ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ირინა თოფურია - ლექსები
***
ანდამატივით რომ გიზიდავს,
გულს რომ გითრთოლებს,
ასე გგონია ეს შეგრძნება
ვერ მიგატოვებს.
სულს გიწრიალებს,
ფიქრებს გიშლის
და მაინც ურჩობ...
ამოუცნობი ემოცია
გტანჯავს, გაწვალებს,
ის კი ასე გღლის,
არც გისმენს
და შენც თანაუგრძნობ.
გიყვარს - არ გიყვარს,
არც ეს იცი და ჭირვეულობ,
ჯიუტ მარტივით,
მაინც გაფიქრებს და გიზიდავს
ა ნ დ ა მ ა ტ ი ვ ი თ.
2021.
***
ფიქრი თუ გაჩუქე,
ლექსად ანთებული,
მუზად თუ გამიხდი,
ფუნჯით დახატული.
გთხოვ, ნუ გამიქრები,
ნურც იმედებს წაშლი,
გთხოვ, არ გამოზარდო
ჩემში ლაღი ბავშვი.
ნუ წამიშლი დღეებს,
ღამე განათენებს,
იმ სტრიქონებს, ლექსებს
რაც მე შენზე ვწერე.
მზიან დღეებს - ფერადს,
თავსხმა წვიმებს, ქარებს
ყველა სეზონებზე
შენით ვეთაყვანე.
ასე ავაშენე
ეს სამყარო - სახლი,
სადაც შენ მესტუმრე,
გთხოვ, ამ სახლში დარჩი.
2021.
ავდარი და ჩვენ
წვიმა და ქარი
ქარი და წვიმა,
როგორც მე და შენ,
წყვილი ქმნის ავდარს.
თუ ერთად არის
წვიმა და ქარი,
უფრო ძლიერი
არის ავდარი.
ავდარში მეტად
სევდაა დიდი,
უფრო ახლოა
გზები და ხიდი.
უფრო ახლოს ვართ,
ვიდრე დარია,
ვიყოთ ავდრები
წყვილად, კარგია.
2021.
***
მზერა სევდისფერი აქვს
თვალებს... მხოლოდ თვალებს,
სულის ფერადოვნება
სახეს აფერმკრთალებს.
თვალი სულის სარკეა,
ვერ დავმალავ სევდას,
სევდისფერი მზერა მაქვს
და სევდისფრად ვხედავ.
2021.
***
რარიგ ძნელია
შენს გრძნობებზე ილაპარაკო,
თვალს უსწორებდე მოსაუბრეს - და არ გიჭირდეს,
თუმცა დუმილი რომ წაგიჭერს ყელში მარწუხებს,
მაშინ მიხვდები...
თქმა ყოველთვის სჯობს, რომგიღირდეს.
მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება...
რომ ვერ გიგებენ...
ესმით სხვაგვარად,
ვერ იცლები...და ვერ მშვიდდები.
იცი ძნელია მოსაუბრეც ნახო ნამდვილი
ვისაც შენ შენი პრობლემებით
მაინც სჭირდები.
რა რიგ ძნელია... შენს გრნობებზე ილაპარაკო.
2021.
***
შვლის ნუკრ-თვალება
მეგობარი მე მყავდა ერთი...
და ახლა ვნანობ: ,,მეგობარი“
სწორად დავარქვი?
,,მყავდა“-თქო, ვამბობ...
თუმცა ვფიქრობ:იყო რომ ,,ჩემი“?
ჩემი კი იყო...
ჩემთვის იყო ერთი სამყარო.
სადაც ღამეა...
და ანათებს ბებერი მთვარე,
ტყეში დგას ქოხი...
ცივ ღამეში თავშესაფარი.
ცხელია ჩაი...
მაგიდაზე თეფშით კექსები -
მარწყვიანი და ალუბლიანი.
სახლის კედლებზე წაწერილი
მისი ლექსებით...
მეგობრის სახლი...
ტკბილი სუნით,
მუდმივ სითბოთი...
მუდამ ღიმილით - რომ მეგონა
მე ვუხაროდი.
ხშირად ვსტუმრობდი...
ვაღიარებ: - ალბათ დავღალე!
ვერ ველეოდი -
- ის კი უცებ შემომელია.
ერთხელ მის ზღურბლთან
კართან დამხვდა ბარიკადები,
არც სითბო იყო...
არც სინათლე...
არ შემიძლია!
გაურკვევლობა მომახვია,
აუხსნელობა...
რამ დაამთავრა?
რა მიზეზმა?
ეს მეგობრობა?
მას შემდეგ ასე დახურული
არის სამყარო,
სადაც მუდმივად მომელოდა
ჩაი, კექსები...
აღარც ქოხია...
არც მარწყვი და არც ალუბლები,
და აღარც გრძნობით დაწერილი
მისი ლექსები.
2021.
ნარგიზ ბერიძე-ქათამაძის ხსოვნას
გაღმა ნაპირზე...
ლურჯმა აპრილმა
ააყვავილა კესანე შენი,
შენ იქ მიდიხარ
და მიგაქვს საგზლად
ამ ცხოვრებიდან - მოგონებები.
მიგაქვს ღიმილი...
ჩვენ რომ ჩაგვიქრე,
რომ იქ ვარსკვლავად აანთო ცაზე,
მზედ რომ აბრწყინო
დღეები როცა...
მოვლენ უშენოდ ცრემლებად თვალზე.
იქ სულ მთებია...
შენ რომ ილტვოდი,
როს მძიმე ტვირთი გეკიდა მხარზე,
ახლა მსუბუქად გაინავარდე,
ცისა და მიწის გზაგასაყარზე.
მშვიდობით... კარგო.
ჩემო კეთილო,
აქ სიკეთეებს თესავდი ჩვენთვის,
ლექსით გაგიცან... ლექსით გაცილებ,
კესანედ მოხვალ... კესანედ გვრჩები.
2021.
***
აგვისტომ თქვა:
- ,,დამიწერე ლექსი,
სანამ კიდევ ბუნებაში ვფეთქავ,
ვიცი, ზაფხულს რომ მისტირი უკვე
და დარჩიო - თქმასაც ვერ მიბედავ.
მესმის, არ გსურს
აწყენინო თვეებს
ჩემს მერე რომ უსათუოდ მოვლენ,
მათაც ის სურთ რომ გაუღო გული,
და წასვლისას გააცილო ხოლმე.
ზამთარს როცა გაზაფხული შეცვლის
ახლოსაა მერე ჩვენი ჯერი,
გაგვაცილე...მოდის შემოდგომა
სეზონია - შენი დაბადების“.
აგვისტომ თქვა - დამიწერე ლექსი...
2021.
***
აი, დადგა სევდიანი შემოდგომა
და კვლავ მოვა სუსხიანი ზამთარი,
იმედია ამ ყველაფერს გადავიტან,
სიყვარულით აღსავსე და გამთბარი.
ისევ ისე მეტკინება ფოთოლცვენა,
ისევ ისე შემაცივებს ზამთარი,
და ამ გულსაც შევინახავ ისევ თბილად,
გაზაფხულს რომ ჩავაბარო დავთარი.
იმედია ისევ ისე მეყვარება,
იმედია კვლავ დახატავს ფანქარი,
იმედია გავაგრძელებ ისევ წერას,
იმედია კვლავ დამინდობს ზამთარი.
სევდიანი შემოდგომა შემობრძანდა,
მინორებით შეიცვალა მაჟორი,
და ზამთარი რომ დაუშვებს თავის ფარდას,
სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვიყო ამყოლი.
შემოდგომის ასაკში ვარ ამ წელს უკვე,
თუმცა ჩემთვის გაზაფხული კვლავ არის,
სეზონურად ზამთარს კიდევ ბევრს მოვიყრი,
სანამ მოვა ჩემთვის ჩემი ზამთარი.
და მე მჯერა მერეც ისევ მეყვარება,
ისე ვეღარ შემაშფოთებს ზამთარი,
თუმცა მაინც გაზაფხული იყვავილებს
კვლავ ამ გულში...რომ ფეთქავს და რომ არის.
კიდევ ბევრი შემოდგომა რომ დადგება,
მას ფეხდაფეხ შემოჰყვება ზამთარი,
სევდიანი, სევდიანი შემოდგომა...
სუსხიანი... სუსხიანი ზამთარი...
2019.
ახალი სტატიები
სალომე გოგოლაძე - ლექსები 22:52თენგიზ გუმბერიძე - ზოგადეროვნული საკითხები ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკასა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში 01:09კარლ გუსტავ იუნგი - თანამედროვე საზოგადოებაში ინდივიდის გაჭირვებული მდგომარეობა (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 01:01ირაკლი ნადარეიშვილი - ზადენი (ფენტეზი) 20:57დაფნე დიუ მორიე - მისი მამა (თარგმანი - თამარ ნამგლაძე) 20:53გივი ჩიღვინაძე - ტოპონიმები, ამბები და ადამიანები 20:27გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა 19:46ირინა თოფურია - ლექსები 19:31
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ბექა ახალაია - ლექსები