გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამუნა შაშიაშვილი (თავისუფალი პოეტი) - ლექსები



***
იქნებ ამ ზამთარს გადავურჩე! მერე თუ მოხვალ,
ამ ნაცრისფერი დღეებისგან გამომიხსენი!
იქნებ, ამ ზამთარს გაპატიო შენი არ ყოფნა,
იქნებ და გული უშენობის ტკივილებს ბოდავს...
წუხელ, სიზმრებმა გამოძერწეს შენი თვალები!
მთვარე ბუსავით დარაჯობდა ყინვის ალიონს...
ღამემ ფარდები ჩამოუშვა, თვალებს დავნებდი! 
იქნებ ამ ზამთარს გადავურჩე, რომ გაპატიო.
უშენობის ყოველი წუთი!
ნაცრისფერ დღეებს მოვათავსებ მუყაოს ყუთში! 
გაზაფხულდება! თუ  კი შენი სურნელი ვიგრძენ,
შეშინებული რომ ვქანაობ ამ ბეწვის ხიდზე...
ხელი ჩამკიდე! 
და ვილოცოთ გადარჩენაზე...
უსუსური და სევდიანი ვხდები, დღე და დღე!
იქნებ ამ ზამთარს გადავურჩე! მერე თუ მოხვალ,
გაზაფხულდება, ამ დღეებსაც გავაფერადებთ!


***
ერთ დღეს ჩავილაგე წლები ჩემოდანში, 
გზებზე დავიმგზავრე ცრემლი! 
ერთ დღეს გადავწყვიტე და გავითავისე 
ყველა ემიგრანტის ბედი...
ბევრი მონატრება! ცოტა სიხარული, 
სახეს ღიმილები ყალბი!
შენად მიღებული სხვისი ცხოვრება და
ტანზე მოცმეული დარდი...
დილა?! ყველა დილა თითქოს ერთნაირი! 
ღამე?! უსასრულოდ ვრცელი! 
გტკივა ის ღიმილი, ისე შენ არ იცი! 
გტკივა, ჩემოდანში წლები! 
წლები უსასრულო, ბოლო რომ არ უჩანს!
ოცნებობ და სადღაც  გჯერა, 
ალბათ დაბრუნდები! ერთ დღეს დაბრუნდები! 
ყოველ ღამით სიზმრად ხედავ.
როგორ ჩაატიე, წლები ჩემოდანში!
როგორ დაიმგზავრე ცრემლი,
როგორ შემოიცვი მხრებზე ტკივილები!
შენი სხეულიდან ძვრები...
გჯერა, დაბრუნდები! შიში ვერ გერევა,
ტკივილს ღიმილებით ებრძვი, 
არავინ განსაჯოთ თუ არ გამოცადეთ, 
გმირი ემიგრანტის ბედი! 


***
აღარ ყვავიან...
გარდაცვლილან, თურმე ვარდები!
ივლისის მზეზე გასაშრობად გამოვფენ ცრემლებს, 
არ თქვა, რომ ტკივილს ვერ გაუძლებ, გადახსნილ ვენებს,
მკვდარი ვარდების, სასაფლაოს შეშლილი ეძებ! 
ფილტვებში ახლა უშენობის დამდგარა ჟამი 
და შიშველ მკერდზე საშინელი სიმშვიდე ცეკვავს! 
ქარია გარეთ,  თმებში შერჩენილ, თითებსაც კი! 
შეუწყდათ სუნთქვა! მე უჩარჩოო სიყვარულის მონობა მსურდა...
კედელზე ვხედავ! პორტრეტს ქალის, მწვანე თვალებით!
ცარიელია, თითქოს სული გაუნაცრიფრეს!
ცაზე ამოდის, ყოველ დილით! მზე ნაწვალები 
და გასაშობად გამოფენილ ცრემლებს, ასხივებს...
აღარ ყვავიან...
გუშინ! სუნით ათრობდნენ ქუჩებს, 
დღეს სასაფლაოს,  ბინადრები გამხდარან! ვხედავ, 
არ თქვა, რომ ტკივილს ვერ გაუძლებ, ვენებს რომ ხეთქავს! 
ერთ დღეს ხომ, ერთ დღეს ყველაფერი უკვალოდ ქრება!



***
შენი თვალების ფერით მინდა დღეები ვხატო! 
არ ვიცი, მართლა ასე თუ ყვარებიხარ სხვას. 
რომ გამოგყოლოდა ქარში! გამოგყოლოდა ყველგან, 
არ შეძლებოდა არსად, უშენოდ ღამის თევა!
შენი თვალების ფერში ჩაკარგულიყო ცრემლად,
შენს ბაგეებზე ქარში ამოსულიყო მზედ და!
გაეღიმილა შენთვის, შენივე ბაგის კუთხეს, 
ბედნიერების ფერად შემოგბნეოდა გულზე... 
ზამთრის სუსხიან ღამეს შემოგხვეოდა საბნად! 
არ შეგძლებოდა მისი სიცილ-კისკისით დაღლა, 
გვერდით გყოლოდა მუდამ! ქალი, დედა და ტოლი! 
ყოველთვის გერგრძნო შენში მისი გულის ხმა! ტონი... 
ეკლიან გზებზე მუდამ! გეხარებინათ ვარდი, 
სიყვარულისთვის არცერთს არ შეგეხარათ წარბი! 
დამგზავრებოდით ერთურთს! დამგზავრებოდით მარად! 
სიკეთის მარცვლად თესვით გეშენებინოთ ყანა,
და არასოდეს არსად არ შეგმჩნეოდეთ დაღლა! 
შეგყვარებოდეს მისი სიბერის ნაოჭები!
შეყვარებოდეს შენი მისით გამთბარი ძვლები,
თავი დაგედო მხარზე გეგრძნო სიბერის სუნი!
მისი თვალების ფსკერში, შეგეგრძნო მისი სული...
შენი თვების ფერში, მინდა სიცოცხლე ვხატო!
არ მჯერა ასე ვინმეს, რომ ყვარებოდი კარგო... 


***
შენ ჩურჩულებდი! ყურთან ახლოს 
და შიშველ მხრებზე მიკოცნიდი პატარა ხალებს! 
მე ვიფერებდი! ვიფერებდი! საოცარ ალერსს 
და ვიჩემებდი! სამუდამოდ მაგ მწვანე თვალებს... 
ქარი ცეკვავდა, სადღაც, ვიღაც უკრავდა შოპენს! 
მე და შენ საზღვრებს ვაერთებდით, ცა იყო ლურჯი!
თმებში შერჩენილ შენს თითებზე ჩემით შევეხე... 
ფეხის წვერებზე ავიწიეთ! ცასაც შევეხეთ... 
შენ ჩურულებდი! ყურთან ახლოს, მწვანეთვალება!
შენზე ვგიჟდები... ვეფერები სუყველა მომენტს!
ქარი ცეკვავდა ქუჩის ბოლოს, აფენდა გრძნობებს
და ვიღაც! სადღაც, შორიახლოს, უკრავდა შოპენს...


***
ვერ გამიფრთხილდი! ახლა ხედავ? დაგაგვიანდა.
ჩემი სამყაროს ნაწილიდან გამოგასახლე! 
ვერ გამიფრთხილდი! გამატანე ცრემლის ნიაღვარს.
სულ არ დავიხჩვი, ტკივილების ნავი ავაგე. 
ისე მტკიოდი... ნაწილებად მეყო ნავისთვის! 
გადამარჩინეს ნაფლეთებმა თვით სიყვარულის.
ვერ გამიფრთხილდი! დამაბრუნე შავბნელ წარსულში!
იანვრის სუსხი მომიტანე, ამ მწველ ზაფხულში.
ვერ გამიფრთხილდი! რა აზრი აქვს ახლა სინანულს!
გზები გაიყო, გაუცხოვდა ჩვენთვის სამყარო' 
ვერ გამიფრხილდი! გამასხვისე ხალხზე პოეტი! 
და ახლა მინდა, ჩემი მუზა გადმომაბარო! 
მე მაპატიე! თუ არ დამრჩა შენთვის რითმები! 
გულმოკლულს, მხოლოდ მიღამდება უემოციოდ.
ვერ გამიფრთხილდი! ვერ აცხოვრე ჩემში პოეტი!
შენზე დაწერილ ყველას სტრიქონს, მსურს, რომ მოგხიო... 
ვერ გამიფრთხილდი! ეხლა ხედავ? დაგაგვიანდა, 
ცრემლების ზღვიდან სიყვარულით გამოვაღწიე! 
ვერ გამიფრთხილდი! წასვლის ყველა შანსი მომეცი
და სიყვარული გულგრილობად გადააქციე.


***
უსიყვარულოდ აღარ მოვა ჩემთან ზაფხული, 
მწვანე თვალებში ატირდება ივნისი ღამით, 
უსიყვარულოდ გახუნდება ფერები ჩემთვის 
და უშენობა ვიცი ალბათ ჭკუიდან შემშლის! 
უსიყვარულოდ დედამიწა უკუღმა წავა, 
ფერადი ფერი გარუხდება, იწვიმებს ცრემლი! 
უსიყვარულოდ არ გამოვა არცერთი ლექსი 
და არც სიმღერას არ ექნება გრნობების ძალა. 
უსიყვარულოდ აირევა ყველა სტრიქონი,
მუზაც არ მოვა, მიმატოვებს ფერების მსგავსად, 
უსიყვარულოდ ვერც ბახუსში ვიპოვით საშველს,
სადღეგრძელოსაც აღარ ექნება გძნობებით აღქმა! 
უსიყვარულოდ?! ეს რას ნიშნავს, უარვყოთ ღმერთი? 
აღარ ვიწამოთ არც ტაძარი და ლოცვის ძალა!
უსიყვარულოდ რაღად გვინდა ვატაროთ ჯვარი, 
თუ მისი რწმენა აღარ შეგვრჩა, კაპიკი გახდა!
უსიყვარულოდ ალბათ მოვა ეშმაკი ჩვენში,
აააწიოკებს ყველა გრძნობას თავისებურად! 
უსიყვარულოდ ერთმანეთის თვალები შეგვშლის, 
თვალები აღარ მოგვხიბლავენ კვლავინდებურად! 
უსიყვარულოდ მე არ მინდა არც ერთი წამით,
მინდა, მტკიოდეს სიყვარულით გამთბარი გული, 
მინდა, ფერების ისევ იდგეს დღეს გაზაფხული 
და ქვეყანაზე არსებობდეს კვლავ სიყვარული!


***
დედამიწააა ავად! 
და ჩვენ ვერაფერს ვშველით,
მშვიდად, ყველანი მშვდად, 
ვკვდებით! ეშმაკს ვერ ვებრძვით... 
გამოცლილი გვაქვს ძალა! 
ჰაერს ვერ ვსუნთქავთ სუფთას! 
დღეები მიდის, მიდის! 
უძლურნი ვხდებით, სულ მთლად! 
რას გვიმზადებენ ნეტა? 
რა განაჩენი გველის, 
უფალო, შეგვაშველე 
შენი მოწყალე ხელი! 
დედამიწაა ავად! 
დედამიწააა ავად! 
ჩვენ კი ვერაფერს ვშველით, 
მშვიდად, ყველანი მშვიდად! 
ვკვდებით!
ვნებდებით 
ეშმაკს ჩვენით...
 
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge