ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ამირან ფაჩუაშვილი - ინსპექტორები
ჯამბულ ღამბაშიძე საკმაოდ პატარა იყო, როცა მამამისმა იმ დღეს ნაყიდი ახალთახალი ფეხსაცმელები სახლში მიიტანა. მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოში ახალი ფეხსაცმლის ყიდვა ბევრისთვის დიდი მოვლენა იყო და მთელმა ოჯახმა დიდი სიხარულით აღნიშნა ეს ამბავი. როცა ახალმოსული შუქით (გრაფიკი იყო მაშინ) განათებულ გაყინულ ოთახში მამამისმა ფეხსაცმლის ყუთი გახსნა და იქიდან ახალთახალმა ინსპექტორებმა გაიბრწყინა, პატარა ჯამბომ გაიფიქრა, რომ ოდესმე ისიც გახდებოდა პოლიციელი და მასაც ექნებოდა ასეთი დაჩვრეტილი ფეხსაცმელები.
ჯამბულის მამა, ასევე ჯამბულ ღამბაშიძე, ოღონდ ჯემალის ძე, ჯერ მილიციელი იყო, მერე პოლიციელი. დღეებს და ღამეებს ქუჩაში ატარებდა, ხან საგზაო ინსპექციაში (ე.წ. „გაიში“) მუშაობდა, ხან კრიმინალურ პოლიციაში, ხან მძღოლებს დასდევდა, ხან დამნაშავეებს, მუდმივად იარაღით დადიოდა, მაკაროვი ჰქონდა გაჩრილი ქამარში (ხან პირდაპირ შარვალში) და ისე მოძრაობდა, რომ გამოჩენილიყო ხოლმე ფიშტო. იმ ქამრით კი პატარა ჯამბულს სცემდა, სახლში მთვრალი რომ ბრუნდებოდა ხოლმე. ჯამბულს სტკიოდა და სწყინდა მამამისის ასეთი საქციელი, მაგრამ ეს უხეში კაცი მისთვის მაინც ავტორიტეტი იყო, ასეთი ძლიერი, ასეთი მკაცრი, ასეთი დაუნდობელი. როდესაც მამამისი ქამარს იხსნიდა, იცოდა, რომ ამას იმსახურებდა და მორჩილად იღებდა სასჯელს, უბრალოდ ეხვეწებოდა ხოლმე მამამისს, მეტი აღარ დამარტყაო. უფროსი ჯამბული უმცროს ჯამბულს ასწავლიდა, გადარჩენა თუ გინდა სასტიკი უნდა იყოო.
პარტულ-ინსპექტორი ჯამბულ ღამბაშიძე რვა წელია საპატრულო პოლიციაში მუშაობს. ტაქსისტ-პოლიციელის უნიფორმა აცვია, „შკოდათი“ მოძრაობს მეწყვილესთან ერთად და სამ დღეში ერთხელ მორიგეობს. ძირითადი ფუნქცია სამართალდამრღვევების დაჯარიმებაა, თუმცა სხვა ფუნქციების შესრულებაც უწევს, ხან მიტინგებზე და აქციებზე უშვებენ და იქ შლის ან/და აკავებს ხოლმე მშვიდობიან დემონსტრანტებს, ხან გარემოვაჭრეებისთვის გარე ვაჭრობაში ხელის შესაშლელად უშვებენ და იქ დაერევა ხოლმე ქუჩაში გამოდგმულ დახლებს, ხან სად და ხან რისთვის. თუმცა, ძირითადი ფუნქცია, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა. ფიქსირებული ხელფასი აქვს, მაგრამ დამატებით პრემიებსაც იღებს გამოწერილი ჯარიმების მიხედვით, ამიტომ მის ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე დააჯარიმოს იმისთვის, რომ პრემიის სახით მეტი ფული მიიღოს, ცოლ-შვილი და მოხუცი დედ-მამა ჰყავს, ბოლოს და ბოლოს სარჩენი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ვერა და ვერ დაამუღამა, მაგრამ მოზეპირე მეწყვილე ჰყავს და ის ეხმარება ხოლმე კოდექსის მუხლებში და მათ ნაწილებში გარკვევაში, თუმცა დიდად გასარკვევიც არაფერია, ძირითადად რამდენიმე მუხლს იყენებენ ყოველთვის, ყველაზე მეტად მაინც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლები ხიბლავთ ბოლო დროს.
ჯამბულს სასტიკად არ მოსწონს, როცა მოქალაქე, განსაკუთრებით სამართალდამრღვევი, შეკითხვებს უსვამს ან ეპასუხება. ამ დროს ბრაზი მოერევა ხოლმე და ზოჯერ უკონტროლოც ხდება. უნდება, რომ უფრო მეტით დააჯარიმოს სამართალდამრღვევი და უფლება რომ ჰქონდეს, წამოუთაქებდა კიდეც სიამოვნებით. მაგრამ ძალის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია (მაგალითაც საპროტესტო აქციის დროს, მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებისას და ა.შ.) და დიდი სიამოვნებით იყენებს კიდეც. ხელების გადაგრეხვაც უყვარს, ძირს დაგდება და მუხლის დაჭერა, ხელბორკლიების დადება, ხელკეტის ჩარტყმა, მაგრამ სამწუხაროდ ამას ხშირად ვერ აკეთებს, ძირითადი საქმე მაინც საჯარიმო ქვითრებთან აქვს, თუმცა რას იზამს, ოჯახია სარჩენი.
აი დღესაც, ჯამბული მორიგეა. მეწყვილესთან ერთად მოძრაობს თავის კვადრატში და სამართალდამრღვევებს ეძებს, ხან გზის სავალ ნაწილზე, ხან ტროტუარზე. ქალაქში კორონავირუსის (COVID-19) გამო (როგორც ამბობენ კონსტიტუციის დარღვევით) დაწესებული კომენტანტის საათი მოქმედებს და მოქალაქეებს ეკრძალებათ 21 საათიდან 5 საათამდე ქუჩაში გადაადგილება. ჯამბული დადის და ვინმეს თუ დაინახავს გარეთ გამოსულს, აჩერებს, ეკითხება საშვი აქვს თუ არა და საშვი თუ არ აღმოაჩნდება, 2 000 ლარით აჯარიმებს, ქვეითს, მძღოლს, ძაღლიანს, კატიანს, არ აქვს მნიშვნელობა. მოსწონს კომენდანტის საათი, მოსწონს შეზღუდვები და აკრძალვები. თავის კვადრატზე ის არის ბატონ-პატრონი. ბევრი არავინ მოძრაობს მისი და მისი მეწყვილის გარდა და ვინც მოძრაობს ის ჯარიმდება მის მიერ (თუმცა საშვიანებიც, მაგალითად მმმართველი პარტიის წევრები, ჩვეულებრივად მოძრაობენ, მაგრამ იმათ არ და ვერ ეხება, რა საკვირველია ან მათთან რა საქმე აქვს, ისინი მართავენ ქვეყანას და ისინი არიან ბატონებიც და პატრონებიც). ჯერ ცხრა საათი არ არის, რამდენიმე წუთი აკლია. ჯერ კიდევ მოძრაობენ მანქანები და ადამიანები, მაგრამ მალე უძრაობა დაისადგურებს. ჯამბული გადასასვლელ ხიდთან გაჩერებულ მანქანაში ზის. მეწყვილე შაურმის საყიდლად არის გადასული, ამანაც გაატანა ფული და ელოდება, როდის მოუტანს მის საყვარელ საკვებს. უცებ ფანჯარაზე ახალგაზრდა გოგონამ დაუკაკუნა. უთხრა, ტაქსმა აქამდე კი მომიყვანა, მაგრამ ზემოთ, ხუდადოვისკენ, აღარ ავყავარ, არადა მალე კომენდანტის საათი დაიწყება და იქნებ დამეხმაროთ როგორმეო. ჯამბულმა გოგონას მედიდურად შეხედა, თან დაფიქრდა, გაახსენდა, რომ ადრე პატრულ-ინსპექტორებს მოქალაქეებიც გადაჰყავდათ ხოლმე მათთვის სასურველ ადგილას და სხვანაირადაც ეხმარებოდნენ ხოლმე (მაგალითად საბურავს უბერავდნენ), მაგრამ ახლა სხვა დროა. ახლა ბევრი ადამიანის დაჯარიმება, აქციის დარბევა და დემონსტრანტების დაკავება უფრო ფასობს, ვიდრე მოქალაქის დახმარება. არაო, უპასუხა ახალგაზრდა გოგონას ამაყად. ძალიან გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ, მერე დამაჯარიმებენო, უთხრა გოგონამ. ჯამბულმა გაიფიქრა, რომ მაღალი ალბათობით მასვე მოუწევდა ამ გოგონას დაჯარიმება (ისევ მის კვადრატში თუ იქნებოდა) და კმაყოფილი სახით უპასუხა გოგონას, ეგ შენი პრობლემააო, თან ის მომენტი გაახსენდა, როცა სკოლაში ერთმა გოგომ სწორედ ასე მოიშორა თავიდან, როცა ამან უთხრა მიყვარხარო. შეცბუნებული გოგონა დანაღვლიანებული შეტრიალდა და სირბილით აუყვა აღმართს, ალბათ ვერ მიასწრებდა, მაგრამ მაინც ხომ უნდა მისულიყო სახლში.
ამასობაში ჯამბულმა ქუჩაში მიმავალი მოქალაქე დაინახა, პირბადე ეკეთა, მაგრამ ჩამოწეული ჰქონდა და ცხვირს და პირს არ უფარავდა, კომენდანტის საათის შიშით ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა და ის იყო, ეზოში უნდა შესულიყო, ჯამბულმა მანქანიდან დაუძახა, მოქალაქევ, მობრძანდითო. ამასობაში თვითონაც გადავიდა მანქანიდან. ახალგაზრდა კაცი მასთან მივიდა, კომენდანტის საათი იწყება და იქნებ მალე გამიშვაო, სთხოვა. პირბადე რატომ არ გიკეთია, პატივცემულოო, ჰკითხა ჯამბულმა. რატომ უნდა მეკეთოსო, იყო საპასუხო შეკითხვა. იმიტომ, რომ კანონით ვალდებული ხარ და ამ ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებულიო (სხვა სიტყვებით უპასუხა, მაგრამ შინაარსი ეს იყო). რომელ კანონში წერია, რომ ვალდებული ვარ ვატაროო. ადმინისტრაციულ კოდექსშიო, უპასუხა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს სამოქმედოდ შემოღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის პირველი ნაწილით დახურულ საჯარო სივრცეში და არა ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის არის დადგენილი პასუხისმგებლობაო, უპასუხა მოქალაქემ. თან საქართველოს მთავრობას აქამდე არ აქვს შესრულებული იმავე მუხლის შენიშვნით მისთვის დაკისრებული ვალდებულება და არ აქვს დადგენილი პირბადის ტარების წესიო. ჯამბული შეცბა, ანერვიულდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, არ უყვარდა ინფორმირებული მოქალაქეები. დახურულშიც და ღიაშიცო, უპასუხა და საჯარიმო ქვითრის გამოწერა დაიწყო. ახალგაზრდა კაცი არც დალოდებია საჯარიმო ქვითრის გამოწერას, დაემშვიდობა და გზიდან მოაძახა არ ვიბარებ მაგ უკანონო საჯარიმო ქვითარსო, შემდეგ კი კომენდანტის საათის შიშით იქვე მდებარე კორპუსის ეზოში შევარდა. არ იბარებ და ნუ იბარებ, მაინც მოგიწევს გადახდაო, მიაძახა ჯამბულმა (დაეზარა გამოკიდება და საჯარიმო ქვითრის გადაცემა, თან მაინც არ ჰგავდა ჩამბარებელს და არც იყო ჩაბარება აუცილებელი). ამ ყველაფერს ჯამბულის შაურმებით ხელებდამშვენებული და უკან დაბრუნებული მეწყვილე ჩუმად უყურებდა და მოქალაქე რომ თვალს მიეფარა, ჯამბულს უთხრა, ხომ იცი, კანონში მართლა არ წერია, რომ ღია საჯარო სივრცეში პირბადე უნდა ატაროო. კარგი რა, რაში მაინტერესებს კანონში რა წერია, დაგვავალეს და ვაჯარიმებ, გაასაჩივროს და მაინც არ დაუკმაყოფილებენო, უპასუხა ჯამბულმა, მეწყვილეს შაურმა გამოართვა, ხარბად ჩაკბიჩა და მაიონეზი ტანსაცმელზე ჩამოიწუწა.
იმ ღამემ მშვიდად ჩაიარა, კომენდანტის საათის ბევრი დამრღვევი დააჯარიმა (პირველ რიგში იმ მიმართულებით წავიდა, საითაც ის გოგონა, ქუჩაში სწრაფი ნაბიჯით მიმავალი იპოვა და 2 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა), თავის მეწყვილეს იმაზეც ელაპარაკა, რომ ეს 2 000 ლარი ძალიან ცოტა იყო და მეტი უნდა ყოფილიყო ჯარიმა. ერთი ექიმი ჩაუვარდა ხელში, გვიან ღამით ძაღლები გამოეყვანა სასეირნოდ. რომ გააჩერა, იმან უთხრა, მე ექიმი ვარ, საშვი მაქვს, შესაბამისად პრივილეგირებული ვარ და ვერ დამაჯარიმებო. პირბადე არ ეკეთა, ვერ ვსუნთქავ პირბადითო ამბობდა და მართალია კომენდანტის საათის დარღვევისთვის ვერა (რადგან გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მართლა ჰქონდა საშვი), მაგრამ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ისიც დააჯარიმა. მეწყვილემ ისევ შეახსენა, ხომ იცი, კანონში არ წერია ღია საჯარო სივრცეო. ჰო, ვიცი, ვიცი და მაინც ვაჯარიმებ, რადგან ასე დაგვავალესო, უპასუხა ჯამბულმა. სხვა განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა.
დილით დაასრულა მუშაობა და დაღლილი წავიდა სახლში. ისაუზმა (შიოდა და ბევრი შეჭამა), ცოლს რამდენიმე სიტყვა უთხრა და დაიძინა. საღამოს გაეღვიძა, კარგად იყო გამოძინებული. ტელევიზორი ჩართო, საინფორმაციოს უყურა, გაიგო, რომ კიდევ ერთი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაერბიათ, კმაყოფილმა გაიღიმა და ერთი გემრიელად შეაგინა აქციის მონაწილეებს. ცოლმა უთხრა, ბავშვს სიცხე აქვს და წამალი იქნებ მოიტანოო. საათს შეხედა და ცხრის ნახევარი იყო. ნახევარ საათში კომენდანტის საათი იწყებაო, უთხრა. არა უშავს, იქნებ მოასწროო. მანქანა არ ჰყავდა (ძალიან დაუძველდა და გაყიდა თავისი ცოტა ხნის წინ), ფეხით უნდა მისულიყო აფთიაქამდე, რომელიც არც ისე ახლოს იყო. მაგრამ ჩაბარებული ნორმატივები გაახსენდა და იფიქრა, მოვასწრებო. სხვა გზა არც ჰქონდა, ბავშვს წამალი სჭირდებოდა. უცებ ჩაიცვა ფეხზე და აფთიაქისკენ დაიძრა.
ათ წუთში აფთიაქში იყო, მაგრამ იქ გრძელი რიგი დახვდა. კომენდანტის საათი იწყება და ამდენ ხალხს რა უნდა ახლა აფთიაქშიო გაიფიქრა, რას იზამდა, ჩადგა რიგში. ათ წუთში მისი რიგიც მოვიდა, სწრაფად შეეცადა წამლის ყიდვას, მაგრამ სანამ ფარმაცევტს უთხრა რა უნდოდა, ბარათი გაატარა, მერე ფარმაცევტი საწყოში შევიდა, მოძებნა და გამოიტანა წამალი, ფული გადაიხადა და ა.შ. საკმაო დრო გავიდა. წამალი როგორც კი ხელში დაიჭირა, მაშინვე სწრაფი ნაბიჯით გავიდა აფთიაქიდან. საათზე დაიხედა და ხუთი წუთი აკლდა უკვე ცხრას. ძუნძული დაიწყო, თითქმის სახლამდე იყო მისული, საათზე რომ დაიხედა და გაიგო, რომ ცხრა საათი გამხდაროიყო. სირბილი დაიწყო და საკუთარი კორპუსის ეზოს შესახვევთან რომ მივიდა, იქ პატრულის მანქანა დახვდა. იფიქრა, იქნებ შეუმჩნევლად ჩავუაროო, ცდილობდა არ შეეხედა ინსპექტორებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა, დაუძახეს, მოქალაქეო. გაჩერდა, მივიდა მანქანასთან, საიდანაც მისი კოლეგა გადმოვიდა. ვერ იცნო, ეტყობა ახალიაო, იფიქრა. უთხრა, კოლეგები ვართ, მეც პატრულ-ინსპექტორი ვარ, აგერ ვცხოვრობ, ბავშვის წამალზე ვიყავი ჩასული და რამდენიმე წუთი დამაგვიანდაო. გასაგებია, პატივცემულო, მაგრამ თქვენ კომენდანტის საათი დაარღვიეთ და უნდა დაგაჯარიმოთო. ვინ არ უხსენა, როგორ არ აუხსნა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბოლოს უთხრა, ძალიან გთხოვთ, იქნებ არ დამაჯარიმოთ, მთელი ჩემი ხელფასი მაგ ჯარიმის გადახდას დასჭირდება და ოჯახი მშიერი დამრჩებაო. ეგ თქვენი პრობლემაა, პატივცემულოო, უპასუხა კოლეგამ და 2 000 ლარით დააჯარიმა.
სახლში საჯარიმო ქვითრით ხელდამშვენებული დაბრუნდა, იგინებოდა, წამალი ცოლს მისცა და თვითონ დივანზე მიეგდო. გამწარებული იყო, ვერ ინელებდა იმას, რაც მოხდა. ცოლს ეჩხუბა, რაღა ახლა მოგინდა ეს წამალიო, მერე მამამისს მოუყვა დაჯარიმების ამბავი და იმან, რომ უთხრა, კანონი კანონიაო, მერე იმას ეჩხუბა, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა, რომ თვითონაც ასე მოიქცეოდა განსაკუთრებით იმიტომ, რომ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა მის პრემიაზე ახდენდა გავლენას, ამხელა ჯარიმას ისე არ გაუშვებდა. ისევ ტელევიზორი ჩართო, ჯერ „იმედს“ უყურა, მერე „პოს ტივის“, ბოლოს „ენ ტევეზე“ გადართო და რუსულ ბოევიკსაც ჩაუჯდა, მერე რუსული ესტრადის კონცერტსაც უყურა (შუფუწინსკი, კირკოროვი, აგუწინი, რამე...) და გაბრაზებამ ცოტათი გადაუარა. გავასაჩივრებ და რამე იქნებაო, გადაწყვიტა ბოლოს და დასაძნებლად დაწვა.
მეორე დღე სახლში გაატარა ოჯახთან. დედის მომზადებული საჭმელები ჭამა, მამას ესაუბრა ოპოზიციისა და მასონების კავშირებზე, ცოლს ეჩხუბა ბავშვს არ აგაცრევინებო, ბავშვსაც გაეთამაშა, კიდევ რამდენიმე რუსული ბოევიკი ნახა და დღეც გავიდა, მეწყვილესაც ელაპარაკა ტელეფონით, მოუყვა დაჯარიმების ამბავი და იმან დააიმედა, რამეს მოვუხერხებთ მაგ ჯარიმასო. საინფორმაციოსაც უყურა, რომელშიც თქვეს, რომ მომდევნო დღეს მმართველი პარტიის ყრილობა იყო დანიშნული. ყრილობაზე პარტიის ახალი ბელადი უნდა აერჩიათ, რადგან ძველი ბელადი პოლიტიკიდან წავიდა.
მესამე დღეს დილაუთენია წავიდა სამსახურში, უფროსმა დაავალა დიდუბეში გამოფენის ტერიტორიაზე ყოფნა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ჩასხდნენ ის და მისი მეწყვილე მანქანაში და დაიძრნენ დანიშნულების ადგილისკენ. გზად ერთმანეთს მოუყვნენ, თუ როგორ ეზიზღებათ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ზოგადად ოპოზიცია, ასევე ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დადიან, განსაკუთრებით სამოქალაქო აქტივისტები. როგორ მინდა, ეგენი ყველანი ციხეში დავიჭიროო, უთხრა მეწყვილეს. იმან უპასუხა, ციხეში დაჭერა არასწორი ტერმინია, ან უბრალოდ დავიჭირო თქვი, ან ციხეში ჩავსვა, ან დავაკავო ან დავაპატიმროო. კაი, რა მნიშვნელობა აქვს, ერთი მაგათი დედაცო, მიუგო ჯამბულმა.
შევიდნენ გამოფენის ტერიტორიაზე, სადაც ბევრი პოლიციელი დახვდათ. უსაფრთხოების საგანგებო ზომები იყო მიღებული იმისთვის, რათა მმართველი პარტიის წევრები მშვიდად შესულიყვნენ პავილიონში და მშვიდად აერჩიათ პატარა ბელადის, საშუალო ოლიგარქის და „დიდი ქველმოქმედის“ შემცვლელი. ის და მისი მეწყვილე სამტრედიის ქუჩიდან შემოსასვლელის მცველებად გაამწესეს. ამბობდნენ, სამოქალაქო აქტივისტები იქ უნდა შეკრებილიყვნენ. პოლიციელები საცხობთან უნდა მდგარიყვნენ და გაეკონტროლებინათ პერიმეტრი. ჯერ სიმშვიდე იყო, ჯამბულმა და მისმა მეწყვილემ დრო იხელთეს და თითო „პერაშკი“ (როგორც თავად ეძახდნენ და სინამდვილეში - ღვეზელი) დაახურდავეს, ამასობაში აქტივისტებიც გამოჩდნენ. ტრანსპარანტებით და მეგაფონებით შეიარაღებული ახალგაზრდები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას და მმართველი პარტიის ბელადად არაკომპეტენტური, ცივსისხლიანი, ცინიკური და უტიფარი კომკავშირელის არჩევას აპროტესტებდნენ.
მანიფესტანტებმა იყვირეს, იხმაურეს, სიტყვებით გამოვიდნენ და ამასობაში ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორიც იყო, მმართველი პარტიის ყოფილ ბელადს ხმამაღლა შეაგინა. ჯამბულმა ეს რომ გაიგო, ელდა ეცა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ის ძალიან დიდ პატივს სცემდა პარტიის ყოფილ ბელადს, თან ეს გინება, ხომ სულ ცოტა წვრილმანი ხულიგნობა იყო, ასე იცოდა. მართალია, თვითონ ვერ დააჯარიმებდა ამის გამო (სასამართლოს უნდა ემსჯელა), მაგრამ შეეძლო დაეკავებინა სამართალდამრღვევი. ეს გაიფიქრა და მაშინვე აქტივისტების ჯგუფში შეიჭრა, პროფესორს მიეჭრა და რას კადრულობო, უთხრა. იმან, რას და ამ ქვეყნის დამაქცეველს ვაგინებ, ერთი მაგის ასე და ისეო. ეს უკვე ვეღარ მოითმინა ჯამბულმა და აქტივისტ-პროფესორს ხელუკუღმა კბილებში მიარტყა. აქტივისტი დაიბნა და გონს რომ მოეგო, უკვე ჯამბული და მისი მეწყვილე მიათრევდნენ მანქანისკენ. აქტივისტი გაუძალიანდა, ამასობაში სხვა პოლიციელებიც მოცვივდნენ და გააკავეს. პროფესორი ახლა ჯამბულის გინებაზე გადავიდა, კბილებში როგორ ჩამარტყიო. ამაზე პოლიციელები კიდევ უფრო აიჯაგრნენ - მათ კოლეგას შეეხო. მანქანამდე მიათრიეს და ძალით ჩატენეს, ძლიერი იყო და თავზე რამდენიმე ადამიანი აწვებოდა, მანქანაში რომ შეეყოფინებინათ. როგორც იქნა შეტენეს, ერთი მხრიდან ჯამბული მიუჯდა, მეორე მხრიდან ჯამბულის მეწყვილე და სწრაფად დატოვეს გამოფენის ტერიტორია. აქტივისტს ბორკილები დაადეს და მთელი გზა ურტყამდნენ, როგორ გაბედე პოლიციელის შეურაცხყოფაო. ეს აქტივისტ-პროფესორი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და არ ჩერდებოდა, ესენიც აქეთ იქიდან გამეტებით ურტყამდნენ ხელებდაბორკილს. წინ, მძღოლის გვერდით, კიდევ ერთი პოლიციელი იჯდა და ისიც აქტიურად ეხმარებოდა იქიდან. ურტყამდნენ და აგინებდნენ პროფესორს. ბოლოს მობეზრდათ, თან დაიღალნენ და თავი დაანებეს. ისიც დაიღალა და გაჩერდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ, გააჩერეს, აქტივისტ-პროფესორი მანქანიდან გადმოიყვანეს და შენობაში შეიყვანეს, იქ სხვებს გადააბარეს და თვითონ გარეთ გამოვიდნენ.
ცოტა ხანში გაიგეს, რომ იქაურობისკენ გამოფენაზე მისული სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი დაძრულიყო და ამიტომ აქტივისტ-პროფესორი ისევ გამოიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და სასამართლოსკენ წაიყვანეს. სასამართლოში მისულებს იქაც სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ, საიდანღაც გაეგოთ, რომ იქ უნდა მისულიყვნენ და გამოფენიდან კიდევ ერთი ნაწილი აქეთ წამოსულიყო. სანამ სასამართლოს შენობაში შევიდოდნენ, ჯამბულმა ბევრჯერ მოისმინა მისი მისამართით ნათქვამი სიტყვა „მონა“, მაგრამ ამაზე რეაქცია უკვე აღარც ჰქონდა. თვითონაც იცოდა, რომ გარკვეული თვალსაზრისით მართლაც მონა იყო, მაგრამ ცუდ ხალხს ხომ არ ემონებოდა, ქვეყნის სამსახურში იყო და იცოდა, რომ უბრალოდ ასე იყო საჭირო, აბა მორჩილების გარეშე რა გამოვიდოდა, იგივეს ეუბნებოდა მისი მოძღვარიც, მამა ჯუანშერი. მორჩილების გარეშე არც საქმე კეთდება და არც ქვეყანა შენდება და ეს თუ მონობაა, დაე იყოს, სამაგიეროდ ყველა დაუმორჩილებელი და მეამბოხე ქვეყნის მტერია და ციხეშია ამოსალპობიო, ასე ფიქრობდა ჯამბული.
სხდომის დარბაზში ცხრანი იყვნენ: მოსამართლე, სხდომის მდივანი, აქტივისტ-პროფესორი, მისი ადვოკატი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წარმომადგენელი, ორი პატრულ-ინსპექტორი, კიდევ ჯამბული და მისი მეწყვილე. აქტივისტს ტრადიციულად ორი მუხლით ედავებოდნენ: წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. ჯამბული და მისი მეწყვილე მოწმეები იყვენ. ასევე მოწმე იყო ორი პატრულ-ინსპექტორი, რომლებიც საერთოდ არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ხელმძღვანელებმა დაავალეს, თქვენ უნდა იყოთ დამკავებლები და რაც საჭიროა, ის თქვითო. მოსამართლემ სთხოვა, მოყევით რა და როგორ იყოო. იმ ორმა ინსპექტორმა თავი ვერ გაართვა დავალებას, დაიბნენ, ვერ მოყვნენ როგორ დააკავეს აქტივისტი. ხან ერთი თქვეს, ხან მეორე. მერე ჯამბულმა მიმართა მოსამართლეს, მართალია მე არ დამიკავებია, მაგრამ იქ ვიყავი და მე მოვყვებიო. დაიწყო, მოჰყვა ყველაფერს, სიმართლეს და ტყუილს ურევდა, ფანტაზია ჩართო, გააფორმა აქტივისტ-პროფესორის ქმედებები. თქვენ რასაც ჰყვებით ის, შეიძლება წვრილმანი ხულიგნობა იყოს, რასაც დამტკიცება სჭირდება, მაგრამ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა რაში გამოიხატაო, ჰკითხა ადვოკატმა. ჯამბული დაიბნა, ვერ მიხვდა, რა უნდა ეპასუხა, ვერაფერი მოიფიქრა და უპასუხა, იმაში, რომ არ დამემორჩილაო. რაში არ დაგემორჩილათო, იყო შეკითხვა, კიდევ უფრო დაიბნა, აბლუყუნდა, აი იმაში, რომ მაგინებდაო, უპასუხა ბოლოს აღელვებულმა და აწითლებულმა ჯამბულმა. დაჯდა, ფეხებზე დაიხედა და ახლაღა შეამჩნია, რომ მისი საყვარელი ინსპექტორები ცოტათი დაძველებულიყო, ისე აღარ ბრწყინავდა, როგორც თავიდან. გაიფიქრა, კითხვას კი ვერ ვუპასუხე კარგად, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მოსამართლეც ჩვენიანია და მაინც სათანადოდ დასჯის ამ საზიზღარ აქტივისტსო, ტელევიზორში ჰქონდა ნანახი, რომ უცხოელი მასონები აფინანსებდნენ ამათ. სხდომა დიდხანს გაგრძელდა და ბოლოს მაინც დასრულდა. ჯამბული და მისი მეწყვილე კმაყოფილები გამოვიდნენ სასამართლოს შენობიდან, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, აბა რა, ესეც ჩვენიანიაო. უკვე დაბნელებულიყო და წინ კარგი ამბები ელოდათ, კომენდანტის საათი დაიწყებოდა და მისი დარღვევის გამო დიდი ჯარიმები უნდა გამოეწერათ.
მეორე დილით ცვლის გადასაბარებლად სამსახურში მისულს, უფროსმა გამოუცხადა, რომ ის აღფრთოვანებული იყო სამოქალაქო აქტივისტთან მის მიერ გამოჩენილი გმირობით და ამის გამო თვის ბოლოს გაზრდილ პრემიასაც მიიღებდა. უფროსმა უთხრა, ისიც ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ დაგაჯარიმეს და მაგ ჯარიმაზეც აღარ იდარდო ქართულ ჯიგრულ პონტშიო. თუ ასე გააგრძელებ, დაწინაურებასაც შეიძლება გამოჰკრა ხელი უახლოეს მომავალშიო, დაამატა და თვალიც ჩაუკრა თვალთხარიას სტილში.
გახარებული ჯამბული სამსახურიდან გამოვიდა და შესასვლელთან ცოტა ხნით შეჩერდა. ღრმად შეისუნთქა ზამთრის სუსხით გაჯერებული ჰაერი. ჯერ ზემოთ აიხედა, მერე ფეხებზე დაიხედა და გაიფიქრა, როგორც კი ბაზრობები გაიხსნება, ვაგზალზე ერთ წყვილ კარგ ინსპექტორებს ვიყიდიო.

ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა