ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
თინა გელაშვილი - ლექსები
სიზმარში მსტუმრობ
სიზმარში მსტუმრობ ისევ ისეთი,
როგორც იყავი დიდი ხნის წინათ.
ისევ ისეთი შუშპარა ცელქი,
როგორც დაგტოვე კაკლის ხის ძირას.
მოგელოდი და შენ მოარღვევდი
ყანას, ყვავილის კონებით ხელში.
ჯეჯილს არღვევდი, ისეთი სახით,
ბავშვს გაეღვიძა პატარას შენში.
ალმოდებული ყაყაჩოსავით,
სიმწვანის ფონზე წითლად ანათებ.
და ეს სიმწვანე, ამალასავით,
უკან მოგყვება, სხვა ფრად განათებს.
ხელებგაშლილი დაგხვდები აქვე,
მოგეხვევი და გულში ჩაგიკრავ.
ეს მყუდრო ბუდე გრძნობებით სავსე,
ალერსში მეცხრე ცაზე აგვიყვანს.
შენ, ანგელოზად დაბადებულმა,
ანგელოზადვე შეისხი ფრთები.
სიყვარულისთვის თავდადებულმა,
ვერ გაგიფრთხილდი, უშენოდ ვკვდები.
ხის ძირში მჯდარი, ცაზე დაგეძებ,
ალბათ შენ ის ხარ, ქრები-ინთები.
ვხედავ, ზეციდან შენც მე დამეძებ,
მოვალ, შენს გვერდით მეც ავენთები.
12.06.20.
მიმიყვანს ქარი
ქარი უბერავს, გრიალებს,
ყურს სწვდება შრიალი ფოთლის,
ჰაერში სუნი ტრიალებს,
კვლავ ამწვანებული ბორცვის.
ბალახი მწვანედ ლივლივებს,
თითქოს ზღვის ტალღების მსგავსი.
ციდან მზის სხივი ლიცლიცებს,
ქარი ღრუბელს დევნის ნავსი.
მე კი სარკმლიდან ვუცქერი,
მინდა, მეც ავიჭრა მათთან.
ღრუბელის რაში უბელი,
მიმიყვანს სასურველ კართან.
19.05.20.
კლოუნის ნიღაბით
ცხოვრების სცენაზე დამდგარი
ჩამოსვლას ვერა, ვერ ვახერხებ.
ხანდახან კლოუნად გამხდარი,
სიცილში ცრემლდენას ვაფერხებ.
ხან მშფოთვარე ტაიფუნი ვარ,
ვბორგავ და კულისებს ვაწყდები.
ხანაც სიცილის საბადო ვარ,
სიცილით უფსკრულში ვვარდები.
როლიდან გამოსულს, მგონია,
გარემომ ფერი შეიცვალა.
ნაცნობი სახეები გარშემო
კლოუნის ნიღაბმა შეცვალა.
არავის ახსოვს ვინ ვიყავი,
არავინ კითხულობს რა მოხდა.
საკუთარ სახეს სულ ვიცავდი,
კლოუნის ნიღაბში რად მოხვდა.
ცხოვრებამ სხვა სცენა მომიწყო,
ან, იქნებ, მე გზა შემეშალა.
კლოუნის ნიღაბი მომიგდო,
ოცნების კოშკი დამიშალა.
15.05.20.
დედა
დედის თვალებში სევდასაც ხედავ,
დიდ სიყვარულსაც და დიდ სიხარულს.
დედის თვალებში მის გულსაც ხედავ,
წლებისგან დაღლილს, შენთვის მხიარულს.
თვალები გლოცავს, თვალები ტირის,
იცინის, როცა შენ გხედავს ნატრულს,
მისი თვალები შენთვის ანთია
შენ თუ ახარებ მრავალგზის ტანჯულს.
შენთვის იღვიძებს, შენთვის ლოცულობს,
შენთვის ამოსდის მზე, მერე მთვარე,
მუხლზე დამდგარი ღმერთს ევედრება:
"შენ იმედად ვარ, გთხოვ დაიფარე“.
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ნინო დარბაისელი - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)