გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მირიან ზარნაძე - ლექსები


სულ აირია ირგვლივ ქვეყანა
სულ აირია ირგვლივ ქვეყანა
აღარ არსებობს დღეს სამართალი,
ვეღარ გაიგებ ვერსად,ვერაფერს,
ვინ მტყუანია და ვინ მართალი.
ქვეყანა უკვე რინგს დაამსგავსეს,
სკამისთვის ბრძოლობს მთელი ნაცია,
აღარ ინდობენ ირგვლივ არავის,
ქალი იქნება და თუნდ კაცია,
ვერ გაიგებ, ვის რა უნდა,
მომხრე არის ვინ ვისი
თამაშობენ ორმაგ თამაშს,
სულ დაეკარგათ სინდისი.
თავს გვახვევენ მდიდრულ აზრებს,
არ ყავთ საქმეში ბადალი და
რომ უდსკრულში ვეშვებით,
სად არის აქ სამართალი?
ქვეყანაც თითქოს გადაიღალა,
გამოაცალეს ძალა მხნეობის,
მიწასთან თითქმის გაასწორეს,
და აღსასრულის უკვე დღე მოდის.
იყო დრო,როცა ვაზანზარებდით,
არავინ გვყავდა ქვეყნად სადარი,
ერთობით,ბრძოით,ჟინით და ლხინით,
ის საქართველო ნეტავ სად არის?!
სად არის ნეტავ, ის სიმამაცე
დღეს,რად იქეცით სკამის მონებად,
საკუთარ თავზე ზრუნვით შეპყრობილთ,
სულ დაგეკარგათ ჭკუა,გონება.
ნეტავი იმ დროს,მე ვინატრებით,
როცა ხალხის დღე იყო მზიანი,
არ იყო შუღლი,არ იყო მტრობა,
როცა ქვეყანა იყო მთლიანი.



****


მ-არადიული გრძნობის ქარცეცხლში,
ი-ღვიძებს გული, გრძნობა ნამდვილი,
ყ-ოველთვის შენთან და მუდამ ახლოს
ვ-ერა რას აკლებს, დრო და მანძილი.
ა-მიტომ მიყვარს, ამიტომ ვეტრფი
რ-ადგან ჩემშია სახლობს და სუნთქავს
ხ-არობს და ვხარობ, ერთურთით ვტკბებით,
ა-მ გულს მიყვარხარ ათასჯერ უთქვამს....
რ-ატომღაც ცხოვრება ასე მოეწყო
მ-ე და შენ ღმერთმა გვარგუნა ბედი
ა-რის სიმშვიდე,არის სილაღე,
რ-ადგან ჩვენს შორის დაფრინავს მტრედი...
ი-სევ ჩუმად ჩაგჩურჩულებ ყურში
ისევ გეტყვი მიყვარხარო და ჩაგიკრავ ვნებიანად გულში... 




****

სულ შემომაკლდა მუზების კონა,
გამიუცხოვდა თითქოს კალამი,
მე სიყვარულის რაც გავხდი მონა,
არ მიმიცია სხვისთვის სალამი,
გაგითავისე და შემიყვარდი,
ლამაზი გრძნობით,მარადიულად,
ჩემში დარჩები ვით ჩემი გული,
ვით ჯარისკაცი ომში გმირულად... 




****

ქალი ხარ ქმნილი ბუნების
და როცა გულში ჩაგიკრავ,
მაგრად რომ ჩაგეხუტები,
შენს თვალებს როცა დავკოცნი,
შენს ტუჩებს ჩავეკონები,
ბევრს არ გაკოცებ გაწყრები,
გეყოს ამდენი ფერება,
მოვტრიალდები პასუხად,
ერთსაც გაკოცებ ბაგეზე,
მე მიხარია ერთი რამ,
შენს ღიმილს ვხედავ სახეზე,
გიხდება ქალაუ ღიმილი,
მაგ სახეს შვენის მწველსაო,
მე შენს ადგილას რომ ვიყო,
დავიყენებდი მცველსაო.
რა გინდა,მე რად მაგიჟებ,
რად ხარ ასეთი გუნების,
ერთი  კი ვიცი უთუოდ,
ქალი ხარ ქმნილი ბუნების...

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge