გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ემზარ ხვიჩია - ,,სამოსელი პირველის“ ნოოლოგიური განხილვა


     გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი", ავტორისავე მინაწერის მიხედვით, დაწერილა 1966 - 1978 წლებში. დროის ეს შუალედი თანაკვეთაშია ეგეოსური ცივილიზაციის ორ ფაზასთან, ამდენად, ეს ნაწარმოები, მისი სიმთლიანის გათვალისწინებით, ქართველი ერისთვის ეგეოსური ცივილიზაციის ფაზათა ცვლისგან დამოუკიდებელ გარემოებად ქცეულ არსებით პრობლემას უნდა ასახავდეს. კერძდ, ესაა ქართველი ერის მომცველი ეგეოსური ცივილიზაციის ისტორიაში უპრეცედენტო მდგომარეობის დადგომის შედეგად პარადიგმის ცვლის აუცილებლობის დამყარება, რაც ქართველი ერისთვის ნიშნავს არაპირდაპირი ინსტიტუციური თვითგამოხატვის ისტორიული პრაქტიკის დესტრუქტივიზაციას, შესაბამისი გამოცდილების სრულ გაუქმედითებას და პირდაპირი ინსტიტუციური თვითგამოხატვის ინიცირებას, რისთვისაც აუცილებელი თეორიული ცოდენა ბევრად გვიან იქნა მოპოვებული, 1990-იანი წლების დასასრულისთვის.      უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 1990 წლამდე კიდევ არსებობდა ახალ პარადიგმაზე გადასვლის გადავადების გარკვეულწილად გამამართლებელი პირობები, რადგან ახალი მდგომარეობის განმსაზღვრელ ოთხ პირობათაგან დასახელებულ თარიღამდე შესრულებული იყო მხოლოდ სამი: 1) ეგეოსური ცივილიზაციის შეუქცევადი გლობალიზაციის ტენდენციის სტაბილიზაცია, რაც შეიძლება დავათარიღოთ 1946 წლით; 2) ეგეოსურ ცივილიზაციაში ფაზის ხანგრძლივობის კრიტიკულ ზღვარამდე (პიროვნების ნოოონტოგენეზის ხანგრძლივობამდე - 20 წლამდე) შემცირების, რაც ფაქტად დაფიქსირდა 1928 წელს დაწყებული მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის 1947 წელს დასრულებით; 3) ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასულ თითო მაინც ერის არსებობა ოთხივე ნოოტიპის ერებს შორის, რაც პირველი პირობის ხელშეწყობით დაკმაყოფილდა. ხოლო მეოთხე პირობა - მასობრივი სარგებლობის საკმარისი გამტარუნარიანობის გლობალური ელექტრონული საინფორმაციო ქსელის არსებობა - დაკმაყოფილებადი გახდა მხოლოდ 1990 წელის შემდეგ, რომელიც ინტერნეტის შექმნის ოფიციალურ თარიღად სახელდება.
    ,,სამოსელი პირველი" იწყება ,,მაღალი სოფლის" ყოფის აღწერით, რომლის იზოლირებული ყოფა განასახიერებს ქართველი ერის სტაგნაციურ მდგომარეობას, რომელშიც ის ჩავარდა 1953 - 1956 წლების მოვლენების შედეგად, როდესაც ფორმის მანიის ეფქტის საბჭოთა ფენომენი, ამ დრომდე ქართველი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის ფენომენად არსებული, ერთბაშად იქცა საბჭოეთის სივრცეში მოქცეული ფორმის მანიის კლასის ერების თავდაცვითი რეაქციის რეალიზიაციის რესურსად და გამოხატულებად, რის გამოც ქართველმა ერმა დაჰკარგა როგორც მსოფლიო პროცესებზე რამენაირი გავლენის, ასევე, თვით საბჭოეთის სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე არსებითი გავლენის გატარების შესაძლებლობა. ის, რომ ამ მდგომარეობის დამყარების საფუძველი ერის წარსული გამოცდილების დესტრუქტივიზაცია იყო, იდეალურად არის განსხიერებული თავად ნაწარმოების სათაურით დასახელებული ნივთის, ძვირფასი ქვებით, წარსულის გამოცდილების ღირსეშანიშნავი ელემენტების განმასახიერებლებით (იხ. ქვემთ), შემკული სამოსელის უხმარად დებულობით - არავინაა ისეთი, ვისაც ერის წარსული გამოცდილებით განსაზღვრული სტატუსის აქტუალიზაცია შეუძლია - ამ სამოსის ტარება იქნებოდა ერის წარსული გამოცდილებით განსაზღვრული სტატუსის აქტუალიზაცია. სტაგნაციის მომენტის განსახიერებაა გვეგვე - აგრესიისკენ მიდრეკილება სტაგნაციის ერთ-ერთი მთავარი და ზოგადი სიმპტომია, ხოლო მის მიერ პირველ ღამესვე ცოლის თხოვნის სრული იგნორირება, პრობლემის სწორად მართვის მანიის ეფექტის რეალიზაციაში გამოვლენაზე მიუთითებს. მამა განასახიერებს წარსულის კონსტრუქციული გამოცდილების ხსოვნას - ის აიძულებს მაღალი სოფლის მკვიდრთ დღესასწაულზე მოსწყდნენ თავიანთ ყოველდღიურ ყოფას, მთელი ღამით მოშორდნენ საცხოვრისს და შემდეგ, დილით მოუთმენლად ელის იქნებ რომელიმეს ამ სოფლის მკვიდრთაგან ეყო ჩვეული ყოფიდან გამომყვანი ეს ბიძგი და უკან იმავე ყოფაში დაბრუნების ნაცვლად დაადგა შორს მიმავალ გზას, რაც სტაგნაციის დაძლევის პროცესის ინიციირების სიმბოლო იქნებოდა. თავად ამგვარი ნაბიჯის გადადგმას ვერავის ავალებს, რადგან აღწერილ სიტუაციაში წარსულის გამოცდილება ვერ გამოდგება გზის მაჩვენებლად, ამიტომ კვლავდაკვლავ სასინჯი ბიძგების მინიჭებით ცდების განმეორების გარდა სხვა საშუალება არ გააჩნია და ამ ყოფაში გარეგანი სამყაროდან შემოჭრილ შეშფოთებათა მიმართ, რაც იშვიათია, დადებითადაა განწყობილი. 
    ერთადერთი, ვინც ამ დამუხრუჭებული ყოფიერების მდგომარეობიდან გაღწევას შეეცდება უმწიფარი დომენიკოა. დომენიკოს არ ჰყავს დედა - ესაა მისი მუდმივი და მთავარი დახასიათება, რაც ადამიანის შემთხვევაში მდედრობითი სქესის ნოოლოგიური სტატუსის და ე. ი. სქესების ურთიერთმიმართების ქართული მოდელის მიხედვით მაორიენტირებელი ფაქტორის დანაკლისს აღნიშნავს. სიტყვის ,,დედა" ამგვარი მნიშვნელობით გამოყენება დაფიქსირებულია სამიწათმოქმედო კულტურაში უმნიშვნელოვანესი სახელის ეტიმოლოგიაში: გუთნისდედა - ვაჟი, რომელიც გუთანს ხვნის პროცესში საჭირო მიმართულებას ანიჭებს. ამიტომ დომენიკოს მისწრაფება სპონტანურია, მაღალ სოფელში გარედან შემოჭრილი შეშფოთებითაა განპირობებული, გარეგანი იმპულსისადმი აყოლაა, თუმცა მოგვიანებით გაირკვევა, რომ ეს შემოჭრა არ არის სრულიად შემთხვევითი, არამედ კაცობრიობის სისტემური ერთიანობის შედეგია (რაც ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზებულობის ფაქტის ასახვაა). კაცობრიობის დანარჩენ ნაწილთან მაღალ სოფელს სამი გზა აკავშირებს, რაც ქართველებისთვის ქართველობის გარეთ თვითრეალიზაციის, ანუ არაპირდაპირი თვითგამოხატვის სამი მოდუსის - ფორმის მანიის, ძლევის მანიისა და ცხრომის მანიის კასტური ეფქტების სათანადოთა - არსებობის განსახიერებაა: უცნობი ლტოლვილი ვითომ მარჯვენა და მარცხენა გზებს შორის ერთ-ერთს  ირჩევს, სინამდვილეში კი შუა გზას დაადგება და შემდეგში აღმოჩნდება, რომ სწორედ მეორე ალტერნატივის შესაბამისი გარემოში განვითარებული მოვლენების გამოხატულებაა მისი ლტოლვილობა. 
      დომენიკო მართვის მანიის მოდუსის ნოოსფერულ გარემოს სტაგნაციური მდგომარეობის განმასახიერებელ მაღალ სოფელს ტოვებს უკან არასდროს დაბრუნების გადაწყვეტილებით (არ ასრულებს უკან მოსაბრუნებელი პირის შესანარჩუნებელ პირობას), რაც სტაგნაციის დაძლევის განწყობის ამსახველია. ლამაზი ქალაქი, სადაც თავდაპირველად ხვდება ის ცხრომის მანიის მოდუსის ნოოსფერულ გარემოს განასახიერებს: მოქალაქეთა ცხოვრებაში, მათ ურთიერთობაში ხელისუფლების ინსტიტუტის გავლენა არ სჩანს - ხელისუფლების ინსტიტუტის სტატუსის ამსახველია მორცხვი მეფარნე და ღამის დარაჯი ლეპოლდინო; მოქალაქეები თავისუფლად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ურთიერთმოლაპარაკებით ირჩევენ დღესასწაულების და საჯარო აქციების ჩატარების დროს და ადგილს; ქონებივი და წოდებრივი დიფერენციაციის მიუხედავად არ არის სეგრეგაცია; მეუღლისა თუ საყვარლის არჩევა თავისუფალია; ქურდობა არ არის, ეკონომიკური ურთიერთობები თავისუფალი ბაზრის პრინციპებზეა დამყარებული, რაშიც მოქალაქეები მემკვიდეობით მიღებული სახსრებისა თუ კონკრეტული ლიკვიდური უნარების გამოყენებით არიან ჩართულნი და გარეგანი ინვესტიციით ორგანიზებული ბიზნესებიც არსებობს; სიტყვის და თვითგამოხატვის სრული თავისუფლებაა (გიჟიც თავისუფალად დადის და იმუქრება), ამასთან დაკავშირებული კონფლიქტების მიმართ კი ლოიალური დამოკიდებულებაა, რის გამოც ხელისუფლების ინსტიტუტების ჩარევა ზედმეტიც კია და ა. შ. და ამ თავისუფლებასაც ლამაზი ქალაქი, არა ძალის გამოყენებით, არამედ საბაზრო პრინციპით, გადასახადის გადახდით ინარჩუნებს.
     ლამაზ ქალაქშივე დადასტურდება კაცობრიობის სიტემური ერთიანობის ფაქტი და მსოფლიო საზოგადოების მხრიდან ქართველი ერის თვითრეალიზაციის ფარული და დაინტერესებულობითი მოლოდინი, რასაც ასახავას დომენიკოს ბედით ალექსანდროს დაინტერესებულობა, რომლის დანანებითი შეფასების მიხედვით, დომენიკოს, თუმცა მან სრულად განიცადა ლამაზ ქალაქში წარმოდგენილი მოდუსით ცხოვრების ავ-კარგი, არაფერი შეჰმატებია (ახალმოზელილ ცომადვე რჩება). ალექსანდრო ხელს უწყობს დაცულობის გარანტიით დომენიკოს ქალაქ კამორაში გადასვლას, რომელიც ძალის კულტისა და მიღებაზე ფიქსირებულობის, ძალის გამოყენებით რაიმეს მითვისების აქტის პიროვნების თვითრეალიზაციის მთავარ სიმპტომად იდენტიფიკაციის პრინციპის მიხედვით, ძლევის მანიის მოდუსის ნოოსფერული გარემოს განსახიერებად წარმოგვიდგება (კამორაში ყოველივე ფასეუსლ მხოლოდ მითვისების ობიექტადა აქვს ღირებულება: დედოფალი მერსედეს ბოსტონი შიშნეული ქვეშევრდომებისგან მირთმეულ-მითვისებულ ძვირფასი ბეჭდების თვლებს კბილებით ფშვნის და ანადგურებს და ქვეშევრდომისადმი უმცირესი შეღავათის გაწევისთვის კიცხავს თავის ქმარს). 
მაგრამ კამორას გააჩნია ამ იდენტიფიკაციასთან შეუსაბამო და, კერძოდ,  ფორმის მანიის მოდუსის ნოოსფერული გარემოსთვის აუცილებელი მახასიათებელიც - იერარქიული ცენტრალიზებული ხელისუფლების ინსტიტუტი, რომელიც აბსოლუტურ ერთმმართველობამდე მისულა. ამით კამორა საბჭოეთის სინამდვილის ანალოგად წარმოგვიდგება. ნოოსფერულ სტიქიათა თანხვედრილი ეფექტების ფენომენის მათი ცალფა ეფქტის ფენომენებად (ანუ სხვადასვა ნოოტიპის ერებად) დაშლა მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობის კონსტრუქტივიზაციის აუცილებელი პირობაა, ხსენებულ ახალ პირობებში, ამდენად, ლოგიკურია, რომ კამორას დესტრუქციულობის საფუძვლად მისი შერეული ბუნება იქნეს მიჩნეული. განსახილველ ნაწარმოებშიც მოვლენები სწორედ კამორას ცალფა ეფექტის ფენომენებად დაშლის მიმართულებით ვითარდებიან - ცალკე გამოიყოფა და წმინდად ფორმის მანიის მოდუსის ნოოსფერულ გარემოდ ყალიბდება ახალი ქალაქი კანუდოსი. ამ შეფასების სასარგებლოდ მეტყველებს არაერთი არგუმენტი: მხოლოდ წინამძღოლი - ,,კონსელეირო" - მენდეს მასიელი (მიწისთვის გაჟლეტილ მასიელთა მრავალრიცხოვანი მოდგმის ერთადერთი ნაშთი და ახალი საზოგადოების ჩამოყალიბების მხოლოო ინიციატორი), რომლის აბსოლუტური ხელისუფლება საგანთა არსის წვდომასა და მოქმდებაში ჯერარსული ნორმების დაცვა-გატარებას ემყარება, სწორედ ამის გამო ემორჩილება მას ფანტასმაგორიული კაატინგა, რომელიც ფორმის მანიის მოსდუსის ნოოსფერული გარემოს გარეგანი სინამდვილისგან გამმიჯნავ აუცილებელ ბარიერზე მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, ამ ბარიერის მოშლასაც ერთ-ერთი კანუდოსელის, პრუდენსიოს მიერ, რომელიც ძმების გამო შურისძიების წყურვილს საჭიროზე მეტად აჰყვა, ბრძოლაში ჯერარსული ნორმის დარღვევა იწვევს; თანხმობის პრიმატი - კანუდოსის ყოველი მოქალაქე მხოლოდ თავისი ნებით უერთდება ახალ საზოგადოებას, წვლილად მხოლოდ საკუთარი ქონების (არარა სვხისი კუთვნილის ან სხვასთან სადაოს) მიტანით (კანუდოსში გადასულთა მიერ მხოლოდ მათივე კუთვნილის წაღების ფაქტის დაფიქსირებას, კამორელთა საკუთრების პატრონებისთვის უკლებლივ გადაცემას შეეწირნენ პრუდენსიოს ძმები) და გარანტირებულად უზრუნველიყოფა საცხოვრისით და ფუნქციით, რომელსაც ვითარების შესაბამისად ლიდერი შესთავაზებს და თანხმობით იკისრებს და ასრულებს თვით სიცოცხლის ფასადაც კი; სოციალური სტატუსის გარეშე არსებობის უსურვილობა, რასაც განასახიერებს მხოლოოდ დარჩენილი მეხუთე დიდი კანუდოსელის დონ დიეგოს ,,უკანასკნელი არტისტული ჟესტი", რომელიც სამურაის კოდექსის ალუზიას იწვევს. 
    კანუდოსელები ახერხებენ თავიანთი ახალი თაობის გაპარებას და გადარჩენას. კონსელეიროს სული მათ მიჰყვება, რაც ნიშნავს იმას, რომ წმინდად ფორმის მანიის მოდუსის ნოოსფერული გარემოს სტაბილიზაცია შეუქცევად ტენდენციად შეიძლება ვიგულვოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხდება კაცობრიობის სისტემური ერთიანობის ეფქტის მორიგი გამოვლენის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელშეწყობით, რასაც განასახიერებს ალექსანდროს უფროსი ძმა, მიჩინიო, რომლმაც კანუდოსელების ლტოლვილების კვალის დაფარვაშიც და კამორას ერთმმართველისაგან გათავისუფლებაც (მისი ხელშეწყობის გარეშე დონ დიეგო ბეტანკუს ვერ დაიმარტოხელებდა), რაც კამორას წმინდად ძლევის მანიის ნოოსფერულ გარემოს მდგომარეობამდე დაყვანის პროცესის ინიცირებას ნიშნავს. კაცობრიობის სიმთელის ეფექტის ამსახველია მიჩინიოს მიერ დომენიკოს ფარულად მფარველობაც. დომენიკო ჩართულია აღწერილ პროცესებში, იძენს ახალ გამოცდილებას, მაგრამ მისი ფარული მფარველისავე შეფასებით, ეს ახალი გამოცდილებაც ვერაფერს ჰმატებს, ის კვლავ უმწიფარ პიროვნებად რჩება. 
     ეს შეფასება ადეკვატურად ასახავს ქართველი ერის იმდროინდელ მდგომარეობას, რომელსაც იმ დროს არ შეეძლო თავისი ცივილიზაციური ფუნქციის შესრულება - ფორმის მანიის, ძლევის მანიის და ცხრომის მანიის კლასის ერების სრულიად ურთიერგანცალკევებით თანაარსებობის უზრუნველმყოფელი ინსტიტუციური ინიციატივის გენერაცია. სიუჟეტის მიხედვით კი, მიჩინიოს დასკვნის სისწორე ნაწარმოების ბოლო ნაწილითაც დასტურდება.
     დომენიკოსთან დამშვიდობებისას ირკვევა, რომ კაცობრიობის სიმთელის ეფექტის (ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზებულობის ფაქტის) მთავარი პერსონიფიკაცია მიჩინიოა. თვით ის, მაღალი სოფლის ყოფაში გარედან შეტანილი შეშფოთებაც, რომელმაც დომენიკო გრძელ გზაზე გაიყვანა, მიჩინიოს მიერ ყოფილა ინიციირებული: მას გაუგზავნია მისგანვე დახსნილი უსახელო მგზავრი შესაბამისი მიმართულებით; ისვე იგულისხმება უსახელო მგზავრის გამასაებაში გამოხატული მიღწევის არად ჩამგდებ პიროვნებად (ხელუკუღმა რომ შემოჰკრა გაამაყებულს და თავისი უმწეობა დაანახა), რაც მართვის მანიის კალსის ერის მიერ არაპირდაპირ თვითგამოხატვაში მიღწეული წარმატების, ხსენებულ უპრეცედენტო ვითარებაში, სრული გაუფასურების განსახიერებაა. 
    ცივილიზაციის სიმთელის ეფექტი მართვის მანიის ეფექტის მთავარი ასპექტია, ამდენად, ის ასოცირებადია ქართველ ერთანაც. რაც ბადებს კითხვას, ხომ არ მოეძებნება მიჩინიოს პროტოტიპი რეალური ისტორიული პიროვნების სახით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1928 წელს სტალინის მიერ ინიცირებული ფორმის მანიის კასტური ეფექტის (სოციალიზმის სტალიუნური მოდელის) რეალიზაცია რუსი ერის დომინანტის არეზე გახდა საბჭოეთის ძლევის მანიის და ფორმის მანიის ორმაგი ეფექტის ფენომენად სტაბილიზაციის მომტანი, რაც წინ უძღოდა  სტალინის ძლევის მანიის კასტური ეფექტის პერსონიფიკაციად თვითრეალიზაცია, ერთი შეხედვით, ლოგიკური სჩანს მარშალ ბეტანკურის პროტოტიპად მისი დასახელება. ამ ჰიპოთეზას განამტკიცებს სტალინის მიერ სასიკვდილო ინციდენტის სრულ მარტოობაში, სრულ იზოლაციაში განცდის ფაქტის გათვალისწინება - ხელისუფლების ბერკეტების გამოყენების ყოველგვარი შესაძლებლობის აღკვეთილობის პირობებში ეწვია სიკვდილი მარშალ ბეტანკურსაც. ამ შემთხვევაში, სტალინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინება - ხელისუფლება აღმოჩნდა ლავრენტი ბერიას ხელში, რომელიც სტალინის მკვლელობაში მხილების მუქარით მანიპულირებდა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლებზე - მიჩინიოს პროტოტიპად ლავრენტი ბერიას დასახელების უფლებას გვაძლევს (მარშალ ბეტანკურის მკვლელობაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილობისგან მიჩინიო მყარი ალიბით იყო დაზღვეული - ამ დროს ის ლეგალურად დომინიკოს ,,გაქრობით“ იყო დაკავებული). ლავრენტი ბერიას სამთვიანი ზეობის პირობებში მართლაც გადაიდგა საბჭოეთის სივრცეში ფორმის მანიის კალსის ერების ავტონომიის გაძლიერიების ხელშემწყობი ნაბიჯები. 
     ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის ფენომენი მეტად მრავალმხრივია და შეიცავს მიჩინიოს ისტორიულ პროტოტიპად გამოსადეგ მომენტსაც. ჯერ ერთი, თავად სტალინმა, მართალია - საბჭოთა კავშირის გარეთ, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ფორმის მანიის კლასის ერების გამოკერძოება-სტაბილიზაციაში, რისი მაგალითებიცაა: ისრაელისა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური სახელმწიფოების ჩამოყალიბება და, რაც განსაკითრებით აღსანიშნავია, ჩინეთის გასაბჭოება და ერთიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფა, კორეის შემთხვევაშიც მსგავსი შედეგის მიღწევის მცდელობა, მსოფლიოში კოლონიალური სისტემის რღვევაშიც მთავარი ასპექტი ფორმის მანიის კლასის ერების სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბება-სტაბილიზაციის პრეცენდენტებია. გარდა ამისა, ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ 1953 - 1956 წლების მოვლენების შედეგად იგრძნო თავი სტაგნაციის ჩიხში გამომწყვდეულად, მაგრამ არაპირდაპირი თვითგამოხატვის ისტორიულად ტრადიციულ პრაქტიკაში განსაკუთრებით დაწინაურებულ ქართველებს, პირველ რიგში სტალინს, ბევრად ადრე, შესაძლებელია 1943 წელს ეგეოსური ცივილიზაციის შეუქცევადი გლობალიზაციის რეჟიმზე გადასვლისთანავე, უნდა სწვეოდათ ეს განცდა. ხოლო 1948 წელს ეგეოსური ცვილიზაციის ახალი, მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომის გამო, სტალინი, ამ ცივილიზაციის წინა, მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მის მიერვე ინიცირებულ გამოხატულებებს თავადვე უნდა გამიჯვნოდა. ამით აიხსნება მის მიერ აღმოსავლეთევროპის გასაბჭოებულ ქვეყნებსა და ჩინეთზე საბჭოთა კავშირის გაფართოების მნიშვნელობით ინტერპრეტირებადი ნაბიჯების არიდება, შემხვედრი ინიციატივების უარყოფა. სწორედ სტალინის ფენომენის ეს ასპექტი შეიძლება დავასახელოთ მიჩინიოს ისტორიულ პროტოტიპად. ლავრენტი ბერიას ინიციატივებიც ამ ასპექტის განვითარებას ემსახურებოდა. ეგეოსური ცივილზიაციის ისტორიულად უპრეცედენტო მდგომარეობაში გადასვლის ეტაპზე, ამ გარემოებაზე ადეკვატური რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნის იმ დროისთის ჯერ არ არსებობამ ქართველ ერს აღუკვეთა ინიციატივის შენარჩუნების, სტაგნაციის ჩიხში ჩავარდნის აცილების შესაძლებლობა. ამ უკანასკნელ გარემოებათა გათვალისწინებით, ისტორიული პროტოტიპი ეძებნება ალექსანდროსაც. მისი მოძალადე მამა, მიჩინიოს მამინაცვალი პერსონიფიკაციაა დასავლეთევროპული ცივილიზაციის აგრესიისა ქართველი ერის, როგორც ეგეოსური ცივილიზაციის ელემენტის მიმართ. ეს ჯერ ოსმალეთის იმპერიის, XVII საუკუნის დასაწყისიდან კი მასთან ერთად ირანის ექსპანსიაში გამოიხატა, რამაც ქართველი ერი მილევის რეჟიმში ჩააგდო (ტყვეთა სყიდვის ინფრასტრუქტურის სტაბილიზაცია და ძალდატანებით ისლამიზაციის პოლიტიკა, რასაც პერიფერიულ რეგიონებში შეუქცევადი შედეგები მოჰყვა). მოგვიანებით, რუსეთის იმპერიის ექსპანსიის პირობებში, დასავლეთევროპული ცივილიზაციის აგრესიამ რუსიფიკაციის პოლიტიკაში ჰპოვა გამოხატულება და, ამასთანავე, კოსნტრუქციული ასპექტიც შეიძინა. ვგულისხმობ ქართველ ერში დასავლეთევროპულ ცივილიზიაში თვითინტეგრაციის ტენდენციის ჩასახვას. მაგრამ ეს ნიშნავს დასავლეთევროპული ცივილიზაციის აგრესიის გარეგან ფაქტორად მოშლას და ცივილიზაციათა კონფლიქტის მომენტის ქართველი ერის მდგომარეობის შინაგან ასპექტად გადაქცევას, რაც ასახულია მიჩინიოს მიერ მამინაცვლის მკვლელობისა და ნახევარძმებს შორის უსასტიკესი ურთიერთდამოკიდებულების დამყარების სიუჟეტური ფაქტით. დედის გარდაცვალება კი ასახავს ალტერნატივების კონფლიქტის პირობებში საერთო მაორიენტირებელი ფაქტორის არსებობის შეუძებლობლობას. დასავლეთევროპული არჩევანის შესაბამისი მიმდინარეობის შევიწროების ამსახველია 1900 - 1945 წლების მოვლენები - ილიას მკვლელობა, საქართველოს რესპუბლიკის დაცემა, ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილის (ცისფერყანწელების, მიხეილ ჯავახიშვილის, მიქელაძე, ახმეტელის ...)  რეპრესიის მსხვერპლად ქცევა, ან საბჭოეთის გარეთ გადახვეწა, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში განხორციელებული ეთნოდეპორტაციები. ეს სასტიკი კონფლიქტი მხოლოდ ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციამ შეაჩერა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა ქართველი ერის მომავალზე ზრუნვაში ყოფილ მოწინააღმდეგეთა თანამშრომლობა, ამდენად ალექსანდროს პროტოტიპად უნდა დასახელდეს ქართული ემიგრაციის ის ნაწილი, რომელიც გადაურჩა ხსენებულ კონფლიქტს და დევნას. ამის საუკეთესო მაგალითია გრიგოლ რობაქიძე. 
     მიჩინიო განშორების წინ შეახსენებს დომენიკოს მაღალ სოფელში, საწყის მდგომარეობაში არ დაბრუნების მისეულ გაწყვეტილებას და ასწავლის გზას ახალი თავშესაფრისკენ, სადაც ცხოვრებას გამოსავლის წარსული გამოცდილების საფუძველზე ძიების მნიშვნელობა ექნება: ახალ თავშესაფარში დომენიკოს ყოფა კირკეს ტყვეობაში ოდისევსის, ტახებად ქცეულ თავის თანამგზავრებს შორის, ყოფის ალუზიას იწვევს და, ამ ანალოგიის კარნახით, მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციის პრაქტიკის ნოოტიპური ტრანსფორმაციის ტენდენციაში გადაზრდის აღკვეთის მცდელობის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ  (ტახი - მართვის მანიის ეფქტის ტოტემისტური წარმოდგენის მთავარი ელემენტი დედამიწის პირობებში). სწორედ ამგვარი მნიშვნელობის პროცედურის გავლა, ამით შეძენილი ახალი გამოცდილება აძლევს აზრს დომენიკოს მაღალ სოფელში, მამასთან დაბრუნებას, რადგან ამგვარი გამოცდილების შეძენა წარსულის მემკვიდრეობის, აქამდელი წარსული გამოცდილების ახლებურად აქტუალიზაციის მოლოდინის გაჩენის გამამართლებელია. დომენიკო ღებულობს საამისო ცდის შესაძლებლობას, მამის ნებართვით იმოსება სამოსელი პირველით, მიეახლება დროთა კავშირის კოცონს, მაგრამ ვერავითარ განახლებას, ვერავითარი ახალი ინიციატივის უნარს ვერ იგრძნობს საკუთარ თავში, თუმცა მამის მოლოდინის გამართლებას მაინც ახერხებს იმით, რომ გაიხდის და ცეცხლს მისცემს სამოსელს, რის შედეგადაც ცხადი ხდება, რომ წარსულ გამოცდილებაში არაფერია არაპირდაპირი თვითგამოხატვის შედეგების გარდა და მისი ყოველი ელემენტი, რომელიმე შემამკობელი ძვირფასი ქვით წარმოდგენილი, ასოცირებადია დომენიკოს პირად გამოცდილებასთან - ცეცხლის ალში ყოველი ქვა იქცევა დომენიკოს ამა თუ იმ მოგონების კადრების გამომანათებელ სარკმელად. ის ისევ ტოვებს მაღალ სოფელს და ტყეში აღმოჩნდება, სადაც ყველა მხრიდან ჩასაფრებული დამკვირევებლების მზერას გრძნობს, რაც კაცობრიობის ჰარმონიული მდგომარეობის აღდგენის ქართველი ერისგან მოლოდინის, ქართველი ერის ინიციატივაზე დამოკიდებულების განსახიერებაა. შიშის გამძაფრებული გრძნობის, რაც პასუხისმგებლობის სიმძიმის განცდის გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ, დასაძლევად ხელით ძერწავს მიწის ქალს, მაგრამ არაფერი გამოსდის ("მხოლოდ ხელები მოეთხვარა მაღალი სოფლის კუთვნილი მიწით"), რაც ქართული პარადიგმის მიხედვით, როგორც აღინიშნა, მაორიენტირებელი ფაქტორის დანაკლისის მძიმე განცდის განსახიერებაა. გამამხნევებლად კვლავ მამა, წარსულის გამოცდილების კონსტრუქციული მომენტი ევლინება, რომლის სიტყვებიც ახალ გზაზე შესადგომად აგულიანებს. მამა მხოლოდ მის არდავიწყებას სთხოვს, რაც ქართველი ერის ნოოტოპური იდენტობის დაცვით განვითარებისკენ მოწოდებაა. ამრიგად, ეს ნაწარმოები მკითხველში ქართველი ერის რევოლუციური ნახტომის მოლოდინის გამღვივებელია. ოპტიმალიზმის დოქტრინის ჩამოყალიბების ფაქტი კი გვაძლევს უფლებას განვაცხადოთ, რომ ეს ნახტომი უკვე შედგა თეორიული ცოდნის სფეროში და დადგა ყოფაში მისი განხორციელების ჯერი.
     და ბოლოს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ნოოლოგიური ანალიზით გამოვლენილი სტრუქტურული ასპექტი ბოლომდე გაცნობიერებული ჰქონდა, თუმცა არც ესაა გამორიცხული. საქმე ისაა, რომ შედევრებს ქმნის ავტორის განწყობის და არა ცნობიერების მოცემულობა. არსებობს ცოდნა განწყობის ლოგიკით განსაზღვრული, რომელიც ცნობიერ ცოდნას სისტემური სიმთელით აღემატება. 
06.05.2021
.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge