გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეკა ნადირაშვილი - ლექსები



მინდა ნუგეში ვიყო

მინდა,  ნუგეში ვიყო,
ხელი ჩაგკიდო მყარად.
იმედად  გვერდით გედგე,
ჭირში და ლხინში მარად.
განუგეშებდე სიტყვით,
მხარს გიმშვენებდე მინდა,
მზე გვიცქეროდეს  ციდან,
გაგვითბოს გული ციდა.
არ გიორგულებ, ვიცი,
ერთგულება მაქვს ფიცად.
ფიცს არ გავტეხავ, ვიცი,
სამარის კარად ვზიდავ.
მინდა, ნუგეში ვიყო.
ხელი ჩაგკიდო მყავდე,
იმედად გვერდით გედგე,
ჭირში და ლხინში  მარად.


ბედნიერება გეწვია ხვდები

ბედნიერება
გეწვია ხვდები,
უფრთოდ უნდება 
სულსაც აფრენა,
აჭრილა უკვე 
ცის კაბადონზე,
მზემ სხივი სტყორცნა,
გულდასაჭრელად.
სული გამთბარა  
მზის კრისტალებით,
სამყაროს უმზერს,
სიმაღლით ტკბება,
უმღერს სიყვარულს
ტბაში გედების
და ამ  საოცარ
გრძნობითვე თვრება.
ბედნიერება  გეწვია  თურმე...


მე მხოლოდ ჩემი ქვეყანა მინდა 

უცხო ქვეყანამ ვერ მომხიბლა, ვერ გამაოცა,
სურს, მომახვიოს სიმდიდრე და ფარჩა ჭრელები,
ცდილობს,  სამშობლო დამავიწყოს, 
დარდი გამიქროს
და  თავბრუ უნდა დამახვიოს ათას-ფერებით.
მე ჩემ სამშობლოს არანაირ ფარჩად არ გავცვლი.
თუნდ ოქრო - ვერცხლით მომიჭედონ ყელი, ხელები.
გინდაც დამიგონ გზად სავლელად ფიანდაზები,
მე ჩემი ქვეყნის სიყვარულში დავიფერფლები.
არ მინდა ოქრო, არც ვერცხლი მინდა,
ვერ მაჯადოებს მე ეს სამყარო.
მე მხოლოდ ჩემი ქვეყანა მინდა,
რომ მზის სხივები გადავაყარო.
უცხო ქვეყანამ ვერ მომხიბლა, ვერ გამაოცა...


სამშობლოს მონატრება 

მონატრება შენი ქვეყნის 
არ გასვენებს დღე თუ  ღამე,
ბევრჯერ მთვარეულის მსგავსად, გითევია მთელი  ღამე.
კაეშანი როცა გიტევს,
გულის სარქველს უჩენს ბზარებს,
დარდი გულს შემოგწოლია,
არ გასვენებს, გიმტვრევს კარებს.
ვერვინ გამჩნევს თუ რამხელა
ტკივილს უძლებს შენი გული
და თუ როგორ გენატრება
დატოვებულ შვილი გულით.
აქ ხომ დღენი ერთურთსა ჰგავს,
ერთმანეთზე სევდით სავსეს
მხოლოდ კვირის ერთ დღეს ველით,
ხოდა ეს დღეც ქრება მალე.
არ შეგშურდეთ ემიგრანტის,
თუ ღიმილი დასთამაშებს,
ვინ რა იცის, ღიმილს მიღმა 
თუ რა ტკივილს დაატარებს.
მონატრება შენი ქვეყნის არ გასვენებს დღე თუ ღამე...


წლები სულ სწრაფად მიქრის

თმებზე მათოვდა თეთრად,
მაგრამ არ მცივა,იცი?
რადგან შენ შემხვდი ბედად,
ჩემს გვერდითა ხარ,ვიცი.
სახეზე  ღარები გაჩნდა.
ცხოვრება სწრაფად მიჰქრის...
ესეც  ამშვენებს ასაკს,
სიბერის ბრალია,ვიცი.
გული არ ბერდება,მხოლოდ,
გული ლამაზ გრძნობას ეტრფის,
გული შთაგონებითხარობს,
რადგან შენ ჰყავხარ, იცის!..
თმებზე მათოვდა თეთრად...


თაფლისფერ თვალებს 

შენი თვალები 
ბევრის მთქმელია,
უძირო ზღვასაც
კი მომაგონებს.
როცა შენ გიმზერ,
ქვეყანა ჩემია,
სამყაროს  თაფლისფერ
თვალებით ვუმზერ.
მე მაგ  თვალების 
გამჭოლ  მზერას,
მართლა ვერ ვუძლებ.
მძივივით მაბნევს,
გულის პულსსაც
უმალ მიჩქარებს.
მაგ თვალებს 
ვეღარ ელევა  გული,
მინდა, რომ მართლა 
გიყვარდე გულით.
მინდა,მაგ თვალებს 
ქარვას ვადრიდე,
როგორც სამკაულს…
ვატარო მინდა.
წართმევა  ვინმემ  
თუ  დამიპირა,
ცოცხალი თავით
არ დავთმობ, ვფიცავ...
მინდა ცისკარსაც 
ვხვდებოდეთ ერთად
და ერთი თვალით,
ვჭვრეტდეთ სამყაროს,
მინდა მაგ თვალებს 
მზის  სხივი ერქვას,
ერთი შეხედვით
დამწვას, დამდაგოს...
შენი თვალები ბევრის მთქმელია...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge