმ კაბის ნაზი პატრონი...

როსტომ
წერეთლის სიზმარი

„მამაჩემი თავის დროზე განთქმული მოჭდრაკე
იყო, ვერავინ უგებდა“...
აკაკი, „ჩემი თავგადასავალი“.


სახლის ფართო ეზოში,
მწვანეზე, კაკლის ჩეროში,
პატარა ბიჭი თამაშობს,
ოცნებით უცქერს ცარგვალს.
რა მომავალი მოელის! -
პატივს მიაგებს ყოველი,
თუმც გულსაც ბევრჯერ ატკენენ
წერეთლის რჩეულ ნაგრამს.
მზეში მთვლემარე გორები,
მერე შორს მონაგონები,
ვიწრო ხევებად დახრილნი
მთის ნაკადს იჩნევს ჭავლად.
იმავე ჩრდილში დაუდევს,
ფიქრს ზოგჯერ ღიმილს გაურევს -
ეთამაშება როსტომი
ჭარმაგ ნათესავს ჭადრაკს...
და როგორც ველზე, დაფაზეც
ჯარი ეწყობა და ფარზე
ხმლის ცემით ეგებებიან
ოფიცერსა თუ მხედარს,
ვის პაიკობა ერგება,
ვიღაც ლაზიერს ედრება,
და ვინც ბრძოლის წინ შეკრთება,
დაცინვა ელის ხვედრად.
მეფე რომ კარგად დაეცვა,
ზოგი გმირულად დაეცა, -
ის თავდადებას ყველასას
შორიდან მშვიდად ხედავს.
ომია მართლა ფიცხელი,
ვინ ეტლით მიქრის, ვინ ცხენით, -
დაფაზე მყოფნი იბრძვიან,
მოთამაშენი სხედან...
თითქოს წინაპართ ნანახი,
ხმალდახმალ გადანალახი,
საომარ ველთა ყიჟინი
სწვდება თავადის სმენას.
როგორღაც ჟინმორეული
და სიმაყეს ჩვეული
ფართოდ გახელილ თვალებით
დაუწყებს დაფას ცქერას.
ჯერ ბრძოლას ანდობს პაიკებს,
თუმცა ვერავინ გაიგებს,
იმის მომდევნო ქმედებას,
მეტოქეს უცქერს ცერად.
რაღა თქმა უნდა, მოიგებს,
და გამარჯვებას მოირგებს,
თითქოსდა მტერზე ელაშქროს,
ნადავლის იყოს ცვენა...
მერე უებრო ნადიმი,
ჭურს წახურული ბადიმი,
ისევ წარსულით ქადილი,
დრო დარჩენილი სახტად.
მარანთან მარჯვე ფარეში,
და გოგო იმის მკლავებში,
ხოლო ცის სიანკარეში
ვარსკვლავთა რიგი ლახტად.
ბოლოს თავადის სიზმარი -
ვით დაფარული მიზანი:
სუფრა ქცეული უეცრად
ბაგრატიონთა ტახტად.
დიდი სამეფო ლაშქარი,
ტანზე ასხმული ჯავშანი -
გვერდით ქართველთა ხელმწიფეს
თვითონ როსტომიც ახლდა...

ვალი
უცქერ უმშვიდეს შემოდგომას,
მთები დარდობენ,
მათ ხომ იციან დანდობა და
კიდეც გმადლობენ,
რომ სიყრმიდანვე ერთადა ხართ,
გიყვარს ამ დრომდე,
თავიანთ ფიქრებს გიმხელენ
და თავს მოგანდობენ.
მთის წინ წყაროსთან ყორეს ხედავ
პაპის ანაგებს,
ძველ ალბომს ფურცლავ,
ტაძრად ხარ, თუ სარდაფს ალაგებ, -
წარსულის ნაშთი შეგახსენებს
ნაგრძნობს მანამდე, -
სამკვიდროს ვალი
გაბმულია ღმერთის ვალამდე.
როგორ გამძიმებს დღეს ეს ვალი
ჟამში მავალი,
უსუსურობას შენსას თვითონ
ვალი ვალალებს,
დაიქანცები, გულსაც გატკენს,
ალბათ, მრავალი,
თუმცა ცხოვრება კიდევ უფრო
მეტს დაგავალებს.
წახდა ქვეყანა - ძმამ ძმის ჩაგვრით
გული იხარა,
ზოგმა იმ ხანად სხვამ კი გვიან
ბევრი მიქარა,
საბას ნავალზე დააბიჯებს
ვიღაც ილხანა
და ქარიან გზას გაუყენეს
ჩვენი წიქარა.
არავინ უსმენს შენს ნაუბარს,
ნუღარ ჩიჩინებ,
დრო შეიცვალა,
ახლა სადაც გინდა, იჩივლე,
თუ ძლევს ეგ სხივი
ჩალმების და ჩადრების ჩრდილებს,
მაშინ ვიფიქროთ,
რომ იმედი გადავირჩინეთ...

იმ ჩავლილ დღეებს
იმ ჩავლილ დღეებს ვიგონებ ისევ,
თოვლზე რომ ვწერდი ლამაზ სახელებს,
ათოვს ღამის ფრთებს - უსაზღვრო ნისლებს,
ათოვს და წარსულ ხილვებს მახსენებს.
ქარმა წაიღო ის თოვლი წმინდა,
თან გაჰყვა ჩემი მშვიდი ვედრება,
ეს ფიფქი, ახლა რომ მოდის ციდან,
იმ წლების ფიფქებს რას შეედრება...
თუმცა ზამთარი მაინც სანდოა,
სიზმრებს მოავლო თეთრი არშია,
ახლა, უბრალოდ, ჩემთვის სხვა დროა,
თორემ ეს თოვლი რა შუაშია.
ახლა ფიფქები სევდას ერთვიან
და თბილ ცრემლებად ნელა ვწვიმდები,
თოვლი კი... თოვლი ყველა ერთია -
წლევანდელიც და შარშანწინდელიც...

წმინდა სავანე ყაყაჩოებში
(ფიქრი დავითგარეჯაში 2015 წლის 24 მაისს)
წინაპრის ნაშენს დუმილით მოცულს
ვეყრდნობით ისევ, ის გვრჩება ბურჯად -
როგორც მტერს უნდა აქ კარზე მოსულს,
ვერ გადაგვიქცევს სამშობლოს ჯუნგლად...
დავეძებთ ველებს საყანედ მოხნულს,
ეს მხარე მეტად გვიმატებს ოხვრას,
უნდა შევიძლოთ, ვაჯობოთ მომხვდურს
და დავურჩინოთ მცდელობა ოხრად...
თუმცა საამო ლოცვა კი ისმის,
თავს შეგვახსენებს ზუზუნი ისრის,
დაფერილია აქ ღამის ნისლიც
ექვსი ათასი მოწამის სისხლით...
ნუ შეგვაშინებს სიმცირე ჩვენი,
მკლავი გაშლილი ბოლომდე გვქონდეს,
იცავენ საზღვარს ლომგული ძმები –
მზერით ალტობენ დასიცხულ შორეთს!..
დასალიერთან კვლავ ვიდგეთ გუნდად,
ჩვენი მზის სხივი სხვის ღრუბლებს სწეწდეს,
აქ არწივები ფრინავდნენ მუდამ
და არწივები გვიძღოდნენ გზებზე...
უდაბნოს ქარით ვავსებდეთ სურებს,
და მით ვიკლავდეთ ზედაშის წყურვილს,
მომავლიდანაც ბევრი რამ გვსურდეს –
კაცს რა დაულევს ნატვრას და სურვილს?..
აქ მოდიოდნენ ხანდახან დებიც,
მოჰქონდეთ ნამი ტყეთა რტოების
და ბრუნდებოდნენ შინისკენ კდემით,
მორთულნი ნაზი ყაყაჩოებით...

აქ რომ ერთად ვყოფილიყავით
აქ რომ ერთად ვყოფილიყავით, -
თბილად მოიბინდებდა ჩვენი ქედები,
ნიავი ხალისით ივლიდა ღამის ტყეებში,
მთვარე გამოაღწევდა ფარფატა ღრუბლიდან,
ნამი ახალ სიცოცხლეს გააჩენდა განთიადის მინდვრებზე -
ყვავილებითვალებს გაახელდნენ
და მზეს სიხარულით შეხვდებოდა ჩვენი ეზო...
აქ რომ ერთად ვყოფილიყავით, -
ხელჩაკიდებულსგატარებდიჩემს ბილიკებზე,
მარწყვის კუნწულებს ავაცვამდით გაზაფხულებზე,
ზაფხულის ნობათს გავსინჯავდით მთის პეშვებიდან
და შემოდგომით წიფლის ნაყოფს შევაგროვებდით
თოვლიან ზამთრით ამ ტყეების გასახსენებლად...
აქ რომ ერთად ვყოფილიყავით, -
მთელი სახლობა წავიდოდით ძველ სალოცავზე,
დაბრუნებისასქედის ძირას მთის მხალს დაკრეფდი,
მერე თონეში დააცხობდი ფერად ფხლოვანებს,
და ბავშვების შემდეგ ერთ ნაჭერს მეც შემახვედრებდი,
რომელსაც შუაზე გაგიყოფდი...
აქ რომ ერთად ვყოფილიყავით..

ლხინიდან დაბრუნება
უღრანის ბინადრებს ვსტუმრობდი –
დათვების ქორწილში დავთვერი,
გზად გამომაყოლეს ბელები
და ქორის ამაყი მართვენი.
დავადექ მთვარიან ტყის ბილიკს –
მგლების და ტურების ორღობეს,
ტრაბახით მართობდნენ მართვენი,
ბელები ხითხითით მორბოდნენ.
ხმაურით ჩავლიეთ ფერდობი,
ღელეზე გადავვლეთ ბოგირი,
მძინარე ჭინკები დავაფრთხეთ –
ბოგირქვეშდაეგოთ ლოგინი.
დაღლილი დავბრუნდი კერასთან,
ტყის პირას სახლი მაქვს მორჩილი,
ბელებმა და ციცქნა ქორებმა
მთელ ღამეს გამირთეს ცოლ-შვილი.

სახლი
ვერ ჩავიქნიე წარსულზე ხელი -
მთების წინ ნელა ამოდის მთვარე,
იქ ძველი სახლი ყოველ დღე მელის,
გამოიღამებსგზის ცქერით თვალებს.
მიაწვდენსმზერას მომავალ დღეებს,
ჩავლილი წლებიც სულ ახსოვს თითქმის,
ესაუბრებაახლოს მდგომ ხეებს
იმას, რაც კაცის ენით არ ითქმის...
ჩამობნელდებადა ჭიშკარს იქით,
ნაცნობი ჭინკა ილესავს ბრჭყალებს,
თუმც ანგელოზის ხათრით და რიდით
ღობეს შორს უვლის, მიმართავს ჭალებს...
ჩემი ფიქრებიც იქაა ხშირად,
არასდროსავთმობ სამყოფელს მთავარს,
მშვიდად გამკრთალი იმედის სხივად
მუდამ იმ სახლის ეზოში ვდგავარ...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge