გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნანი კაპანაძე - ჩანახატები

უსასრულობა

ამ უსაზღვრო და მრავალფეროვანი სამყაროს პატარა კუთხეში თავს იჩენს ერთი შეხედვით პატარა, მოციმციმე და მიმზიდველი წერტილი. მთელ კონცენტრაციას მასზე ვამყარებ ისე, რომ მის გარდა სხვას ვერაფერს ვდეხავ. მისი სინათლე მზის მაქსიმალურ გამოსხივებას აღემატება, მისი ღიმილი მეტად ლამაზია, ვიდრე მთვარესთან ერთად მოელვარე ციმციმა ვარსკვლავები. ყველაფრად ღირს მისი სიტკბოებით მოსილი ჰაეროვანი ხმის მოსმენა.
ის ერთი პატარა წერტილია, რომელიც ჩემთვის იმაზე დიდია, ვიდრე ყველა ამ და სხვა ქვეყნად არსებული გალაქტიკის ერთობლიობა. მისი უკიდეგანო იდუმალება ამ გალაქტიკებზე ბევრად დიდ სიღრმეებს წვდება.
ამ სიღრმეებში ჩაყოლამ რაღაც სასწაული გრძნობებით სავსე სამყაროში შემიმწყვდია.
მე კი, რა თქმა უნდა, ონცბებებითა და იმედებით ანთებული თვალებით, გაუჩერებლად მივუყვები ამ უსასრულო სიღრმეებს.






Welcome to Spring

კიდევ ერთი მარტი დაგვემგზავრება უსასრულობის იმ სივრცეზე, სადაც ერთად, მაგრამ ერთმანეთის შეთანხმების გარეშე მივდივართ. მე კი ყოველ წელს უფრო და უფრო მიყვარდება გაზაფხული, რომლის მზეც ოქროსფერი სხივებით უერთდება შენს კაშკაშა თავლებს და შენი ღიმილის თანხლებით მთელ ჩემს სამყაროს ათბობს და აცოცხლებს.










ბედნირების გზის დასაწყისი

ღრმა რწმენით განვსაზღვრავ ბედნიერების შეგრძნების სიძლიერეს, რომელიც ყველაზე სასიამოვნო მაშინ არის, როდესაც მოულოდნელად ჩნდება, მთლიან სხეულს მოსვენებას უკარგავს და შემდეგ მოულოდნელობის დიდი მოლოდინით, შეუმჩნევლდ იკარგება.
ვერც ვიაზრებ, სად არის სისრულე, ამ სასიამოვნო და ამაღელვებელი შეგრძნების, ქაოსურად მოძრაობისა.
ჯერ აღსავსე ხარ რაღაც უხილავი სიხარულის სიძლიერით და უცბად  ცარიელდები.
იმედგაცრუება აქარწყლებს იმედებისკენ ლტოლვას და ზოგჯერ საკუთარი თავის რწმენასაც გვიკარგავს. სითამამით შემოდის და მასთან დამგზავრებული შიშიც შემოჰყავს სხეულში. ყველა ორგანოს მოივლის, ყველა წერტილს ეხება.
შენში უსისოცხლობას დააბინავებს და  აქ იმაზე დიდხანს დარჩება, ვიდრე ის სასიამოვნო და სანატრელი მოულოდნელობა.
ამ გრძნობას, საკუთარი გონების გარდა,  დასასრულს ვერავინ მოუძებნის...
სანამ იმედგაცრუების მუქი, დაბურული ფერები დაგიმეგობრდება და უკან დასაბრუნებელ გზას მიუწვდომლად გაგიკვალას, უნდა წამოდგე, აღივსო იმედებით და მათი დახმარებით შენში ბედნიერების ჩაუმქვრალი სანთელი  აანთო. შინაგანად სავსე ბედნიერებისგან უნდა ანათებე და ამ სინათლეს ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდე, რადგან მისი ჩაქრობა გაცილებით მარტივია, ვიდრე ანთება.
სხეულში იმედის სხივის ანთება, ყველაზე  სასიამოვნო და განსაკუთრებული გრძნობის  -  ,,ბედნიერების“ მოპოვების დასაწყისია.




სამყაროს გარდასახვა

ფეთქებადი სამყაროს წვრილ შრეებში ნაზად და ლამაზად მოანათებს იმედისმომცემი ბედნიერების სხივი, უკვე დიდი ხანია, მიახლოვდება და რაც უფრო მცირდება დისტანცია ჩვენს შორის,  მით უფრო ნათელი ხდება.
თვალებს მჭრის, მაგრამ სინათლის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო მიზიდავს და მასზე დეტალურად დაკვირვებას მთხოვს.
თითქოს გულს შემოეპარა კიდეც...
მთელ სხეულში შემოაღწია და უკვე აქედან მატებს ნათებას.
თავგზას მირევს.
გასასვლელ გზას ვერ პოულობს ან არც უნდა, რომ გავიდეს. უფრო სხვა შემთხვევაში, არავინ აძლევს აქედან გაღწევის უფლებას.
მეტად სასიანოვნო განცდებს მჩუქნის ჩემში არსებული აბსტრაქტული და უნივერსალური სინათლის სხივი.
ეს თითქოს მამოძრავებელი ძალაცაა, რომელიც ჩემზე მანიპულირებს და საკუთარ სურვულებზე დამატარებს. მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, არ მშორდება და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მიუწვდომელი და საინტერესო ხდება.
ასოციაციები, რომლებიც მასთან დაკავშირებით მიჩნდება, ყოველთვის მიკარგავდა ხოლმე მოსვენებას.
ჩემს გონებაში სამუდამოდ გაბატონდა, უსასრულოდ ანათებს და სადღაც ბნელ, იდუმალ სიღრმეებამდეც აღწევს.
ამ სიღრმეებში მივყავარ და უფრო დიდი ძალით მესხმის თავს. საოცრად მანათებს, მათბობს, მაშინებს და რაღაც უხილავი, არნახული სამყაროსაკენ მიმაქანებს. ეს ის სამყარო ყოფილა, რომელსაც მუდამ ვეძებდი და მასში ქაოსურად და მოუსვენებლად მოძრაობა მეტად სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა. ახალ, გარდაქმნილ სამყაროში მინდა მთელი არსებით შევიგრძნო ამ სპეტაკი, ნათელი სხივის მარადიულობა.




სანამ წვიმა გადაივლის

რამდენიმე წამის ინტერვალით ბედნიერ სახეზე წვიმის წვეთები მეცემა, არ ვიმჩნევ. გზას ვაგრძელებ და ფიქრს მივყვები. ინტერვალი ნელდება, წვიმა კი ჩქარდება.
სახეაწეულ მუქ, ნაცრისფერ ცას ვუმზერ, წვიმის წვეთები თვალის ფსკერისკენ მოემართებიან.
სულიერ აღტაცებას ვგრძნობ. ცივი არაზანი წვიმა,  თმას მისველებს და სხეულზე მამცივნებს. შვებას ვგრძნობ.
თითქოს ასეთი მშვიდი არასდროს ვყოფილვარ.
წვიმის ხმა ჩამესმის ყურში და მინდა ეს წამი უსასრულოდ გაგრძელდეს. ოცნებები და სურვილები დიდი ძალით უერთდებიან ჩემს ფიქრებს.
ამ დროს გონება ივიწყებს წუხილს, მე კი ბედიერებისგან ღიმილს ვერ ვიშორებ სველ და გაციებულ სახეზე.
მანამდე, სანამ წვიმა გადაივლის.








სიზმარი

შუაღამის ფიქრი...
ზოგჯერ ყველაზე ტკბილი მოგონება სიზმრის დამსახურებაა.
სიზმარი ის აკრძალული და დაუოკებელი სურვილია, რომელიც
გიპყრობს, გაფიქრებს, გძაბავს, გაბედნიერებს, აგაღელვებს, აღგაშფოთებს. ის ჩვენს გაუცნობიერებელ ქმედებებს ასახავს.
ეს ის სულიერი ძალაა,  რომელიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობს გამოხატულებას.
ქვეცნობიერში გვითრევს და გამოფხიზლებისთანავე გვიპყრობს, ვიფიქროთ იდუმალ ფიქრზე.
სიზმრები ქრებიან და გვიტოვებენ კითხვებს, ამ კითხვებზე პასუხის ძებნა კი
მთავარი რამაა ცხოვრების ინტერესისათვის.




ოცნება

სულში ჩაბნეულ პატარა და განსაკუთრებულ ოცნებებს სათუთად ვუფრთხილდებით.
ამ დროს იმედები უფრო დიდი ძალით გვამოძრავებენ. მაგრამ იმედის ძალის მიუხედავად, მაინც ვვეჭვდებით ჩვენს შესაძლებლობებში.
ვიაზრებთ იმას, რომ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასთან ჩვენი ოცნებები სულაც არ არის ახლოს.
ზოგჯერ ილუზიებით ვცხოვობთ. ჩუმად, ყველასგან უნახავად.
ოცნება ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც გვათავისუფლებს სტრესისგან, არასრულფასოვნების კომლექსისგან ან თუნდაც რეალობისგან.
ოცნება არ კლავს! ის გვეხმარება გავმხიარულდეთ და თავი ბედნიერად ვიგრძნოთ.
მივყვებით სულიერ მოთხოვნილებებს თუ რაღაც ძალიან გვინდა, ეს ამორალური ან აკრძალული გვეჩვენება. სწორედ ამიტომ ხშირად გვეშინია ოცნებების აღიარების.
თუ გვსურს ის მივიღოთ, რაც გვინდა, ეს სულაც არ არის შეუძლებელი.
ოცნება ხომ დაუგემავი მიზანია და იქნებ მისი მალვა არის მიზეზი ვერასრულების და იმედგაცურიების და არა ის, რომ ოცნება ვერ უთანხმდება შესაძლებლობებს.
скачать dle 12.1