გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

პოეტ პოეტიშვილი - ლექსები



პეგასი

პეგასებზე შემოსხდნენ სუფთა სულიერები,
ცისფერი არემარე კრთება მხედართ რემებით.
აურაცხელ აურით, სულთა სულ იერებით,
სული პანთეონდება, დოგმის  თეორემებით.
როცა მთვარის მხედარი ზევით ავალ პეგასით,
განუკურნელ სენებით ვარსკვლავს მოვექიმე რომ...
ორფეოსის სფეროში ფართოდ გავაპე გარსი,
რომ დემონი განვდევნო, ურჩხულს მოვექიმერო.
ჯოჯოხეთის ბილიკებს კვალი დაედე მონის,
არ სჩანს, თეთრი ვარსკვლავი შავ ხვრელს დაეგმანება,
სულის გზაზე მიფრინავს ცხენი საედემონი,
გაშლილ ფრთებით ანგელოზს როცა დაემგვანება.
უჩინარი სხეულით ზეცის მონახეთ ქარი,
მხედრებს აპოკალიფსის უსწრებ, ჩემო მხედარო,
ზენიტზე ვერ მოგვწვდება მხეცი მონახეთქარი,
სისპეტაკეს რომ ნახავ თვალში შემომხედარო.
გაოცებულ ან-ბანით მთვარე ამხედრებულა,
გაოცებულ მცნებების მსგავსი დავამხე დარი.
სული აცხედრებულა, გზაზე სამ ხედ რებულა,
ანგელოზთა დასებში განავარდდა მხედარი.
სხეულს ჩამოხეული ჩოხა სამ-ოთხ ეულის,
გადაიქცა ღრუბლებად, გლოვის კაბაკარდებად.
ოხრად მაქვს მოხვეული, ოხვრა სამოთხეული.
მხოლოდ სულთა ცხენები თოვით აბაკარდება.
ფრენა და უკვდავყოფა ბოლოს ცისკენ ნელდება,
ახლოს არ მიიკარა ცამ, რის გამოც ხადები.
სულის ცხენის მფლობელი, მხოლოდ აზესკნელდება,
იოანეს წინასწარ სიტყვის გამოცხადებით.
ანგელოზთა დასები სულთა იქ დამხვედრები.
ჩემი წინამორბედი იქონიებს გავლენას,
პეგასებზე გადმოსხდნენ ლურჯ ცხენების მხედრები,
სხეულები დატოვეს - სულის გამოსავლენად.



მთვარის სონეტი

I ფაზა

ემბრიონის პოზაში მთვარე თავის აკვანში,
უსასრულოდ იშვება, რკალში, მოსაკაკვანში.
როცა სენსაციური ჩადის მზე ზეციური,
ფეხზე დგება ცივ ურით, დადის ზეზეც იური.
გაიმ ცაა ყურუმი, გაცისკარდი ნალითა,
ეძებ მთვარის ქურუმი გაცის კარდინალითა...
ცას აზიზად აზის ის, უპირველეს ფაზისი.

II ფაზა

მეგრულ ცხენზე ამხედრდა კოლხეთი და ფაზისი.
მითხრა, ქართულ ნამგალმა, ასო ნახე ვარ მთავრის
ნისლი, მთვარის ნაფაზი, მზე ოქრო ოფაზისი.
ციდან მოლაპარაკე სახე ნახევართვარის.
ოკეანეს იზიდავს სავსე მთვარის მოქცევა,
მოტირალი ისიდას - სელენედ გადმოქცევა.
სიზმრების ტბა მთვარეულს მიპყრობს სომნამბულიზმით.

III ფაზა

სიზიგიით არეულს მეხლიჩება სული ზმით.
დათვის თანავარსკვლავედს (ხელს აქვს) ტერმინად ტორი,
სიბნელისგან სინათლეს იცავს ტერმინატორი.
მხოლოდ მთვარის არნახვით ვითარსები, აპოლონ,
არც პირიქით მომსწრეა ვითარების აპოლო.
საცეკვაოდ პოეტი მთვარეს გადაუშპა რით?!
წერა ნაყოფიერად შემიძლია შუშპარით.

IV ფაზა

ვინც ზურგი შეგაქცია, მალე იქცა მაქციად.
მე რითმების აქციამ დიდ პოეტად მაქცია.
მინდა მთვარის სონეტის მოტანა ექსპონატით,
ბეთჰოვენი მთვარის ხმას მოატანს ლექსს სონატით.
მეც ვარ მთვარის პოეტი, დედამიწის გუშაგი,
ავმა თვალმა ცხრათვალა მზე დამიწვი გუგაში,
ცისფერ პეგასს მიდაღავთ, ზედ თეთრ ნალით საღ დოგმას,

I-ფაზა

ახალ მთვარის პოეტად მელის მკვდრეთით აღდგომა.



მთვარის ცის-art-ყელები

ირკალება მხედრულად მთავრის ცისარტყელები,
დავინახე ცისარტყლის (ხიდი) მე ანხელებში,
შვიდი აკვნის ფერიას მთვარის ცის-art-ყელებით,
მარიანის ღრმულიდან მიყვანთ მეან ხელებში.
ღვინის აკვანს ეხვევა ხელზე ბაბილო ნებით,
შვიდი ფერი გიბრწყინავს შორით იოს ირისებს,
ლექსის ენას ვაშენებ ახალ ბაბილონებით,
ჩემი თვალი ჰორიზონტს ჰორით იოსირისებს.
გალაქტიკით მომავლენს პაწაწინას წარსული,
ტრაგედია ტიროდა მოთქმით, წამოგედებით.
მთვარით დაჭერილია, როცა წინასწარ სული,
წამწამებო ცრემლებით ჯვრებად წამოგედებით.
ფასჯუნჯივით აღდგება ლურჯი ფერფლი რომ ავლით,
ფასს უნჯივით დაიდებს თოვლის ავლი მომავლით.
გედების ტრაგედია მღერის იმ სახიობას,
იმეტებენ ვარდები თოვლზე საკომედ იებს.
ტრაგიკოსმა კომიკის ნიღბით იმსახიობა,
მოლიერი დონ ჟუანს როცა აკომედიებს.
პოეზიას ვაბრუნებთ, რადგან ვგავდით პოლუსებს.
ცხრა პლანეტამ ერთი მზე რომ ვერ დათმეთ აურით,
ხმალში იწვევ პოეტებს, ესვრი გლადიოლუსებს,
მუზაგეტი მუზების, ანუ ათმეთაური.
მაქვს  ორმაგი ბუნება ო, რად, ამ იანუსის,
ახალგაზრდა მოხუცის ორადამიანუსის.
ამორძალი ამარტებს, არტ-ში ამ-ორ იელებს.
ნოემბერი პოეტებს მარტში ამორიელებს.


ცისფერი დროშა

მზისფერმა აჯად-ოქროს კალა-მზე
სულის აწევა აღმა რთულია.
ცამეტი მეტრის ოქროს კალამზე
ცისფერი დროშა აღმართულია.
ცაზე ხმოვანი "ანა" ნავდება.
ცეცხლოვან გემზე აფრით ალები,
წყლიანი ენით ანანავდება,
შტორმში ზღვის გულის აფრიალებით.
ცივი სიტყვები მყინავს - ცხელ დროში,
რომ მენატრება ცა ნეტარულად.
დავიპყრობ ციურ (ცის ნავს) ხელდროშით,
ცისფერი დროშით პლანეტარულად.
ხომლამდი მიმქრალ მთვარით  ხო, მალდი...
ცაზე ლანდს სტოვებს "გემი დალანდი",
ზღვას ატორტმანებს "მთვრალი ხომალდი“,
ციურ მელანში გავმაგელანდი.
გათეთრდა ღამის დაირა ღებვით,
ისრით ასწია (გულის flag) მანის. 
ჩნდება ცისფერი ბაირაღებით
თოვლივით გემი, სულის ფლაგმანი.
ეს დრო მიხსნიდა - ცისკარს იმ დროში,
ამ დროშით შენთან მინდა დრო შებმა.
სული მოძრაობს, ცის სამკვიდროში,
რომ იფრიალონ წმინდა დროშებმა.
შევდგები ცისფერ კალმის ევერესტს,
თეთრ ბუნიკს ხელი გალამ დარია.
ვერ მოვესწრები ალმის ever rest,
მეკალმე ფურცლის ალამდარია.
სწევს ხატის დროშას ბარხატის ტარი,
დაწევა გიწევთ დროშა-ალმისა,
დროშიონს უძღვის ბაირახტარი,
რადგან დამდგარა დრო შავ სალმისა.
ცისფერ ძეგლს მიდგამს მე დრო შენებით,
საფლავს ეცემა ცა ლაჟ ვარდებით.
ვლაშქრავ თეთრ პარნასს მედროშე ნებით,
ღმერთმა პატივი მცა ლაჟვარდებით.
მზისფერმა აჯად-ოქროს კალა-მზე
სულის  აწევა აღმა რთულია.
ცამ-მეტი მეტრის ოქროს კალამზე
ცისფერი დროშა აღმართულია.


Merry christmas
ჯვრის სხივებს უფენდა ღვთისმშობელი,
დაჯვარულ ნაწნავით Mary ხრის თმას.
მოგვებმა გვახარეს ცისმპყრობელი,
ალილოს მსვლელობამ Merry christmas.
ბარაბას ინდობენ არამ ეულს,
ებრაელს ღმერთი არ ებრალება,
რომ წმინდა ღვთის ენას, არამეულს,
ბიბლიის დაწერა ებრალება.
დღეები რონინით Mary დიან,
დღეს უფალს გასცემდნენ იუდები.
ჯვარს ასვამს + გრძედი ცის მერიდიანს,
ჯვარს აცვეს ცოდვაზე მიუდები.
ვუსმენდი სამების სამ არიას,
სულიერ ქარებით Mary ქრის თმას.
მივყავარ მარიამს სამარიას
და მაწვენს ბაგაში Merry christmas.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge