ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გიორგი გობეჯიშვილი - ლექსები
* * *
დარდი შემოაღებს კარებს,
თვალმა თუ გაგთვალა სევდის,
მერე დაიწყება გვემა,
მერე სითბოც ვეღარ გშველის...
სადაც ღალატია ფიცი,
სადაც აგიშალეს წესი,
შენ ნუ გეშინია, გულო,
ერთი ნათელი ხარ ბნელში!..
ასეთი ქვეყანა
ნამუსი იმთავითვე თუკი ახდილია...
ტაძრის გზა გრძნეულთაგან თუკი გავლილია...
კალაპოტს დინარება თუკი დაღვრილია...
ბერკაცი სიყვარულით თუკი დაღლილია...
ყვავილს თუ ვერ აღვიძებს სუსხი აპრილია...
წადილი დარჩება და მხოლოდ წადილია,
- ასეთი ქვეყანა,
ასეთი ხალხი,
ასეთი მიწა-წყალი - მტკვარო, წაგიღია...
ცრემლო
გაწურულ გულის ნადენი
მიგორავს თვალზე ცრემლადა,
ჭირსა და ლხინს შენაძენი
შევსვი ფიქრების ხელადა...
კალთა მინამე ობოლსა,
მოდი, არ დაგეღალები,
ცრემლო, ჯავრი მაქვს ბლომადა,
გნატრობ, ნუ დამეკარგები!
თუ გაგიჭირდა
1.
თუ გაგიჭირდა ცივ მჭადს იამებ,
დილას მთვარესთან ერთად დახვდები,
სვავის მხარეში ღმერთსაც მიაგნებ
და ფრთანატკენი მტრედი გახდები...
2.
თუ გაგიჭირდა, ვეღარ მოითმენ
და ვით უწრთობი რკინა — გატყდები,
სვავის მხარეში მხოლოდ სვავს ნახავ
და შენც იმგვარი სვავი გახდები...
* * *
გამოიწვება ჟამი მწუხარის,
ოდეს და როცა, როცა და ოდეს..,
ვინ შეიბრალებს გულსა მდუღარის,
ან ვინ ჩააგდებს მარცვლების ოდენს...
რა მოხდება და როგორ მოხდება,
მაშ, გულის ფიქრმა იგი რა იცის
და ვინ იქნება ჩვენდა ნუგეშად,
- კაცმა არ იცის!
* * *
მაშ, რა იცოდა დეკემბრის ქარმა,
გულის ტკივილი,
თავგამეტებულ, ჩემს ფანჯრებთან,
ჰგავდა მდევართა...
მე კი ვერცა რა ნუგეშს ვცემდი
ხმაწაკვეთილი,
ცრემლებით ვთხოვდი წასულიყო,
სხვა გზით ეარა...
* * *
როგორ მედიდები, გულო,
გვერდით აკვანისა შენსა!..
როგორ სპეტაკდები, სულო,
კვალად ბოროტისა მტერსა?!..
...ქართულო გულო, ქართულო სულო...
სიმღერებმა დაგიამეს წყლულები
საქართველოვ, შენ არა გაქვს ბედია:
უჟანგავი, უმტრო გქონდეს ხერგია...
თავგანწირვის ოფლად მონაწურები,
სიმღერებმა დაგიამეს წყლულები!
შენი მტერი ლუწდებოდა კენტია,
გეზრდებოდა ბეშქენ, შალვა, ბერდია...
მომართული გქონდა მუდამ ლულები,
სიმღერებმა დაგიამეს წყლულები!
საქართველოვ, შენი სიტყვა მარდია,
ლექსიც შენი, - იაა თუ ვარდია,
- ვაზის ყალნით მოქარგული წნულები...
სიმღერებმა დაგიამეს წყლულები!
სული შენი დიდკაცობის თარგია,
გული შენი ქართველს აკვნად არგია...
უკვდავების ოფლად მონაწურები,
სიმღერებმა დაგიამეს წყლულები!
ახალი სტატიები
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ნინო დარბაისელი - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ქეთევან ნათელაძე - ლექსები