გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამუნა შაშიაშვილი (თავისუფალი პოეტი) - ლექსები



    ,,ჩემი ნება რომ იყოს, ყველგან გულებს დავხატავდი! უსიყვარულო საუკუნის, მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ! ბევრი კი არაფერი ვიცი იმ დღეზე, მაგრამ ის კი ვიცი, რომ იყო პარასკევი დღე, 1985 წლის 25 იანვარი... თოვლიანი, ცივი ზამთარი, როცა მე ქვეყნად მოვლინება ვისურვე, გადავწყვიტე, რომ თოვლში მზეს გამოენათებინა... 12-13 წლის ასაკში დავიწყე ჩანახატების წერა, მერე ამას რამდენიმე ლექსიც მოჰყვა და, აი, ასე, მას შემდეგ ვცდილობ, ყველა ჩემი ემოცია გულწრფელად მივიტანო ჩემს მკითხველამდე... 2007 წელს დავამთავრე აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია. უკვე რვა წელია ემიგრაციაში ვიმყოფები! მყავს ერთი შვილი, 17 წლის. ჩემი მიზანია, მეტად და მეტად განვვითრდე და ოცნებები რეალობად ვაქციო..."  - თამუნა შაშიაშვილი (თავისუფალი პოეტი).


***
იქნებ ამ ზამთარს გადავურჩე! მერე თუ მოხვალ
ამ ნაცრისფერი დღეებისგან, გამომიხსენი! 
იქნებ ამ ზამთარს გაპატიო შენი არყოფნა, 
იქნებ და გული უშენობის ტკივილებს ბოდავს... 
წუხელ, სიზმრებმა გამოძერწეს შენი თვალები! 
მთვარე ბუსავით დარაჯობდა ყინვის ალიონს... 
ღამემ ფარდები ჩამოუშვა, თვალებს დავნებდი! 
იქნებ ამ ზამთარს გადავურჩე რომ გაპატიო 
უშენობის ყოველი წუთი! 
ნაცრისფერ დღეებს მოვათავსებ მუყაოს ყუთში! 
გაზაფხულდება! თუ კი შენი სურნელი ვიგრძენ, 
შეშინებული რომ ვქანაობ ამ ბეწვის ხიდზე... 
ხელი ჩამკიდე! და ვილოცოთ, გადარჩენაზე... 
უსუსური და სევდიანი ვხდები, დღე და დღე! 
იქნებ ამ ზამთარს გადავურჩე! მერე თუ მოხვალ,
გაზაფხულდება, ამ დღეებსაც გავაფერადებთ!


***
შენი თვალების ფერით, მინდა დღეები ვხატო! 
არ ვიცი მართლა ასე, თუ ჰყვარებიხარ სხვას, 
რომ გამოგყოლოდა ქარში! გამოგყოლოდა ყველგან, 
არ შეძლებოდა არსად, უშენოდ ღამის თევა!
შენი თვალების ფერში, ჩაკარგულიყო ცრემლად,
შენს ბაგეებზე ქარში, ამოსულიყო' მზედ და !
გაეღიმილა შენთვის, შენივე ბაგის კუთხეს, 
ბედნიერების ფერად, შემოგბნეოდა გულზე... 
ზამთრის სუსხიან ღამეს, შემოგხვეოდა საბნად! 
არ შეგძლებოდა მისი, სიცილ -კისკისით დაღლა, 
გვერდით გყოლოდა მუდამ! ქალი, დედა და ტოლი! 
ყოველთვის გერგრძნო შენში, მისი გულის ხმა! ტონი... 
ეკლიან გზებზე მუდამ! გეხარებინათ ვარდი, 
სიყვარულისთვის არცერთს, არ შეგეხარათ წარბი! 
დამგზავრებოდით ერთურთს! დამგზავრებოდით მარად! 
სიკეთის მარცვლად თესვით, გეშენებინოთ ყანა,
და არასოდეს არსად! არ შეგმჩნეოდეთ დაღლა! 
შეგყვარებოდეს მისი, სიბერის ნაოჭები!
შეყვარებოდეს შენი, მისით გამთბარი ძვლები,
თავი დაგედო, მხარზე გერძნო სიბერის სუნი!
მისი თვალების ფსკერში, შეგეგრძნო მისი სული...
შენი თვების ფერში, მინდა სიცოცხლე ვხატო!
არ მჯერა ასე ვინმეს, რომ ყვარებოდი კარგო... 


***
შენ ჩურჩულებდი! ყურთან ახლოს 
და შიშველ მხრებზე მიკოცნიდი, პატარა ხალებს! 
მე ვიფერებდი! ვიფერებდი! საოცარ ალერსს 
და ვიჩემებდი! სამუდამოდ, მაგ მწვანე თვალებს... 
ქარი ცეკვავდა, სადღაც, ვიღაც, უკრავდა შოპენს! 
მე და შენ ! საზღვრებს ვაერთებდით' ცა იყო ლურჯი!
თმებში შერჩენილ, შენს თითებზე! ჩემით შევეხე... 
ფეხის წვერებზე, ავიწიეთ! ცასაც შევეხეთ... 
შენ ჩურულებდი! ყურთან ახლოს, მწვანეთვალება!
შენზე ვგიჟდები... ვეფერები, სუყველა მომენტს!
ქარი ცეკვავდა, ქუჩის ბოლოს! აფენდა გრძნობებს
და ვიღაც! სადღაც, შორიახლოს, უკრავდა შოპენს...


***

გაძარცვულ ხეებს გრძნობად ჩავეცვი
და აღვუდგინე ყველა ღირსება, 
იანვარია სითბო გაეცით, 
თორემ ზამთარი გარდაიცვლება! 
ცივა და ქუჩებს სიყვარულს ვუძღვნი,
გაზაფხულება მინდა ზამთარის, 
ცაზე დავხატე ფერების მუხტი,
გადავათეთრე დღეს კალენდარი. 
ხეებსაც ტკივათ გრძნობის სიმცირე,
სიყვარულისთვის ბრძოლა წყურიათ, 
არ დაუხრიათ თავი არასდროს, 
ზამთრის მერე ხომ გაზაფხულია?! 
მე მათ ტკივილებს მალამოსფ ვუსმევ,
შიშველ სხეულზე გძნობას ვაფარებ, 
გაზაფხულდება არ მოიწყინოთ, 
ღრუბლებმა ლამის თავი დახარეს. 
თვალებში მიცქერს ცივი ზამთარი, 
სულში იჭრება მსურს დამიმონოს,
წელიწადები მიდიან მაგრამ, 
გაზაფხულება ყველა წელს მომწონს! 
მომწონს ფერადი ყვავილთა ჯარი, 
ტყემლის ყვავილის სურნელი ქუჩად, 
ზამთარში გიჟი შეშლილი ქარი, 
იანვარს კუდის ქნევა რომ უნდა.
საკინძე შეხსნილ თებერვალს ველით ,
თავს დაგვესხმება შეშლილლი მარტი, 
გაძარცვულ ხეებს გრძნობად ჩავეცვი, 
გაზაფხულება მომინდა მათთვის! 


***

მე მინდა პატარა სახლი,
ჩემი პატარა ოდა. 
ხმაური ახლდეს ხალხის, 
უბრალო იყოს კოხტა. 
მე მინდა ჩემი სახლი,
თავშესაფარი სულის, 
სულ სულ პატარა ჭაღი, 
უბრალო თუნდაც შუშის. 
ერთი პატარა სარკე 
და სარეცელი თბილი,
შენი სურნელით სავსე 
ღამე საოცრად მშვიდი. 
მინდა ოცნების ბუდე, 
თუნდაც ხისა და სადა, 
მინდა პატარა სახლი, 
უბრალოების განცდა! 


***

ვერ გამიფრთხილდი! ახლა ხედავ? დაგაგვიანდა!
ჩემი სამყაროს ნაწილიდან გამოგასახლე! 
ვერ გამიფრთხილდი! გამატანე ცრემლის ნიაღვარს,
სულ არ დავიხჩვი, ტკივილების ნავი ავაგე. 
ისე მტკიოდი... ნაწილებად მეყო ნავისთვის! 
გადამარჩინეს ნაფლეთებმა თვით სიყვარულის,
ვერ გამიფრთხილდი! დამაბრუნე შავბნელ წარსულში!
იანვრის სუსხი მომიტანე, ამ მწველ ზაფხულში.
ვერ გამიფრთხილდი! რა აზრი აქვს ახლა სინანულს!
გზები გაიყო, გაუცხოვდა ჩვენთვის სამყარო, 
ვერ გამიფრხილდი! გამასხვისე ხალხზე პოეტი! 
და ახლა მინდა, ჩემი მუზა გადმომაბარო! 
მე მაპატიე! თუ არ დამრჩა შენთვის რითმები! 
გულმოკლულს, მხოლოდ მიღამდება უემოციოდ.
ვერ გამიფრთხილდი! ვერ აცხოვრე ჩემში პოეტი!
შენზე დაწერილ ყველას სტრიქონს, მსურს რომ მოგხიო... 
ვერ გამიფრთხილდი! ეხლა ხედავ? დაგაგვიანდა, 
ცრემლების ზღვიდან, სიყვარულით გამოვაღწიე! 
ვერ გამიფრთხილდი! წასვლის ყველა შანსი მომეცი 
და სიყვარული გულგრილობად გადააქციე.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge