ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ლეო ძაკონე - ლექსები
* * *
ერთხელაც დილით წუთისოფელს ავუბი მხარი,
ბრბოს შევერიე და მათსავით დავიწყე ქცევა.
ვჩანდი, როგორაც თეთრ სხეულზე დამჯდარი ხალი,
შეუჩვეველ თვალს შეუმჩნევლად ვერ გაექცევა...
ვუსმენდი როგორ აძაგებდნენ ერთმანეთს ბრმანი,
ყრუ კი, მის ყურით გაგონილზე გვმოძღვრავს საჩვენოდ...
და მე ვბრუნდები შინისაკენ უგონოდ მთვრალი,
ამავ სოფლისგან მსჯავრდებული, უგანაჩენოდ!..
ტერენტი გრანელს!
* * *
შენ როგორი ხარ? ბრძენი? უვიცი?
გიცნობენ, როგორც ცრუსა თუ მართალს?
ნიღბის ქვეშ შენი სახის ნაკვთები,
ემოციურად აღბეჭავს ნათქვამს?
მაინც ვინა ხარ ადამიანო?
რა არსება ხარ ხორცშესხმულ სულში?
ის, ვინც ბოროტად გაკიცხავს, განსჯის,
თუ ვინც სიკეთეს ჩააქსოვს გულში?
იქნებ... არცა ხარ ადამიანი...
დაუშრეტელი სიგიჟის ზღვა...
"არა სიცოცხლე... არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა"!..
* * *
ცხოვრება, სულის აჯანყებულის,
პირისპირ მდგარი ბრძოლით გამქონდა.
ბევრჯერ ჩამუხლულს, კვლავაც წამომდგარს,
ყველას ტკივილი გულით დამქონდა.
ერთხელაც დაღლილს, ძალაგამოცლილს,
ძალის მოკრების ძალაც არ მქონდა.
შემომეხვია ნაზი ხელებით და
ქარის მსგავსად ჩემში დაჰქროდა.
ოყო რაღაცა ღვთაება მასში,
რაღაც ისეთი, რაც სხვას არ ჰქონდა.
რაც კი რაიმე მაკლდა და მსურდა,
შემომხედა და... ყველა თან მქონდა!..
* * *
მსურს შენს თვალებში ვკრთოდე სიცოცხლედ,
შენს სათუთ გულში სისხლად ვდიოდე...
მსურს შენი სულის ვიყო სიმტკიცე და
შენში თრობად შემოვდიოდე.
მსურს შენი ტრფობის გავხდე აჩრდილი,
დაისის მსგავსად შენში ვკვდებოდე...
მსურს რომ იმედი მერქვას აისის და
კვლავ შენშივე ვიბადებოდე.
* * *
გვიან მივედი სახლში,
ფრთხილად შევედი კარში...
დროს ვატარებდი ბარში,
ცეკვაში, ბრენდის სმაში...
წყენა გაისმა ხმაში,
ბნელა, ვერ ვხედავ თვალში...
ქარი ზუზუნებს თავში,
სილუეტს ვლანდავ ქალში...
მომეალერსა თმაში,
შვილი შემიგრძნო მთვრალში...
-წამოდი. -ხელს მდებს მკლავში,
-წამოდი, საწოლს გავშლი...
ყოველთვის ველი მასში,
ქალს, გამოხვეულს შალში...
დედას ვერ მოკლავ ქალში,
დედას ვერ შეცვლი სხვაში!...
* * *
იქნებ გამოჩნდეს, ვინმე უღმერთო
და გაიწოდოს ღმერთისკენ ხელი...
არასდროს მოვა, არავინ თუკი,
შენც შენებრ გულით არავის ელი...
იქნებ გზას ასცდა, შენამდე მოსვლის,
ანდა შეყოვნდა რატომღაც გზაში...
შენ გაუგზავნე ვინმე მეგზური?
შენსკენ მომავალს დაუდგეს მხარში?
ნუ განიკითხავ განსაცდელს სხვისას,
შეხედე უფალს, ის დგას და ელის...
იქნებ გამოჩნდეს, ვინმე უღმერთო,
ღმერთისკენ გაწვდა მოუნდეს ხელის!..
ერთხელაც დილით წუთისოფელს ავუბი მხარი,
ბრბოს შევერიე და მათსავით დავიწყე ქცევა.
ვჩანდი, როგორაც თეთრ სხეულზე დამჯდარი ხალი,
შეუჩვეველ თვალს შეუმჩნევლად ვერ გაექცევა...
ვუსმენდი როგორ აძაგებდნენ ერთმანეთს ბრმანი,
ყრუ კი, მის ყურით გაგონილზე გვმოძღვრავს საჩვენოდ...
და მე ვბრუნდები შინისაკენ უგონოდ მთვრალი,
ამავ სოფლისგან მსჯავრდებული, უგანაჩენოდ!..
ტერენტი გრანელს!
* * *
შენ როგორი ხარ? ბრძენი? უვიცი?
გიცნობენ, როგორც ცრუსა თუ მართალს?
ნიღბის ქვეშ შენი სახის ნაკვთები,
ემოციურად აღბეჭავს ნათქვამს?
მაინც ვინა ხარ ადამიანო?
რა არსება ხარ ხორცშესხმულ სულში?
ის, ვინც ბოროტად გაკიცხავს, განსჯის,
თუ ვინც სიკეთეს ჩააქსოვს გულში?
იქნებ... არცა ხარ ადამიანი...
დაუშრეტელი სიგიჟის ზღვა...
"არა სიცოცხლე... არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა"!..
* * *
ცხოვრება, სულის აჯანყებულის,
პირისპირ მდგარი ბრძოლით გამქონდა.
ბევრჯერ ჩამუხლულს, კვლავაც წამომდგარს,
ყველას ტკივილი გულით დამქონდა.
ერთხელაც დაღლილს, ძალაგამოცლილს,
ძალის მოკრების ძალაც არ მქონდა.
შემომეხვია ნაზი ხელებით და
ქარის მსგავსად ჩემში დაჰქროდა.
ოყო რაღაცა ღვთაება მასში,
რაღაც ისეთი, რაც სხვას არ ჰქონდა.
რაც კი რაიმე მაკლდა და მსურდა,
შემომხედა და... ყველა თან მქონდა!..
* * *
მსურს შენს თვალებში ვკრთოდე სიცოცხლედ,
შენს სათუთ გულში სისხლად ვდიოდე...
მსურს შენი სულის ვიყო სიმტკიცე და
შენში თრობად შემოვდიოდე.
მსურს შენი ტრფობის გავხდე აჩრდილი,
დაისის მსგავსად შენში ვკვდებოდე...
მსურს რომ იმედი მერქვას აისის და
კვლავ შენშივე ვიბადებოდე.
* * *
გვიან მივედი სახლში,
ფრთხილად შევედი კარში...
დროს ვატარებდი ბარში,
ცეკვაში, ბრენდის სმაში...
წყენა გაისმა ხმაში,
ბნელა, ვერ ვხედავ თვალში...
ქარი ზუზუნებს თავში,
სილუეტს ვლანდავ ქალში...
მომეალერსა თმაში,
შვილი შემიგრძნო მთვრალში...
-წამოდი. -ხელს მდებს მკლავში,
-წამოდი, საწოლს გავშლი...
ყოველთვის ველი მასში,
ქალს, გამოხვეულს შალში...
დედას ვერ მოკლავ ქალში,
დედას ვერ შეცვლი სხვაში!...
* * *
იქნებ გამოჩნდეს, ვინმე უღმერთო
და გაიწოდოს ღმერთისკენ ხელი...
არასდროს მოვა, არავინ თუკი,
შენც შენებრ გულით არავის ელი...
იქნებ გზას ასცდა, შენამდე მოსვლის,
ანდა შეყოვნდა რატომღაც გზაში...
შენ გაუგზავნე ვინმე მეგზური?
შენსკენ მომავალს დაუდგეს მხარში?
ნუ განიკითხავ განსაცდელს სხვისას,
შეხედე უფალს, ის დგას და ელის...
იქნებ გამოჩნდეს, ვინმე უღმერთო,
ღმერთისკენ გაწვდა მოუნდეს ხელის!..
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა