გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაია ლაღიძე - იქ და იმის იქით

 

   აფთიაქისკენ მივიჩქაროდი. ახალგაზრდების ჟივილ-ხივილი შემომესმა. შევყონდი.ბავშვები ტყვეობიდან გამოქცეულ თუთიყუშს დასდევდნენ დასაჭერად. თუთიყუშს ფრენა უჭირდა.
      შავთვალება გოგო გამოეყო დანარჩენებს, თითის წვერზე შემართულმა დამფრთხალი ფრივნელი ხელში აიყვანა, მიიხედ-მოიხედა, მერე ხელი ჰაერში შემართა და თუთიყუშს თავისუფლება მიანიჭა.
- რატომ მოიქეცით ასე?- ვკითხე გოგონას.
- ფრთები იმიტომ მიანიჭა უფალმა, უნდა იფრინოს. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ვიღაც დაიჭერდა და კვლავ გალიის ტყვედ იქცეოდა.
    ბედნიერებისა და სიკეთის ცრემლმა თვალები ამიმღვრია. დავპატიჟე. მოვალო, დამპირდა. რამოდენიმე დღის შემდეგ კარი მორცხვად შემოაღო და ოთახი მიათვალ -მოათვალიერა. დავინტერესდი გოგონას ბიოგრაფიით. ჩემთვის კი ვწერ რაღაცას, მაგრამ არავის ვუჩვენებო. გაამხილა. დავარწმუნე, წერა და საკუთარი ემოციების გათვალსაჩინოება სირცხვილი არაა, პირიქით. და...
      მომეწონა სიახლის ძიებითა და სითამამით.
      სათქმელის დაუსრულებლობით.
      ჩანაფიქრის ბოლომდე არ გამხელით.
      16 წლისაა. უყვარს წიგნები. აქვს ძალიან დიდი სურვილი და ცოტა გამოცდილება. მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებს მიგიზიდოს და დაგაინტერესოს.
თეიმურაზ ლანჩავა
                                                                        
                                       


      რატომღაც ოთახის ცრემლიანობა იგრძნო. შემაწუხებლად მოქმედებდა დაუნახავი ცრემლი. ისევ დახუჭა თვალები, გადაწყვიტა მდუმარედ დიდხანს ყოფილიყო  მარტო. აინტერესებდა ვისთვის იყო ფასეული მისი ყოფნა, უამრავი მოგონება უტივტივებდა გონებაში, ფიქრის წანწალში ჩაეძინა.
- არის აქ ვინმე? - ჩაესმა.
      თვალთახედვაში ცისარტყელასავით გაკიაფდა  ფერადოვნება. საიდანღაც ლანდი გამოიზლაზნა, გოგონას ფეხებთან შეჩერდა, აჩურჩულდა.
      შავსამოსზე მოკიაფე ცისარტყელას ფერები უცხო გარეგნობას საინტერესოს და მიმზიდველს ხდიდა.
- ვინა ხარ? - მკაცრი ტონი იგრძნობოდა.
- თქვენ თვითონ ვინა ხართ? - უტეხი მზერა მიაპყრო.
- ჩამეძინა და აქ მოვხვდი.
- სად ჩაგეძინა? - თვალნათლივ შეამჩნია მისი აწყლიანებული მზერა, დაბნეულობა.
- რა გქვია, როგორ მოგმართო?
- ერთი უბრალო სული ვარ, ამ სივრცეში რახანია მარტო ვარსებობ, პირველი ხარ, ვინც მესტუმრა და ჩემთან საუბარი მოიგუნება .
- რატომ ვართ აქ?
- გაურკვევლობა გვამთლიანებს. გაურკვევლობა ყველაზე საშინელი სასჯელია, რაც შეიძლება სულს გამოუტანოს განაჩენმა.
      ფერებით სავსე მოლბერტი გამოჩნდა, ღრუბლებში ტივტივებდა.
      ჰკითხა ქალმა:
- სულს ხატვის ნიჭი შესწევს?
- იმ სხეულის, რომელშის სულშიც ჯერ არ ჩამიხედავს, დახატვა გამიჭირდება.
- მაშინ ჩემი სხეული დახატე.
    სულმა თანხმობა მისცა.
    ქალი შიშვლდებოდა, მისი ქათქათა სხეული თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. თმები ჩამოიშალა, თითქოს ღრუბლებში შეიყუჟა. ვერ დაფარა ღრუბლებმა ქალის სილამაზე. შიშველი მკერდი ტოკავდა და ტორტმანებდა. 
    თქვა სულმა:
   აქამდე ჩემს გარეშე იყავი სამყაროში, ახლა ერთმანეთს ვავსებთ.
     ჩაიღიმილა ქალმა, გაიტრუნა,დუმილმა მოიცვა იქაურობა.
- შევისვენოთ, - თქვა სულმა, ფუნჯებს ადგილი მოუძებნა, მერე  გაიტრუნენ.
    ქალი ამჩნევდა მაცდურ თვალებში ჩასახლებულ იდუმალება ეძალებოდა, მოსწონდა. –
- რამდენი დრო მაქვს შენთან ყოფნის? - იკითხა მორიდებით.
- იმდენი, რამდენი სიზმარიც დაგესიზმრება ჩემთან ერთად.
- სიზმარი არაჩვეულებრივი ფენომენია, თუ ზუსტად შენს სურვილს ეფუძნება. რაც გულით გინდა, გონება გიცოცხლებს.
- რა გსურს გულით?
- სიყვარული, რომელსაც ვერასდროს გამოვხატავ, მაგრამ ვგრძნობ. მეშინია არასწორად შევარჩიო ადამიანი, რომელსაც  მივენდობი.
  - მიიღებ შენს სანუკვარ სიყვარულს, ან რეალობაში ან წუთიერ გატაცებაში, დაელოდე.
- იქნებ უკვე მეწვია ეს მშენიერი გატაცება და ვერ შევაფასე, ვერ შევიგრძენი?
- მშვენიერება ღმერთის მოგონილია, ის შენ უკვე გაქვს. თუ მოთმინებას გამოიჩენ, ყველაფერი კარგად იქნება.
- შენ რა იცი?
- ვხედავ და ვგრძნობ.
- მიხარია, რომ ლამაზ სხეულს ლამაზი სული ამშვვენებს... ხომ გაგიგონია ასეთი გამოთქმა.
- გაგონილი ბევრი რამ მაქვს. ნანახი ნაკლებად.
- აბა, სცადე, ჩაიხედე სარკეში.
    ქალი ღრუბლიდან დაეშვა, სარკე აიფარა, თქვა:
- ცაში ყველაფერი ლამაზია.
- სილამაზეს დანახვა უნდა,  როგორ მიხარია, რომ მშვენიერება გახდა ჩემი სრულფასოვანი აღმოჩენა.
- კომპლიმენტისთვის გმადლობთ, ჩემო უცნობო მეგობარო.
- ისევ უცნობი ვარ?
- სახელი რომ არ ვიცი?
- დამარქვი, რაც გსურდეს. დამიძახებ და მოგიხედავ.
- მართლა მომიხედავ? 
- შენი სილამაზის პატრონს ვინ არ მოუხედავს, ვინ არ მოუსმენს.
- შეფასებაში ცოტა მეტი ხომ არ მოგდის?
- არც არაფერი.
- ჩემს დაპატრონებაზე არ იფქრო, ამაოდ გაირჯები.
- შენ სურათს ვარსკვლავთა გამოფენაზე მივიტან, ვიტყვი, რომ მე დაგხატე, მე აღმოგაჩინე. კმარა თავის მოსაწონებლად?
- რა თქმა უნდა.
    უცებ ჩამობნელდა და ისევ განათდა ყველაფერი. არ იყო ეს სიზმარი, არც ცხადი. ძილმღვიძრობის ნაპრალში ჩარჩენილი დაუხარჯავი გრძნობისა და ენერგიის გამოვლენა იყო, რომლის ამოცნობასაც ბევრი დრო სჭირდება.
    როცა გონებიდან გაუგებრობის შემცვლელი ფორიაქი გამოიდევნა, ნაცნობი ლანდი ისევ გამოჩნდა. გაურკვეველი სურნელი ახლდა მის მოახლოებას.
- არ მომეკარო! - შემზარავად იყვირა ქალმა.
- ის ვარ, ის...
- ვინ ის?
- ვინც გინდოდა ვყოფილიყავი.
- აკი, მივდივარო?
- რაკი ჩემში ჩარჩი, აღარასდროს დაგეხსნები.
- რანაირად?
- ასეთია სიყვარული. იგი თავგანწირვაა, - მშვიდად თქვა და შეტრიალდა.
    ქალი უმზერდა, როგორ მიდიოდა სული უკან მიუხედავად, აუჩქარებლად. ეგონა შემობრუნდებოდა, რაღაცას ეტყოდა.
    არ მოხდა ასე. წავიდა... `
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge