გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ პატიაშვილი - ლექსები


პოეტური თავმოკვლა

მსურს გავგიჟდე, თუ სიგიჟე
ჩამეთვლება ნაკლად.
მსურს მხრებში რომ მოვიკუზო,
აშკარად და ნათლად.
მინდა ჩუმად დამიძახონ,
მე შეშლილთა აჩრდილი,
მომაწოდონ თეთრი ფერის
საბუთი და მანდილი.
თუნდ ხმამაღლა დამიყვირონ,
რომ ვარ შიზოფრენიკი,
ჯოჯოხეთის ბილეთისთვის
მინდა მხოლოდ ერთი ,,კი".
უცნაური არაფერი არ მოხდება ნამდვილად,
ცხოვრებისგან თუკი კიდევ
მეტკინება საშინლად.
მომაწოდეთ რომ გადავკრა,
თასი შხამით შევსილი.
ნუ გგონიათ გეჩვენებათ,
დიახ, მე ვარ შეშლილი.
არაფერი აღარ დარჩა,
მხოლოდ ერთი გამოცდა,
რომ ნამდვილად დავამტკიცო,
ჩემი ტვინის გამოცვლა.
რაღაც წივის გამალებით
და აზრები მერევა,
საამოა ალკოჰოლის
წითელ სისხლში შერევა.
პულსი  ნელა იკარგება,
სული ყვირის: ,,გამიშვით!",
დედამიწა გვგუდავს ნელა,
ჩვენ, შეშლილებს ბალიშით.
უკვე მზეც კი მეჩვენება,
ყოველდილა ფერცვლილი,
უჟანგბადო სამყაროში,
ჰაერია შეცვლილი.
მხოლოდ ერთს გთხოვ,
შემოქმედო,
რომ გვაცადო , არ მოგვკლა
გვაგემინე ურჩ პოეტებს,
პოეტურად თავმოკვლა!




***

გუშინ კამათი მოგვივიდა მე და ჩემს მუზას,

გამწარებულნი ღია ზღვაში ვეძებდით ღუზას.

გუშინ უეცრად გამოვლინდა ორს შორის ფარსი,

ჩვენი ყვირილით შევაჯერეთ პლანეტა მარსი.

გუშინ ალბათ,რომ ასე იყო ბუნების ფერი

მე და ჩემს მუზას დაგვცინოდა სიზმრებში ერი.

გუშინ კამათი მოგვივიდა მე და ჩემს მუზას,

არ ვიცი , ცხადში თუ სიზმარში , ვთხოვდი პაუზას...






***

და მე ხანდახან, ვხატავ წვიმიან 
ამინდს ქოლგებით,
ჩემს ნახატებში წვიმის წვეთი
ეცემა მიწას.
იმასაც ვხატავ, თუ როგორ უკრავს
წვიმა ნოტებით,
თუ როგორ იძრობს განთიადი
წვიმაში ნიღაბს.
მოდის უჩუმრად  ძირს ეცემა
იწყებს ღვართქაფით,
ფერები ნაზად ერევიან
ერთმანეთს მტვერში,
მერე ნიავი მიმქროლავი 
მოდის ხარხარით
და გამალებით სეირნობას
აპირებს ლექსში.
ხანდახან ვხატავ , თორემ ისედაც
ხშირად მასველებს,
ხშირ-ხშირად სტუმრად მივარდება
ბავშვივით ხელში,
სიანცით, ხტუნვით, მიმოფანტულ
თაბახებს ალბობს,
მერე ყოველი ,უსუსური ,
გამოსჩანს ნესტში...
და მე ხანდახან, ვხატავ წვიმიან
ამინდს ქოლგებით,
ხშირი სტუმარი ნახატებში
იშვიათს ამბობს.
წვიმა მასველებს ნახატშიც და ნამდვილ გრძნობებშიც,
იგი სულ იყო წარსულში და
მისველებს აწმყოს...





გადავსახლდები

გადავსახლდები ფიქრით კოსმოსში,
ოცნებით მივალ თუნდაც მარსამდე,
არ მეშინია საზღვარს რომ იცავს,
რეალობა და კრიტიკა სავსე.
გადავბარგდები ჩემი ნივთებით,
და ერთი-ორი ლექსის ნაგლეჯით,
ვიმედოვნებ რომ არ შემაჩერებს,
არ გამომაგდებს ვინმე სასჯელით.
გადავსახლდები ფიქრით კოსმოსში,
ახლოდან ვნახავ მთვარეს სევდიანს,
მისი ცხელ-ცხელი, დიდი ცრემლების
მე ოცნებებშიც არ მეშინია.
ირგვლივ მოვივლი სულ არემარეს,
ვარსკვლავებს ვნახავ ფართო თვალებით,
ჩვენს დედამიწას გარს შემოვუვლი,
რომელიღაცა უცხო არსებით.
გადავსახლდები, სამყაროს ვნახავ
იქ მომაწვება ტვინში გენია,
ლექსებს შევქმნი და ვიმსჯელებ ისე,
იტყვიან , ებრძვის შიზოფრენია.
გადავსახლდები ფიქრით კოსმოსში,
და მერე მდიოს იქაც აჩრდილმა,
ვეღარ მომაგნებს იმ არემარეს,
იტყვის, უთუოდ სადღაც გაფრინდა.
გადავსახლდები, ვიცი დრო მოვა
და უცილობლოდ გადავსახლდები,
იქ, ალბათ აღარ შემაწუხებენ,
ამქვეყნიური, მძიმე ამბები...





ემიგრანტის სევდა

ყველაზე მძიმე ალბათ ეს არის, ფესვები მტკივა...

მტკივა ქართველის სულის სევდა, ემიგრანტები.

„მე რომ ჩამოვალ, ჩემი მიწა მომეფერება“,

ამბობს , სადღაცას , შორით მყოფი , გული ქართველის.

ყველაზე მწარე ალბათ დარდში ეს არის მხოლოდ,

რომ ამოგწყვეტენ ქოთანიდან , როგორც ყვავილი

ისე გიყივის სისხლი , როგორც ყორანი, შავი ,

თითქოს ეს არის ამ ქვეყანას შენი სასჯელი.

„ მე რომ ჩამოვალ , ჩემი მიწა მომეფერება“,

გაიზეპირე ლოცვა ღვთისა, ერის , მამულის , 

ყველაზე მეტად უსამშობლოდ სიცოცხლე გტკივა,

გტკივა ოჯახი და ყოველი , თითო ქართველი.

ეჰ , რა სჯობია იალაღზე ყვავილების თვლას

ან რა სჯობია საქართველოს მშვენიერ ზეცას,

შენ , ემიგრანტო , ის ღრუბელიც კი გენატრება,

რომელიც ვენახს ზაფხულობით უქადის სეტყვას.

„მე რომ ჩამოვალ, ჩემი მიწა მომეფერება“,

ცრემლი ფიქრებში ახლად მოსულ, ჯეჯილის მწვანას.

შენ ემიგრანტო , როგორ ჩივი , რომ სადღაც შორს ხარ

ჰოი, ქართველო, შენი ბედი უთუოდ მტანჯავს.

ნეტავ რა ვუყოთ ამ დიდ ტკივილს,ამ ტანჯვას ჩვენსას

რომელსაც თქვენი ტკივილები, ორმაგად ახლავს.

შენს სამშობლოში, შენს მიწაზე ვერ გიცხოვრია

ვერ გისმენია აფხაზური , ძველი ვარადო

ყველა ქართველის უსამშობლოდ ცხოვრება მტკივა,

ალბათ როგორ გსურთ, ჩვენმა ღვინომ ისევ დაგათროთ.

- „მე რომ ჩამოვალ, ჩემი მიწა მომეფერება“,

- „მე რომ ჩამოვალ, ჩავიხუტებ ჩემს შვილებს სულში“,

- „მე ისე მინდა საქართველოს მონახულება,

   მზად ვარ ცამეტი ტყვიაც კი რომ ვიხალო გულში!“

- „მე ისე მინდა ქართულ მიწის ხელით შეხება“,

- „მე ისე მინდა ეკლესიის ეზოში დავჯდე“,

- „მე ისე მინდა ყველაფრისგან თავისუფლება,

  მზად ვარ აქედან საკუთარი ფრთებით გავფრინდე“.

  ყველაზე მძიმე ალბათ ეს არის, ფესვები მტკივა...

 მტკივა ქართველის სულის სევდა , ემიგრანტები

 „ მე რომ ჩამოვალ, ჩემი მიწა მომეფერება“

 ამბობს სადღაცას, შორით მყოფი, გული ქართველის...








 

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge