ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი
სტატია მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა:
მარიამ ჩხეიძემ
როდესაც რომანტიზმის შესახებ ვსაუბრობთ, თავდაპირველად ყოველთვის წარმოგვიდგება თვალწინ მე-18 საუკუნის ეპოქა თავისი ბუმბერაზი მწერლებითა და ხელოვანებით, თუმცა, რეალურად, რომანტიზმი ერთ საუკუნეში არ ჩამოყალიბებულა და მას უამრავი წინაპირობა უძღოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში,მათ შორის,რა თქმა უნდა,საქართველოშიც. თუმცა,მანამ,სანამ უშუალოდ ქართულ რომანტიზმზზე ვიმსჯელებთ,მანამდე მსურს ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ,თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ეს მიმდინარეობა. რომანტიზმის თემა ძალიან მრავალფეროვანია და მისი ესთეტიკაც უამრავ თავისებურებას მოიცავს,სწორედ ამიტომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი. პირველი ესაა დაპირისპირება კლასიციზმის ესთეტიკასთან.გონების უალტერნატოვო პრიმატის უარყოფა და გონებაზე მაღლა ინტელექტუალური,გონისმიერი მგრძნობელობის,წარმოსახვის დაყენება. შეიძლება ითქვას,რომანტიზმი თავის თავში აერთიანებს,როგორც შუა საუკუნეების ესთეტიკას,ასევე რენესანსსა და სენტიმენტალიზმს. რომანტიკოსი მწერლების გამოსახვის ობიექტია სამყაროსთან დაპირისპირებული,ძლიერი,მეამბოხე და ხშირად თავისუფალი ხასიათის პიროვნება,რომელსაც ხშირად ვერავინ უგებს და მარტოსულია. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ეპოქის ესთეტიკა ძალიან მრავალფეროვანია და ამ მრავალფეროვნებას წინ უამრავი ფაქტორი უძღოდა.ამ ფაქტორებმა ცვლილებები გამოიწვია როგორც ლიტერატურაში,ასევე ზოგადად ხელოვნებაში,სოციუმსა და ინდივიდში. ასეთი ცვლილებები საქართველოშიც ბევრი იყო. ქართული რომანტიზმის ძირითადი ტენდენციები ნათლად და სრულად აისახა ა.ჭავჭავაძის,გ.ორბელიანისა და ნ.ბარათაშვილის შემოქმედებაში.
საზოგადოდ მიჩნეულია,რომ ქართული რომანტიზმის ფუძემდებელი ალექსანდრე ჭავჭავაძეა,ამ მიმდინარეობამ კი თავის ზენიტს ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში მიაღწია.მიუხედავად იმისა,რომ ა.ჭავჭავაძეს რომანტიზმის მამად მივიჩნევთ,უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ საქართველოში ეს მიმდინარეობა სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობის გარეშე ვერ დამკვიდრდებოდა. სოლომონ დოდაშვილი ის პიროვნებაა,რომელიც 1832 წლის შეთქმულების სულისჩამდგმელად მოიხსენიება და რომელიც,ალექსანდრე ჭავჭავაძესთან ერთად იღებდა მონაწილეობას ამავე შეთქმულებაში.როგორც ზემოთ აღვნიშნე,რომანტიზმის ჩამოყალიბებას უამრავი ფაქტორი უძღოდა წინ,ერთ-ერთი იყო ეროვნული ფაქტორიც.თუ საფრანგეთში ის რევოლუციაში განცდილი მარცხის შედეგად ჩამოყალიბდა,საქართველოში ეს ორ თარიღს: 1801 წელს და 1832 წელს უკავშირდება. პირველი თარიღი ესაა რუსეთის მიერ საქართველოში მეფობის გაუქმება და მეორე- ჩრდილოელი მეზობლისაგან თავის დაღწევის გეგმის ჩაშლა.
მიიჩნევა, რომ სოლომონ დოდაშვილმა დიდი როლი ითამაშა ნ.ბარათაშვილის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამბობს,რომ რომ არა დოდაშვილი არც ბარათაშვილი იქნებოდა ისეთი,როგორიც დღესაა.თავის მხრივ სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობა შელინგისა და შლეგერების დიდ გავლენას განიცდიდა. იგი იზიარებს ჰეგელისეულ მოსაზრებებს ტრანსცენდენტურობაზე და ეძებს აბსოლუტს.სოლომონ დოდაშვილის აზრით:“1.ყოველ არსებულში,ყოველთვის და ყველფან მოცმულია აბსოლუტი („ამაღლებულ ძალთასა გონიერი სული“) 2.აბსოლუტი სხვადასხვა არსებულში („სახეებში“) სხვადასხვა ფორმით („ხარისხით“) ვლინდება. 3.აბსოლუტი ამ საგნებში ვლინდება მარადიული მოქმედი კანონების მიხედვით“ (კაციტაძე.2012.დოდაშვილი 1986.გვ50).
ქართული რომანტიზმი მწვერვალს ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში აღწევს. ეს პოეტი ამ ეპოქის ესთეტიკის თითქმის ყოველ თავისებურებას აქსოვს თავის შემოქმედებაში. ერთ-ერთია ე.წ „ფაუსტური თემატიკა“,რასაც ჩვენ მის ლექსებში „ხმა იდუმალი“ და „სულო ბოროტო“ ვხვდებით. „ფაუსტური“ თემატიკა მე-18 საუკუნის გერმანიაში ვითარდება, გოეთეს „ ფაუსტის“ სახით და შემდეგ რუსულ და ინგლისურ რომანტიზმშიც გვხვდება. თუ გოეთეს „ფაუსტს“ მეფისტოფელი ესაუბრება, („ფაუსტი“) ბულგაკოვთან ეს ურთიერთობა ოსტატსა და ვოლანდში ვლინდება(„ოსტატი და მარგარიტა“), ხოლო ბაირონთან კაენსა და ლუციფერში („კაენი“). როდესაც ადამიანი რაღაც მიღმურისაკენ ისწრაფვის და არ აკმაყოფილებს ამქვეყნიური,შესაბამისად ეს თავისთავად მოიაზრებს რაღაც ირეალურთან და მისტიკურთან შეჯახებას. ასეთ მისტიკასთან უწევს ბარათაშვილის ლირიკულ გმირსაც გამკლავება. მის ლექსებში აღწერილი იდუმალი ხმა შეიძლება მისივე არაცნობიერიდან მოდიოდეს,რომელსაც იგი „სინდისის ხმას“ უწოდებს:“ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა ,შეუწყალისა სინიდისისა?“ პოეტი თავდაპირველად ვერ ხვდება თუ რა უწოდოს მას.თუმცა მოგვიანებით იგი ამ ხმას „ბოროტ სულს“ უწოდებს და ცდილობს მის განდევნას. რომანტიზმის ეპოქის პერსონაჟი ბედთან შეურიგებელი,შეუპოვარი ადამიანია,რომელიც ცდილობს რეალობის კედლები გაანგრიოს. ასეთი შეუპოვარი ლირიკული გმირი ჰყავს ბარათაშვილის „მერანს“.რეალურად „მერანი“ რომანტიზმის ესთეტიკის რამდენიმე მახასიათებელს აერთიანებს. 1.გმირის შეუვალობა (გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი) 2..“ფაუსტური თემატიკა“ (აჩრდილად აყოლილი შავი ყორანი). 3.სიკვდილი („შავი ყორანი გამითხრის საფლავს“) 4.სატრფოს თემატიკა („ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი) და მე-5 მახასიათებლად მას შემოაქვს ე.წ „ყარიბობა“ ანუ უსამშობლოდ დარჩენილი ადამიანის სულის გამოძახილის აღწერა. ეს ლექსი გამოხატავს თავგანწირულ სულისკვეთებას,ბედთან შეურიგებლობასა და ლირიკული გმირის სწრაფვას მიზნისაკენ. იგი ალტრუისტია,რომელიც რომანტიზმის ეპოქისათვის არც თუ ისეთი ხშირი გმირია და მზადაა თავი გასწიროს,რათა მის ნაკვალევზე „ახალბედებმა“ მარტივად გაიკვალონ გზა. ბარათაშვილი არც ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ თავისებურებას ღალატობს,რასაც შეგვიძლია „ბუნების კულტი“ ვუწოდოთ. რაც ნათლად ჩანს მის ლექსში „ ფიქრნი მტკვრის პირას“. სევდიანი და მელანქოლიური პოეტი სიმშვიდეს მხოლოდ ბუნებაში ხედავს. ბუნება მისი გრძნობების თანაზიარია.
გაგა ლომიძე (2017) წერს, რომ ხშირად ბარათაშვილსა და ბაირონს ერთმანეთს ადარებენ,თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა. ბარათაშვილს „მიესაჯა“, რომ ბარათაშვილი ყოფილიყო (გვ79), რადგან გიმნაზიის კიბეებიდან დაგორდა და ვეღარ შეძლო სამხედრო სასწავლებელში შესვლა.ბაირონს კი ამგვარი იმედგაცრუება არ განუცდია. მსოფლიო ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებულია ე.წ „რეპრესირებული გრძნობების“ ტერმინი,რომელიც ასახავს მწერლის უიმედობისა და პესიმიზმის გამართლებას მისი მძიმე ბიოგრაფიიდან გამომდინარე.
ქართველმა მწერლებმა რომანტიზმსს ბევრი ახალი რამ შესძინეს და ის ქართულ ტრადიციებსა და შეხედულებებს მოარგეს. შექმნეს ისეთი გმირები,რომლებიც შემდგომში მისაბაძად იქცნენ და რომლებიც 21-ე საუკუნეშიც არ კარგავენ აქტიუალურობას. ამ ეპოქას,სენტიმენტალიზმის მსგავსად,ახასიათებს პირადი ჩანაწერები,წერილები და მემუარები.ასეთ წერილებს ვხვდებით ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიაშიც (წერილი გრ.ორბელიანისადმი და სხვა).
- კაციტაძე კახა. „ქართული რომანტიზმის ფილოსოფიური საფუძვლები“. თბილისი.2012)
- ლომიძე გაგა.რომანტიზმი.ტექსტი და კონტექსტი//ლიტერატურული მიმდინარეობები (“კლასიციზმიდან მოდერნიზმამდე”).თბილისი.2017. გვ 73-100
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა