ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
მარი ბერუაშვილი - ლექსები
***
სად არის ახლა სიყვარული ალალი, მთელი,
თვალს ეცრემლება მონატრება გარდასულ წლების,
ეს დრო შიკრიკად მესახება ავკარგის მთქმელი,
ძველ დიდებასთან, ღარიბული აწმყოთი შემყრის.
სად არის ნერგი, საიდანაც სალამურს ვთლიდი,
წკრიალა ხმების მონატრება ფეხდაფეხ დამდევს.
ვერსად ვიპოვე ჩასახედად თვალები მშვიდი,
თუმც მოთმინება მუდამ ახლავს გულს წყენით სავსეს.
ხარობს დღეები მომავალი, ვით "გარდენია",
მინდა, აწმყოსიც შევისუნთქო ჰაერი სუფთა.
კაცი ბოროტთან პირშეკრული, ო, რამდენია,
შეჰყვარებია პარპაში და ცხოვრება მუქთა.
თვალს მალე ხუჭავს დროებითი სვლა, სააქაოს,
შევეწირები ყველასავით, მეც მიწის ქაოსს.
***
ისევ ახსოვხარ ამ დარაბებს უცხო ყვავილი,
წუხელის მთვარემ მოისურვა შენთან ვახშამი,
თუ საწუთროში ყოველივე არის ნამდვილი,
მაშ, რატომ წამლავს თვით სიმართლეს სიცრუის შხამი?
ვდგებით პირისპირ: მე, სივრცე და დრო ალმაცერი,
ჩემი სახლის წინ, შენ დაგიდგამს ტახტი ყინულის.
უხარისხოა ხორბლისფერი წლის ანაცერი,
გრძნობის ქურაში, ნეკნს ვერ ვაცხობ გამოფიტულის.
დაიარება სევდისფერი საღამოს ბინდი,
ქურდივით პარავს თეთრ დარაბებს ახალ ყვავილებს,
მთვარეო, გუშინ ჩემ სინაზეს მშვიდად რად ფშვნიდი,
ყინულის ტახტზე, უჯიათოვ, რატომ სხამ წყვილებს?
როდის იქნება მოთმინება ცრემლს აღარ ღვრიდეს,
გაურკვევლობა გამართლებად იქნებ არც ღირდეს.
***
გაზაფხულდება და ჭერამი აიპრეხს წამწამს,
სუნამოსავით დაიპკურებს სუნს აკაციის.
ზოგჯერ ისე ვარ, რაც მჯეროდა, სულ აღარა მწამს,
უღონოდ ვაცლი სითამამეს კანს გრადაციის.
თავისუფლებას, აღმოსავლურ ხალიჩად ნაქსოვს,
ფეხქვეშ გაიგებს უთავბოლო ხვეული გზების,
გაზაფხულია, აი, უკვე, მაგრამ არ ახსოვს
თეთრ აკაციას შესრულება დანაპირების.
მდუმარებაში მოვიპოვე სიწრფელე სიტყვის,
წარმავალობას თან გავყევი კვლავ მოსასვლელად!
ვერ გამიჩინეს იარები ჭორებმა სეტყვის,
ათას გზას ვევნე, ერთ სწორ გზაზე გამოსავლელად.
როდესაც ზეცას გადეკვრება საღამოს ბინდი,
სინათლისათვის აკაციის ყვავილთან ვიცდი.
***
იქ ნუღარ მიხვალ, სადაც უკვე აღარ გელიან,
ვინც რომ ხელი გკრა, ის მოკეთე არ არის შენი.
ახალი დილა იბადება ძველი დილიდან,
ღმერთია მარტო მართალ კაცის მხსნელ-გადამრჩენი.
ასჯერ მოუთმენ, ასმეერთედ ვერ გამოგივა,
რამეთუ მოკვდავს მიწიერი სისუსტე გჯაბნის,
ხელს მაშინ ითბობ, შესამჩნევად როდესაც გცივა,
"როგორც გაგწვდება?"- განა გუობ სიმოკლეს საბნის.
ზოგს სამუდამო რად ჰგონია სამყოფი ჩვენი
და არც კი ცდილობს, დრო დაუთმოს მოსამზადებელს...
აქვე გამოაქვს მოსამართლე დროს განაჩენი,
არ შევინანებთ? - ორთავ სოფლად ვიქმნთ სანანებელს.
მარადიული სიყვარული არის სამოთხე,
მარადისობის მძლავრ წიაღში უნდა დავრგოთ ხე.
***
აღარ გვიმღერის სიყვარული უწმინდეს ჰანგით,
სიცრუე მისწვდა მართალ ტრფობის ტანმაღალ გუმბათს.
"მოქანდაკენო", გალათეას თქვენ ვეღარ შექმნით,
როგორ ედრებით უსირცხვილოდ ნიკალას სულმნათს.
გარეთ ზამთარი თოვლს გვიხატავს - ქალს მენატურეს,
კვლავ ძლიერია ზამთრის გრძნობა, ვიდრე მოკვდავის...
მუდამ ყურს გიგდებ მეტყველსა თუ ვერ მოსაუბრეს,
ადამიანო, საგანი ხარ მუდამჟამ დავის.
რა ეშველება ხევში ჩადგმულ ჭეშმარიტ ოდას,
სოფლად ღალატი აფრიალებს ქარის წისქვილებს.
"ჰოი, საყურევ"! შენ შემორჩი საქებრად ტრფობას
და მიუღწეველ სიყვარულზე ბედი ქირქილებს.
წმინდა ტაძარში სიყვარულის ანთებენ სანთელს
და მერე უმალ, სამუდამოდ ტოვებენ ნათელს.
***
არასდროს სტოვებს ადამიანს თანმდევი რწმენა,
ის საყდრის კართან დაჩოქილი, სასწაულს ელის.
მისთვის კერპებიც ისევეა ხან აღმაფრენა,
ვით სიხარული მონანიე მაგდალინელის.
კვლავ შავი პირი დაუღია ცხოვრების ხაროს,
ისევ მაოცებს ცას მიკრული ფესვებით მთვარე.
გსურს გაატანო საკუთარი ტალახი წყაროს,
მაშინ, როდესაც შენი ჭუჭყით მოძმე დასვარე.
არის დღეები, თავდაყირა დგება ყოველი,
ყველას ცა გვიცავს სასწაული ფუნჯით ხატმწერი...
შევძლოთ, ვაშენოთ საკუთარი სვეტიცხოველი,
მაგრამ თვის თავზე უარესი კაცს არ ჰყავს მტერი.
ყველაზე სუფთა არის მაინც დილის ცვარ-ნამი,
შუბლზე ვიცხოთ და განქარვდება ჩვენი ვარამი.
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ნინო დარბაისელი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი