გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი ზიჩი - ლექსები



მხედარი

როცა აღარ გწამს და ელოდები წამს,
წავიდა ჯარი გადაჰყვა ძველ ამბავს,
როცა იცი,რომ ჰაერი სადღაც ქრის,
ქარების მეტი ვინ დაუდგება რიგს.
მონოლითური აზროვნებიდან მწამს,
ცხენი დაადგა არასაკადრის გზას,
მინდა ამბებად გამოვიყოლო რითმა...
ძველი ქუჩების ატანა აღარ მინდა.
სარკმელს გავუღებ ლურჯად შეღებილ ცას,
არ დავუდგები თავდებად ბარაბას,
არც ია-ვარდზე ვიქნები ნაკლები,
მომიტანებენ ამბებს მე ყვავები.
ნერვებს ავუშლი ისევ საკუთარ თავს,
გიყურებთ ასე და ვერ ვიკავებ თავს,
თავზე კი მეტი ძალა მე აღარ მაქვს,
მაგრამ რა ვუყო გასატარებელ დარდს.
მოდის დილა და მე გაღვიძება მძაგს,
სიზმარი უფრო კომფორტად მადებს ვალს,
აღარ შევკრთები,როცა გავახელ თვალს,
მეცოდინება სადაც ვარ, როგორც ვარ.
არც აზიური შენი თვალების მჯერა,
არც ევროპულად შენი ჭამა და სმა,
მოდის გრიგალი,ქარი მიფანტავს აზრს,
გარდაიცვალა კაცი ვინც იყო აქ!!!
მონოლითური აზროვნებიდან მწამს,
ცხენი დაადგა არასაკადრის გზას,
მხედარმა უმალ იშიშვლა ხელში ხმალი
და მოაწყვიტა მას ის გამხმარი თავი.


გასვლა

ამირევს ფერებს ღამე თავნება
სიკდილს ღიმილით შევეგებები,
განცდა უნდა და არა გაგება,
როცა იცი,რომ შენ განისჯები.
დღეა ნათელი,ფერებს აღვიქვამ
და თქვენზე მეტი დრო მე არამაქვს.
ისე ვკითხულობ ამ ელეგიას,
თითქოს სხვაზეა და მე გადამაქვს.
მოდის ამინდი დაუნდობელი,
შეხვრიპავს ყველას,რაც გადუდგება,
ისე ავყევი, როგორც ყვავილი
გაჰფანტავს ფოთოლს ჰაერში ნელა.
დღე და ღამეა მე შენზე ვფიქრობ,
ვფიქრობ წარსულზეც და ასე შემდეგ...
როგორ არაფერს არ დამიტოვებს
განვლილ დღეთა და ღამის სიმძიმე.
ამირევს ფერებს ღამე თავნება,
გასვლას ღიმილით შევეგებები.
თუ დასასრული ასე არ დგება,
აზრიც არა აქვს სხვაგვარად სიკვდილს.


მეგანცდე

დავტოვე ამბები,
ზამთარში ქრიზანთემები.
დაგტოვე შენც და წავედი სადღაც.
დავტოვე მშობლები,
ძმები და შვილები,
სულ ყველა დავტოვე,დავკრიფე იები.
არავარ პოეტი უფრო ვარ მეგანცდე...
არ მინდა შენც გაგცდე...
ნუთუ არ გესმის და
შენც უნდა დაგტოვო?
საკუთარ თავებთან,
როგორც რამდენიმეს,ისე ვარ შეჩრილი.
აღარ მაქვს სამყოფი ხვავი და ბარაქა,
დავტოვე ის სახლიც სადაც ვარ!!!
დავტოვე სიმართლე,
ტყუილებიც დავტოვე,
დავტოვე ფორმები,
ბავშვობაც დავტოვე 
და დავალ ასე მერტო კაცი, მიუსაფარი.
დავალ და ვივლი,სანამ მატარებ.


,,ჩემზე

რად გვინდა დრამები,
ან სარკაზმები,
ლექსიკონები,
ესთეტიკური ლანძღვები.
რად გვინდა ლექსები, წიგნები,
ანდა კითხვები?
ფანოღი გახდა მთელი ქვეყანა!
კანაფს აბოლებს მასა,
მასას არ მოსწონს ტრასა,
ფიქრმა აჯობა ღამეს,
დღეს მე შენ დაგინახე.
მარტოსული ვარ მე,
მე არ გიზიდავ შენ,
თევზი ამოხტა წყლიდან,
შეჭამა პათეტიკამ.


***
დღეს მე ვარ შენი იუპიტერი,
შენი სატურნიც, ვენერაც მე ვარ.
შენი მარსიც ვარ და ზედ ატლასიც,
მოქსოვილი აქვს მზეს ცისარტყელა.
მე ვარ ყვავილი ზამთარს მოსული.
მე შენი მზერა მსურს დავიბრალო.
ცის კაბადონზე ჰყვირის ირემი...
არ მინდა გული გადაგიმალო.
ემოციების ზღვაში შესული,
ამინდებს უფრო მძაფრად განვიცდი.
დღეს მე ვარ შენი სულ მადლიერი,
ფრენას მოკლებულს აზრი მიეცი.
როკავდა მძიმედ სადღაც ის ქალი
და დრომ ის უფრო მეტად არია,
სადაც ბოლოჯერ შესრულებულა
მათი ყოფის და ტკბობის არია.
აღარც მოჰყავდა ღამეს ნისლები,
სულის წყობა რომ გააცამტვერა.
ისევ მიყვარდა მდელო და ფერდი
შეღამებისას გაღმის ვერანდა.
ოცნებით ვუმზერ უკიდეგანოს
და მე ბავშვი ვარ ცოტა გაზრდილი,
არ ვიცი ზუსტად რას დავაბრალო,
რომ არ გაშალა ჩემი ყვავილი.
მოდი და ისევ ერთად ავიდეთ
იმ მთაზე,სადაც ყველა ერთია,
განახვავებული ყოფა-ხცოვრება
არ სტანჯავს იმათ ვიკიპედიას.
მე მინდა შენი ხელი მეჭიროს,
მინდა გათრობდე გრძნობით ულევით,
მინდა კოსმოსი გადმოვიტანო
და შენ ეზოში დავდგა ბეღელი.
ქარიც ჩადგება და მზეც ამოვა,
ოპტიმისტურად მსურს დავასრულო,
ჩემი ყოფა და შენი ცხოვრება
ერთ ფერში უნდა დავადასტურო.


***
ადგილ-ადგილ, ალაგ-ალაგ,
ჰაერს ცვლიდა მწიფე მთვარე.
შენი სახე, როგორც ფარდა,
ამეფარა, დაგინახე!!!
ყოველ ფიქრში, როგორც წარსულს,
მოგიაზრებ. ტკივილებიც აღარ მიტევს, დავამარცხე.
როცა ტანი შენი ჰგავდა
მწიფე ატამს, მე დაგკარგე.
მაგრამ ამით სულ სხვა რამე დავაარსე.
შენი ცნობა სულს ვასწავლე.
არ მინდოდა გადარევა, გავიარე. მერე იყო 
ბევრი ღამე, თეთრიც, მწვანეც.
არ მინდოდა, მაგრამ მაინც გავატარე.
რამდენი რამ არ მდომია!
ადგილ-ადგილ, ალაგ-ალაგ,
ისევ დამზდევს შენი სახე.
ვერაფერიც ვერ ვისწავლე,
ვერაფერი დავამარცხე.
ვიტყუები და ვთამაშობ დღე და ღამე.
იმდენ როლში გავიხლართე.
იყო ერთი წრფელი სახე,
სხვას აშუქებს, სხვას ანათებს.
მე კი დამრჩა მხლოლოდ დღე და შავი ღამე.
ვერც გავმწარდი, ვერც თითები დავიჭამე.
ვერც დასასრულს თავი ვეღარ მოვუყარე.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge