ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნია დადიანი - ლექსები
ახალგაზრდა ავტორს ვუსურვებთ წარმატებასა და შემოქმედებით ზრდას!
***
იცით რა მაწუხებს? იცით რაზე ვფიქრობ და ვწუწუნებ ძილის წინ?
იცით თვალს რატომ ვერ ვხუჭავ და ვერ ვიძინებ ხოლმე?
მეფიქრება გაჭირვებულ ადამიანებზე,
არ შემიძლია მათი ყურება და ასე უმოქმედოდ ყოფნა, რატომ ღმერთო, რატომ?
ჩვენი ცხოვრება ასე განსხვავებული რად არის ერთმანეთისგან,
მე დღეს პური ვჭამე მეორე კი ახლაც ეძებს იმ ერთ ნაჭერ პურს.
რა განსხვავებაა ასეთი ჩვენს შორის, მეც ადამიანი ვარ და ისიც,
შეიძლება ჩემზე ბევრად, ჭკვიანი მოსიყვარულე და გრძობიარეც იყოს.
მეცოდება, არა არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო. არ მეცოდება,
უბრალოდ მინდა გვერდში დავუდგე, ვიცი ისიც და ისინიც,
ვისაც უჭირს აღარ გაუჭირდებათ და იქნებიან ბედნიერები...
ახლა კი მხოლოდ ის შემიძლია რომ რაც გამაჩნია ჯიბეში გროშები ვუწილადო
და დღევანდელი დღე შევუმსუბუქო. ზოგჯერ კი არც იმ გროშების ამარა ვარ
და თბილი სიტყვებით ვცდილობ ვუმკურნალო იარებზე.
აუცილებლად მოვა გაზაფხული ყველას ქუჩაზე და ჩვენ ყველანი გულწრფელად
გავიცინებთ და ცას შევწევთ ბედნიერების ხმებს.
***
საქართველოში დავბადებულვარ,
სწორეთ აქა ვთქვი პირველი სიტყვა,
ქართულ ველებზე გავქანებულვარ
და მშობლიური, ქართული მიწა.
ჩემო საქართველო, ჩემო საქართველო,
შე მამაცო და შე სისხლიანო,
ის ვაჟკაცები რომ დაგვეღუპა,
ეგ როგორ, როგორ არ განვიცადო?!
ჩემო ლამაზო, ჩემო ძლიერო, პატარა მაგრამ ომახიანო,
თამარი, დავითი და სხვა მეფენი ეგ როგორ, როგორ არ განვიცადო?!
ის დაღუპული ჩვენი გმირები,
რომლითაც ახლა ჩვენ ვამაყობთ,
ის წაგებული ჩვენი ომები და ქართველების სისხლი ბრძოლებში,
ეგ როგორ, როგორ არ გნვიცადო,
მაგრამ ჩვენ მაინც ფეხზე ვიდგებით,
ეჰ, საქართველოვ, ჩემო ლამაზო.
***
ღამე ანათებ,
ღამე მოდიხარ,
ღამე აბრწყინებ ცას.
ყველას მოსწონხარ,
ყველა გეძახის
და შენ არა სცემ ხმას.
ზოგს კი სიზმარში შენ ესიზმრები
და თვალს უნათებ ხალხს.
ჩემო ვარსკვლავო,
მეტი რა გითხრა
როგორ შეგაქო, ჰა?
ღამე ლამპარივით
მუდამ რომ მომყვები,
ჩემი სინათლე ხარ!
ახალი სტატიები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან) 00:10ქეთი დუღაშვილი - ლექსები 22:50ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე 22:12თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები 21:58რაულ ჩილაჩავა - ლექსები 21:49იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა* 21:22გიორგი ბუნდოვანი - ლექსები 21:14სოფიო ღლონტი - ლექსები 19:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
სოფიო ღლონტი - ლექსები
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ნაწილი პირველი)
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები