გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნაირა ქარჩხაძე - ლილიანა

               
          ვუძღვნი ულამაზესი და უკეთილშობილესი ქალბატონის,
ღვაწლმოსილი პედაგოგის ი. დ.-ს ხსოვნას.
  
 
     ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, სკოლაში რომ მივედი მასწავლებლად. უნიერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ჯერ კიდევ ფერადი სათვალით ვუყურებდი სამყაროს. 
        ამიხდა ბავშვობის ოცნება. უკვე პედაგოგი მერქვა და ახლა უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული, რამდენად ღირსეულად ვატარებდი ამ საპატიო სახელს. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, რა პრო-ფესიაც არ უნდა ამერჩია, აუცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი. ბავშვები უზოოდ მიყვარდა და მათთან ურთირთობა რთული არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის. რამდენიმე თვეში მათაც ისე შემიყვარეს, როგორც მე მიყვარდა.
        იმისათვის, რომ კარგი მასწავლებელი იყო, არ არის საკმარისი სურვილი და საქმის სიყვა-რული. აუცილებელია, ყურადღებით აკვირდებოდე შენს გვერდით მომუშავე გამოცდილ თანამ-შრომლებს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მათგან იმდენ და ისეთი მაღალი ხარისხის პედაგოგიკის გაკვეთილებს აითვისებ, რასაც ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ გასწავ-ლიან.
       ყურადღებით ვაკვირდებოდი გვერდით მყოფ  თანამშრომლებს. ძალიან კარგი ადამიანე-ბი იყვნენ, მაგრამ ერთი მათგანი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სათნოებით, თავდაჭერით, საქ-მისადმი უდიდესი სიყვარულით. სამოცდაათ წელს მიტანებული, მხრებში ამაყად გამართული, ულამაზესი ქალბატონი ლილიანა დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. დროს მისი კლა-სიკური სახის ნაკვთებისათვის ვერა დაეკლო რა. როცა ამ უჭკნობ, უბერებელ მასწავლებელს თვალს მოვკრავდი, თავში აუცილებლად ერთი კითხვა გამივლიდა: ნეტვი, როგორი იყო ეს მშვე-ნიერი ადამიანი ახალგაზრდობაში.
           იშვიათად შეხვდებით ადამიანში ასეთ ბალანსს, როცა სხეულისა და სულერი, შინაგნი სამყაროს მშვენიერება ასე ჰარმონიულად, ასე თანაბრად ერწყმის ერთმანეთს, როგორც ეს ლი-ლიან მასწავლებლის შემთხვევაში იყო.
            მისი მოსწავლეების ბედს სწორედ ისე განიცდიდა, როგორც საკუთარი შვილებისას. მაღა-ლი კლასის მასწავლებლები რომელიმე ბავშვს რომ შევაქებდით, ლილიან მასწავლებელი თვა-ლებზე ცხვირსახოცს აიფარებდა და მხრები აუტოკდებოდა, -ვატყობდით, ემოციისაგან ტირო-და. პირად წარმატებად თვლიდა, მისი აღზრდილი რომელიმე მასწავლებლის შექებას რომ და-იმსახურებდა… მაგრამ ასევე ტკივილამდე განიცდიდა, როცა რომელიმე მოსწავლეზე საყვე-დურს ვიტყოდით. ჩუმად გავიდოდა თავის სადამრიგებლო ოთახში და გულამოსკვნილი ატირ-დებოდა. თვლიდა, რომ, თუ რომელიმე მოსწავლე კარგად ვერ სწავლობდა მაღალ კლასებში, ან დისციპლინაში პრობლემა ჰქონდა, ეს აუცილებლად მისი ბრალი იყო...ალბათ, მე ვერ ვასწავლე და აღვზარდე დაწყებით კლასებში ისე, როგორც საჭირო იყოო.
        არასოდეს მანამდე და მას შემდეგაც, ოცდაექვსწლიანი პედაგოიური სტაჟის შემდეგაც, არ შემხვედრია მასწავლებელი, ასეთი პასუხისმგებლობით რომ მოკიდებოდა თავის პროფესიას. ის არამარტო გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული პიროვნებაც იყო: -თბილი, გუ-ლისხმიერი, უზომოდ კეთილი, მაგრამ, ასევე - უზომოდ ამაყი და თავმოყვარე.
          ერთხელ, გამაცნეს შესანიშნავი გარეგნობის შუახნის მამაკაცი. ლილიან მასწავლელის მე-უღლეაო, მითხრეს.  ლალიმ, მათემატიკის მასწავლებელმა ხუმრობით მითხრა: -ლილიან მასწავლებელს რძლად მოვწონდი და მეორე შვილისთვის აუცილებლად შენ აგირჩევსო. ისიც მითხრეს, რომ გურამი ლილიანის მეორე ქმარი იყო. პირველი ქმარი დიდ სამამულო ომში და-ეღუპა.
       ერხელ, მეოთხედის ბოლოს, ჟურნალებს ვაწესრიგებდი. კლასის ხელმძღვანელი ვიყავი და უამრავი საქმე მქონდა. ჩემთან ერთად ლილიან მასწავლებელი იჯდა სამასწავლებლოში და ისიც ჟურალებს აწესრიგებდა. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, უფრო მეტის გაგება მინდოდა მას-ზე. ყველაფერი მაინტერესებდა მისი წარსულის შესახებ. ამაზე უკეთეს დროს ვერ შევარჩევდი, მუშაობა შევწყვიტე და შვილებზე ჩამოვუგდე სიტყვა.
   - ჩემი ბიჭები ქალაქში მუშაობენ, შვილო, - მითხრა და თვთონაც შეწყვიტა მუშაობა. მომეჩ-ვენა, რომ თავადაც სურდა ჩემთან საუბარი. - კარგი შვილები მყავს, კარგი,-  ლალის სიტყვები გამახსენდა. ალბათ, ახლა დიწყებს უმცროსი შვილის ქებას, - გამეღიმა, მაგრამ მან სხვა კუთ-ხით წაიყვანა საუბარი:
            - გული მწყდება, ჩემო საყვარელო, ისე უცებ, ერთი ამოსუნთქვით რომ გავიდა ცხოვრება. სულ ვფიქრობ, ვაითუ ხვალ პენსიონერი მასწავლებლები გაგვიშვან სკოლიდან. ვერაფრით ვე-გუები, რომ ამ აუცილებლობის წინაშე მთავრობა თუ არა, ასაკი და ჯანმრთელობა დამაყენებს მალე.
          - ჯერ ადრეა, ლილიან მასწავებელო. ქვენნაირი ენერგიის და შემართების ადამიანი ბევრ 
ახალგაზრდას ჯობია.
          -გულს მიკეთებ, ხომ, შვილო? ამ ხნის ქალს მრცხვენია გამხელა, თორემ ერთი სამი წელი კი მინდა კიდევ სკოლაში ვიყო.
         - გულს ნამდვილად არ გიკეთებთ. თქვენ, ამდენი წლის მერეც რომ ასეთი ენერგიით შედი-ხართ გაკვეთილზე, წარმომიდგენია, ინსტიტუტი რომ დაამთავრეთ და სკოლაში მოხვედით, რა შემართება გექნებოდათ.
          სახეგაბრწყინებულმა მარჯვენა ხელით ცხვირსახოცი მიიფარა სახეზე და მორცხვად ჩაი-ისკისა:
        -სანამ ახალგაზრდა ხარ, შვილო, მანამ გამოიყენე დრო. სწავლა, კარიერა, მოგზაურობა ახ-ლა უნდა მოასწრო. ჩემი ასაკის რომ იქნები, იცი რამდენ აუხდენელ ოცნებაზე დაგწყდება გუ-ლი?-თავი გაიქნია დანანებით.
           - თქვენ და ელენე მასწავლებელი კურსელები იყავით, ხომ? -ელენე ქართულის მასწავლე-ბელია, რომელიც ბებიად მერგება, ბაბუაჩემის გარე ბიძაშვილია.
        - კი. ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, მე - დაწყებითზე. ერთად გვქონდა ბინა ნაქირავები და დებივით ვიყავით.
        ბევრი რამ მქონდა გაგონილი ამ ორი მშვენიერი ქალბატონის სამაგალითო მეგობრობაზე. ახლაც, ასაკში შესულებიც შესაშურ ყურადღებას და სითბოს იჩენენ ერთმანეთის მიმართ.
        -ამ სოფელში რომ მოვედით მასწავლებლად, შვილო, მე ოცი წლის ვიყავი, ელენე- ოცდა-ორის. აქაც ერთ ოჯახში ვცხოვრობდით. სოფლის ამბავი ხომ იცი, ახალგაზრდა გოგონებს საცო-ლო ბიჭები თავს გვეხვეოდნენ. ომი ახალი დამთავრებული იყო და სოფელში დაბრუნებული ახალგაზრდები ათასი ხერხებით ცდილობდნენ ჩვენი ყურადღების მიქცევას.
   ჩემი მეუღლე ომიდან არ დაბრუნებულა. ომის დამთავრებიდან ერთი წლის მერე დავ-ბრუნდი მშობლების სახლში მეუღლის ოჯახიდან. დედაჩემი შვილის აღზრდაში მეხმარებოდა, მე კი სწავლა გავაგრძელე. რთული დრო იყო. მესამე კურსზე ვიყავი, ამ სკოლაში რომ დავიწყე მუშაობა. ელენე მანამდე მუშაობდა აქ. ასე დაიწყო ჩემი ამ სკოლაში მოღვაწეობა. 
        თუმცა არ ვიცი, ეს იმ დროს რამდენად კარგი იყო ჩემთვის... მალე ელენემ შესანიშმავი ახალგაზრდა გაიცნო და დაქორწინდა. მე ჩვეულებრივ ვაგრძელებდი მუშაობას.
       მძიმე ტვირთად იქცა ჩემთვის განათხოვარი ქალის სტატუსი. ჩემი უშუალო დამოკიდე-ბულება ადამიანთა მიმართ, ჩემი  ჩაცმის სტილი, მხიარული სიცილი, წვეულებებზე და დაკრძალვებზე სიარულიც კი საერთო საზოგადოებრივი განხილვის თემა არაერთხელ გამხდარა.
          პირველად რომ გავიგე ჭორი ჩემს შესახებ, თითქოს კოლმეურნეობის თავმჯდომარის სა-ყვარელი ვიყავი, ნერვიულობით კინაღამ მოვკვდი. თავის მოკვლა ვცადე. ელენემ გადამარჩინა. ის და მისი მეუღლე, შალვა, გვერდიდან არ მომცილებიან. როგორ არ გამამხნევეს, რა არ მითხ-რეს, რომ ეს საზიზღარი ჭორი როგორმე დამევიწყებინა. ორი კვირა ვერ ავდექი ლოგინიდან. 
           ჯერ ამ ჭორიდან არ მქონდა თავი დაღწეული, რომ ახალი აგორდა. ამჯერად საწყობის გამგე ამოიღეს მიზანში და კაცს ოჯახი კინაღამ დაუნგრიეს. ეს უკვე მეტისმეტი იყო. გადავწყვი-ტე, სკოლა დამეტოვებინა და რა თქმა უნდა, სოფელიც, მაგრამ ისევ ერთგულმა მეგობრებმა შე-მაჩერეს. ,,შენი ახლა წასვლა, ამ აბსურდის აღიარებას ნიშნავსო“, მირჩიეს და მეც შევჩერდი.
             ვცდილობდი ზედმეტად არავის მოვხვედოდი თვალში. ყველა ჩემი ქმედება გამეკონ-ტროლებინა. იმდენად დავკომპლექსდი, რომ აღარსად მივდიოდი... მხოლოდ სკოლა და სახ-ლი. ჩემნაირი აქტიური ადამიანისათვის ეს ნამდვილი კოშმარი იყო... მაინც თქვეს... ისევ ვიღა-ცას ვუნგრევდი ოჯახს, ისევ ვიღაცასთან  მნახეს ღამისთუ დღის საათებში უადგილო ადგილას, რომ ჩემნაირი ქალი აბა ისე როგორ გაჩერდებოდა;
            ვხედავდი აზრი არ ჰქონდა რაიმეს უარყოფას, არც ნერვიულობას, არც თავის მოკატუნე-ბას, თითქოს ეს სხვას ეხებოდა და არა მე.  უნდა შევგუებოდი მუდმივ თავდასხმებს ადამიანე-ბის მხრიდან და მსგავს ჭორებთან ერთად ცხოვრება მესწავლა. ჩემი მენტელიტეტის ადამიანი-სათვის ეს წარმოუდგენლად ძნელი იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
            ასეთ ჭიდილსა და სირცხვილში გავიდა ოთხი წელი, ოთხი კოშმარული წელიწადი. ძნე-ლია  წარმოიდგინო, შვილო, ჩემი ყოფა. თუმცა ნუგეშიც იყო... არაერთხელ მოუტანიათ ამბავი, რომ ჩემი სახელის დასაცავად ბევრს გამოუდვია თავი. განსაკუთრებით ჩემი მოსწავლეების მშობლები ცდილობდნენ.
             დირექტორმა გამაგებინა, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე უნდა წავსული-ყავი ქუთაისში, დახელოვნების ინსტიტუტში, ერთი თვით. ეს ერთგვარი ხსნა იყო ჩემთვის. გა-რემოს შევიცვლიდი და სოფელსც დროებით დავაღწევდი თავს.
        ერთი კვირის დაწყებული მქონდა კურსებზე სიარული, რომ ელენე და მისი მეუღლე, შალვა  ჩამოვიდნენ ჩემს სანახავად.
  -ლილიან, მეტად სერიოზული საქმისთვის მოვედით, -მითხრა ელენემ.
   გული კიმაღამ გამისკდა... ალბათ, ისევ რაღაც ჭორი გაიგეს და ეშინიათ, ისევ არ ავუტეხო თავს რამე... 
      -ნუ გეშინია, ამჯერად ცუდი არაფერია, -დამამშვიდა მეგობარმა.
      -ლილიან, ცოდო ხარ. დაიტანჯე ამდენი უსამართლობით, ამდენი ტალახით, -მეუღლეს მიე-შველა შალვა.
      -რა მოხდა, ჩქარა მითხარით, თორემ გამისკდა გული...-ძლივს ამოვიღე ხმა.
     -სკოლის ქვემოთ, მდინარის პირას გურამ ხარაძე რომ ცხოვრობს, ხომ არ იცნობ?- პირდაპირ საქმეზე გადავიდა ელენე.
      -პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, ვინც არის.  რამ გაგახსენათ, ახლა გურამი, -დავიბენი მე. ღმერთო, ალბათ ახალი ჭორი მას უკავშირდება.
      - მან გამოგვაგზავნა,- აზრი გამიფანტა შალვამ.
      - დიდი ხანია, მოსწონხარ და შენზე დაქორწინება უნდა, -დაასრულა ელენემ.
      - ჩემზე? - არა ეს დაუჯერებელია,- ჩემზე ჭორები არ მისულა მის ყურამდე? -ვიკითხე მექანიკურად.
      - კი, იცის.  შორიდან რამდენიმე წელია გაკვირდება და ყველაფერი იცის შენს შესახებ. 
       - და მაინც უნდა ჩემზე დაქორწინება? რა უნდა გითხრათ,- დავიბენი მე.
       - ჩვენ ვერაფერს გვეტყვი, რა თქმა უნდა. გაგაცნობთ და თვითონ შეძლებთ სიტუაციის მო-გვარებას. ლილიან, ეს არის შენი შანსი, რომ თავი დააღწიო იმ კოშმარს, რომელშიც ამდენი ხანი ცხოვრობ, - ხელი მომხვია ელენემ.
        ცრემლი ვერ შევიკავე, გული ამომიჯდა და ლამის იყო ისტერიკაში ჩავვარდი. ელენემ და შალვამ პატერა ბავშვივით ჩამიკრეს გულში და მთელი საათი მოუნდნენ ჩემს დამშვიდე-ბას. იმ დღეს ლექციაზე ვეღარ დავბრუნდი. 
      ამის შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. ელენემ და შალვამ მეორე დღეს-ვე გამაცნეს გურამი. სირცხვილით აღარ ვიცოდი, თვალები სად წამეღო, ამ კეთილშბილი ადამიანის წინაშე, პირველად რომ დავრჩით მარტო და თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემი ამბავი მომეყოლა. შემაჩერა. მითხრა, ეს ყველაფერი იცოდა. იცოდა მისმა ოჯახმაც - დედამ და მამამ. მალე, ჩემი ოჯახიც ჩავაყენე საქმის კურსში და ერთი თვის მერე სოფელში ახალი სტატუსით დავბრუნდი.
    სკოლაში წარმოუდგენელი სიხარული გამოიწვია ჩემმა ნაბიჯმა. ყველა თანამშრომელი ბედნიერი იყო ჩემი გადაწყვეტილებით. გურამის ოჯახმაც სიხარულით მიმიღო. 
      ჩემი ბედნიერება ამდენი წელია გრძელდება. შეგვეძინა ორი ვაჟი. ყველაფერი კარგად წარიმართა ჩემს ცხოვრებაში, რისთვისაც გურამის უზომოდ მადლიერი ვარ. ერთადერთი, რაც მთელს ამ ამბავს ლაქად მიჰყვება ის არის, რომ უფროსმა  შვილმა, ჩემმა გოგონამ, რო-მელსაც დედაჩემი ზრდიდა, თავის დროზე უარი თქვა ჩემთან და გურამთან ცხოვრებაზე და სკოლის დამთავრების მერე მალევე დაოჯახდა, ვერ მაპატია მეორედ ოჯახის შექმნა. ამდენი წლის მერეც კი არ მიმართავს წარბს. 
      -ესაა, შვილო, სულ ჩემი ცხოვრება, - დაასრულა ლილიანმა.
       მე გულისყურით ვუსმენდი ამ სულისშემძვრელ ისტორიას. შევცქეროდი მშვენიერი ქალბატონის მშვიდ, კდემამოსილ სახეს და ხმას ვერ ვიღებდი. 
      მას შემდეგ ამდენი წელი გვიდა. ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. არაერთხელ უტკენია ჩემთვისაც ჭორებს გული, მაგრამ სულ მშვენიერი ლილიან მასწავლებელი მედგა თვალწინ. მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ არავის უნდა მისცე უფლება, შენი ცხოვრება გამოგონილი ფანტაზიებით მართოს. 
     უღრმესი მადლობა, ჩემო მშვენიერო ქალბატონო, სიმტკიცის ამ გაკვეთილისათვის!
          
                        2021 წელი.
        
           
             
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge