ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
სოფიო ღლონტი - ლექსები
დეპრესია
გაზაფხულზე დეკემბერი გიდგას
და ზამთრისფრად შეგვერცხლიათმები,
ფერმკრთალია მტვრიანი მაგიდაც,
ზიხარ, ზიხარ, გცივა, ვეღარ თბები...
დადუმებულ პიანინოს ჩრჩილი
მოსდებია ისე, როგორც კეთრი,
შენს სახეს კიკაეშანი ჩრდილავს,
თეთრი, თეთრი შავზეუფრო მკვეთრად
მოსჩანს სახე, რომელზედაცსული
ვერ ჩაუცვამს გაშეშებულსხეულს,
მხოლოდ კატა გიმზერსგასუსული,
შენ კი ფურცლებს, დამწვარს დადახეულს...
გარეთ თოვს დაისე უხვადბარდნის,
გეგონება, შენი ფიქრისთავსხმა,
რა რთულია, შემოქმედისვარდნა
ზეციდან და მერემისი დახსნა
სიკვდილისგან - მიწიერის განცდის,
ტყვეობისგან, სადაც არარს შვება,
ბედისწერას ახლა თუკიარ სცდი
და არ ძალგიძსმასში გადაშვება...
ხოდა, ახლა ზიხარცარიელი,
ცვარიელად, გვამიერად, ხმელად,
ღმერთსაც აღარ ეძახიდა ელი,
მოიბეზრე ყველაფერი, ყველა...
გაზაფხულიც თითქოს დაზაფრული
აისვეტა მაგ თვალებისთაღთან,
იქნებ დაღლილს მოგერიოსრული
და უფალი ჩამოგიჯდესთავთან...
და ეს ძილი, უტკბილესი ძილი,
გარდასახავს ზამთრის შავ-თეთრ სიზმარს
და ლექსები უკვესახეცვლილი,
აღარ გძულს დამგონი კიდეცგიყვარს?
შენ კი ახლაზიხარ ცარიელი.
ექსპრომტი შვილს
შენია მაისი, დაისი, აისი,
შენია ყოველი, რაცღვთისგან შობილა,
ბეღურა, რომელიც უბეშიჩავისვი
უმწეო, ცახცახა დადედიშობილა...
შენს ბაგეს დედისრძის სურნელისაამო
ასდის და ეღვრებანიკაპთან ნექტარი,
შენია ყოველი დილადა საღამო,
შენ ჩემი სიცოცხლეგახადე ნეტარი.
შვლის ნუკრს რომედრები ნუშისებრთვალებით,
ღიმილიც მზის სხივებსჩამოჰყვა თითქოსდა
,,გიშრისთვალებავ, ნუ გაითვალები“
მახსოვს, დიდი ბებიაიტყოდა.
შენია, ეს მიწა, ეს წყალი, სამყარო,
შენს ხალას ღიმილზეასე რომკრთებიან,
მსურს შენი ზეციდანღრუბელი გავყარო
და მერცხლებს მოვუხმოფაფატაფრთებიანს...
და ბუდე, რომელიცმე შენთვისდავწანი,
მოვქსოვე, დავლამბე ნაირფერქარგებად…
და იავნანინასჩაგაცვი ჯავშანი
მადლით შეგმოსე, რაც არიკარგება,
ამ ქვეყნის ნარ-ეკალს გაივლიიოლად,
მოვუხმობ ლოცვებში ფეხმძიმემარიამს.
დავუცდი ღვთის ძალას, ვითარცა იონა
სერაფიმების მეცხრე ცისარიას...
ღვთის მაცნევ, გაბრიელხარებით მახარე,
დიდება შენს სახელს, წმინდაო მარიამ.
ბედნიერების არა მწამს სხვა მხარე,
ო, ავე მარია, ო, ავე მარია...
შენია მაისი, დაისი, აისი,
შენია ყოველი, რაცღვთისგან შობილა,
ბეღურა, რომელიც უბეშიჩავისვი,
უმწეო, ცახცახა დადედისშობილა.
***
დაობლებულა სახლი, ეზო-კარი დაოდა,
უნაფეხურო თოვლზე ფიფქიცფრთხილობს დაკრთება,
სიოც არ იძვრისახლა, უწინრომ ქარადჰქროდა,
მზეც ესვენება სოფლის, თანდათან ნება- ნება.
საკვამურიდან ღადარს , ღაფავს, ამოსდის სული,
იქვე, მეზობლის ძაღლიისევ აგრძელებსწკავწკავს,
მისტირის თავის პატრონს, რომელიც ცხოვრობსქალაქს
და მოლოდინით დაღლილმიწას ქექავსდა კაწრავს.
დაობლებულა სახლი, ეზო, კარი დაოდა,
ჰაერიც გაჟღენთილა სურნელითმარტოობის,
ხავსმოდებული სახლი, თითქოსიღიმის ოდნავ
ვერშესამჩნევი ცრემლით დაკაეშანით ობლის.
დაუმეგობრდა სევდა, მაინცმედიდურ კოლხეთს,
წარბაზიდული უმზერს მთვლემარესოფლის შარას,
იქნებ დაბრუნდეს კაცი,
იქნებ დაბრუნდეს კაცი,
იქნებ დაბრუნდეს ჩქარა!
***
იყო წვიმა, ცეცხლისწვიმა, მერეწარღვნა,
გადავურჩი ამგვარ სიკვდილს, როგორც ნოე,
ცისარტყელა აკიაფდა მაღლაცაზე,
როცა გპოვე, სიყვარულითმოგიპოვე.
კიდობანი შენი თბილიმკლავებია,
სულს რომ მითბობს, ნეტარებას მაზიარებს,
ასე ძლიერ ჯერარავინ მყვარებია,
მაგ ამბორით რომმიშუშებ ძველიარებს.
ასე ძლიერ ჯერარავინ მყვარებია,
ასე ძლიერ ჯერარავინ მყვარებია,
ზოგჯერ გარეთ, ქარიშხალი, ქარებია,
შენს წინაშე კვლავრომ ამეფარებიან,
ღმერთო ჩემო, ესრა ურჩიქარებია?!
იყო წვიმა, ცეცხლისწვიმა, მერეწარღვნა,
გადავურჩი ამგვარ სიკვდილს, როგორც ნოე,
ცისარტყელა აკიაფდა მაღლაცაზე,
როცა გპოვე, სიყვარულითმოგიპოვე.
***
მე ვემსგავსები დანაცრულბუხარს
და სამათხოვროდ ხელგაწვდილყმაწვილს,
წუთისოფელო, ვტირი დავწუხვარ,
რომ სულზე ღილებსმაწყვიტავ , მაცლი.
და თითქოს თავზემექცევა ზეცა,
შურისძიებას მიქადის ზევსი,
გზებს უთავბოლოდ ვკეცავ დავკეცავ,
ამაოება გამხდარა წესი!
თუმცა, ოდითგან ყოფილაასე,
ეს წესი წესადთანაგვდევს ყოველ
ჩვენთაგანს ბილწი ვნებებითსავსეს
და ვემსგავსებით თანდათანცხოველს.
გვშია და სტომაქსვინაყრებთ მხოლოდ,
სულიერ შიმშილს გაურბისსული,
მე ვემსგავსები მებაღესბოლოს,
რომელიც ბაღნარს ვერრწყავს, ვერუვლის.
მე ვემსგავსები დანაცრულბუხარს
და სამათხოვროდ ხელგაწვდილყმაწვილს,
წუთისოფელო, ვტირი დავწუხვარ,
რომ სულზე ღილებსმაწყვიტავ, მაცლი.
***
ეს მერამდენედ ფათერაკობსქარი შრიალა,
შეაკრთობს ხევებს, კვლავუმიზნო ურჩიხეტებით,
სულის ნიმფებმა გამოსტაცესბახუსს ფიალა
და მოაჩვენეს უდაბნოსმზეს ლურჯიხედები.
ეს მერამდენედ აურიააურზაურით,
შრიალ-შრიალით, ზათქა–ზუთქით კედლებსაწყდება,
აღარ მაკვირვებს, აღარმტანჯავს დღესეს ხმაური,
რომ არ იდარებს, არც ამაზეგული არმწყდება.
აქ, ამ ქაოსში, მე ყინულისლოდებს ვაგროვებ,
ვათბობ ჩემს მკლავზე, სისხლის არცთუმკვეთრი დინებით
და ვულკანებად ამოვხეთქავუკვე ნაგროვებს,
დღეს პოეზიის ცეცხლისწვიმად ჩამოვდინდები.
ო, ეს ქარები, კვლავ იქროლოსრექვიემებად,
თუნდ „ტარანტელა“ წაუცეკვოსწყალთა ბილიკებს,
დღეს მე დავინჩის „ცრუ ღიმილი“ მეიმედება,
ჩუმი მდინარეც ადიდდადა ლაღადლიკლიკებს.
ეს მერამდენედ ფათერაკობსქარი შრიალა,
მუზაც დამიფრთხო სუსხიანი, ცივი ხელებით
და ეს ლექსებიცფანტელებად ააფრიალა,
მე კი უმიზნოდ, უგზო-უკვლოდდავეხეტები.
ეს მერამდენედ ფათერაკობსქარი შრიალა.
***
დამესიზმრა, მეხვეოდა თოლიებისგუნდი
და ავყევი ზეცისაკენფრინველების წყობას,
ჩემო კარგო, თუოდესმე ისევდამიბრუნდი,
დავივიწყოთ სამუდამოდ სიძულვილი, წყრომა.
დამესიზმრე... ამ სიზმარშიგიპოვე დაგაქრი,
ავედევნე საძებნელად შენკენქარებს აშარს,
ღამით მთვარემ მომანათაძველისძველი ჭრაქი,
შენი გზისკენ არაფერი, არაფერი არჩანს.
***
ლექსი მაწვალებს, ქარბუქიანფიქრებს ამიშლის,
ვიცი, მშფოთვარე ღამეებიცმაფარებს საბანს,
მზე რომ ამოვა, აიტაცებს დედათავის შვილს
და ცისარტყელა გამოკრთება, როცა პირსდაბანს.
დედა, მიშველე! ლექსიუნდა ამოვთქვა, თორემ
ბობოქრობს სევდა, უშობელიკვდება აზრები,
მდინარე დგება, ხახასიშრობს დახდება მდორე
და ლაბირინთში უგზო-უკვლოდ დავიარები.
ლექსი მაწვალებს, ვულკანებადამოვა მგონი,
ვიმშობიარებ ამ ცხრათვეზე ნამწიფებვარამს,
ვიცი, რომ კვლავაცდამიფარავს მაღალიგონი,
ლექსის სიწმინდე ნაცოდვილარცხოვრებას ფარავს.
ლექსი მაწვალებს, მასსიმშვიდეც ამოაქვს, შფოთიც,
ვხედავ ბეთჰოვენს ჩამოაწვათითებზე დაღლა,
ნიკალასა და გალაქტიონსშეარქვეს ლოთი,
მათი სტრიქონი სინანულადდამტირის ახლა.
ლექსმა მომიხმო, ჩამომიჯდასაწოლზე თავად,
იქნებ ლექსია, ანმე გავხდიძალიან ავად?!
***
ნამთვრალევი და გალეშილიწვანან ხეები,
წვიმა კი დარდითანაცრემლი ქუხსდა აწვიმებს,
მეხი კი ცაზე, გაოცებით განახევები,
ჭექა-ქუხილით აფრთხობსლაღ დაამაყ არწივებს.
განაცრისფერდა, მოიქუფრა ზეცანაღველით
და ყველაფერი დაემსგავსამიწას სევდიანს,
დღეს ბულბულების გალობასაცუკვე არველი,
დღეს მარტოსულნი კვლავირჩევენ მარტოდხეტიალს.
მალე ნაცარი დაეყრებადანთებულ კოცონს,
ისევ ფაციფუცს მოჰყვებიანმთებზე ქარები,
ჩემს სულს კიღელვა, ჩუმიშფოთი მითუფრო მოსწონს,
ვიდრე სამყაროს საფლავისქვას შევეფარები.
გოლგოთის ღამე
ვიდრე განთიადი ღრუბლებშისჭვიოდა
და სანამ ზეთისხილსდაეტყო ცისკარი,
იესოს ნალურსმნი ხელებისტკიოდა,
პილატემ იხილა ზმანება, სიზმარი...
გამეფებულიყო დუმილი, სევდა,
სისხლი ემჩნეოდა მიწასგანწმენდილს,
ბრბო კი, უგუნური, ღრმა ძილშითვლემდა,
იუდა დასტიროდა მისსულს, წარწყმენდილს.
მახსოვს ის ღამე, ის ღამეთეთრი,
სიცარიელე, სიცივე სულთა,
იქ, ქვაფენილზე მჯდომარეპეტრე,
მამლის ყივილზე ასერომ სწუხდა.
მწუხრი იყო დაუკუნი ღამე,
გაბნეულიყო ქარში ,,თერთმეტი",
ყოველი სიტყვა, ყოველიჩქამი
იმ ღამით იყოუკვე ზედმეტი.
დათრგუნულიყო პროკურატორი,
დაბანილ ხელებს სისხლითიშრობდა,
დილით რომ იყო, ის ორატორი,
ღამეულ სინდისს ვეღარითბობდა.
ვინანე, რადგანაც აღმოვჩნდიბრბოში
და ჩემშიც ყველასღალატი ვიცან,
მეც წილი მედოცილსა დაჭორში,
რომ ამ ბრბოსწესს დაკანონებს ვიცავ.
იყო აღრევა, გრძნობათაღელვა,
ზღვა სინანულის ჩამოწვაბინდი,
შეიძრა მიწა, გამოკრთაელვა,
მხოლოდ გოლგოთა მოსჩანდამშვიდი.
ვიდრე განთიადი ღრუბლებშისჭვიოდა
და სანამ ზეთისხილსდაეტყო ცისკარი,
იესოს ნალურსმნი ხელებისტკიოდა...
შემინდე, უფალო, - რაც იმდღეს გითხარი...
***
ძალიან მცივა, მაგრამსუსხი სულარ მაწუხებს,
ჩემში სისავსით იჟღინთებავეება მთვარე,
მინდა, გავექცე მობეზრებულყოფის მარწუხებს,
რომ გამითენდეს ალიონი, მშვიდი, ცისმარე.
ახალშობილის შემეცნებით ვიშვეთავიდან,
შევსვა ბოლომდე სატრფიალოლექსები თასით,
განახლებული ჩემს საწადელსფინიშს გავიტან,
რომ დავაფასო ყოფიერში ,,არ ყოფნის "ფასი.
***
ქარმა გაფანტა ფოთოლთადა ყვავილთაგროვა
და ჩემი ფიქრი, გადაღლილი, ნისლებში ათევს,
ვიცი, რომ ბაღშიგანახლების წუთებიცმოვა,
მე კი ლოდინი, მოთმინება, დღეს ისევ მმართებს.
შენთან შეხვედრის მოლოდინითგავყურებ ფერდობს,
ქარში კი მხოლოდყვავილების სიმღერაისმის,
ვიცი, რომ ამგვარგამოძახილ ხმებსუნდა ვენდო,
თუნდ ჰორიზონტზე დამაბნევლადმოსჩანდეს ნისლი.
***
რაღა მოვუხერხო ზამთრისგულის ფეთქვას,
თოვლით გადამტვრეულ ტოტებს,
ბებერ, შემოძარცვულ, შიშველატმის ხესთან
უკვე გაზაფხული გოდებს.
რაღა მოვუხერხო ფესვებს, უკვე გამხმარს,
მობეზრებულსა და დაღლილს?
როს ჩუმად იშუშებსტკივილებს ახლა
ზამთარგამოვლილი ბაღი.
იუდას მონოლოგი
წაიღეთ ვერცხლი, მომაშორეთთვალთაგან ახლა!
შემჯავრდა ჩემი უმადურიმოდგმა დაჯიში!
ვერ ვუძლებ ტკივილს, რაც იმღამის სინანულსახლავს,
ვწყევლი იმ წუთებს, რომ ამქვეყნად დაცემითვიშვი!
მე ვგმობ ჩემსბაგეს, რადგანუფალს შეჰკადრაკოცნა,
იმავე ბაგემ იცრუადა გაჰყიდამხსნელი,
რატომ არ გასკდადედამიწა მაშინაც, როცა
ოცდაათ ვერცხლით რომავივსე მემრუშეხელი!
შენდობას ვერა, ვერშეგკადრებ უფალო, რადგან
ვერც წმინდა ტრაპეზსშევექეცი კრძალვითდა კდემით,
არა ვარ ღირსი, წმინდა მიწასმე ფეხსრომ ვადგამ,
დავპატარავდი ერთ ღამეში, დავბერდი, ვკვდები.
ვიცი, რომ მერემატიანეც შემრაცხავსმტრად და
შთამომავლობა გაიხსენებს იუდასკრულვით,
თურმე რამხელა ბოროტებისჩადენა მწადდა,
სისასტიკეა, მკერდში მიცემსუგვანო გული.
წაიღეთ ვერცხლი, მომაშორეთთვალთაგან ამწამს,
ასე რომ გაქრაწმიდა სული, ფარფატა მტრედი,
ჩემი სიცოცხლე მსურსმივანდო თოკსადა ბაწარს,
სადმე ხეზე მსურსჩამოვკიდო ჩემივებედი.
წაიღეთ ვერცხლი, წაიღეთვერცხლი, წაიღეთვერცხლი...
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე