გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დათო ლანჩავა - ლექსები





სიზმრად ვნახე

სიზმრად ვნახე ღვთისმშობელი, თვალზე ცრემლი მდიოდა,
ის კი ჩვენი სულებისთვის ლოცვით აქ მოდიოდა.
ნუ სტირიო, მანუგეშა, მხარზე ხელი დამადო...
მე  შენთან ვარ, ნუ გეშინის, ოღონდ არ მიღალატო!
საქართველოს მე ვმფარველობ, თქვენზედა მაქვს ამაგი,
თქვენ კი  უცბად განგიზრახავთ იესოსთვის ღალატი.
ღმერთს უყვარხართ, თქვენ კი ჩუმად უღირს ცოდვებს სჩადიხართ,
მის  სახელსაც რომ უარყოფთ, მერე მშვიდად დადიხართ...
გაურიგდით სატანას და  არად აგდებთ ადათებს!
საიქიოს რომ მიდიხართ, იცვამთ წმინდა  ხალათებს!
იქ მისული ცრემლით, ხოხვით, პატიებას  მოითხოვთ
ფარისევლურ სისპეტაკით არ გსურთ თქვენი მოგკითხოთ,
გამოფხიზლდით, სანამ დროა, მიაკითხეთ სალოცავს...
თქვენს მომავალს  და  სამშობლოს,  გწამდეთ,  ღმერთი დალოცავს!
ის, ვინც გონს არ  მოეგება და სატანას  ადიდებს,
ჯოჯოხეთში სამუდამოდ რკინის  ბორკილს დაიდებს.
საქართველო გაბრწყინდება, თუ  კი  ერთად  იქნებით,
მე კი მარად საქართველოს გადამრჩენი ვიქნები...
გამეღვიძა... და  გავვოცდი... ეს  რამდენი მეტირა...
დავიხედე, მარჯვნივ, ხელში, ვაზის ჯვარი მეჭირა.








ჩემი ერთგულება მენანება

ქარი არასოდეს დასრულდება,
გაზაფხულს უხდება  გაგიჟება,
სითბო ვერ მანახეს მაგ თვალებმა,
დარჩნენ ერთგულების დაპირებად.
სულშიც აირია ამინდები,
თორემ გიჟი ქარი რას დამაკლებს,
ისევ აღარაფერს დამპირდები...
ღიმილს გაიმეტებ ნაძალადევს!
ფიქრებს შენზე, ჩუმად გარიყულებს,
ქარი  ფოთლებივით ატრიალებს,
ახლა სხვა მოგიტანს თაიგულებს...
მერე ღალატსაც  კი  გაზიარებს.
გარეთ ალბათ  ისევ  ქარია და
ნაძვებს  არევიათ წამწამები
ჩემი ერთგულება მენანება,
- შენი ორგულობით  ნაწამები!
მზისფერ გაზაფხულის ამინდებმა
გული ვერ გაგითბო, გაყინული.
ჩემი სიყვარული მენანება,
შენგან უმოწყალოდ  გაყიდული.







ისევ შემიყვარდები

მე  შენით ვხარობ, შენით ვსუნთქავ, შენს დარდს ვატარებ.
ვხვდები, ნელ-ნელა, მე ამ გრძნობის ვიქცევი მონად,
ვარსკვლავს მოგიწყვეტ და მოგიძღვნი ამ გულს ნაწამებს
და არ დაგზრახავ, რომ გამიპე ეს გული ორად!
ზაფხულის დილაც ვერ გახდება სადარი შენი,
მასაც ღრუბლებით, დაუნდობლად, ბურავს ბუნება,
რომ გამიმხილო, უნდა დასთმო შენი საყდარი,
მაშ წამიხდება მხიარული ჩემი გუნება.
რატომ გგონია, რომ გაქცევით პრობლემა წყდება?!
და როგორ გინდა დაივიწყო ჩემი  გრძნობები...
ამაზე ფიქრით, ნაღვლიანი ეს გული სკდება...
მაგრამ მე  მაინც სულ ყოველთვის დაგელოდები.
თუმცა, არსებობს პრობლემების გადაჭრის სხვა გზაც...
და ამიტომ, გთხოვ, გამიმხილო შენი  დარდები.
როცა გიყურებ, ცრემლიან თვალს რარიგად ნაბავ,
სწორედ  მაშინ ვგრძნობ, რომ ხელახლა შემიყვარდები!
მე შენთვის შევძლებ შეუძლებელს, ამას გპირდები,
ვერა, ვერ დაგთმობ, ვერ გავატან შენს თავს განგებას.
შენც ხომ იცი, რომ შევასრულებ თუ დაგპირდები...
რადგანაც ლექსი ჩამიდგება მე დღეს თავდებად!
შენ რომ წახვიდე, ვის ავუხსნა ჩემს გულში რა დევს,
ისე გამყინავ, როგორც გემებს აჩერებს ღუზა
და  რა ვქნა, თუ კი ეგ სახება მე ყველგან დამდევს.
ვშიშობ, შენს ნაცვლად მონატრება მექნება მუზად!
მაგრამ, იცოდე, მე  ყოველთვის შენთან ვიქნები...
ვერ გამექცევი და ვერც ვერსად დამემალები
და თუ შევძელი ვაკონტროლო ჩემი გრძნობები...
მაშინაც თვალწინ დამიდგება შენი თვალები,
გთხოვ, არ წახვიდე, არ დატოვო, ვინც ძლიერ გყვარობს,
ვისაც სიცოცხლეს ურჩევნიხარ, სულსაც და გულსაც...
ის, ვინც შენდამი თითოეულ მცდარ ნაბიჯს ნანობს.
გთხოვ, არ დამტოვო... მითხარ რამე, ასე რად სდუმხარ!
და თუ შანსს მომცემ, მე ვიქნები შენი დამცველი...
გთხოვ, ნუ დაარქმევ ჩემს ამ წუხილს ცოტა ნაადრევს...
უშენო დილა უმზეობით უფრო დამაბნევს.
05.09.2020.

















ქალი

რა უცნაური სიტყვაა ,,ქალი“!
ქალი სიოა, ქალია ქარიც,
ქარიშხალია და გრიგალია...
სწორედ ამიტომ უწოდეს ქალი!
მის ხასიათში იბნევა ყველა
და გაურკვეველ გრძნობებში დაჰქრის...
არავინ იცის, რას იზამს ქალი,
როცა მშვიდია, ზღვაც კია წყნარი!
მაგრამ მის სულში თუ  ჩაიხედავ,
აზვირთებული ტალღები  დადის.
თუ შეიყვარებ -  გესალბუნება,
თუ გააბრაზებ - ლანდივით წაგშლის,
რადგან ასეთი  ამოუცნობი
დაბადებულა ნაზი ქმნილება.
რაგინდ ეცადო იგი  შეცვალო,
ის არასოდეს  გამოიცვლება!
სწორედ ამიტომ უწოდეს ქალი...
ერთი ნეკნისგან  შექმნეს ქმნილება...
სჯობს, სიყვარულით დააჯილდოვო,
ვიდრე ქარიშხლად გარდაიქცევა.








* * *
უზომოდ ვიცინი, ვარიგებ  ღიმილებს,
ფიქრობენ, გიჟია... გიჟია ეს ბიჭი,
ვცდილობ, რომ სიცილით დავფარო ტკივილი,
ღიმილში ტკვილი  ხომ  ასჯერ  დიდია!
ვცდილობ, რომ მოვირგო, მოვირგო ნიღაბი,
ძნელია და მაინც და  მაინც ვიღიმი!
ვცდილობ, რომ სიმართლით, სიმართლით  მოვიგო,
ისე, რომ  სიმართლე ყველა  ფარსს  ლეწავდეს,
არ მინდა ტყუილი, ბოღმა  და ღალატი,
ჩემს სულში სიკეთეს მაცვლებად დავთესავ,
მერწმუნეთ, ცხოვრება ერთ სუნთქვად არა ღირს!
რა იცი, ხვალ იქნებ... სიზმრებში წახვიდე!
ერთმანეთს ყოველთვის გულები გავუთბოთ,
ვაჩუქოთ ღიმილი, სითბო და ალერსი,
ვეფეროთ, გვიყვარდეს, ვენდოთ და გავუგოთ,
რომ მერე არ შეგვრცხვეს შეხედვის თვალებში.












скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge