გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოფი მაჭავარიანი - ლექსები


მე ისევ ის ვარ
როგორც კლარჯეთში მზე ჩადიოდა,
ისე წვიმდა და ისე ჰყვაოდა 
ჩემი ნატვრის ხე, ხელით დარგული
იზრდებოდა და დრო გადიოდა...
მე ისევ ის ვარ, შენ კი შეცვლილი
ჰგავხარ მარტის თოვლს მიწას ადნები,
შენში სიყალბებ მე წამაქცია...
წამაქციე და ისევ ავდგები!
შენ კი შეცვლილი ისევ ამყვები,
ისე გაქრები, როგორც სიზმარი
მე შენნაირი „ბოღმა“ არავარ
და არც სახეზე მადევს ნიღაბი.
გვირგვინი გადგას თავზე -ამაყობ,
რომ თვითონ არ ხარ მეფის შეგირდი
თუ ხარ ძლიერი კიდევ შემპირდი!
ვერ შემისრულე?! ვეღარ შემრიგდი?!
მაშინ ხარ მეფე : სუსტი, უძლური
შენ დასაცინი ხდები ქარების,
ლურჯი ცა ისევ გაგეხიზნება
მეც მომბეზრდები, დაგეკარგები...
წრეგადასული ვეღარ ინატრებ
წარსულის უკვე აღარ დგას სუნი
არც მომავალი აღარ იდარდებს
შენში სიცრუის თუ ფეთქავ გული.
ძალდაშრეტილი ალბათ იქნები
არყოფნის კიდეს დაშორებული
ალმინავლული ქრები ნელნელა
შენ ,  ჩემს თვალებში გაორებული!


მივდივარ
მივდივარ და გული მრჩება შენს ხელებში
მკერდამდე ჩაგორდნენ ივლისის ცრემლები...
მივდივარ ეს სუნთქვა ორმაგად ხშირდება
ვიცოცხლებ! სიკვდილი მე აღარ მჭირდება!
ვიცოცხლებ,ვიქცევი წვიმად-გაწვიმდება...
იფიქრე ეს მე ვარ მზე რომ გაწითლდება,
მიგრძენი სიჩუმე ვიქნები ოთახში
მიხვდები რომ მე ვარ ეს ზამთრის თოვაში.
მივდივარ...მივდივარ...მაგრამ დავბრუნდები
მიწიდან ავალ და ცაში გავლურჯდები,
მოვიხვევ თეთრ ღრუბელს , ღამე გაშიშვლდება
მიყურე ეს მე ვარ, მთავრე რომ გაყვითლდება.
მოწყვიტე წყლიანი მტევანი ვიქნები...
უშენოდ ვიმღვრევი, უშენოდ ვიღლები...
უბრალოდ წერია საათზე ციფრები
მე ამ დროს გავუსწრებ, გავუსწრებ გპირდები!

მივდივარ და გული მრჩება შენს ხელებში
მკერდამდე ჩაგორდნენ ივლისის ცრემლები.


◊ ◊ ◊
ეს, ცრემლებია ?! თუ ეს სილამაზეა წვიმის!
მე შემძლებია? თუ ეს სითამამეა შიშის!
ეგ ხელებია შენი, მე რომ არ მიშვებს შორით,
თუ ეგ გრძნობები მიხმობს , მბრძანებლობს
და არა თხოვნით...
ეგ ცრემლებია ჩემი ?! თუ წვიმა მაწვიმს ისევ,
ეს ფანტაზია მომრთავს ღამის ფიქრებში შიშველს,
ეგ ხელებია შენი ?! მე რომ აღარსად მიშვებს
და ხელმეორედ სუნთქვას სიყვარულისთვის ვიწყებ!
ეგ თვალებია შენი?! მე რომ საეჭვოდ მიმზერს?
სიზედმეტეა! ჩუმად! მაინც რაღაცას ვითმენ,
თუ დამიმსხვრიე გრძნობა, ამ ნამსხვრევებსაც ვიკრებ,
და ხელმეორედ ბრძოლას სიყვარულისთვის ვიწყებ.
თავისებურად მხიბლავს შეცდომაც, ტუჩზე ვიკბენ...
ამ სინანულსაც მინდა რომ ვუმასპინძლო-მივხვდე...
ამ მონატრებას მინდა რომ დავემონო ისევ,
მივწვდე მზეს ამ თითებით! შენ მოგეფერო ისევ...
შენ შემოგხედო ისევ , როგორც პირველად მაშინ...
დღეს უფრო მეტად მხიბლასვ ის თითოელი წამი.
ეს რემლებია ?! თუ დღეს ისევ წვიმაა -მაწვიმს?!
ეს სამყაროა ჩემი! დრო რომ ვერასდროს წაშლის!


◊ ◊ ◊
გრძნობის გარშემო ქავი ავაგე
ამ სევდის დილგმა გამინაძონძა,
ლეგა ფერებით დადგა საღამო
და კვლავ სიჩუმე გამიბატონა.
სრევა დავიწყე ჩემი ცრემლების
მქირე დღეებიც გავითავისე,
ლიბო ჩავყარე,მაგრამ მე შენი
სიყვარულისთის "გავინადირე"...
თვალატეხილი გიმზერ ჭერხოდან...
დაწირეს სევდა უცხო ფერებმა,
მე ისევ მინდა, მინდა წავიდე!
და დამიჭირონ შენმა ხელებმა...


◊ ◊ ◊
არ მითხრა რომ სუფრას დაკლებია ღვინო,
რომ არაგვი დაშრა, ვერ გადალახავ რიონს,
რომ ფიტავში სიმინდს ტარო დავამტვრიო,
მოვქსოვე და რაღაც უნდა დავარღვიო.
არმითხრა რომ სოფელს  დაშრობია წყალი
მარხავს მამა შვილს და სტირის სხვა-საწყალი! 
არმითხრა რომ გშია, ვიღაც გაცლის ლუკმას
არ დაებდე ამ დროს შენ დაიღალე თუნდაც...
მითხარი, რომ ტრფობის მოგდებია ალი,
რომ არნანობ არა, რომ ამაყობ ამით!
მოიხიბლო მინდა ჩემი ჩუმი შარმით...
გამაკვირვო მინდა , გამაკვირვო რამით...


◊ ◊ ◊
ჩამოქსოვილი ეს მზის სხივები
მომიწვასვს ტკივილს და მიჩენს ლაქას,
აბა რად მინდა მე ეგ სიტყვები
როცა მჭირდები , თუ შენ აქ არხარ ?!
ჩამოქსოვილი ღამის სხვივები,
აყრილ-დაყრილი გალაქტიდები
აბა რად მინდა ეს სილამაზე?!
თუკი შენ მაინც დაგავიწყდები.
აბა რად მინდა ეს მოლოდინი
თუ დაბრუნებას არდამპირდები...
რაღა აზრი აქვს თავშეკავებას,
თუ აყვავილდნენ თეთრი ტიტები...
ჩამოქსოვილი ჩემი ნისლები
მიწა მოიხვევს როცა შესცივა,
აბა რად მინდა ეს გაზაფხული
როცა ზამთართან არმაქვს შეკითხვა.
ჩამოქსოვილან ჩემი ფიქრებიც
ჭრელი ოცნება ხვალ რას მომიტანს ?!
აბა რად მინდა ეს სიძულვილი
მე სიყვარული შენი მომინდა ! 


***
ეს ალბათ ის გზაა, რომლითაც ვშორდებით
პატარა ბავშვივით გადავდგავ ნაბიჯებს,
დედამიწაზე გიჟივით ვიყვირებ, 
მე ხომ შენ მჭირდები?!...შენ ალბათ არცისე...
არვიცი საიდან დამჩება წუთები,
საიდან დაცვივათ ლურჯ ვარდებს ფურცლები,
საიდან მეტყვი, რომ შენ ჩემთვის ყოფილხარ,
მე კი შენამდე ვერასდროს მოვდივარ...
უსაზღვრო არის და უსაზღვრო იქნება,
თვალიდან ყვითელი ცრემლების დინება,
არვიცი ვინ ხარ და არვიცი სადა ხარ,
მე მაინც გიპოვი! თუ ღმერთმა ინება...


◊ ◊ ◊
იქნებ მგონია დიდი საწუთრი
პატარა ვფრთხილობ და ვიკარგები...
როცა შენ მტოვებ, ისევ მიდიხარ,
არხოტს მთებსავით დაგიღამდები.
ხე ვარ-ტოტები მტეხა გრიგალმა...
შენმა თვალებმაც ჩამომიარა...
ცეცხლად ამანთო, ამაბრიალა
და მოლოდინმა დამაგვიანა...
მოდი არაგვო! ხელი მომკიდე!
ჩემი თენების მთვარე გათეთრდა...
მე ვერ დაგტოვებ! ჩემი ფესვები
ამ შენს მიწაში ისე გაბევრდა...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge