ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
მანანა მიქაძე - ლექსები
უფლის ციხე
უფლის ციხესთან დგას ნანგრევები
ცისგან მიწაზე ნასახსოვარი.
ყაყაჩოებად ლივლივებს ველი,
შენს თავს მახსენებს აქ ხეივანი.
მრავალ წლის მერეც გაზაფხულია,
ირგვლივ გამქრალა წარსულის კვალი.
სულში სიტკბოც კი დაზაფრულია,
როცა წარსულთან დაგვრჩა ჩვენ ვალი.
გადაპენტილა ყაყაჩო ველად,
სიმშვენიერე ლაღობს ელფერით.
აქ გაზაფხულის მათრობს სურნელი,
ცა შეღებილა ღია ცისფერით.
მომნატრებიხარ, კარგო, რამდენჯერ!
შენთვის ცრემლები რუით მიღვრია,
გულამოსკვნილი მოვსულვარ დარდით,
ჩუმი ვარამი აქ დამიცლია.
ფიქრები ხმებით მიღაღადია,
მივჩერებივარ დაღვენთილ სანთლებს,
როგორ იწვიან, ცრემლად დნებიან,
სულში ჩაწურულ ღელედ მიდიან.
ჰოი, ციხეო,ჩამონგრეულო,
რა სატკივარი შენ გაგჩენია.
საუკუნეთა ძლევამოსილი
ბრძოლებისა და სისხლის ღვრისაგან,
ნაჭრილობები ზედ გამჩნევია!
და დღეს სტუმრებთან შესაგებებლად
შენ ქედუხრელი ნანგრევებით ხარ!
ჩვენ კი, მნახველებს, გაოცებისგან
ძარღვებში სისხლი გაგვჩერებია.
28.03.2020წ.
ემიგრანტის ფიქრი
მე დავბრუნდები,
შენს კალთაზე თავს დავიალმებ.
მოგაჩერდები გარინდული,
მონატრებული.
მოგეხუტები, შორი გზიდან დაბრუნებული,
თვალებს მივლულავ საიმედოდ, უშფოთველ ძილით.
სამშობლოვ ჩემო,
როგორა გვცვლის წუთისოფელი,
რანი ვიყავით და უკან
რანი ვბრუნდებით.
სად არ ვიყავი, მოვიარე ქვეყნიერება.
მე შენზე თბილი ვერვინ შემხვდა ამ
საწუთროში!
ჩემო მშვენებავ, ნატანჯო და ძლევამოსილო,
გაუტეხელო, ფიქრიანი შენ გზას მოვყვები!
მომნატრებიხარ, ო, რაოდენ
მომნატრებიხარ!
ვიცი, ჩამიკრავ მშობელ დედის გულივით გულში.
იცი, შენს იქით სხვა სამშობლო ვერსად
ვიგულე.
რამდენი ღამე ფიქრით შენზე მითენებია.
მშობლიურ მიწას სიყვარულით ვემთხვევი ცრემლით.
მსურს, შენს კალთაში დაბერება მაღირსოს ღმერთმა.
04.30. 2020 წ.
აკაცია!
ქარმა აკაციას ყვავილობა არ დააცადა,
ჩამოუბერტყა ფურცლები და სულ გააცალა.
აღარ დასცალდა ედედოფლა და ეამაყა,
ან ენარნარა ნიავთან და თან ეშრიალა.
მისი მშვენებით დამტკბარიყვნენ ირგვლივ ყველანი,
არემარეში სურნელება მიმოეფრქვია.
არ დააცადა დასაქცევმა ქარმა უბედი,
არ შეურჩინა სილამაზე, გადუსხვაფერა.
მის სიქათქათემ დაჰკარგა ფერი
სიმშვენიერის.
ჩამოიყვითლა და ფერშეცვლილი დარჩა ნიავთან.
ზამბახმა თვალი აარიდა ვარდის ძირიდან
და შეისწორა ლურჯი კაბა მაქმანიანად.
10.05.2020წ.
იოსებ ნონეშვილს
ცივ გომბორის დათოვლილი ბუნება,
დაჭირხლული ველ-მინდორში ძახველი
დაგატყვევებს მონუსხული გუნება,
არსაიდან რომ არა ჩანს მნახველი.
წარსულ დღეთა შორეული ტკივილი.
მსგავს ჭიდილი, გულის ჩუმი კივილით
და მიწიან სახლი, ცივი დერეფნით,
სულსა კაწრავს დაობლებულთ ტირილი.
ორღობე და გზა ნახევრად თელილი.
მწუხრის შფოთვა, საწუთროს ნასტუმრალი,
გადაჰყურებს თუთის ხე სინანულით,
გადახრილი წელში, წელთა სიმრავლით.
ვაზის ძირში გადადგმული აკვანი,
ჩვილი ბავშვი მზის სხივებით გამთბარი.
ივრის ზვრებში გადაღლილი მავანი
და დედის ხმით ნანინანით დამტკბარი.
ვაჟკაცობით სასახელოდ გავლილი.
ხმა თბილი და მამულისთვის მლოცველი.
ხალხისათვის სიყვარულით დაცლილი
და ერისთვის სადარაჯოს დამცველი.
ივრის ველის იისფერი ნათება
და ღმერთებთან საუბარით ანთება,
სულს გინათებს,დამაშვრალო მგოსანო,
სიყვარულით საქართველოს შენება.
23.03.2020წ
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე