გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კობა ცხაკაია - სამხედრო საველე დეკამერონი


იწყება პირველი დღე დეკამერონისა, სადაც იმის შემდეგ, რაც ავტორი ახსნის, 
თუ რა მიზეზით შეიყარნენ და გამართეს ერთმანეთში მოლაპარაკება იმათ,
ვინც შემდეგში უნდა გამოვიდნენ, იწყებენ ბაასს... 
თითოეული მათგანი იმას ლაპარაკობს, რასაც მოისურვებს.
(“დეკამერონი”)


მერცხლები, ბეღურები და მტრედები,  ქათქათა ღრუბლით დამშვენებულ ცაში კამარას კრავენ და თითქოს სცენიდან გადიანო, ფანჯრის ჩარჩოს უკან იკარგებიან. შემდეგ ახალი პარტია შემოიჭრება ჟივილ-ხივილით და ჰაეროვანი ორნამენტების ხაზვას იწყებენ. ახლადგაღვიძებული, გულაღმა ვწევარ და ამ სილამაზეს თვალს ვერ ვაცილებ. 
- რა ხოშიანია! თითქოს მივფრინავ და ამავე დროს ვიძირები! 
ყოველთვის ასეთი შეგრძნება მეუფლება, როცა წყალტუბოში დილაობით ანჯამების ჭრიალით ვაღებ აივნის თეთრად შეღებილ კარს.
- ჭრრრჯხხხაჰ! ჭრრრჯხხხაჰ! - სასიამოვნო მელოდიასავით ჟღერს და ვიცინი. 
დილის ნიავი ტალღებივით ხმიანობს და სასიამოვნოდ მელამუნება. მისი უხილავი ფრთები  ეალერსება ჭერიდან იატაკამდე ჩამოშლილ იალქნებივით ფარდებს და მედიდურად აფრიალებს მათ... ხელებს ვშლი და მეჩვენება, თითქოს გრილ და ჰაეროვან ღრუბლებში ვიძირები… გავცქერი ჩემი ერთი ციდა ქალაქის ხავსმოდებულ სახურავებს, შეფოთლილ ხეებს, მწვანეში ჩაფლულ ბაღებს, პლატინის ტბას, მდინარე პერიას და მინდა ვიმღეროოო... 
ეს ჩემისა აქანქარებს! თფუ შენი, როგორ არა გრცხვენია! - გამთენიისას აყმუვლდა "ყბაყურა" და აქეთ-იქით ხტუნვა დაიწყო, - აწი შენ რომ ხელს ჩამოგართმევ!
- ეგ მემარცხენეა! - ირონიულად აღნიშნა "ჟოფრეიმ".
ორივე ხელით აქანქარებდა! 
- რას ახურებ შე „თავჩიტა“! – გველივით ასისინდა "შაჰაბასა", – ჩვევა მაქვს ასეთი, ორივე ხელი ჯიბეში თუ არ მიწყვია, ისე ვერ ვიძინებ... და საერთოდ, შენ ვინ გკითხვას მე რას ვაკეთებ?! ასე ძილი მევასება. „იასნია“?
ყველა ვიცინით.
- ერთი ხელით ბოლტს ათამაშებდი.
- მტყუანის?! – გაიბღინძა „შაჰაბასა“.
- ბიჭო არასოდეს უთქვამთ შენთვის, ვინც აქანქარებს იმას ხელისგულებზე თმები ამოსდისო? - თითი დაუქნია „"ჟოფრეიმ".
- აბა ჩუმად მანდ! თორემ ყველას “სიქთიმ ბაშკა” გექნებათ! - დაიმუქრა მორიგე, რომელიც ჩვენი ძველი ნაცნობი იყო და „სიმკაცრეს და შეუპოვრობას“ მხოლოდ უფროსების დასანახად გამოხატავდა. 
- რად მინდა ქალის მაცდური ხვრელი, თუკი მაბია მარჯვენა ხელი! - აღიღინდა „ყბაყურა“, - ეს სექსუალურ რომანტიული სიმღერა ეძღვნება…
- ვსიო! მორჩა! ეხლა გაგთხრი დუდუკს მაგ შენ ბინძურ ბაირამში! - აფეთქდა "შაჰაბასა" და მუშტებმოღერებული ეცა "ყბაყურა"ს. რომ არა ჩემი და "ჟოფრეის" ძალისხმევა, ჩხუბში გადაზრდილი ხუმრობისთვის ყველას თითო კვირას დაგვიმატებდნენ. კიდე შვიდ “სუტკა” ფიქრებისა და ნერვების “გადასახარშად”, ნაღდად ვერ გავუძლებდით.
სინათლე, რომელიც ღამღამობით საკანს გვინათებდა, “გამყინავი” იყო. ჭერთან დატანებული გრძელი, ვიწრო და გისოსებიანი სარკმლიდან შემოჭრილი სხივები სუსხის გარდა ჩვენში სხვა არანაირ ასოციაციას არ იწვევდა. ეს ალბად ილუმინაციის, ან ეგრეთ წოდებული “მორგის” ჩახუთულ კედელში გამომწყვდევის ბრალი უნდა ყოფილიყო. ვიღაცას წამოსცდა:
-ვენტილაცია სწორედ ამიტომ არ გვაქვსო. ნახეს რა ყინულივით განათებაა და ალბათ ამის გამო არ დააყენესო! ამ სუსხიანი განათებით გვაგრილებენ ეს ჩემისებიო!
ჰოდა მიგვეწება წყურვილისგან დამშრალ ენებზე ეს უხეირო გამოთქმა:
- ღამე გვაგრილებს სუსხიანი ნათება, დღისით კი გვახალისებს ამაზე ფიქრი.
ეს ალეგორიაც ე.წ “მორგის” ანუ ჰაუფტვახტის “პო სოვმესწიწელსტვუ” წინასწარ პატიმრობის იზოლიატორის ატმოსფეროც თავისებურად ზემოქმედებდა ჩვენნაირი ტუსაღების ფსიქიკაზე. სრულებით რომ არ გაგვეფრინა, ჩვენი ზედამხედველები - ჩვენივე თანაპოლკელები, დღისით რაღაც საქმეებით გვტვირთავდნენ (ბილიკების დასუფთავება, საშენი მასალის გადალაგება, “სტრაევოი” და ფიზიკური ვარჯიშები, პოლიტიკური აგიტაცია), მაგრამ ივლისის სულთამხუთავი ღამეები მაინც ამ ოთხ კედელში უნდა გაგვეთენებინა… სიცხისგან გაწამებულები ვერ ვიძინებდით, ათას ერთი ღამის “პონტში” ერთმანეთს ზეპირსიტყვიერების ჩვენეული ძეგლებით ვართობდით… უძილობა, სიცხე, ჩახუთულობა - გვწყვეტდა რეალობას და უცნაურ, ფანტასმაგორიულ ისტორიებში მოგვისროდა. 
საკანში მხოლოდ ორი, უხეშად დამუშავებული ფიცრის ყვითელი საწოლი და ორი ჟანგისფრერი უზურგო სკამი “ტაბურეტი” იდგა. განსხვავებული  ჭკუის, ასაკის და კუთხის ხალხი ამ ავეჯზე რიგრიგობით “ვისვენებდით”… ორს ვითომ საწოლზე გვეძინა. დანარჩენი ორი, ერთმანეთს მივადგამდით სკამებს, მივეყუდებოდით ზურგებით და ასე ვცდილობდით თვალის მოტყუებას, თვლემას… მეორე დღეს ჩავენაცვლებოდით, იმათ ეძინათ და ჩვენ კი ვთვლემდით. თუმცა სიტვა “ძილი” თვალის მოტყუება ან თვლემა ნამდვილად არ შეეფერებოდა იმ მდგომარეობას, რასაც ყოველი ჩვენგანი იტანდა და განიცდიდა. ჭაობითა და ნესტიანი ტყით გარშემორტყმულ სამხედრო ნაწილში რკინა-ბეტონის ციცქნა ყუთში გამომწყვდეულებისთვის ეს შეუძლებელი იყო. სიცხე და შმორნარევი დაგუბებული ჰაერი ამის საშუალებას არ გვაძლევდა. ხანგრძლივი უძილობისგან გათანგულები მხოლოდ წამიერად ვითიშებოდით, ვეშვებოდით სიზმრისეულ უფსკრულებში და…  მერე ასევე ოფლის მორევში მოცურავენი, ვფიზლდებოდით და ვაგრძელებდით ლაქლაქს, საუბარს, ტლიკინს. ვიგონებდით, ვიხსებენდით, ვთხზავდით მოკლედ ვართობდით ერთმანეთს ათასნაირი ნამდვილი თუ შელამაზებული ისტორიებით.  
-ადრე ბაიკალზე წასვლაზე ვოცნებობდი! უნიკალური ტბაა! საერთოდ სასწაულია! ჯადოსნური მხარეა! - ჰყვებოდა მოლდაველი ბესარაბიელი "ყბაყურა".
-ბაიკალი? ციმბირში? - უკვირდა ყარაბახელ ბოშა "ჟოფრეის".
"ჟოფრეი", ასე ვთქვათ, კოჭლი იყო. ჯარში მსახურობის ორი თვის თავზე “დაკოჭლდა”. ფეხები კი ჰქონდა ჯანმრთელი, არ ტკიოდა, მაგრამ მაინც კოჭლობდა. კოჭლობა ალბათ იმიტომ გადაწყვიტა, რომ  უნდოდა ინვალიდად ჩაეთვალათ, ფიზიკური და ტაქტიკური ვარჯიშებისთვის თავი რომ აერიდებინა... რამოდენიმეჯერ გაუვიდა. მერე აღარ… მაგრამ “კოჭლობას” მიეჩვია და ვეღარ, უფრო სწორად კი, აღარ გადაეჩვია. ასე თავისებურად მიუყვება დროში გაწელილ სავალდებულო სამხედრო ცხოვრებას.
-იქ, ხომ მთელი წლის მანძილზე მაგრა ცივა?
-არ ვიცი. წელიწადის დროებზე არასოდეს მიფიქრია. უბრალოდ ბაიკალზე მინდოდა წასვლა და ახლაც მინდა! - პასუხობდა "ყბაყურა". წვეტიანი ყურების გამო “ელფი” გვინდოდა მისთვის დაგვერქმია. “ელფი” არა “ტერფიო” დაგვცინა და ალტერნატიული ვარიანტი “"ყბაყურა"” შემოგვთავაზა. 
-ხალხი ოცნებობს მილიონებზე, ბრიჯიტ ბარდოზე, ან რიო დეჟანეიროზე და შენ ბაიკალი რამ მოგანდომა? - ჩაეკითხა არაბი ტაჯიკი "შაჰაბასა" და სიმინდის ფუჩეჩივით ულვაში მოიფხანა.
-რავი, ლამაზია! 
-ლამაზი მხოლოდ ქალია! - დაასკვნა შუააზიელმა და თვალები მილულა.
-საქმე ჩვენ არა გვქონდა და უკეთეს იდეებს არავინ გვთავაზობდა! ჰოდა, რომ არ გაგვეფრინა და არ გავლოთებულიყავით, ბაიკალზე დავიწყეთ ფიქრი. შორსაა, მაგრამ ნაღდია. თუ გულით მოვინდომებდით, მოვახერხებდით კიდეც მის გიშრისფერ ტალღებში განავარდებას.
-გიშრისფერი?! რომანტიკა. - ჩაიცინა "შაჰაბასამ".
-მარტო არ იყავი, თუ არა?  ოფოფები “ზნაჩიტ” ბევრნი “გყვადნენ”? - "ჟოფრეიმ" საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა.
-ნუ გაახურე რა! ბაიკალი არ ჯობია კინოვარსკვლავებზე, მილიონებზე, ბრაზილიაზე უაზრო ოცნებას და ნერვების წყვეტას?
-ბაიკალით ამართლებდით სალოთაო შეკრებებს! - დაასკვნა "ჟოფრეიმ".
-არ ვლოთობდით, თითო ბოთლი, თეთრი, მსუბუქი ღვინო და მერე ბიბლიოთეკაში მასალების მოძიება და ბაიკალზე ნამყოფ ხალხთან საუბარი! სად, რა, როგორ? მოკლედ დღე - დღეზე უნდა დაგვეწყო!
-რა უნდა დაგეწყოთ? - გამოცოცხლდა “შაჰაბასა”.
-მაყუთის მოგროვება! ფონდს გავაკეთებდით “ბ-ბ ანუ ბესარაბია ბაიკალზე” და რამე.
-მაგ სირობაში ფულს ვინ მოგცემდათ? - გაუკვირდა "შაჰაბასას".
-მაგაზე თუ იფიქრე საერთოდ უარი უნდა თქვა ყველაფერზე! ჩვენ ჩვენებური შემოქმედებითი მუღამი გვქონდა. ასეთი იყო - კომპოზიტორი მუსორგსკი, მხატვარი ფიროსმანი, პოეტი ესენინი, ტრაგიკული სატირიკოსი ეროფეევი, მისტიკოსი კაფკა, ლეგენდარული პუ სუნლინი, ბოჰემური ბოდლერი, მწერალი ემბროს ბროუზის ცხოვრების წესი... კაფკას ჭლექი ჰქონდა, პუ სუნლინმა ვერაფრით ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა და ვერ გახდა სახელმწიფო მოხელე, ემბროს ბროუზს ვერ იტანდნენ გარშემომყოფები, ესენინი ლოთს თამაშობდა, ფიროსმანი გულუბრყვილოს, ეროფეევი უსახლკაროს, მუსორგსკი პახმელიიდან ვერ გამოდიოდა, მაგრამ ისინი ოცნებობდნენ, რეალურად ასხამდნენ ხორცს თავის სამყაროს. ხატავდნენ, ან წერდნენ… ცხოვრებამ ეს ხალხი აიძულა ეხოხა წუთისოფლის ბინძურ ქუჩებში, - "ყბაყურამ" სიგარეტის ღერს სიამოვნებით დაყნოსა. მოწევა ახალი დანებებული ჰქონდა და გადაულახავ წადილს ასე იკმაყოფილებდა,  - ჰოო, ისინი ხოხავდნენ კიდეც და ხარობდნენ კიდეც, რადგან სინამდვილეში არ დაცემულან. ასე უფრო უკეთესად ხედავდნენ ტალახსაც და ბალახსაც. დაღმართსაც და აღმართსაც. ღირსება არ დაუკარგავთ და დაამტკიცეს, რომ მათი ხოხვა ზოგის სიარულისა და ზოგის ფრენაზე მეტად ნაღდია, მეტად ღრებულია, მეტად ძვირფასია. ჩვენ კი გვქონდა ჩვენი ბაიკალი!..
...თვლემისა და თვალის მოტყუების პაუზა ჩამოვარდა. 
ბაიკალიდან გრილმა სიომ დაუბერა და ტაიგის ასწლოვანი ხეების სურნელით აგვივსო საკანი. სადღაც ჭოტმა დაიკივლა. ტოტები აშრიალდა. ტბის სარკესავით ზედაპირი მთვარის შუქზე შეტორტმანდა და… ესეც რამოდენიმე წამი გაგრძელდა. ლამის ერთდროულად დავაჭყიტეთ თვალები და სულთამხუთავ რეალობას დავუბრუნდით... ყველა ვცდილობდით "ყბაყურას" მონოლოგიდან რამე სასარგებლო აზრის გამოტანას. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. უძილობა და სიცხე ბლენდერივით ატრიალებდა და აქუცმაცებდა გონებაში მიმოყრილ ასოციაცებს, ფიქრებსა და აზრებს… ბოლოს "შაჰაბასამ" იფეთქა.
-ვაფშემც, რა იბოდიალე? ვერაფერი გავიგე?!… ბაიკალი რა შუაშია? - თქვა და დაამთქნარა.
-იმ შუაშია! - დასვა ბეჭედი "ყბაყურამ" და მთქნარებით გააგრძელა - გამგები გაიგებს! თუ ვერ გაიგებს, სულაც მკიდია.
-სადაც გკიდია, იქ არ უნდა მოყვე! - ეწყინა "ჟოფრეის", - სიტყვები იმისთვის არ უნდა თქვა, რომ სიცარიელე შეავსო! დაიხრჩობიიი...
გაწელა და ცოტა ხანში ხვრინვაც ამოუშვა… ალბათ ახლა სადღაც მდინარის პირას იწვა, ფეხები წყალში ჰქონდა ჩაყოფილი და თვლემდა. წყალი ჩუხჩუხებდა ხავსიან ქვებზე გადმოედინებოდა და აგრძელებდა გზას. როგორი კამკამა, გრილი და სასიამოვნო იყო...
...ზეგ თითქმის ყველას “გაგვწერდნენ” და დავუბრუნდებოდით ჯარისკაცული ცხოვრების ჩვეულ რითმს, ანუ უსაქმურობას. მართალია ჯარში გასაკეთებელი ბევრია, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც ჩვენ გვჭირდებოდა.... და თუ ეს არ იყო ის, მაშინ რატომ უნდა გვეკეთებინა? რატომ უნდა მოგვეკლათ თავი?.. ოფლი ღვაროს იმან, ვისაც ჯარი რაიმე ჰგონია და ბრმად უყვარს… ჩვენ კი სამხედრო სამსხურით არამოტივირებული,  უსაქმური,წესრიგის გამოუსწორებელი დამრღვევნი შევეცდებით მივფოფხდეთ დემბელამდე და საკუთარ ოჯახებს ქანცგაუწყვეტლი დავუბრუნდეთ.
-რისი გაკეთებაც არ გინდა, იმაზე არც უნდა იფიქრო! ფიქრი უფრო გღლის, ვიდრე ასეთი საქმის კეთება, ძნელია არ იფიქრო, მაგრამ თუ ამას შეძლებ, მიხვდები, რომ საქმეს აჩენს თვითონ ფიქრი, ამიტომ… - ძილბურანში ბუტბუტებდა "ჟოფრეი" და კბილებს ახრჭიალებდა. ვისაც გაუგონია, იმან კარგად იცის, რა ამაზრზენია ამის მოსმენა. 
მოკლედ, "ჟოფრეი" კბილებს ახრჭიალებდა. "ყბაყურა" თითებს ატკაცუნებდა. "შაჰაბასა" ულვაშებს იკვნეტდა და ამ მოკვნეტილს კი არ აფურთხებდა, არამედ ყლაპავდა. მე ფიქრის ან ნერვიულობის დროს ორივე ხელით თავს ვიფხანდი... როცა დიდხანს ხარ გამომწყვდეული ერთ ოთახში. ახალი არაფერი ხდება და ოთხივეს “მაზოლები” გვაქვს გაჩენილი ერთმანეთის ყურებით... თანამესაკნეების ელემენტარული “წიკებიც” კი გაგიჟებენ და დგება მომენტი, რომ შეიძლება მოკლა კიდეც ხრჭიალის, ტკაცუნის, კვნეტის, ფხანვის გამო… სამი, ჰა-ჰა ოთხი დღე კიდევ ინარჩუნებ ადამიანურ სახეს, მაგრამ მერე… მერე იწყება ეტაპი “შენ თუ არ მკბენ, მე გიკბენ”... და ამ დროს თუ არა გაქვს მყარი ფსიქიკა და იუმორის გრძნობა, ხდები ნადირი და იწყებ გვერდით მჯდომის ჭამას. ისიც შესაბამისად გპასუხობს… ჩვენ რომ არ ვქცეულიყავით კანიბალებად, ვყვებოდით ზღაპრებს. თემები მრავაფეროვანი იყო:
-“ვითომ გათხოვილი საყვარლები, მათი, ვითომ გარყვნილი მეზობელი ქალები, ვითომ საყვარლების ვითომ ვნებააშლილი დაქალები, მეზობელი ქალების ვითომ ბოზი დაქალები.” მოკლედ, ეროტიული ამბები იდგა პირველ ადგილზე. ხუმრობით ასეთ ისტორიებს “ეროტიკნულს” ვეძახდით. ეროტიკა და ტყუილების ტიკი… ფილმებიდან, სპექტაკლებიდან, ჭორებიდან, ანეგდოტებიდან, წიგნებიდან, შემთხვევით გაგონილიდან დამახსოვრებული ფრაზები, ცალკეული სცენები,  “ნა ხადუ” მოგონილი დეტალები, - ერთმანეთში იზილებოდა და “სექსუალურ პრიანიკებად” იქცეოდა. სწორედ ამ ბოკაჩოსეულ „ტკბილეულს“ მივირთმევდით ყოველ ღამე და ვუძლებდით, ვიტანდით, ვითმენდით და “სიდელი ზა რეშოტკოი ვ ტემნიცე სიროი, ვსკორმლენნიე ვ ნევოლე სსსრ, ორლი მოლოდიე!“... ღმერთო ჩემო, რას არ ვუძლებდით, ვიტანდით და ვითმენდით?!.. მეორე ადგილზე იყო მისტიური “სტრაშილკები”, ლოგიკით აუხსნელი შემთხვევები, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ყოველ ჩვენგანს ჰქონდა “გრაჟდანკაზე” გადატანილი… თუმცა, ეს ამბებიც ისეთივე შეკოწიწებული იყო, როგორც “ეროტიკნული ისტორიები”. 
"შაჰაბასას" მონათხრობი დამამახსოვრდა. შეიძლება სიტყვა - სიტყვით არა, მაგრამ მთლიანობიაში მგონი ასე ჟღერდა ეს ამბავი: 

თხევადი "შაჰაბასა"
როცა (პატარა "შაჰაბასა"დაკარგული ლეკვის მოსაძებნად გავიდა, მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა. სახლს შემოუარა, ყოველი ბუჩქი და ხეხილის დასარგავად ამოთხრილი ორმო დაათვალიერა, მერე კი ბოსტნის უკან ღელისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა…
იქ ("შაჰაბასამ"დაინახა ის, რასაც ეძებდა. ლეკვი უხმოდ ნებივრობდა კამკამა წყალში. ყვინთავდა, ადგაფუნებდა პაწაწკინტელა თათებს და არხის ერთი ციცაბო ნაპირიდან მეორისაკენ წკავწკავით დაცურავდა. თითქოს ამ სანახაობაში უცნაური არაფერი იყო, მაგრამ რაღაცამ, უფრო სწორად კი, რაღაცეებმა მიიქციეს მისი ყურადღება.
საქმე ისააა, რომ წყალი არ იძვროდა. თუ არ ჩავთვლით ლეკვის ხვანცალით გამოწვეულ ღელვას. ის გამჭვირვალე, უხილავ ჭურჭელში დაგუბებულივით იყო. ჩეულებრივ ეს “წოწკიალა” (ღელეს ასე ეძახდნენ ბავშვები) იყო წყლის ვიწრო ნაკადი, რომელიც ნაწვიმარზე ქვიანი ნიადაგის ციცაბო ღარში ძლივს ეტეოდა, ხოლო გვალვის დროს უკვალოდ ქრებოდა.
ამ დაკლაკნილ და ქვაღორღიან კალაპოტში ნაკადული მთის ქედიდან ჩამოედინებოდა. იქ, ასწლოვან მუხებს შორის ხავსითა და გრანიტის ლოდებით გარშემორტყმულ, მგლისფერ ქარაფის ნაპრალში იბადებოდა და გვარიანი მანძილის გავლის შემდგომ საკმაოდ მაღალი კლდიდან წამოსული, ბოსტნის უკან ტალახიან ღელეში აღმოჩნდებოდა.
ამ ადგილას ნაპირი ციცაბო არა, მაგრამ დამრეცი კი იყო და ერთ ადგილზე წყლის დაგროვება, თუკი ვინმე სპეციალურად არ ჩახერგავდა, შეუძლებელი იქნებოდა. წყარო, რომლის სიღრმე ჩეულებრივ არ აღემატებოდა სამ-ოთხ სამტიმეტრს, ახლა, რაღაც უხილავი საგნებით ჩახერგილი, მეტრი - მეტრნახევარზე დაგუბებულიყო.
წელიწადის ამ დროს ღელის ფსკერზე, წესით, ნესტიც კი  ვერ ჩერდებოდა. ზაფხულის სიცხე თავისას შვრებოდა და მისი კვალი მზეზე გავარვარებული კლდის შუა წელზევე ქრებოდა და ხელის მტევნის ოდენა ნაკადული უკვალოდ ორთქლდებოდა. თუმცა, სექტემბრის პირველი წვიმების შემდგომ ის კვლავ აწანწკარდებოდა ბოსტნის უკან და ტალახიან ფაფად აქცევდა გვალვიანი თვეების მანძილზე დაგროვილ ღორღსა და ნაგავს.
...დღეს კი, ამ გაგანია სიცხეში, რაღაც გაურკვეველი ხდებოდა. გამხმარი ფოთლებითა და ტოტებით “გამდიდრებული” კალაპოტი, აქ ამ ხუთმეტრიან მონაკვეთში, კამკამა წყლით სავსე ავზად ქცეულიყო. მეტრნახევარი სიმაღლის გამჭვირვალე კედლები სავსე იყო მოცისფრო-მომწვანო სითხით და, მიუხედავად შუადღის ხვატისა, მისი სიგრილე ირგვლივ ყველაფერს აცოცხლებდა და ახალისებდა… მაგრამ როგორც კი ბიჭის ("შაჰაბასას"აქ ყოფნა შემთხვევით გადატეხილი ტოტის ხმაზე გამომჟღავნდა, ირგვლივ ყველაფერი გაირინდა.
თითქოს სულიერსა და უსულოს - ქვას თუ ხეს, ბალახს თუ ფესვს - ყველაფერს თვალები აეხილა და მზერა ბიჭისკენ ("შაჰაბასასკენ") მიეპყრო. ის შეშინდა და სცადა უკან გადაედგა ნაბიჯი, მაგრამ ხეს დაეჯახა… მოულოდნელობისგან დაიყვირა, მიმოიხედა, და ხელები მომუჭა… მხოლოდ საკუთარი სუნთქვაღა ესმოდა. სამარისებური მდუმარება ხუფივით დაეხურა და არ აძლევდა ხმის ამოღების და განძრევის საშუალებას. ბიჭი მიხვდა რაღაც ავის მომასწავლებელი ელოდა, დაკარგულ და ახლად ნაპოვნ მეგობარს იმედით გახედა… გახედა და სუნთქვა შეეკრა. მის გაზრდილ ლეკვს თავი დაეხარა, მარცხენა წარბი აეწია და ალმაცერად უყურებდა. მზერით, შავი თვალების დაუხამხამებლად, ქვემოდან ხვრეტდა პატარა პატრონს. თან დრუნჩს აცმამუნებდა და თითქოს ეუბნენოდა:
“ეეჰ, ძმაო, ძალიან ცუდ დროს მოხვედი! აქ არაა შენი ადგილი. კი გეტყოდი, აბა, დავაი აქედან-მრთქი!.. მაგრამ ვერ ვიზამ ამას? რომ გაგიშვა და მერე მოყვე ის რაც აქ ნახე? რა ვქნათ?”...
“რა ვქნათ?!რა ვქნათ?! “რა ვქნა” კი არა “რა ვქნათო?”- გონებაში მკაფიოდ გაჰკრა ბიჭუნას ("შაჰაბასას"ამ სიტყვებმა, - ესე იგი არაფერი მეჩვენება. ის მარტო არ არის, ისინი მართლაც ბევრნი არიან! ძალიან ბევრნი და მე მიყურებენ!.. მითვალთვალებენ!”
ამ აზრებმა თავიდან ფეხებამდე დაუარეს, მერე გველებივით შემოეხვივნენ და კანკალი დააწყებინეს. მას თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ მაინც გარკვევით დაინახა - დაგუბებული წყალიც მას მისჩერებოდა. თვალებით არა. ის სრულიად გამჭვირვალე იყო, აბა სად უნდა ჰქონოდა თვალები?...წყალი თავისი მომწვანო-მოცისფრო ზედაპირით მისჩერებოდა...
ის ტაატით ბიჭისკენ და ბიჭისგან, ბიჭისკენ და ბიჭისგან, ღელვა-ღელვით მოცოცავდა... რაღაც მომენტში ორი-სამი წამით ირინდებოდა, საცეცებივით აქოჩრილი ტალღები ჭიებივით დაეკლაკნებოდა, გაიწელებოდა, თითქოს ასე რაღაცის განჭვრეტას, აღქმას ცდილობდა… როგორც კი დაკმაყოფილდებოდა, ჩატრიალდებოდა, ჩაიღვრებოდა... მერე კვლავ შეირხეოდა, შეაქანებდა ჰაერში დაკიდებულ შხეფებსა და საცეცებად ქცეულ ზედაპირს. გასწორდებოდა, კვლავ ჩაიქცეოდა უკან… ატოკდებოდა და ისევ ალივლივდებოდა…  ჯერ წრეებად, მერე კი ლამის სწორ და თანაბარ ტალღებად აიზვირთებოდა… ნაპირიდან ცენტრისკენ, ცენტრიდან ნაპირისკენ… მაგრამ მიწაზე ერთ წვეთსაც კი არ ღვრიდა… მისი მოცულობა ყოველი მოძრაობის შემდგომ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა… ფართოვდებოდა და უახლოვდებოდა მას.
როგორც კი  ბიჭს ("შაჰაბასას"ერთი ხელის გაწვდენაზე მიუცოცდა, უეცრად მორევივით დატრიალდა,  ჩაიბურღა ფსკერამდე, მერე მკვეთრად აიტაცა ლეკვი და სადღაც ზევით, ხის კენწეროზე მოაქცია.
-”ახლა ჩამოაგდებს!” - გაიფიქრა ბიჭმა ("შაჰაბასამ"და წამოიყვირა... საყვარელი მეგობრის ვარდნა რომ არ დაენახა, თვალებზე ხელები აიფარა. წამიც და… ეგონა ლეკვის წკავწკავს გაიგონებდა, მაგრამ სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ნაკადულის რაკრაკი ფარავდა. ბიჭუნამ ღრმად ჩაისუნთქა და თვალები ოდნავ გაახილა.
წყლის სვეტი ახლა გველივით იკლაკნეობდა, იგრიხებოდა, უცნაურ და მომაჯადოებელ ფორმებს ღებულობდა. ბიჭი ("შაჰაბასა"მონუსხულივით შეჰყურებდა ამ ცეკვას. რაღაც მომენტში თვითონაც კი აჰყვა… ჯერ ხტუნვა დაიწყო, მერე ყირამალაზე გადასვლა სცადა, ბოლოს კი ხელებზეც შედგა… ბიჭი გრძნობდა როგორ ივსებოდა, იფარებოდა წყლით. სითხის გრილი და კამკამა საცეცები თუ შხეფები ნელ-ნელა ყელისკენ მიცოცავდნენ. ბიჭს სული ეხუთებოდა, მაგრამ არ ეშინოდა, -რატომღაც დარწმუნებული იყო, როგორც კი სრულიად გაიჟღინთებოდა წყლით და დაიხრჩობოდა, რამოდენიმე წამში სხვანაირი სუნთქვა გაეხსნებოდა.
უცნაური კიდევ ის იყო, რომ ტანსაცნელი მოკლე შარვალი და ტილოს პერანგი, სრულიად მშრალი რჩებოდა. წყალს მხოლოდ ტანი ისრუტავდა… ბიჭუნას ("შაჰაბასას"აღარ ცხელოდა, აღარ ეშინოდა… უკვე მასში იყო წყაროს სიგრილე  და კიდევ რაღაც განსხვავებული, მიმზიდველი და აუხსნელი, ენით თითქმის აუწერელი, ახლად მოწყვეტილი ფოთლების და ფესვების აქერცლილი კანის სუნი, კლდის უხეში ზედაპირი, გირჩებისა და ყვავილების ტივტივი… შველის უხეში ენა... მგლის ლეკვების თათები... თევზების მოელვარე ფარფლები… გველის სრიალი… ჩიტის ბუმბულის სითბო… მოწყურებული ბაგეები… ყველაფერი, რაც ოდესღაც შეხებია ან მოხვედრილა წყაროში, ყველაფერს ახლებურად შეიგრძნობდა… ითავისებდა… ეს მრავაფეროვანი სიახლე ათრობდა, აფორიაქებდა და ამავე დროს უსაზღვროდ ზრდიდა მის ერთ ციდა სამყაროს. იმასაც კი ხედავდა რა ფერის ცა მოჩანდა წყაროს სათავესთან. ამას ყველაფერს თანმიმდევრულად, ერთი მეორეს მიყოლებით კი არა ერთიანად, ერთდროულად გრძნობდა, ზუსტად ისე, როგორც მთელი სხეულით, სიგრძითა და სიგანით გრძნობდა კალაპოტში მოწანწკარე წყაროს. ის უკვე თვითონ იყო წყარო. თვითონ იყო უსასრულო და უკიდეგანო, პატარა და დიდი, ჩქარი და ნელი, ცივი და ორთქლისმაგვარი… სუფთა და ჭუჭყიანი. გმერიელი და უგემური…
ბიჭუნას ("შაჰაბასას"უეცრად სუნთქვა შეეკვრა, თვალები წყლით ამოევსო... იგრძნო თუ როგორ გადაიშალა მთელს ოკეანეზე უზარმაზარი ზეწარივით, დაფარა მთელი მისი ზედაპირი, კონტინენტიდან კონტინენტამდე. ახლა უკვე ის იყო საზღვარი სიღრმესა და სიმაღლეს შორის. ფსკერსა და ზეცას შორის... სადღაც ჰორიზონტს მიღმა - თოლიებისა და ალბატროსების ფრთები უღიტინებდნენ, სადღაც დელფინების, ზვიგენებისა და ვეშაპების ცხვირები ბწკენდნენ… სადღაც სამგზავრო ხომალდებისა და სატვირთო ტანკერების წვეტიანი ცხვირები ფხაჭნიდნენ... ეს მას სიამოვნებდა. ბიჭი, როგორც ოკეანე ტორტმანობდა, ირხეოდა და “შშშჰჰჰშშშსსს”-ნებდა. მისი დაბალი, დინჯი ხმა კი ჰორიზონტს წვდებოდა… წ ვ დ ე ბ ო ო ო ო ო ო… დ დ დ ა ა ააააა…. ამ დროს ბიჭუნამ გონება დაკარგა...
როცა აზრზე მოვიდა, ღელის პირას ეგდო. ყურის ბიბილოს კი ლეკვი ულოკავდა.
ფრთხილად წამოჯდა. გული ერეოდა. ყელში გაჩენილი შმორის გემო გადმოაფურთხა და წყაროს ამომშრალ კალაპოტს დახედა. გამხმარი ტოტები, დამპალიფოთლები, ყველაფერი ადგილზე ეყარა. არაფერი უცნაური, ან გასაკვირი არსად არ ჩანდა. თავი მოიფხანა, დაუსტვინა, გაიცინა და წამოდგა. ლეკვი ხელში აიყვანა და სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა… მთელი გზა არ ტოვებდა იმის შეგრძნება, რომ წყლის სვეტი უხმოდ მოჰყვებოდა და ყურადღებით უთვალთვალებდა მის ყოველ მოძრაობას. გაჩერდა… ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა. წყლის ხმა მკაფიოდ ჩაესმა, მაგრამ უკან მოხედვა ვერ გაბედა. ცივმა ოფლმა დაასხა. ჩაძინებულმა ლეკვმა, თვალები გაახილა, მიაჩერდა პატრონს და მჭახედ დაიკნავლა... ბიჭი ადგილს მოწყდა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და მხოლოდ თავის ოთახში ჩაკეტილმა იგრძნო შვება.
წყლის ხმა აღარ ისმოდა, შიშმა უკან დაიხია. ოთხფეხა მეგობარი ბალიშზე ფრთხილად დააწვინა. მძინარე ლეკვმა თავისებურად გაიტლიკა შავი ცხვირი და კრუსუნისმაგვარი, კმაყოფილებით აღსავსე ხმა გამოსცა, რომელიც ძალიან ჰგავდა :
-“ჩშშშ! სსსშშშ! ”-ს… - ბიჭს ("შაჰაბასას"გაეღიმა.
...ზამთრის პირას უკვე წამოზრდილი ძაღლი კვლავ გაქრა… იმ სუსხიან დღეს რამოდენიმეჯერ ხმამაღლა გასძახა დაკარგულ მეგობარს, მგონი ეძება კიდეც, მაგრამ სახლის უკან, ბოსტნის ბოლოში, დამშრალ წყაროს კალაპოტს არც კი გაჰკარებია…
...როგორი გრილი და სასიამოვნო იყო გუბეში შიშველი ფეხებით ტყაპუნი?! 
გამთენიისას ამდგრებს უკვე ნახევარი ბაღ-ბოსტანი მორყწული გვქონდა. მზე მაგრად აჭერდა. მხრებსა და სახეზე კანი აგვეწვა. ცოტა შესვენება გადავწყვიტეთ. მაგრამ რა დასვენება?! ეგრევე წუწაობა დავიწყეთ.  ის სათლიდან მასხამდა წყალს, მე კი შლანგიდან. გახურებულებსა და გაოფლილებს ცივი შხეფები მაცოცხლებელი ნემსებივით გვწიწკნიდნენ და გვახალისებდნენ. ჩემი ძმა წინ გავარდა, მეგონა უნდოდა წყლის ჭავლს გაქცეოდა, მაგრამ უაეცრად ახტა და “უააას” შეძახილით, ბილიკზე გაჩენილ გუბეში ჩახტა. შლანგს ხელი ვუშვი, მეც გამოვექანე და...  
-მერე რა მოხდა? - დაინტერესდა "ყბაყურა".
-სწავლა მივაგდე და “სასისკების” ცეხში დავიწყე მუშაობა! კაი ჯამაგირი მქონდა სანამ ჯარში წამიყვანდნენ და თქვენნაირ „როჟებთან“ ერთ საკანში მოვხვდებოდი! - უპასუხა "შაჰაბასამ".
-“ჰოთ დოგი”, ანუ ცხელი ძაღლი! - აღნიშნა "ჟოფრეიმ", - ლოგიკურიცაა და სიმბოლურიც…  “დაჟე ს გლუბოკიმ სმისლომ”!
-დაახლოებით! - დაეთახმა "ყბაყურა", - ღელე?
-რა ღელე? - დაიბნა "შაჰაბასა", თუმცა მალევე მოეგო გონს, - ააა, ღელე?
-ჰოო ღელე? სადააა ის ღელე! - ჩაეკითხა "ყბაყურა".
-რაში გაინტერესებს?
-ამხელა ამბავი მოყევი და არ უნდა ვიცოდეთ ის ღელე სადაა? - გაბრაზდა "ყბაყურა".
-გინდა ღელეს მისამართი იცოდე? გადაიხადე?
-რა უნდა გადავიხადო?
-რაიმე, ეგეთივე ამბავი დაყაჭე! - მოითხოვა "შაჰაბასამ"…
-ჰოო! ახლავეეე.. - "ყბაყურამ" ლაზათიანად დაამთქნარა და ეს ხმოვანი - “ეეე!” კაი ხელაზე გაწელა და ჩვენც გავყევით მის ხმას. 
ეეე… ხეეე… ღელეეე… ჩრდილებიიი, მთააა, სიოოო, გრილი, ნესტიანი მიწა, ტალახიიი… ძალიან მოკლე გამოდგა ეს სასიამოვნო ზმანება. "ყბაყურა" სწრაფადვე გამოფხიზლდა და აკაკანდა: 
-ერთ სანტიმეტრიანი “შარიკების” ამბავ, ხომ იცით? გაჭრი შენს “კალაშნიკოვს”, კარგად დეზინფეცირებულ სამ ცალ “შარიკს” ჩაიდებ, ოთხ-ხუთ დღეში შეგიხორცდება და მერე ყველა “ტიოტია” შენია! ერთხელ თუ გაუგეს ეგეთ “კალაშნიკოვს” გემო, მერე ვეღარ მოიცილებ! 
-ღადაობ!
-ნაღდად ეგრეა! 
-“შარიკები” არა “შვანცკი”!
-რაში მჭირდება ტყუილი?! საიდუმლო იცით რაშია? დედამიწის მიზიდულობისა, სექსუალური რხევადობისა და თავისუფლად მოძრაობის ციკლურ მექანიზმში!
-დედამიწის მიზიდულობისა, სექსუალური რხევადობისა და თავისუფლად მოძრაობის ციკლურ მექანიზმში? - ხველებაში გადასულმა სიცილმა "ჟოფრეი" კინაღამ დაახრჩო, - ამისთანა  ყ:)ობას მოფიქრება ხომ უნდა!
-სასაცილო არაფერია! ეგ ამბავი პატივცემული ხალხისგან მეც გამიგია! - ეწყინა "შაჰაბასას". 
-პატივცემული ხალხისგან? ვინც “შარიკებს” იდებს “შარიკები” აკლია! - აღნიშნა "ჟოფრეიმ".
-“შარიკები” იმათაც აკლია ვინც მათ არ დაუჯერებს! - დაამატა "შაჰაბასამ".
-მეც გამიგია! ბევრს აქვს და კმაყოფილია! - არც ბესარაბიელი “შარიკომანი” იხევდა უკან.
-აბა, ვისა? 
-რაა, ვისა? ხომ გითხარი, პატივცემულ ხალხს თქო!
-თქვი სახელი და გვარი… ჰოო, გაგვიმხილე ვისა?
-ვისა და! - დაიბნა "შაჰაბასა", - ესე კონკრეტულად არ მახსენდება და რომც ვიცოდე ვერ გეტყვით, უხერხულია… მაგრამ… 
-შენ ხვლიკის ქონწასმული სათვალეებიც გექნება ნანახი? - იკითხა "ჟოფრეიმ".
-ხვლიკის ქონწასმული? - დაინტერესდა "ყბაყურა".
-რომელი ხვლიკის? - ჩაეკითხა "შაჰაბასა".
-ყარაბახული ჯაგრიანის. აი, თუ მის ქონს სათვალეებზე წაისვამ, სინათლის სხივები ისე დაიწყებს ტყდომას მინებში, რომ ხალხს ეგრევე გააშიშვლებს! გაიკეთებ ასეთ სათვალეს, ყველას ტიტლიკანას უმზერ!
-სულ ატიტვლებს. “ტრუსიკიც” არ ეცმევათ? - პირი დააღო "ყბაყურამ".
-კიი!
-“დუბლიონკაც”, რომ ეცვას მაშინაც? - დაინტერესდა "შაჰაბასა".
-აბა!
-ვაა! ჯაგრიანი ხვლიკები მარტო ყარაბახში გყავთ? - ძალიან დაინტერესდა "ყბაყურა" და ნერვიულობისგან თითების ტკაცუნი დაიწყო.
-მიკვირს, თქვენი ჭკუის პატრონები ჯარიდან როგორ არ დაგბრაკეს! - გაოგნდა "ჟოფრეი".
-შენ რომ ჭკვიანი ხარ რით განსხვავდები ჩვენგან?! - ეწყინა "ყბაყურას", - რაა, განა აქ არა ხარ?
-კი, მაგრამ აქ ჩემი ჭკუით ვარ მოხვედრილი. - ნაღვლიანად და მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა "ჟოფრეიმ", - კიდე იმიტომ ვარ, რომ შენა და "შაჰაბასას" ჭკუა შეგმატოთ!
ყველა გაჩუმდა… გარეთ ყარაული შეიცვალა. ახლად შემდგარმა მორიგემ საკნის სარკმელი შეაღო და ყურადღებით შეგვათვარიელა. ღია სარკმლიდან ნიავმა დაუბერა, უჟანგბადო ოთახში ორპირი გაჩნდა და აგრილდა. ამოვისუნთქეთ და მოვდუნდით, რაც ტრადიციულ რამოდენიმე წუთიან თლემაში გადაგვეზარდა… 
… მზის სათვალეები მეკეთა და ჩემი სოფლის სახლის სახურავზე ვიდექი. ფეხის თითებით შიფერზე გაჩენილ ხავსს ვეფერებოდი. შორს მთის მწვანე საფარი შეუმჩნევლად გადადიოდა ზღვის სიცისფრეში. ეზოში მოშვებული ონკანიდან წყალი მოჩუხჩუხებდა და… 
-ოტ სოვეტსკოგო ინფორმ ბიურო! - ჩამესმა დიქტორი ლევიტანის ხმა და  გამომეღვიძა. ხელებგაშლილი "ყბაყურა" ტაბურეტზე იდგა და თვალებდაჭყეტილი ყვებოდა თავის ისტორიას:

ფრთოსანი "ყბაყურა"
ადამიანის ("ყბაყურას"დანახვაზე უცნაურად შეფრთხიალდა. მძლავრი კლანჭებით მოაჯირი მოფხაჭნა და კისერზე ბუმბული აებურძგლა. თავი გვერდზე გადახარა და გაშტერდა. ცოტა ხანი გაშეშებული იჯდა, მერე წამოიწია, წამოიწია, წამოიწია და... თითქმის უსაშველოდ გაიწელა, დაიჭრიალა. მკერდი წინ გამოაგდო, ჩაისუნთქა და გაიბღინძა - გაიბერა. შავი ნისკარტი ცას დაუმიზნა  და დაიწკავწკავა. ბრჭყალებით კიდევ ერთხელ მოჩხაპნა გახუნებული საღებავი. სწრაფად აიქნია ფრთები, ჯერ ზევით და მერე მკლავებივით გადაშალა, უკან გადააგდო და მოსწყდა ადგილს.
ქარის ძლიერმა ნაკადმა პირდაპირ მკერდში დაარტყა და მდინარისკენ მოისროლა. არ შემდრკალა, არც გასწორებულა, მოაჯდა ქარს და სივრცში შვეულად ჩამოეკიდა.
- “ყოფიერებაზე ამაღლებულ ხელებგაშლილ გმირს ჰგავს! შავჩოხოსანს!” - გაიფიქრა კაცმა ("ყბაყურამ"), ინტერესით მიაჩერდა, აღფრთვანებულმა, სათანადოდ დააფასა ფრინველის ფართე, დაკუნთული მკერდი, კვასკვასა შავი თვალები, კეხიანი ნისკარტ-ცხვირი. ამაყი გამოხედვა და მოკლე, ძვალმაგარი, ყვითელ - წითელი ბრჭყალებით დაგვირგვინებული  ფეხები.
ფრინველმა კაცს ("ყბაყურას") შეხედა და მზეზე მოელვარე პატარა, კოხტა თავი ნელი და ძუნწი მოძრაობით გააქნია... აქეთ… მერე იქეთ.. სხვა მხრივ არც ერთი კუნთი, არც ერთი სახსარი, არც ერთი ნერვი არ გატოკებია. ასე ფრთაგაშლილი ხედნიდა ქარის ნაკადს. ალბად იმაში იყო დარწმუნებული, რომ ფრთების გარეშეც არ ჩამოვარდებოდა, არ დაეცემოდა. ზვიადად ინარნარებდა ქარისა და მდინარის დინებით აშლილ ჰაერის ჭავლებს შორის.
კაცი ("ყბაყურა"ჩაეჭიდა ხიდის მოაჯირს და მონუსხულივით მიაჩერდა სივრცეში ჭიკარტივით მიმაგრებულ ფრინველს. ისინი მზერით შეხვდნენ, შეაფასეს, თითქოს გაუგეს კიდეც ერთმანეთს, რაღაც ინსტინქტსა და ლოგიკას შორის გაჩენილი, ჯერ კიდევ სიტყვებად ვერ ჩამოყალიბებული აზრებიც კი გაუზიარეს ურთიერთს… და კმაყოფილები დარჩნენ. კაცი გრძნობდა, რომ ეს კავშირი ორივეს მოსწონდა. მათ კიდევ სცადეს უსიტყვოდ, უბგერებოდ გასაუბრება… ეს რაღაც სხვა იყო… “ინფორმაციას” ამას ვერ დაარქმევდი… ეს სიტყვა ძალიან ღარიბი, ბრტყელი და არაფრისმთქმელი აზრის გადმომცემი იქნებოდა, იმასთან შედარებით, რასაც გულისხმობდა ეს ურთიერთობა…
ირგვლივ არსებული ნაცნობი, მიჩვეული და უკვე მოყირჭებული სამყარო, რომელიც გადატვირთული იყო გატკეპნილი ჩვევებით, გაცვეთილი გამეორებებითა და ერთგვაროვანი ლოგიკური ხაზებით, მიზნებით, შედეგებით უფერულდებოდა და ღარიბ-ღატაკდებოდა...
კაცი ("ყბაყურა") მოაჯადოვა, მონუსხა და გაიტაცა ფრინველთან ურთიერთობამ. მას, ადამიანს არ ეგონა, თუ არსებობდა კიდევ სხვა სამეტყველო ენა, სიტყვების, ბგერების, ემოციების და მიმიკის გარეშე… გახევებული, გამჭოლი მზერით ჭვრეტა…
სწორედ ამ დროს კაცი განიცდიდა იმას, რასაც ფრინველი - ჰაერის ნაკადზე ამხედრებული, ისიც გამოცდილი მხედარვით ლავირებდა სივრცეში და ხედნიდა უხილავ და მძლავრ სტიქიას…
კაცმა ("ყბაყურამ"ხელები გაშალა და ...ირგვლივ  ყველაფერი გაიცრიცა, ფოკუსიდან ამოვარდა და უკონტურო, ბუნდოვანი გახდა. თითქოს საგნები, დრო და სივრცე დაემორჩილა ადამიანისა და ფრინველის ნებას. კაცმა დახედა ხელებს და გაფითრდა - ისინი კარგავდნენ ფორმას და ჰაერში მოყვითალო-მოწითლო სითხედ იღვრებოდნენ. ხელებს მიჰყვებოდა მკლავები, მკერდი, მუცელი, ფეხები...
მისი სხეული მორჩილად მიედინებოდა ფრინველისკენ. კაცს ეს მორჩილება შიშს გვრიდა და ამავე დროს სიამოვნებდა კიდეც. ის გათხევადებული თითებით გრძნობდა ბუმბულის სირბილეს, ღეპების ჰაეროვნებას და ღეროს სიმაგრეს… წამიც და ფრინველზე ან ფრინველში ჩაიღვრებოდა. წამიც და  შეურთდებოდა არა ადამიანურ, არა ამქვეყნიურ, მაგრამ რეალურ, განსხვავებულ, ჰაერში მონარნარეთა სამყაროს… … მაგრამ უეცრად ("ყბაყურა"დაიღალა. თავი გააქნია. მუხლები მოეკეცა და რომ არ დაცემულიყო, მოაჯირს მთელი წელით გადაეკიდა.
თხევადობა გაქრა. სხეული გამკვრივდა და ჩვეული კონტურები მიიღო… კაცი ქვაფენილს ფეხის წვრებითღა ეხებოდა. ღრმად ჩაისუნთქა და სხეული მდინარის სუნით გაეჟღინთა. წყლიდან წამოსულმა ნესტმა გააგრილა, გამოაფხიზლა და რეალობში დააბრუნა.
“დროში შემოჭრილი მარადისობა დამღლელია წუთისოფელში გამოკიდებული კაცისათვის.” -  გაიფიქრა მან ("ყბაყურამ"და საკუთარ მაღალფარდოვან სიტყვებზე გაეცინა. ჯერ ხელები მოკუმშა, მერე კი შუათითები მდინარეს და ფრინველს მიუშვირა. 
ეს მოძრაობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ფრინველს მძლავრად მოექნია ფრთები და ზევით ავარდნილიყო. კაცმა მზერა გააყოლა, მაგრამ კაშკაშა სინათლემ თვალები დაუცრემლიანა. მან სწრაფად აახამხამა ქუთუთოები,  მზერა აემღვრა, მხედველობა დაებინდა და ფრინველი ვეღარ დაინახა. ის ("ყბაყურა"), უგზოუკვლოდ გაქრა, გაუჩინარდა თვალსაწიერიდან.
“ვაფშე” იყო, კი ფრინველი? “ვაფშემც” იყო კი ის საერთოდ ფრინველი?” - ("ყბაყურას"კეფაში უეცრად მუშტივით მოხვდა ეს კითხვები და თვალთ დაუბნელდა. იქვე ჩამოჯდა და მოაჯირის ჟანგიან გისოსებს ზურგით მიეყრდნო. ადგილ - ადგილ მოვარდნილი ქარი მტვერს ატრიალებდა და დაგლეჯილ ცელოფნებს ხტუნვა-ხტუნვით გზის ხან ერთ მხარეს მიაქანებდა, ხან მეორე მხარეს. გზაზე გაჩენილ ვიწრო ღარში ჭიანჭველების გუნდი მიათრევდა ძეხვის კანს, პურის ნამცეცებსა და კიდევ ათას წვრილ რაღაცეებს, რომელთა მნიშვნელობა კაცმა არ იცოდა… მათ შემყურეს, რატომღაც, ცრემლები მოადგა და თითქოს დარწმუნდა იმაში, რომ, “ის” - არ უნდა ყოფილიყო უბრალო ფრინველი…
“რეალურად ის ჩვეულებრივი ფრინველი იყო, მაგრამ ჩემთვის ის არ იყო უბრალო ჩიტი, ძვალფშუტურა ფაუნის “ბუნდღლებიანი” წარმოამდგენელი... ის იყო... ის ანგელოზი იყო... რომელიც... რომელმაც... რომელსაც…” - ("ყბაყურას"სუნთქვა შეეკრა, არ იცოდა გიჟდებოდა თუ ყველასაგან დაფარულ, იდუმალ ჭეშმარიტებას უახლოვდებოდა, - ” აქ არაფერია მისტიური! ეს სრულებით ნორმალური ამბავია! - ღრმად ჩაისუნთქა - რელობაში… სამსახურიდან მომავალ ან მიმავალ ადამიანების ნაკადში, ბრბოში, ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და ისინი ხვდებიან, რომ “ის, ის არის” და “ეს, ეს არის”! ასე ჩნდება სიყვარული, ან ინტერესი, ან იხსნება ორი ახალი, ადამიანური, მხოლოდ ამ ორი პიროვნებისათვის მიმზიდველი სამყარო! სხვა სამყარო, რომელიც აქამდე არ ჩანდა, და რომლის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ! დიახ, აქაც… აქ,  ჩემს შემთხვევაშიც იგივეა! ჩვეულებრივი საგნებით და ლოგიკური მოვლენებით გამოტენილ სამყაროში ხვდები “მას” და გრძნობ - “ეს, ეს არის და მე (ის) მე (ის) ვარ (არის)”!”
გული დასწყდა… რა შტერი ვარ?! ახლა მივხვდი და არა მაშინ, როცა საჭირო იყო. რამდენჯერ მომსვლია ასე?! გაქცეულ შანსს უკან ვეღარ გამოეკიდები. შენგან გაშვებული, გაქცეული შანსი უკვე სხვისი შანსია! - ხელი ჩაიქნია და გაახსენდა, რომ მთელი დღე გრძნობდა, რაღაც უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში. გადამწყვეტი და უაღრესად მნიშვნელოვანი...
თითქოს მზად იყო ამისთვის… მაგრამ ამ ადგილას? ასეთს და ამდაგვარს არაფერს ელოდა. სხვანაირი “რაღაცის” მოლოდინი ჰქონდა. უბრალო, უფრო მატერიალური, ხელშესახები, ტრივიალური, ლოგიკური, ამ სამყაროსთვის გონივრული... მაგრამ ძუნძგლიან ჩიტად მოვლენილ ანგელოზთან შეხვედრას ნამდვილად არ ელოდა… ან პრინციპში, რაღა ასეთი ფორმით მოევლინა ეს შობელძაღლი… რა უნდა მიეცა ამ ფასკუნჯს, თუ ე.წ. “ანგელოზს” მისთვის? ან რით უნდა გაემისტიურებინა, ან გაეღვთიურებინა მისი ჩვეულებრივი, სტაბილური და სრულებით დამაკმაყოფილებელი ცხოვრება? “სმეშნო”! 
("ყბაყურა"არ იყო ამ ალოგიკური შეხვედრისთვის მზად და ამიტომ გაბრაზდა, მერე შეეშინდა… შიში კი, რატომღაც, დაღლილობად გაასაღა... დაიღალა და ფასკუნჯი, თუ ანგელოზიც დაჰკარგა. “ენგრეა”, რწმენას, მისტერიას, ზღაპარს, ღვთიურს არ უყვარს დაღლილი, ქანცგაწყვეტილი არსებები.
ჰოდა, ატირდა კაცი… ადამიანი…  ა ტ ი რ დ ა? ატირდა არა ის?! ("ყბაყურამ"თავი გააქნია, წამოდგა, ჩამოიფერთხა დამტვერილი ტანსაცმელი და გადააფურთხა. “რა “სირობები” მეჩვენება და რა ”ქლიბობებზე” ვფიქრობ?! “- წამოიძახა, ჯიბეში ხელები ჩაიწყო და ზიზღნარევი ღიმილით გააგრძელა გზა... რამოდენიმე ნაბიჯში ხიდიც დამთავრდა და ხალხმრავალ, მანქანებით გადატენილ ქუჩაზე აღმოჩნდა.
უეცრად ჩაიხუთა, დაცხა. ცოტა ხნის წინ მუღრუბლული ცა გადაიწმინდა და მზე უმოწყალოდ დააცხრა ქალაქს. გამონაბოლქვისგან ხველება აუვარდა. ყველაფრის მიუხედავად, ცოტაც და საკუთარ ბინას მიადგებოდა. იქ სუფთა, გრილ და მყუდრო კედლებში წამოგორდებოდა და ათას სისულელეზე დაიწყებდა ფიქრს. ასე ისვენებდა.
“სისულელე - ესაა ფიქრების და აზრების “დაცული” სექსი ლოგიკასთან! ორივეს გვსიამოვნებს და პრობლემებიც არ არსებობს, რადგან შედეგი არ არსებობს!”. ("ყბაყურა"ამას “მატერიალური სამყაროს ქაოსიდან თავის დაღწევას” უწოდებდა.
“ანგელოზიც ხომ ფრინველია, საინტერესოა როგორი საცივი გამოვა მისგან? კარგი, ჩასუქებული ანგელოზი ნეტა ინდაურს თუ აჯობებს?” - გაიფიქრა ("ყბაყურამ"და ახარხარდა. ახარხარდა და დალევა მოუნდა...
...როცა კლდის ქიმზე შევდგი ფეხი და ქვევით ჩავიხედე, მივხვდი, რას ნიშნავდა გამოთქმა “ცასა და მიწას შორის გამოკიდებული”. იქ, დაბლა, ლოდებს შორის გაჭედილი ტბის “დუქნის წყაროს”, ზურმუხტისფერი თვალი ლაპლაპებდა. ჩემს ზემოთ კი რამოდენიმე ღრუბლის ნაგლეჯი და უსაზღვრო ლაჟვარდი გადაჭიმულიყო.
ოდნავ მოვიხარე, მუხლები მიკანკალებდა, მაგრამ უნდა გადავმხტარიყავი. ტუჩები მოვკუმე, ხელები მთელი ძალით ავიქნიე, მოვწყდი ქიმს და რამოდენიმე წამით ჰაერში დავეკიდე. 
-როგორ უნდა მიხვდე, რომ მოკვდი? - იკითხა "ჟოფრეიმ", - ცოცხლებმა კი იციან, რომ მოკვდი, მაგრამ მკვდარი როგორ უნდა მიხვდეს, რომ მოკვდა?
"ყბაყურა" ტაბურეტიდან ჩამოვიდა, ფრთხილად ჩამოჯდა, გადმოგვხედა, თითები ასატკაცუნებლად მოამზადა, მაგრამ გადაიფიქრა და ფილოსოფიაში თავით გადაეშვა: 
-სული არ კვდება. დანარჩენი - ხორცი, ორგანოები, სახელი, გვარი, ეროვნება, პროფესია - ყველაფერი ტანსაცმელივითაა და მოკვდავია. ტანსაცმელი - ცოცხალია სანამ გაცვია, როცა იხდი უსიცოცხლო, უვარგისი ხდება - იბრიდება…ჩვენ სულები ვართ და ამიტომ უკვდავები ვართ!  
-თუ გრძნობს, რომ შიშვლდები, ესე იგი კვდები? - დაფიქრდა "ჟოფრეი".
-ხომ გითხარი, ადამიანი ვერ მოკვდება. მისი უბედურება სწორედ ეგაა! - კიდე უფრო შორს შესტოპა "ყბაყურამ", - ის ვერასოდეს მოკვდება! ის, მხოლოდ შიშვლდება... ცოცხლებისთვის კვდება, მაგრამ სინამდვილეში ტანზე იხდის! 
- სტრიპტიზია, მამაძაღლი?! -  გაიცინა "შაჰაბასამ", - შენ რა იცი, რომ ვერ კვდება?
- აბა შენ რა იცი, რომ კვდება?  - გააფრთხილა "ყბაყურამ", დაატკაცუნა თითები და შეუტია, - თუ იცი, რომ კვდება, მაშინ მითხარი როგორია ეგ სიკვდილი? 
- არ ვიცი, მაგრამ არც შენც იცი! -  "შაჰაბასა" ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა.
- ვიცი! თუ არ ვიცი დამიმტკიცე, რომ არ ვიცი!
- როგორ დაგიმტკიცო, მოგკლა? - დაიბნა "შაჰაბასა".
- რომ მომკლა შენ რას გაიგებ? თვითონ უნდა მოკვდე და მხოლოდ მაშინ გაიგებ სიმართლეს! - დასცინა "ყბაყურამ".
- დარწმუნებული ხარ? - თვალი-თვალში გაუყარა "ყბაყურას" და ულვაში მოიკვნიტა.
- რაში უნდა ვიყო დარწმუნებული?
- დარწმუნებული ხართ, რომ ცოცხლები ვართ? - განავრცო კითხვა "ჟოფრეიმ".
- შენ? - მიუბრუნდა მას "შაჰაბასა".
- რომ არა ვარ დარწმუნებული, იმიტომ ვიკითხე. - უპასუხა "ჟოფრეიმ", - ნეტა როგორია ის? - გაიზმორა, “საწოლზე” გაიშოტა და თვალები დახუჭა, - ნაღდად ჯიშიანი ქალივითაა… ალბად ლამაზი “სტერვაა”. გაცლის, რომ იგემო სიამოვნება, დაგატყვევებს ბედნიერებით.მერე მოგვარდება და შეგწყვეტს... გამოგთიშავს!.. - მისი სიტყვები ერთს ამბობდნენ, მაგრამ განსხვავებულად ჟღერდნენ. მათში იყო ლოგიკა, უწყვეტი აზრი და შესაბამისად, თუკი იგივეს წავიკითხავდით ერთ ჩეულებრივ აზრს გამოვიტანდით. თუმცა, როცა ვისმენდით მის მონოლოგს, წარმოთქმული ფრაზები ჩვენში სხვანაირად აისახებოდა. სიტყვები თითქოს გვეუბნებოდა იმას, რასაც ტრადიციულად ნიშნავდნენ, მაგრამ მათ უკან დამალული გრძნობებისა და აზრების ამოცნობა რომ შეგვძლებოდა, ბევრად უფრო მეტს ჩავწვდებოდი… ამიტომ ჩუმად ვისხედით, ყურს ვუგდებდით და ვდილობდით ჩავწვდომოდით მათ უკან დამალულს, ამოუცნობს. "ჟოფრეის" თითქოს საღერღელი გაეხსნაო, ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, - ქალისთვის კაცი პირში ჩადებული კამფეტია. მანამდეა კარგი, სანამ სხვა კანფეტი გამოჩნდება. 
ვიცოდით "ჟოფრეის" ისტორია. მისი ყოფილი ჩათლახი ცოლის ამბავი. ქალმა, ჯარში მსახურობის მეორე თვეზევე ვიღაც მივლინებაში ჩამოსულ ტიპთან უღალატა და თან მთელი ხატოვანი ფერებით აღუწერა გამოგზავნილ წერილში ყველაფერი. 
რა გარეწარი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო?! 
კაცი ერთი კვირა ხმას არ იღებდა. მერე ასჯერ მაინც დაწერა და დახია პასუხი… ბოლოს დააფურთხა სუფთა ფურცელზე და ის გაუგზავნა… ქალს მეტი აღარაფერი მოუწერია. არც "ჟოფრეის" გასჩენია მასთან დაკავშირების სურვილი. 
ამ ცოტა ხნის წინ ერთი ახლად ჩამოსული ოფიცრის მიმზიდველი ცოლი შეაცდინა და დანაშაულის ადგილზე კი თავისი “ხბ”-ს ქამარი დატოვა. ქამარი იპოვა რქებდადგმულმა ქმარმა და მასზე მარილმჟავით ამომწვარი სამხედრო ბილეთის ნომრით (ფორმის ყველა აქსესუარზე ნომრის დაწერა ან ამოწვა ჯარისკაცებისთვის სავალდებულო იყო) ადვილად დაადგინა დონ-ჟუანის ვინაობა. ნაწილში მოაკითხა. ლამის ერთ თვეში კი შეურაცხყოფილი ქმრის “დახმარებით” "ჟოფრეი"მ სატრიბუნალო სტატია აიკიდა, რომელიც ნახევარი წლიდან ორ წლამდე დისბატით (სამხედრო ციხით) ისჯებოდა. 
-ამიტომ უნდა იფიქრო ბაიკალზე და არა ბრიჯიტ ბარდოზე. ბაიკალი ნამდვილი და უღალატო ოცნებაა. - სიტყვების ნაკადი, როგორც იქნა "ყბაყურა"მ შეაწყვეტინა.
-ალბად! - ამიოხრა "ჟოფრეიმ" და ისეთივე ტონით დაამატა, - ყველაზე კარგია, როცა თავიდანვე ხვდები ვინაა მტერი და თან არ ხარ შტერიიი...
...უეცრად ნისლში მოვყევით... როცა ბორბალოს მთისკენ მიმავალ კლდოვან ქედს მივუყვებოდით, მზე ხალისიანად ანათებდა და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. ამინდის შეცვლას არაფერი მოასწვებდა და ამიტომ ჩვენც მხიარულ განწყობაზე ვიყავით... მაგრამ მთა მთაა. რამოდენიმე წუთში მკაფიოდ დავინახეთ ხეობის კლდეებს შორის ზვავივით თეთრმა მასამ როგორ გამოჰყო თავი. ის უხმოდ და მედიდურად გვიახლოვდებოდა. მომნუსხველი და შიშისმომგვრელი იყო მისი ცქერა. რძესავით თეთრი, უზარმაზარი გორგოლები ნელ-ნელა მოგორავდნენ, მოცოცავდნენ და რაც უფრო გვიახლოვდებოდნენ, მით უფრო იზრდებოდნენ და ფუვდებოდნენ. რამოდენიმე წუთში  ნისლის გაუვალი ოკეანის ფსკერზე ავღმოჩნდით. ერთი მეტრის იქით არაფერი ჩანდა. ნესტი ძვალსა და რბილში გვატანდა…
"ყბაყურა"ს რომ არ შევენჯღრიე, აუცილებლად აღვმოჩნდებოდი საკნის ბინძურ იატაკზე. უცებ გამოვფხიზლდი, მოვიფშვნიტე თვალები და "ჟოფრეი"ს შევხედე.
"ჟოფრეის" სამყაროს ხმა
ერთხელ ("ჟოფრეი") დაყრუვდა. უიღბლო თევზაობიდან დაბრუნებულს, გაციება ფილტვების ანთებაში გადაეზარდა. ანთების მსუბუქი ფორმა ჰქონდა და ამიტომ არ მიაქცია სათანადო ყურადღება. ფაქტიურად ფეხზე გადაიტანა. ათ დღეში გამოჯანმრთელდა კიდეც, მაგრამ სმენა დაკარგა. საერთოდ არაფერი ესმოდა. სრულიად ჯანმრთელი კაცი შფოთავდა და ბორგავდა, ხმაურობდა და მღეროდა, ჩურჩულებდა და ბღაოდა, საუბრობდა, მონოლოგებს წარმოსთქვამდა და ეკამათებოდა მთელ სამყაროს… მისთვის კი ეს ბგერათა სიუხვე მიუწვდომელი გახდა. ყველას უკვირდა მისი ასეთი მდგომარეობა. ექიმებიც კი ამბობდნენ, “ეს საკმაოდ უცნაური ამბავიაო!”, ბუნდოვანი თავდაჯერებით ხელებს შლიდნენ და სევდიანი სახით მაინც აიმედებდნენ. 
("ჟოფრეის"თავი დაყრუების გამო არ მოუკლავს. 
დასაწყისში ცოტა კი შეცბა, დაბნეული დადიოდა და სევდიანი თვალებით უყურებდა ხალხითა და ტრანსპორტით გადავსებულ ქუჩებს. ცდილობდა წარმოედგინა ქალაქის აუდიო კაკაფონია, მაგრამ ყველაფერი დავიწყებას მისცემოდა. აღარც კი ახსოვდა - სიცილი, ჭრიალი, კაკუნი, დაჯახუნება, ნაბიჯები, ზარი, დამუხრუჭება, წიკ-წიკი, სუნთქვა, ბაგა-ბუგი და სხვა… და მსგავსი სიტყვების თანმდევი ჟღერადობა. სრულ დუმილში დააბიჯებდა სახლიდან - სამსახურამდე, სამხასურიდან - მეგობრებამდე, მეგობრებიდან -ერთ-ერთ ქალამდე, ქალიდან კი კვლავ სახლამდე... გარკვეული დრო ცოტა გაუჭირდა უბგერო სივრცეში ყოფნა, მაგრამ შინაგანად ძლიერი ადამიანი იყო. ჰოდა ერთხელაც დაჯდა, დაფიქრდა, დეტალურად და ოდნავ ირონიულად შეაფასა სიტუაცია:
რასაც აქამდე ვისმენდი, აწი დავინახავ! - თქვა და თავი მიანება სმენის აღდგენაზე ოცნებას. ცოტა ხანში, ბედს შეურიგდა და მოეწონა კიდეც ცხოვრების ასეთი უხმო ფორმა - ზედმეტი გრუხუნებისა და ბრაგუნების გარეშე… 
წუთისოფელი უფრო ექსტრავაგანტული და სახალისო გახდა… როგორც იქნა დაისვენა ყურებმა! - გაიფიქრა ("ჟოფრეიმ"და მისი მდგომარეობით დაზაფრული ახლობლების დასაშოშმინებლად სასტუმრო ოთახში სინათლისფერი დიდი ასოებით წააწერა:
როგორც კი დამუნჯდა სამყარო, ცხოვრება საინტერესო გახდა. 
… და ის არ ტყუოდა. ამ მდგომარეობამ, უიღბლო და გაწბილებული აბიტურიენტის ("ჟოფრეის"არსებობას შინაარსი და ექსტრავანტულობა შემატა. მოძრავ სურათებად ქცეულმა უხმო ყოველდღიურობამ გროტესკის ელფერიც კი შეიძინა. ამან კი აწმყო უფრო ყურებადი და ხალისიანი გახადა. 
ის ("ჟოფრეი"), მდუმარე სამყაროს სიღრმეებში პროფესიონალი დაივერივით ყვინთავდა და ყოველ ნაბიჯზე ახალ - ახალ საოცრებებს აღმოაჩენდა. 
ის ("ჟოფრეი") ყმაწვილური დაჟინებით ფურცლავდა ადამიანთა სახეებს, პოზებს, ქმედებებს და უკუქმედებებს, შემხვედრ საგანთა, შენობათა, არსებათა ფორმებს და ყოველდღიურად რწმუნდებოდა, რომ უხმო სამყარო ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ფაქიზი, მდიდარი, მრავაფეროვანი და ღრმა იყო. დუმილი და მოძრაობა გაცვეთილ ყოფითობას, უკიდეგანო და ფაქიზი ყოფადობის უმაღლეს ხარისხში აჰყავდა. 
დიდებული მუნჯი! დიდებული მუნჯი! დიდებული მუნჯი! - ლოცვასავით იმეორებდა. ორიგინალობას მოკლებული, მოყირჭებული ბგერები, სადღაც გარეთ, სხეულის მისასვლელთან კარგავდნენ ძალას, ნელდებოდნენ, ილეოდნენ და არარაობად იქცეოდნენ. ვინმეს რომ ეკითხა მისთვის ("ჟოფრეისთვის"):
-როგორ დაახასიათებდი შენს ამჟამინდელ მდგომარეობას?
ის უყოყმანოდ უპასუხებდა:
-მომაჯადოებელი სიმშვიდე და ნეტარებამდე მისული მყუდროება!.. 
ცოტა ხანში, ("ჟოფრეიმ"კი იცით რა აღმოაჩინა? 
ეს გამეფებული მდუმარება სინამდვილეში არ იყო უბრალოდ სიჩუმე. ბგერებმა ახალი თვისებები გამოავლინეს. ყველაფერს, რაც არ არსებობდა, ან არსებობდა, რაც არ მოძრაობდა, ან მოძრაობდა, რაც მოჩანდა, ან უჩინარი იყო, რაც სულიერად, ან უსულოდ ითლებოდა , რაც ცოცხლობდა, ან უკვე მომკვდარიყო - ჰქონდა თავისი ხმა. ხმა, რომელსაც ის ("ჟოფრეი"ხედავდა, იმიტომ, რომ არ ესმოდა. იმიტომ, რომ ყრუ იყო. დიახ, მან ეს თვისება დაინახა, აღმოაჩინა მათი, ასე ვთქვათ, - აქამდე უცნობი ხილვადობა. მართალია ყოველი ბგერა, ხმაური, ხმა - ფერს ან ფორმას არ ფლობდა, მაგრამ ისინი მაინც მოჩანდნენ. თითოეული მათგანი საოცარი და მოულოდნელი ფორმით ამჟღავნებდა თავს. ისინი ბუნების თუ ქალაქის პეიზაჟებს, სახეებს, საგნებს, სიტუაციებს თავისებურ ელფერს ჰმატებდნენ. 
ბგერები, უფრო ღრმას, მკაფიოს და მნიშვნელოვანს ხდიდნენ ურთიერთობებს, ცხოვრებისეულ მოვლენებსა თუ ყოველდღიურ სცენებს. წვიმის წვეთები, ხალხის ნაკადი, სახლები, პარკები, ავტობუსები, ცალკეული ინდივიდები, ყველაფერი - ყველაფერთან სწორედ ბგერათა უწყვეტი ტალღებით იყო დაკავშირებული და იმართებოდა კიდეც ამ კავშირებით. 
ეს ობობასავით ჰაეროვანი უსასრულო ქსელი, კრავდა მთელ სამყაროს. საკმარისი იყო, რომელიმე უმნიშვნელო “ძაფი”/ხმაური - გატოკებულ/გაჟღერებულიყო, წარმოქმნილი ვიბრაცია ყველაფერს აამოძრავებდა, ააღელვებდა და დროის გარკვეულ მონაკვეთში არსებულ რეალობას უცილობლად ცვლიდა. უხამსი, უხეში და გაცვეთილი მოვლენები სხვა ფორმას, აზრსა და მნიშვნელობას იძენდნენ. 
“ობობას ბგერითი ქსელი” - ხსნიდა ყველა შემთხვევითობას, სისტემაში მოჰყავდა თითოეული მოულოდნელობა თუ “საოცარი” დამთხვევა, “ბედის” გამართლება თუ გაუმართლებლობა, უეცრად წარმოქმნილი წინაღობა, თუ საიდანღაც “მოვლენილი” იღბალი. 
ის ვინც “ობობას ბგერით ქსელს” ჭვრეტდა, ადვილად საზღვრავდა მომავალს. 
ერთხელაც, მან ("ჟოფრეიმ") ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაინახა მოტეხილი ტოტის კავშირი, მშვენიერი და მიმზიდველი მიმტანის პირად დრამასთან:
“პოპულარულ კაფეში ოთახის ყვავილის ქოთნიანად უნებლიე გადაყირავებამ ოცდაათიოდე წლის ქალში გამოიწვია ღიმილი და ეს ღიმილი მიება სადღაც ქალაქის მეორე ბოლოში ორ გამვლელს შორის ატეხილ კამათს, რომელიც ვიტრინის ჩამტვრევით დამთავრდა. ჩამტვრეულმა ვიტრინამ თავის მხრივ ცენტრალური ბანკის სათაო ოფისში გამოიწვია ორპირი. ქარის ნაკადმა იმდენად ძლიერად დაკეტა საცავის კარი, რომ სიგნალიზაცია ჩაირთო. იმავე წამს, შუქნიშანთან გაჩერებული ავტობუსის მძღოლს კოღომ უკბინა, ის შეხტა და წინ გაჩერებულ წითელ ტაქსს შეეჯახა. შეშინებული ტაქსი ადგილიდან მოსწყდა და ხეს შეასკდა. არავინ დაშავებულა, მაგრამ მის მგზავრს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ხელი ეთხოვა მიმტანი ქალისთვის,  ეს ამბავი გადაიფიქრა… რადგან ფანჩატურს სადაც პირველად აკოცა და სადაც ხელი უნდა ეთხოვა სატრფოსათვის, ავრიის გამო უზარმაზარი ტოტი დაეცა და ყველაფერი დაილეწა… ეს კი უცილობელი ნიშანი იყო მოსალოდნელი უიღბლო ქორწინებისა.”
“ამდაგვარ სქემაში რომელიმე კომპონენტის რამოდენიმე წამით შეჩერება, შენელება ან გაუქმება რადიკალურად შეცვლიდა სიტუაციას და სავსებით შესაძლებელს გახდიდა მიმტანი ქალის თუნდაც უიღბლო, მაგრამ დიდი ხნის ნანატრ დაოჯახებას!”
- რაკი ამას ვხედავ, ესე იგი შემიძლია ის განვახორციელო! - ეს გენიალური და ამავე დროს საკმაოდ სახიფათო აზრი ქარიშხალივით შემოიჭრა გონებაში და იქ სამუდამოდ დაისადგურა. 
ის ("ჟოფრეი"), ვინც “ობობას ბგერით ქსელს” ჭვრეტდა - ადვილად საზღვრავდა მომავალს. როცა არ გესმის, ხედავ ბევრად უფრო მეტს! როცა გესმის, ხედავ ბევრად უფრო ნაკლებს. მან ("ჟოფრეიმ") წინასწარმეტყველად და მომავალ მოვლენებში შემსწორებელად, ანუ ცხოვრების რედაქტორად გახდომა გადაწყვიტა.
გეცინებათ, არა? 
ვერ ხვდებით - რა კავშირია, ცენტრალურ პარკში, საბავშვო ეტლზე ღერძის გატეხვასა და საუნივერსიტეტო გამოცდაზე სასურველი ბილეთის ადგილმდებარეობის ამოცნობას შორის? მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს კავშირი არსებობს და ის საკმაოდ მჭიდროა. ჩვეულებრივი  ადამიანები ამას ვერ ხედავენ, რადგან სმენა უქვეითებთ მზერას. 
ადამიანურ ლოგიკასა და სამყაროს ლოგიკას შორის ისეთი გაუვალი ბურუსი დგას, რომლის გაფანტვაში სმენის დაკარგვა რომ არ დახმარებოდა, ის ("ჟოფრეი") ვერასოდეს ვერაფერს დაინახავდა და მიხვდებოდა. იქნებოდა ჩვეულებრივი ადამიანი და მეტი არაფერი... 
მაგრამ, თუკი ეს ბურუსი იფანტება, მოჩანს არა მხოლოდ ეტლის გატეხილი ღერძი და საგამოცდო ბილეთი. არამედ იკვეთება ყოველი ბგერა, მისგან შობილი ვიბრაცია და საბოლოოდ განვითარებული ღელვის შედეგი. თვალნათელი ხდება თითოეული ხმის კვანძებად ჩახლართული, ძაფივით წვრილი, მაგრამ მკვრივი ყულფები, ხლართები, ბმულები, ორნამენტები, რომლებიც ყველაფერს მჭიდროდ აკავშირებდნენ ერთმანეთთან... 
მოკლედ, ცოტა ხანში ის ("ჟოფრეი"უკვე ამჩნევდა, თვლიდა და უშეცდომოდ საზღვრავდა რა უნდა მოხმდარიყო, სად უნდა მომხდარიყო და როგორ უნდა მომხდარიყო… ხედავდა ყველას მომავალს, მაგრამ სამწუხაროდ თავისას არა... (აქ "ჟოფრეის" თხოვნით ყველას უნდა გაგვეცინა).
...ბედმა შეახვედრა საბედისწერო ქალს. (აქაც "ჟოფრეის" თხოვნით ყველამ უნდა გაგვეცინა). 
ბედმა შეახვედრა. (აქ უკვე თხოვნის გარეშეც უნდა გაგვეცინა). 
ბედმა დააჯახა. (აქაც უნდა გაგვეცინა).
მურდალმა ბედმა მოულოდნელი ფაქტის წინაშე დააყენა - მან ქალის სიცილი გაიგონა… 
გაიგონა და “დაქლიავდა”. (აქ სიცილისაგან ყველა უნდა გავხეულიყავით ნაკერავზე)... 
ავტობუსში შეამჩნია ეს “მშვენიერი” არსება. გოგონას შემოწმებისას ბილეთი არ აღმოაჩნდა. დაჯარიმებას უპირებდნენ. ის სირცხვილისა და დაბნეულობის მაგივრად, ხუმრობდა და იქით უტევდა აწიწმატებულ კონტროლიორებს... მოკლედ, ხალხით გადავსებულ ავტობუსში მაგარი გაწამაწია ჰქონდათ ატეხილი. 
როგორც გვახსოვს, ის ("ჟოფრეი"ყრუ იყო და შესაბამისად არაფერი ესმოდა, მაგრამ... 
“ოჩი ჩორნიე, ოჩი სტრასნიე!” - გოგონას გიშერივით შავი თვალები ჰქონდა. ჯადოსნური მზერით მონუსხული, გაშეშებული იდგა და უყურებდა, უყურებდა... და აი, ქალმაც შეამჩნია ის ("ჟოფრეი") და გაუღიმა. მერე გაუცინა… 
და მან ("ჟოფრეიმ"ეს სიცილი გ ა ი გ ო ნ ა. არც ავტობუსის ხმა, არც ხალხის ჩოჩქოლი, არც კონტროლიორების ბღავილი, არც ძრავის გუგუნი, არც ტანსაცმლის შრიალი... არანაირი სხვა ბგერა არ არსებობდა. ამ ხმათა კაკაფონიის მაგივრად მხოლოდ ამ ქალის ხალისიანი სიცილი ესმოდა. მეტი არაფერი. სამყაროს დუმილს გოგონას მიმზიდველი და გულიანი კისკისი ავსებდა და აზანზარებდა. 
ცოტა რომ დაფიქრებულიყო და ყურადღება მიექცია “ობობას ბგერითი ქსელის” ვიბრაციებისთვის, გაეთვალისწინებინა გარკვეული წინაპირობები, შეემჩნია თითქოს და უმნიშვნელო მოვლენები, ადვილად გათვლიდა ყველაფერს. დაინახავდა იმ უბედურებას, დამცირებას და განადგურებას, რაც ამ სიცილის გამო დაატყდებოდა თავს... მაგრამ, როგორც ამბობენ ასეთ თავჩიტებზე:
- “არავინ იცის სად იყო, როცა ღმერთი ტვინს არიგებდაო?!”
ცოტა ხანში სმენა აღუდგა, გოგონა ცოლად შეირთო. დანარჩენი “ბანძი” მელოდრამატული სიუჟეტივით განვითარდა...
...იმავე დღეს სამივემ დავტოვეთ ჰაუფტვახტა და დავუბრუნდით ჩვენს “რადნოი” ასეულებს. საღამოს ვახშმის შედმეგ, როცა თავისუფალი დრო გვქონდა, “კურილკაში” შევიკრიბეთ. შვიდი დღე ვიჯექით საკანში, იმდენი ვილაქლაქეთ, მაგრამ სათქმელი მაინც არ დაგველია… თუმცა, შეხვედრის მიზეზი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, როგორც გაირკვა ოფიცრის შეცდენილი ცოლი "ჟოფრეის" ყოფილი მეუღლე აღმოჩნდა. 
-ღალატიდან ერთი წლის შემდეგ ისინი ბედმა, უცნაურმა დამთხვევამ, თუ “ბგერათა ობობას ქსელმა” აქ შეყარა ერთმანეთს, ამ ღვთისა და ნიავისგან მიტოვებულ ჭაობში.
-შენ გგონია, რომ ის ქალი მართლა გაჟიმა? - დაეჭვდა "ყბაყურა".
ეს იყო კითხვა, რომლის პასუხიც ყველას გვაინტერესებდა.
-ჩემი აზრით იმ ქალს კი უნდოდა, მაგრამ არ მგონია, "ჟოფრეის" ეკადრებინა ეგეთი რამე! - მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა "შაჰაბასამ" და ახალ პაპიროსს მოუკიდა.
ყველა დავფიქრდით. წარმოვიდგინეთ როგორ იდგნენ "ჟოფრეი" და მისი ყოფილი ცოლი, საძინებელში და… 
-მართალი ხარ, როგორია ნაბოზარი ცოლის “ნაზლო” ხმარება… - ვთქვი და...
.. კვლავ წარმოვიდგინეთ ეს სცენა. "ჟოფრეი" და ის ქალი დგანან ნახევრად ბნელ ოთახში, ქალი თითქმის შიშველია და იმასაც იხდის რაც აცვია. გვერდიდან ძალიან გავს ბრიჯიტ ბარდოს. საიდანღაც ისმის ჯო დასენის მუსიკა. ყოფილი ცოლ-ქმარი დიდი ინტერესით აკვირდებიან ერთმანეთს და რატომღაც უნისონში ღრმად სუნთქავენ...
- რაღაცნაირია, რა - როცა შენი ცოლი სხვისი ცოლია! - ხმადაბლა თქვა "ყბაყურა", - ასეთი გაჟიმვა - ორმაგი, თუ სამმაგი ღალატია! 
- თითქოს პატიებას გავს! მაძლევ, ესე იგი გპატიობ! - აჩურჩულდა "შაჰაბასაც" და თავი უკმაყოფილოდ გააქნია, - შენ გააჟიმინე მაშინ თავი, როცა ჩემი ცოლი იყავი? ახლა ისე გაგჟიმავ, როგორც სხვის ცოლს და ბარი ბარში ვიქნებით! “ვსიო ბუდეტ ჩიკი-პუკი”!
..."ჟოფრეი" და ის ბრიჯიტ ბარდოსავით ქალი კვლავ უნისონში სუნთქავენ… თუმცა "ჟოფრეი" პერიოდულად ჩვენსკენ აპარებდა თვალს და ხელით შეუმჩნევლი მოძრაობით გვანიშნებდა, რომ წავსულიყავით, ან აღარ გვეყურებინა მათთვის...
-დარწმუნებული ვარ არ იზამდა მაგას! - მოჭუტა თვალი "ყბაყურამ".
-ჰოო, ისე კი ნაღდად გადაუხადა სამაგიერო. ქამარი დაუტოვა... “ვიზიტკა” ყოფილისგან ახლანდელს! - ბოროტად ჩაიცინა "შაჰაბასამ".
-შურს ვიძიებდი! არ შევარჩენდი ღალატს და მაინც გავჟიმავდი! - აწითლდა "ყბაყურა" და ნათქვამი სხეულის არაორაზრიოვანი მოძრაობით გააფორმა, - აი ასე! აი ასე! მე მაგის დედაც!
…შიშველი ბრიჯიტ ბარდოს ლანდი გაიცრიცა. საძინებელში დარჩა მარტო "ჟოფრეი", რომელმაც მხრები აიჩეჩა, სიგარეტს მოუკიდა, ამოიოხრა და პირიდან გამოშვებულ კვამლთან ერთად გაუჩინარდა...
-შურისძიება ის უფროა, მოღალატეს რომ არ გაჟიმავ, მაგრამ ქმარს დააწმუნებ, რომ გაჟიმე.ეს ქალს უფრო მეტად დაამცირებს. - აღვნიშნე, - მაგრამ რა მოიგო "ჟოფრეიმ"? დისბატი - არასასიამოვნო დასასრულია…
-ეჭვი მაქვს იმისა, რომ გამოუშვებენ!- გაგვიზიარა თავისი იმედისმომცემი აზრი "შაჰაბასამ".
-მეც ეგრე მგონია და ვფიქრობ, რომ "ჟოფრეი"მაც იცის ეს! - დაეთანხმა "ყბაყურა".
… ჩაბნელებული სასადილოს შესასვლელთან სამი განსხვავებული სისქის და სიმაღლის ბრიჯიტ ბარდოები იდგნენ და კეკლუცად გვიღიმოდნენ.
ჩვენ ნაღვლიანად შევყურებდით ჯარისკაცული ოცნების ამ მიმზიდველ ლანდებს… ხვალ კინო-კლუბში უნდა ეჩვენებინათ ფრანგულ-ინგლისური კომედია “ბაბეტა მიდის ომში”. ჯამში თხუთმეტჯერ მაინც გვქონდა ეს ფილმი სამივეს ნანახი, მაგრამ რანაირ მსხვერპლზე არ წახვალ ჯარისკაცი საყვალერი ქალის გულისთვის!!!...
"ჟოფრეისთან" დაკავშირებით, მის გარდა მაინც არავინ არაფერი არ იცის! - საბოლოოდ ყველამ ასე დავასკვენით. 
ცოტა ხანს უხმოდ ვისხედით და ღამის ცაზე, მწირად მიმობნეულ ვარსკვლავებს შევყურებდით. მერე “ადბოის” ბრძანება გავიგონეთ და “პერეკლიჩკაზე” მშობლიური ასეულებისაკენ გავეშურეთ… პარასკევი იყო. 
ამ ამბის საოცრად მოულოდნელი დასასრულის შესახებ კი ორშაბათს შევიტყვეთ...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge