ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნანა მომცელიძე - ლექსები
ფერი ვიცვალოთ
თაბორის მთაზე მაცხოვარმა ფერი იცვალა
და ბოროტება წუთიერად გარდაიცვალა.
ჩვენ კი,მოკვდავნი, კვლავ დავეძებთ ბოროტის მარცვალს,
არ გვინდა უფალს დავუჯეროთ, მის სიბრძნეს ნაცადს.
გარდაიცვალე ბოროტების შავო მანტიავ,
გარდაიცვალე,ბილწ ფიქრების სკივრო მუდმივო.
გარდაიცვალე,სამუდამოდ ფერი იცვალე,
ბოროტებისთვის ნუ იცოცხლებ კაცო, უნდილო.
განა ,ამქვეყნად სიყვარულის გრძნობას რამე სჯობს?
განა,ალიონს დაეკარგა ლაჟვარდის ფერი?
ფერი ვიცვალოთ, შევიცვალოთ, იცით, ასე სჯობს
და სიყვარულით დავამარცხოთ გარშემო მტერი.
უფლის დიდებით შეგვიძლია ფერისცვალება.
უფლის დიდებით,ჩვენ გაგვიღეს სამოთხის კარი
და გვიხარია ბოროტების გარდაცვალება,
სიყვარულია სამშობლოსთვის პირველი ფარი.
დრონი მეფობენ, არა მეფენი
რაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი,
ძველი სპექტაკლი დასრულდა ბისზე
და მწუხარების მყუდრო სავანემ
დაისადგურა დარბაზში ისევ.
სცენა კი დარჩა ისევ ამაყად.
გარდაიცვალა მეფე რიჩარდი.
შეინარჩუნა სცენამ სილაღე,
კულისებიდან ისმის ვივალდი.
დრონი მეფობენ, არა მეფენი.
შეინარჩუნე ყოფითი სახე.
როცა ზემოდან უყურებ ვინმეს,
ჯერ შენი თავი ბოლომდე ნახე.
ბოროტება კი თავისთვის კვდება,
ჩვენი ცხოვრების ჩერდება კადრი
და მის ადგილას კვლავ სცენა ჩნდება,
ჩამოიფარეთ სახეზე ჩადრი,
რადგან თამაშმა დაღალა ყველა.
აღარც ტაშია და აღარც ბისი.
მხოლოდ სცენაა და დიდი ფარდა,
იმედი სხვისი?!რისი? ან ვისი?
თავისუფლება ჩვენ, აწ და მარადის
მონობას ჩვეული არ არის ქართველი.
მის გულს ხომ სამშობლო ნაჭდევად ატყვია.
ის თავისუფლების სიყვარულს ნაჩვევი,
მგზნებარე ცეცხლივით სულ მუდამ ანთია.
ქართველი მონობას არასდროს დაუშვებს,
ის უღელს უჩუმრად არ შეეგუება.
ტყვეობას მხოლოდ იმ გაგებით დაუშვებს,
თუ თავისუფლების ტყვეობა იქნება.
მგზნებარე ცეცხლივით გრძნობები ბობოქრობს.
ჩარჩოში ვერ ჯდება, არა აქვს საზღვარი.
ქართველი დემონებს არ შეეგუება,
სიბრძნე და გონება ჩვენებრი სად არი.
ჩვენ ქრისტესმიერი ხალხი ვართ, იცოდეთ!
მეგობარს, სამშობლოს ვადიდებთ ურყევად.
ილიას მკვლელებსაც დავარქვით სახელი,
ასევე დავამხობთ ქართველთა მკვლელებსაც.
სულის უკვდავება ზღუდეა ურყევი.
მასების მსჯელობა მთავარი არ არის.
გვიყვარდეს ქვეყანა, არ გვინდა მონობა.
თავისუფლება ჩვენ აწ და მარადის!
მე ხომ ამ ცხოვრების კლოუნი ვარ
მე ხომ ამ ცხოვრების კლოუნი ვარ,
უნდა ვიცინო და ვიხარხარო.
აბა, ჩემს გულშიაც ჩაიხედეთ,
ერთხელ მაინც მკითხეთ: "როგორ ხარო".
მე ხომ ამ ცხოვრების კლოუნი ვარ,
ცირკის არენაზე დარჩენილი.
როგორ მენატრება კულისები…
ღმერთო, რისთვისა ვარ გაჩენილი?
მე ხომ ამ ცხოვრების კლოუნი ვარ,
მხოლოდ ოცნებებში ჩარჩენილი.
თქვენი გაცინების ფინალი ვარ,
თქვენთვის საგანგებოდ მოჩენილი.
მე ხომ ამ ცხოვრების კლოუნი ვარ,
ყველა თამაში მაქვს წაგებული.
იცით,როგორ მიჭერს? იცით, როგორ მიშლის?
მასკა, რომელიც მაქვს მორგებული.
მე ხომ ამ ცხოვრების კლოუნი ვარ,
მაგრამ ამით თქვენ ხართ ბედნიერი.
თქვენგან დაცინვასაც ჩვეული ვარ,
ოღონდ დრო ატაროთ მშვენიერი.
მე ხომ ამ ცხოვრების კლოუნი ვარ,
უნდა ვიცინო და ვიხარხარო.
აბა, ჩემს გულშიაც ჩაიხედეთ,
ერთხელ მაინც მკითხეთ "როგორ ხარო".
დაბადება იწყება
ქაოსიდან ქაოსში,
ფიქრებიდან ფიქრებში,
ახალ სინამდვილეში,
დაბადება იწყება.
ლოდინიდან ლოდინში,
ხილვებიდან ხილვებში,
მთვარე ამონათდება
უსასრულო მითებში.
ეს სამყარო თავისი
საწყისით და არსებით,
უცებ გადასხვაფერდა
და ჩვენც გადავსხვაფერდით.
მოდის სხვაგვარ ფერებით,
მოდის სხვაგვარ ზმანებით.
ეს ხომ ბედისწერაა,
დიდი,ლურჯი თვალებით.
ულმობელი ღამიდან,
ზეცის ნათელს ვუღიმი.
უფალ ღმერთის მიგნებით,
გაუმხელელ ფიქრებით.
გაუმხელელ ნატვრებით,
გამოვივლი ჰორიზონტს.
როგორ მინდა,ამქვეყნად,
ყველა კარგად რომ იყოს.
ქაოსიდან ქაოსში,
ფიქრებიდან ფიქრებში,
ახალ სინამდვილეში
- დაბადება იწყება.
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ნინო დარბაისელი - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი