გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარა - ლექსები

***
დედაჩემი სითბოს აძლევს კარმიდამოს.
ჭრელაჭრულა ყვავილები პატარძლობენ.
მონატრებით ვეფერები ბავშვობას და
ჩემი დედის ღიმილიან სათნო სახეს.



***
ყოველგვარი წუწუნის და ფიქრის გარეშე,
მე გადავწყვიტე შენთან დარჩენა.
დავრჩი! შენთან ვარ.
მთავარია, ვაჯობე ფიქრებს, გარდასახვებს,
გაუაზრებელ ჭიდილს ვნებებთან.
გაშალე მკლავი! ფართედ გაშალე,
რომ მთლიანად გულზე მოგეკრა.  
მე წავშლი წარსულს, აქ და ამჟამად
მეძვირფასები!
მე ვრჩები შენთან!


***
სიჩუმის ხმაურს ვეღარ უძლებს აზრთა გონება,
სიმარტოვესთან გარინდულა ქვეცნობიერი.
ჩემს თავში ვეძებ  სიყვარულის ძაფებს სიმებად.
ამღერდეს გული და სამყარომ დამიკრას ტაში.
***
უსასრულობის ოცნენებში რომანტიკისგან მთვრალი
ვერ ვიფიქრებდი, რომ დასრულდებოდა
ცხადი სიზმარი.
გრძნობებიდან ვერ ამოვშალე წარსული. 
შენი სახელი უნებლიედ დასცდება ბაგეს. 
მის მერე არაფერი მომხდარა... 



***
როგორ მინდა შენი სუნთქვა მესმოდეს ყურთან.
შენს შიშველ სხეულს ვეხები ვნებით.
ტუჩები რბილად ეხებიან, ვკოცნით ერთმანეთს.
ბროწეულივით შეიკრა მკერდი.
სიამოვნების ჟრუანტელმა სიგიჟე იგრძნო,
სიყვარული, შენდამი ლტოლვა მონატრებული.
ძალიან მინდა შენი სუნთქვა მესმოდეს ყურთან,
მე შენ ძალიან, ძალიან
მენატრები.

***
სიზმარი თუ ხილვა, ალბათ ზღაპარი.
შიშველი ვენერა, ქალი ლამაზი.
ცხოველთა მეფე დინჯი, ამაყი...
სამყარო ჯადოსნურად ნაქარგი.
***
სიღრმეებს ვეძებ...
გულთან ერთად, სული ნათელი.
შენს გულის ძგერას
ავაყოლე ჩემი რითმები.



***
ღამის მთვარევ, ოცნებები ამისრულე,
ამიყვანე, ამიტაცე მაღლა ცაში.
სიყვარულით დამათვრე და გამაბრუე.
სიყვარული ჩემი, შენი, თანამგზავრი.


***
მე უნდა ვწერო, ამიტომაც ვარ ამქვეყნად. 
რომ დავიჯერო არსებობა ღირდა ნამდვილად.
ლამაზი აზრი გასაგებად შეეხოს სტრიქონს,
გულის ფეთქვასთან აიყოლოს ნაშიერი ადამიანის.

***
მე შენზე ფიქრებს გავანდობ ლექსებს,
ვიწამებ ტრფობას სიყვარულს ჩვენზე
და სულს მივანდობ უსასრულო ლურჯი ცის ტატნობს.
ნეტავ იცოდე, შენი თვალები მე როგორ მათბობს.
***
ღმერთის სულით და ადამის ხელით შექმნილ სამოთხეს,
წარსულის ნეშთი უხწნელია, დღემდე ცოცხალი,
დროს და ჟამს ისე  გადჰყვება, ასაკს არ ითვლის.
კაბადოკია, - ,,ფერიების სამშობლო“.  უწოდეს ასე.
ქართველი კაცი კარის ზღრუბლზე გაშეშებული
ბუტბუტებს ლოცვას და ცრემლები ღაწვებზე დასდის,
ეძებს წინაპარებს, წმნდა ნინოს, წმინდა გიორგის.
მეფე თამარის შვილიშვილიც სადღაც აქ არის,
ამაყობს თავის წინაპრებით, სულსაც ინათებს.  
წარსულთან ბევრი ისაუბრა, გულიც მიანდო.
მხრებში გაშლილი ის ბრუნდება თავის ცოლ-შვილთან.
კაბადოკია გალობათა საგალობელი.

***
გისოსებს მიღმა მიილია  გაზაფხული.
ფანჯრიდან  ვხედავ
თოლიებს, ზღვას, მზეს და მწვანე ბუნებას.
ადამიანები?!
დედამიწა დუმს, მედიტირებს.

***
მოულოდნელად დაბნელდა მზე.
ჭექაქუხილი, ქარი და წვიმა.
დიდი ჭადარი ჩამოლეწა ჩემს ქუჩაზე,
ხოო! ასეა ახლა აქ.
***
მარტო ჩემს სულთან ვსაუბრობდი დაბალი ტემბრით.
რომ მელოდიამ
საბოლოოდ დაამსხვრია ჩემი ხორციელი, უშნო არსება.


სტამბოლი
სამოთხის ზრაპარს და დღეს ჩემს ქალაქს,
წარსულით მდიდარს, ფერებში ბზინავს.
აია სოფია, ცისფერი ჯამი, ნათელი დილა,
ბოსფორის სრუტე, მარმარილოს ზღვა,
თვალით ნანახი საოცრებაა.
საოცარია...
სამოთხის ზღაპარი, დიდი სტამბოლი
და ჩემი ქალაქი.



როლანდ შალამბერიძეს

მზისა და მთვარის პაემანი...
მხატვარი სულის... ღმერთის ქმნილება...
მირაჟის მსხვერპლი.
ჩრდილოეთის ციალის მსგავსი.
გენიალური შემოქმედი,
კონცეპტუალი... ჩემი მეგობარი
***
კარში  ჩუმად მიიპარებოდა დილის ნიავი,
თხელ ფარდას ბერავდა ტალღებად.
სხეული სულთან გაერთიანდა.


***
სიცოცხლის რიტმიდან ამოვარდნილს
ქუჩაში თავი დამიკარგავს.
ირგვლილ ვერავის ვერ ვამჩნევდი,
სამყარომ ფერები გადაკარგა.
ფიქრი ფიქრით იზომება,
მერე ცრემლი დაგორდება,
მერე ღიმილი გამოჩნდება.
ხან მართალი ვარ და ხანაც არა.
ნეტავ, რატომ?.. ეს კითხვები.
ადამიანური განჩინება.
მე არ ვნანობ, სიყვარული დამემართა,
ვნება აფეთქდა და დაიღვარა.
შენი ჩრდილი სარკემ აიტაცა,
მე შენ უსაშველოდ მომენატრე,
შენმა ჟრუანტელმა დამიარა.
დილით საწოლ თეთრეულში
შენი სურნელება დამექარგა.
ეს ხომ გრძრობებია ცარიელი
და დროც რა სწრაფად გაიპარა.
***
ისე უბრალოდ სტრიქონებს ვაწყობ,
სიტყვები მინდა ერთმანეთს ვანდო.
ფიქრი განვსაზღვრო რეალური ცხოვრება ჩავრთო.


***
ქაოსის მსხვერპლია უსასრულო გონება...
ვიღლები, ვდგები.
ლურჯი ცის ფერი, დილის ფერი.
ზღვის ლურჯი ფერი.
დილა მშვიდობისა!
ლურჯია ჩემი სამყაროს ფერი.


***
ამიყოლია ფიქრმა,
ფიქრი გადავიდა შიშში.
შიშით ვეხეთქები, ვდგები,
შიშით ვეჭიდები ხავსს.
მინდა ავიცილო შიში.
შიში თუ რაღაც ოხრობა ხარ...
თავს არ დამანებებ?
მიდი, გაიარე...
თავი დამანებე, რა?
შიში - მარტოობა.
შიში - დამგმობელი.
შიში - მარცხი.
შიში - შფოთვა.
შიში - ურწმუნობა.
შიში - ეჭვი.
შიშმა შემაშინა.
შიშმა დაამარცხა,
დამიარა ჟრუანტელმა.
ოფლში გავიწურე შიშით.
შიშით დავიძინე,
შიშით გავიღვიძე,
შიშით გავიარე გზა,
შიში ყველგან არის,
შიში ბოროტია,
შიში დაუნდობელია,
შიში სიკვდილია,
შიში!..
შიშთან როცა  დავმეგობრდი,
შიში გაქრა.



***
მე ჩემს სამშობლოს ვეტრფი შორიდან.
დროის ტყვე ვარ და დროის მონა ვარ.
მაგრამ ამაყი, მაგრამ ძლიერი.
მე ქართველი ვარ საქართველოდან.
საქართველოზე როცა საუბარს ვიწყებ უცხოსთან,
იწყება იმით, რომ დამცინიან.
საქართველოში არ დარჩა ხალხი,
რომ საქართველოს უჭირს ძალიან და ღარიბია.
მე ავენთები გულში იარით.
ბოღმა კისერში მახრჩობს მთლიანად.
უცხოელს ვაცნობ,
რომ საქართველო არის პატარა, უძლიერესი ისტორიით,
ძლიერი გენი.
ვუხსნი, რომ  ჩვენ გვაქვს ჩვენი მწერლობა.
ენა ქართული.
საქარველოა უძველესი კულტურის ცენტრი.
თქვენ რა იცით, რომ საქართველოში გლეხი არ არის.
საქართველოში იბადებიან მხოლოდ თავადნი.
საქართველოში ყველა მღერის, ყველა პოეტობს.
კულტი აქვთ დედის.
ქართველი ქალის.
უცხო ქვეყნებში ქართველი დედა მღერის ნანინას.
უცხო ქვეყნებში შემოქმედი ჩვენი დედები.
ქართველი კაცი ვაჟკაცობის მაგალითია.
თქვენ არ გინახავთ ქართველი კაცი.
უცხო ქვეყნებში საქართველო პატიოსნდება.
ჩემი სამშობლო დედამიწის სამოთხე არის.
მე ჩემს სამშობლოს ვეტრფი შორიდან.
დროის ტყვე ვარ და დროის მონა ვარ.
მაგრამ ამაყი, მაგრამ ძლიერი.
მე ქართველი ვარ საქართველოდან.




***
მე მარტოობამ დამადო ტაბუ და შემიყვარა.
მე მარტოობამ შემარქვა მსხვერპლი და გამიტაცა.
მე მარტოობით გავხდი ძლიერი,
ვაჟკაცი ქალი.
მე მარტოობა მძულს მთლიანად.
წაიღო ჩემი ნაზი სახე, ქალური ვნება.
არ შეიყვარო, არ იტირო. კონტროლს არ ვკარგავ.
თავს ვაიმედებ.
შენ ძლიერი ხარ, შენა ხარ დედა.
შენ არ შეცდები, შენ არ დათმობ,
შენ ხომ ის არ ხარ.
სინამდვილეში,
მე ქალი ვარ გრძნობებით სავსე.
სუსტი არსება.
ტირილიც მინდა, სიყვარულიც და მოფერებაც.




***
მე დავიბადე ღვინობის თვეში.
...ლამაზ ფერებში...
ზაფხულს წავართვი ფერები მკვეთრი,
გარდასახვითი ფერების შერწყმით,
ხვავის, ბარაქის ამ ლამაზ თვეში,
მე დავიბადე ღვინობის თვეში.
მე დავიბადე ქართულ ოჯახში.
პირველი შვილი და ქალიშვილი.
მე  დავიბადე  ღვინობის  თვეში.
მე ვარ თამარი!



***
ამ ღამით მინდა ვიყო ლამაზი,                                
ვიდრე არასდროს.
მინდა, მოხვიდე, კარი გაგიღო.
თაიგულების ზღვაში დამახრჩო.
მე ულამაზესს სამყაროს ვეტრფი და იქ შენცა ხარ.
ჩვენ ერთადა ვართ.
ვიხსენებ, ჩემთვის გამეღიმება,
გკოცნი ლამაზად და ვნებიანად.
ყელზე მეხვევა თებერვლის სუსხი.
ლოდინით გული გადამეღალა.
თუ გახსოვს, ერთხელ გითხარი, მგონი,
- არ მალოდინო. ლოდინი მტანჯავს.
სამარისებულ სიჩუმეს არღვევს კედლის საათი,
წიკ... წიკ... დროს ითვლის.
მოხვალ და ვიცი, ჩემი სამყარო ჯადოსნურ კაბას ჩამაცმევს ღამის.
მონატრებული ჩაგეხუტები. ყურში ჩურჩულით გეტყვი,
მიყვარხარ!
არ მალოდინო, უკვე გითხარი.
ლოდინი მტანჯავს.



***
ერთ წამში უცებ ნაცარტუტად იქცა სამყარო.
სილამაზემ და სიყვარულმა დაკარგეს ფერი.
ვეღარ ვუყურებ, ბრმა თვალები გახდა ოცნება.
ამ წუთისოფელს სილამაზე აქვს წამიერი.
ფრთები გავშალე, ირაოა ცხოვრების რიტმი.
არ გავჩერდები, უეჭველად გადავფრინდები.
არ დავკარგულვარ.
გადაწყობა მოხდა ცხოვრების.
მე დავბრუნდები,
უეჭველად, მე დავბრუნდები!







***
ფერადი შუქით, ფერთა სამყარო, ფერმწერის ფუნჯით,
აბსტრაქციაში შეიჭრა სული.
ვანიჭებ ფერებს,
ვუხამებ, ვაზავებ, ფერებში ვაჯენ.
მე შენ დაგხატე.
დღითიდღე  გხატავ,
შენს ტილოს ვხატავ.
ზღვის ტალღებს ესმის ჩემი ძახილი.
გამოძახილი,
ამოძახილი,
სულის ფერებით მე შენს სახელსაც დავადე შტრიხი
და გაგისროლე უსასრულო ენერგიით...
ფერთა სამყარომ ფერებით სული ააფერადა.
მე შენ დაგხატე არა ფუნჯებით,
არამედ სიტყვის ფერებით, აზრთა გონებით.
მე შენ დაგხატე და გეფერები.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge